გურამიშვილზე, აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.  39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ოქტომბრის შემდეგ იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მას სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი. თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად აფეთქება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს მოხდა. 

მეტი...

“უსამართლობასთან არასდროს შევრიგდებით” – პეტრე ცაავა მიტროპოლიტ გრიგოლს

მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აპირებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად გადააბაროს ეპარქია მის შემცვლელს, მიტროპოლიტ გრიგოლ კაციას. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც 3 ნოემბერს პირველი შეხვედრა გამართა. კითხვაზე, რას უსურვებდა პეტრე ცაავას, მიტროპოლიტმა გრიგოლმა თქვა: „შერიგებას, მეგობრობას და ძმობას“. მეუფე პეტრემ კი მიუგო: „უსამართლობასთან არასდროს შევრიგდებით, მეუფეო“. „უსამართლობასთან … ჩვენც“, – თქვა პასუხად მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მეტი...

“თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, დაიტუქსება” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრემ ჭყონდიდის რეზიდენციიდან პირადი ნივთების ნაწილი უკვე გაიტანა. მისი თქმით, რეზიდენციაში დარჩა პირადი ბიბლიოთეკა და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ წიგნებს წაიღებს. კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდნენ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლის მიერ ჩატარებულ საკვირაო წირვას, მეუფე პეტრე ამბობს,რომ ეს არ ყოფილა მათი მხრიდან პროტესტი, ისინი დაკავებული იყვნენ ეპარქიის საქმეებით. თავის მხრივ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მონაზვნების განცხადებას, რომ ისინი არ დაესწრებიან წირვას, რომელსაც მეუფე გრიგოლი აღავლენს, პეტრე ცაავა ამბობს რომ ეს არ არის სწორი. “ეს არ არის სწორი და თუ ეს ვინმემ თქვა, აუცილებლად…

მეტი...

“ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში” – მეუფე პეტრე

ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს.  კითხვაზე, მას შემდეგ დატოვებს თუ არა ის ეპარქიას, რაც კომისია დაასრულებს მუშაობს, მეუფე პეტრემ განცხადა, რომ ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება. „სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია გამაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“,- აღნიშნა მეუფემ. კითხვაზე სად გეგმავს წასვლას, ყოფილმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საქართველოში იყოს. ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების…

მეტი...

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის 2, მაროკოს სამეფოს 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავა. მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ ბრალი. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს-ში. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

მეუფე პეტრე სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარებას ითხოვს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის საფუძვლად მეუფე პეტრე ბევრ სიცრუესა და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ასახელებს. „ვიდრე სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება. მომავალი სინოდის სხდომები აუცილებლად ღია ეთერში უნდა გავიდეს“, – განაცხადა მეუფემ. ცნობისთვის, ინჩხურის მონასტრის დათმობაზე პეტრე ცაავას თხოვნა არ დაკმაყოფილდა. პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, ის შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

მეტი...

საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში ბინის ქირის გადაუხდელობის გამო უჩივიან

საქართველოს ყოფილი ელჩი დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. ლიეტუვას სასამართლომ ხათუნა სალუქვაძე ბინის არენდის გადაუხდელობაში დამნაშავედ ცნო. მას ბინის ქირის ხარჯებისა და სასამართლო ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ყოფილი დიპლომატი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა. ის არც ჯარიმის გადახდას აპირებს. ბინის მეპატრონე კი, დაზიანებული ავეჯისა და ბინის დაზიანების მიყენების გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს. ლიეტუვას სასამართლომ გადაწყვეტილება, როგორც ყოფილ ელჩს, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გამოუგზავნა. 

მეტი...

“პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა” – სალომე ზურაბიშვილი

“პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დღეს საკვირაო წირვაზე თანადგომის გამოსახატად მივიდა. „პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების, შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიის, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ საკუთარ გადაწყვეტილებას ძალიან გაუფრთხილდება. „რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის ძალიან სენსიტიური…

მეტი...

პატრიარქმა მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა და დღეს, არ იქადაგა

“მადლობელი ვარ თანადგომისათვის”, – ასე მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს სამებაში წირვის დასრულების შემდეგ.  როგორც პატრიარქმა ბრძანა, მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება. უწმინდესმა  მორწმუნეებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ სამშობლოსა და ეკლესიას. “მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა. გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა დღეს ილია მეორემ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს…

მეტი...

200-მა გერმანელმა, კავკასიის კამერულ ორკესტრთან ერთად ევროპა გადარია (ვიდეო)  

ბელა ბერკემერ-მახარაძე და უვე ბერკემერი – ეს ორი ადამიანი ევროპის შუაგულში, კერძოდ, გერმანიაში საქართველოს ე.წ. ელჩები არიან და თავიანთი საქმიანობით, ევროპელებს ქართული კულტურით აოცებენ. ამჯერად, ცნობილმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმა, კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად, 200 გერმანელი ახალგაზრდა ქართულად აამღერა და აუდიტორიას საქართველოს კულტურა კიდევ ერთხელ გადაუშალა. „მარტო აი ამ დაუვიწყარი სილამაზისთვის და არაჩვეულებრივი ჟღერადობისთვის ეკუთვნის ჩემს ძვირფას მეუღლეს, უვე ბერკემერს მადლობა ქართველების მხრიდან. სწორედ მისი დამსახურებაა, ორ უმნიშვნელოვანეს კონცერტზე, კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად  გერმანელი ახალგაზრდების მიერ აჟღერებული ქართული ჰანგები“ – ამბობს ბელა ბერკემერ-მახარაძე და ქართველებისა და საქართველოს ასეთი დიდი…

მეტი...

„ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს” – იღუმენია თამარმა წინამძღვრის პოზიცია დატოვა

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ წინამძღვრის პოზიცია დატოვა.  „ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს. დღეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში იყო დედათა შეკრება. მათ ერთსულოვნებით გამოარჩიეს ახალი წინამძღვარი და მე კი დავტოვე ჩემი წინამძღვრობა. ის გახლავთ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. ჩვენი ეპარქიის სასულიერო დასმა სამი წელია, რაც ციანდის ამბავი დაიწყო. ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი. სხვა ეპარქიებიდან და საპატრიარქოდან განსხვავებით, ჩვენს ეპარქიაში ჩვენი მღვდელმთავარი არასოდეს არ მალავდა არაფერს და ყველა ჩვენს კითხვაზე ჰქონდა პასუხი. ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ერთი განწყობა გვქონდა. დედები აგრძელებენ მოღვაწეობას და არ აპირებენ უკანონო გადაწყვეტილებების ე.წ მორჩილებების აღსრულებას. ჩემი ხორციელი დედაც აქ…

მეტი...

მამა ანდრიამ ინჩხურის ტაძარი დატოვა

ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა. მან ამის შესახებ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს განუცხადა.  მისი თქმით, ის უარს არ ამბობს მღვდელმსახურებაზე, თუმცა ტოვებს წინამძღვრის თანამდებობას. “სანამ გაირკვევა და სინოდი ასე ვთქვათ თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობას ღებულობდნენ. მე არ ვცნობ სიცრუის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა, მღვდელმსახურებას არ ვტოვებ. ვტოვებ მხოლო და მხოლოდ წინაძღვრობას”- განაცხადა მამა ანდრიამ.  ცნობისთვის, მეუფე პერტემ მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, სწორედ ინჩხურის მონასტერში გაგზავნა ითხოვა, თუმცა პატრიარქმა თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

მეტი...

საქართველოში მილიონამდე მოთამაშეა, გოგოების რიცხვიც მზარდია, თვითმკვლელობები მატულობს, გამოსავალი არ ჩანს

ვალი, ლომბარდში ჩადებული სახლი, მანქანა, ნივთები, თამაშში დაკარგული წლები – ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებაა. აზარტული თამაშები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. სტატისტიკით, საქართველოში მილიონამდე ადამიანი თამაშობს, თუმცა, 150 000-მდე ადამიანი ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული). რამდენიმე წელია, აქტიურად მიდის საუბარი ახალ რეგულაციებზე, რომელიც გააკონტროლებს ამ სექტორს და მასში ჩართულ ადამიანებს,   თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ქვეყანაში უკვე სახიფათო მასშტაბი მიიღო. ასევე, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ დახმარებას შესთავაზებს. ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვისაც. როგორც კვლევები…

მეტი...

ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა მოხდა

ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა მოხდა. ჰაკერული თავდასხმა 2 ნოემბერს 21:30 საათზე დაფიქსირდა და 30 წუთს გაგრძელდა. „იმედის“ IT სპეციალისტების ინფორმაციით, ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია კრიპტოვირუსმა რომელიც შიფრავს და აზიანებს ვიდეოფაილებს. მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ დადგენილი არ არის.  ბოლო კვირის განმავლობაში ეს ტელეკომპანიაზე განხორციელებული მეორე კიბერშეტევაა. 28 ოქტომბერს კიბერშეტევის გამო ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო, პრობლემები შეექმნა ასევე ათასობით ვებგვერდს, გაითიშა პრეზიდენტის ოფიციალური და სამთავრობო ვებგვერდები. „იმედის“ IT სპეციალისტების თქმით, წინასწარი მონაცემებით, ეს იყო პარალიზებისკენ მიმართული ვირუსული თავდასხმა. მოგვიანებით კომპანია „პროსერვისმა“, რომლის სერვერებზეც სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია…

მეტი...