“ვინც პატრიარქს არ ემორჩილება, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის” – მეუფე დანიელი

“სირცხვილი იმ საქართველოს, ვინც კითხვას სვამს, ვინ არის პატრიარქი”, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს შეცდომას უშვებს. „ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დადგეს სინანულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას თხოვნა, შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებასთან დაკავშირებით, ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

მეტი...

“ილია მეორე მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 2017-ში ითხოვდა” – მეუფე გრიგოლი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის, ეპისკოპოს გრიგოლის ინფორმაციით, ილია მეორე მიტროპოლიტ პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა. ამასთან, მეუფე გრიგოლი დარღვევად არ მიიჩნევს, რომ პეტრე ცაავას მიმართ 55-ე მუხლი გამოიყენეს. „გავიდა სამი წელი. 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს. იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება, რომ ახლა მივცეთ გაფრთხილება, მას შემდეგ სინოდის ხუთი სხდომა ჩატარდა და ასეთი სიტუაციაა. სულ იყო შფოთი. ეს აზიანებდა საპატრიარქოს. ის ზაფხულში იყო ჩამოსული და ეს იყო უწმინდესის კიდევ ერთი გაფრთხილება, თუმცა მეუფე პეტრემ თქვა, მე მივდივარ ბოლომდე და მოხდა…

მეტი...

პატიმრებისთვის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა

პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე, მარიამ ჯაში რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. დეპუტატმა 23 წლის მსჯავრდებული, ნიკა ჩუგოშვილი მოინახულა. ახალგაზრდამ კომიტეტს თხოვნით მიმართა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილება შესულიყო. თხოვნა დაკმაყოფილდა და პარლამენტმა წინადადება, მიმდინარე სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებით, დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა. მარიამ ჯაშმა ნიკა ჩუგოშვილს ის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლებიც პატიმარს მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დასჭირდება.

მეტი...

სტიქია აჭარაში – ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

უხვი ნალექის გამო, ქობულეთში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა. მიწის დიდი ნაწილი გორგილაძეების სახლთან ჩამოიშალა. გორგილაძეები ამბობენ, რომ შესაძლოა მეწყერი ისევ განმეორდეს და მათ საცხოვრებელ სახლს ჩამოშლის საფრთხე შეუქმნას. ისინი დღეს ღამის გათენებას ნათესავთან აპირებენ. დაზარალებული ოჯახი ქობულეთის მერმა ადგილზე მოინახულა და განმარტა, რომ პრობლემას გეოლოგები შეისწავლიან. ამასთან, წვიმის გამო, ადიდებულია მდინარე აჭყვა. მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულს მდგომარეობას სწავლობს

მეტი...

“პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე საპატრიარქოდან უარი მიიღო” – მღვდელ-მონაზონი

“ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა, შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებასთან დაკავშირებით, ილია მეორემ არ დააკმაყოფილა”, – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ განაცხადა. მღვდელ-მონაზონმა საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას ამორალური უწოდა და განმარტა, რომ მათ საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ ჰქონდათ. “ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ. ​მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიას ელოდებიან, რომელსაც ეპარქიას გადააბარებენ. მღვდელ-მონაზონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ…

მეტი...

“შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში” – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის. მეუფე პეტრე ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის თბილისში გაემგზავრება. “მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქს უთქვამს საკუთარი მოსაზრება – ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია… ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი”, – განაცხადა…

მეტი...

ქართველმა მოჭიდავემ რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა (ვიდეო)

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 23-წლამდელთა ნაკრების წევრები ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ. 2 ნოემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სპორტსმენები ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, ბრინჯაოსთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან ბექა მამუკაშვილი (77 კგ) განაგრძობს. ქავჟარაძემ საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა, ნახევარფინალში რუსი ვალიტოვი დაამარცხა და ფინალში ირანელ დალხანის შეხვდება. გურამ ხეცურიანმა ფინალამდე სამ მეტოქეს, მათ შორის რუს სპორტსმენს მოუგო,  ფინალში კი ის უკრაინელ ნოვიკოვს შეხვდება. ზვიად პატარიძემ ფინალამდე სამი მეტოქე მარტივად დაამარცხა, ქუთაისელი მძიმეწონოსანი 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის და 2 ნოემბერს მეშვიდე მსოფლიო ოქროს მედალისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი იოსოფიაჰმადჩალი…

მეტი...

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დაკვამლიანება იყო

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დაკვამლიანება იყო. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დაკვამლიანება მოძველებული სადენების დაზიანებამ გამოიწვია. „მეტროსადგურის მუშაობა დროებით შეფერხდა. მოხდა მგზავრების ევაკუაცია. გამოძახებულ იქნა ჯგუფი. მოძრაობა დაახლოებით 12 წუთით იყო შეფერხებული“,- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“ მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის შეწყალების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, დეკანოზ მამალაძის შეწყალების თემაზე.  “ასეთი “ფეიკ-ნიუსები” ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

მეტი...

კახეთში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრეს

გუშინ კახეთში სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრეს. კობა თარაშვილს კონფლიქტი რამდენიმე პირთან ქვემო ბოდბეში მოუხდა. დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ფაქტზე შს სამინისტრომ 1963 წელს დაბადებული პირი დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს. მან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„შეხვედრამდე სამოთხეში“ – დამშვიდობება მეუფესთან და ბევრი ცრემლი (ვიდეო)

მარტვილში, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ემოციური გაცილება მოუწყვეს. მეუფე პეტრე, სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოემშვიდობა.  აღსაზრდელებმა მოძღვართან გამომშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავეს და ატირდნენ. ბავშვები სათითაოდ მიდიოდნენ მეუფესთან და ეხუტებოდნენ. ბავშვების ცრემლებმა მეუფე პეტრეზეც იმოქმედა და ისიც ატირდა. სკოლა სალხინოში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მამა პეტრეს დაარსებულია და იქ ობოლი და შეჭირვებული ოჯახების შვილები სწავლობენ. „ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა:  „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ – მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ყოფილმა მიტროპოლიტმა.

მეტი...

ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის პირველ თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

გორის რაიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ალიანს გრუპმა“ ქალაქ გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 2,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 750,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 1500 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 30 ადგილობრივია დასაქმებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“  შიდა ქართლის რეგიონში…

მეტი...

„ეკლესიამ რომ გაპატიოს შე დალოცვილო, ჯერ ხომ უნდა თქვა მაპატიე, ბოდიში“ – დეკანოზი მამა გიორგის შეწყალებაზე

დეკანოზ დავით ქვლივიძის შეფასებით, მამა გიორგი მამალაძეს წმინდა სინოდი კი არ ამართლებს, არამედ პატიობს. სწორედ ასე ხსნის სასულიერო პირი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას სინოდის გადაწყვეტილებას გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.      „სინოდმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტს. სინოდი იმას კი არ ამბობს,  რომ მამალაძე დამნაშავეა არაა. პატიობს რაც გააკეთა და როგორც გააკეთა. მაგრამ, რომ გპატიობს შე დალოცვილო, ჯერ ხო შენ უნდა თქვა მაპატიე და ბოდიში. მას ბოდიში არც მოუხდია პატრიარქი ისე პატიობს. ესაა ზე-ადამიანურობის გამოვლენა. მეტი რა უნდა გააკეთოს პატრიარქმა. კაცს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს და კაცი არის სიყვარულის ეტალონი. ამიტომაც უყვართ მთელს მსოფლიოს…

მეტი...

„უკრაინელმა მიტროპოლიტებმა რუსეთისგან ავტოკეფალია უნდა ითხოვონ, უკრაინელები მოატყუეს“ – დეკანოზი „მედიაცენტრ მთავართან“

“მხარს ვუჭერ უკრაინის ავტოკეფალიას. მინდა, რომ უკრაინას ჰყავდეს პატრიარქი, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს კანონების დაცვით”, – ეს განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საჭიროა, უკრაინელმა მიტროპოლიტებმა რუსეთისგან ავტოკეფალია ითხოვონ და დედა ეკლესიამ ამის უფლება მისცეს. “ეთნიკურად უკრაინელებს არ უთხოვიათ რუსეთისთვის და ჩვენ როგორ უნდა დავასწროთ მათ?!”, – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“. “უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მსოფლიო პატრიარქს არ მიუნიჭებია.  ავტოკეფალია ნიშნავს, რომ მას ჰყავდეს პატრიარქი, დამოუკიდებელი მმართველი, მღვდელმთავარი ან ეპისკოპოსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას – ეპარქიების გახსნის, მღვდლების კურთხევის თუ შიგნით ატეხილი დავების  შესახებ.  მაგალითად, ისე როგორც, რაც ახლა…

მეტი...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

„მეუფე იაკობის ქმედება მისაღები იყო ყველა ეპისკოპოსისთვის, გამოუძიებელი არაფერი დარჩება“ – დეკანოზი

“რაც მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ მთავრობა აპირებდა ეკლესიასთან ბრძოლას, ეს  გასარკვევია. ეს საკითხი ესე არ დარჩება, შეიკრიბებიან ეპისკოპოსები და გაარკვევენ”, – აცხადებს ვაშლიჯვრის, მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი „მედიაცენტრ მთავართან“. სასულიერო პირმა  მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობს შორის განსხვავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმა შენდობა ითხოვა, მეორემ – არა. „მეუფე იაკობსა და მეუფე პეტრეს შორის ის განსხვავებაა, რომ მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა. მეუფე პეტრე კი ხელით გამოიყვანეს, ქუდი გვერდზე ეხურა რომ გამოვიდა. არ განვიკითხავ, მაგრამ, ყველაზე დიდი წამალი ქრისტიანობაში არის ბოდიშით, მეტს აღარ ვიზამ. შენდობის თქმაა ქრისტიანობა. იაკობმა შენდობა…

მეტი...

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და გაძნელებული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

მეტი...