“ამ დაწყებულ ბრძოლას შუა გზაზე არ მივატოვებ” – მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს ელოდება

ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს ელოდება და ამბობს, რომ საჯარო აქტიურობას გეგმავს. მეუფე შიომღვიმის მონასტერში წასვლას, რაზეც მას პატრიარქმა მიუთითა, არ აპირებს და ამბობს, რომ ის საცხოვრებელ ადგილს თავად გადაწყვეტს და პატრიარქის პასუხს დაელოდება.   “მაშინვე ვთქვი, რომ მონასტერში გაგზავნის გადაწყვეტილებას არ ვემორჩილებოდი. ამიტომაც შევთავაზე ჩემი ვარიანტი. მონასტერში მყოფი, ხარისხშეჩერებული სასულიერო პირი უნდა იყოს მონასტრის წინამძღოლის მორჩილებაში და ვინაიდან, მე ვაპირებ საჯარო აქტიურობას და რაღაც დონეზე თვალყურს ვადევნებ მიმდინარე პროცესებს, აქედან გამომდინარე, შევარჩევ ისეთ ადგილს, სადაც ვიცხოვრებ. დაველოდები საეკლესიო სასამართლოს ანთიმოზ ივერიელის პრინციპით – “ღმერთო, მომეცი ძალა, ის…

მეტი...

აზარტულ თამაშებზე შეზღუდვების დაწესებით მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ იმართება. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანა დოლიძემ, შეკრებილებს ოთხ პუნქტიანი პეტიცია გააცნო და განაცხადა, რომ ათი ათასამდე ხელმოწერის შესაგროვებლად ის შესაბამის ვებგვერდზე აიტვირთება. „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ერთ-ერთი მწვავე სენია, რომელიც ანგრევს ადამიანების, განსაკუთრებით მოზარდების ჯანსაღ ფსიქიკურ განვითარებას და აზიანებს ოჯახებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს ახალ თაობას, არამედ ხელს უწყობს მოზარდების ჩართვას აზარტულ თამაშობებში. ამ პროცესების პარალელურად კი საგრძნობლად იზრდება თვითმკვლელობების, სიღარიბის, უძრავ/მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კრიმინალის და ოჯახური ძალადობის მაჩვენებლები. ჩვენ მოვითხოვთ,…

მეტი...

ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარუდგინეს – ამჯერად რას ედავება პროკურატურა?

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, გამორჩენის მიღების მიზნით.  განცხადებას, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს, “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის…

მეტი...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი ბინებს საკუთრებაში მიიღებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი ბინებს საკუთრებაში მიიღებს. შესაბამის ინიციატივაზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე დღეს შევედით ინიციატივით და მთავრობამ დაგვიჭირა მხარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, 627 ოჯახი საკუთრებაში მიიღებს დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს. ეს ადამიანები, ეს ოჯახები ფაქტობრივად ცხოვრობენ ამ ბინებში, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას. ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ და ვუმკვიდრებთ საკუთრებაში ამ ბინებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი განმარტებით, საუბარია 19 დასახლებული პუნქტზე ქვეყნის მაშტაბით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, გორში, მცხეთაში, დუშეთში და…

მეტი...

“დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გაათავისუფლებს” – ადვოკატი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პატიმარი საპყრობილეში მოინახულა. საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა მედიას დეკანოზის წერილი გააცნო. „ის მადლობს სული წმინდა ღმერთს, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის სინოდზე და სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე. ის იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა. ეს არის მისი პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა. კითხვაზე,…

მეტი...

“ეკლესიის წიაღში იყო ბევრი გამარჯვება, სირთულე, თუმცა ის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი” – კახი კალაძე

“ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი გამარჯვება იყო, იყო პრობლემებიც, სირთულეებიც, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, ხოლო პოლიტიკოსებს დაფიქრება საკუთარ განცხადებებზე, რადგან მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. „ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას. ასევე, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის თაოსნობით, მისი ხელმძღვანელობით ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ სირთულეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ“,…

მეტი...

გორში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

გორის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქარის ახალი ელექტროსადგურის განვითარების კონცეფცია დამტკიცდა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი დღეს ძირითადად ჰიდროსადგურებით არის  წარმოდგენილი, თუმცა, თანამედროვე სამყარო დივერსიფიცირებას მოითხოვს. ამიტომ, თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქარისა და მზის ენერგიის განვითარება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი,“ რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული და მასთან  მოლაპარაკებები იგეგმება. „ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა მაძლევს რწმენას, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. მეუფე ითხოვს, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განაწესონ. ​„შიომღვიმეში არ წავალ. მე თავად გადავწყვეტ, სად წავალ. შეთანხმებულად მოხდება, თუ მოხდება. შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები, რამდენიმე დედათა მონასტერი დააარსეს და მონაზონთან ერთად. დაველოდებით პასუხს თუ არადა, დაველოდები გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები დამოუკიდებლად. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი. მარტივად დავთმე გუშინაც ეს ყველაფერი, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, გუშინაც წავიდოდი კომპრომისზე“, – განაცხადა მან…

მეტი...

“ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ“ – მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიაში დარჩენას სთხოვს

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამავე ეპარქიის აწ უკვე ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს ეპარქიაში დარჩენას სთხოვს. ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, იქ დარჩენა სხვა სასულიერო პირებს, სურვილისამებრ შეუძლიათ. “მე მარტო ვერ შევძლებ. მე ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება. “ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება.…

მეტი...

„არ უბიძგონ განხეთქილებისკენ“ – დეკანოზი დავითი მეუფე პეტრეს მრევლს მიმართავს

„ვისაც მეუფე პეტრე უყვარს, მივმართავ, რომ უთხრან: მეუფე, საყვარელო, შენ რაღაც შეგეშალა და დაემორჩილე სინოდს, რასაც სინოდი გეტყვის ის გააკეთე.  თუ არ უყვართ, გაიხსენონ ძველი ანდაზა “მურიკელას ცუგა ცუგა უძახეს და მგლებს დააგლეჯინესო”- აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა დავითმა გააკეთა და მეუფე პეტრეს მორჩილებისკენ მოუწოდა. „მის გარშემო ვინც არიან, ყველამ უნდა ურჩიოს,  რომ მიიღოს ის სასჯელი რაც სინოდისგან არის და დაემორჩილოს. მეუფე პეტრეს სულიერ შვილებს ვთხოვ, თუ მათ მეუფე პეტრე უყვართ, არ უბიძგონ  რომ მან რამე გააკეთოს, განხეთქილებისკენ არ უბიძგონ. თუ უყვართ მათ მეუფე პეტრე, უთხრან, რომ შენდობა ითხოვოს. მან რომ ბოდიში მოიხადოს,…

მეტი...

„კაცი გლოვობს და ტირის“ – რა უთხრა პატრიარქმა მეუფე პეტრეს?!

დეკანოზ დავით ქვლივიძე „მედიაცენტრ მთავართან“ გუშინდელ სინოდის სხდომაზე პატრიარქისა და  მეუფე პეტრეს საუბარს ყვება და აცხადებს, რომ პატრიარქმა მეუფეს თბილად, სიყვარულით და გულდაწყვეტილმა მიმართა. „პატრიარქი ეუბნება, რომ მოხვედი რა კარგი იყავი და ახლა რა დაგემართაო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პატრიარქი არის ნამდვილად მწყემსი კეთილი. რაც უწმინდესმა გააკეთა, ვფიქრობ ამის გაკეთებას ბევრი მღვდელი და მღვდელმთავარი ვერ შეძლებს, ვერავინ შეძლებს ამდენის მოთმენას“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ. მისივე თქმით, მეუფე პეტრე თავიდან რომ მოვიდა ეკლესიაში,  პატრიარქმა შეიფარა, მოეფერა, დაბანა, ჩააცვა, თავის ფრთების ქვეშ ამოიყენა და მიტროპოლიტი გახდა კაცი. „ასე გაბრაზებული…

მეტი...

თუ მან რაიმე მსახურება ჩაატარა, განკვეთავენ. განხეთქილებაში მყოფი, სისხლით ვერ ჩამოიბანს ცოდვებს და სამოთხეში ვერ მოხვდება“ – დეკანოზი მეუფეზე

„მეუფე პეტრეს არ აქვს უფლება, აკურთხოს ვინმე მღვდლად; არ აქვს უფლება, ჩაატაროს წირვა, აკურთხოს ხატი, მონათლოს ბავშვი, აკურთხოს მარილი, არაფრის უფლება არ აქვს“, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და მეუფე პეტრეს მიმართა. „ჩვენ, ქრისტიანები, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ სინოდის განჩინებას. სინოდის განჩინება მეუფე პეტრესი შემდეგია: მას გაჩერებული აქვს მღვდელმთავრობა, მას შეუნარჩუნეს მისი წოდება მიტროპოლიტობა და მისცეს დრო სინანულისათვის. ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება ამას კომისია და წმინდა სინოდი გადაწყვეტს. წესის მიხედვით, ის უნდა დაემორჩილოს სინოდს, წავიდეს მონასტერში და საკუთარი თავისთვის შეასრულოს სასჯელი. მან, ამ ხნის განმავლობაში, არაფერი უნდა…

მეტი...

ფინანსთა სამინისტროს მომსახურებისა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოები გაერთიანდება

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო გაერთიანდება. სააგენტოების გაერთიანების მიზეზებზე მედიასთან სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა. „ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯი. ჩვენ შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის შედეგადაც გვინდა, გავაერთიანოთ ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დღეს არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მომსახურების სააგენტო. ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის ამ სერვისებით სარგებლობის გამარტივების მიზნით,…

მეტი...

უკრაინის არმია რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ატარებს

უკრაინის არმია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მოსაზღვრე ხერსონის ოლქში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით სამხედრო წვრთნას ატარებს. სამხედრო წვრთნების პირველ დღეს, სამხედროებმა „ეს-300პეტე“, „ეს-300ბე1“, „ბუკ ემ1“ და „ეს-125-2დე1“-ის კომპლექსებიდან, საჰაერო, სახმელეთო, წყალქვეშა და ელექტრონული სამიზნეების წინააღმდეგ 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ხერსონის ოლქში ტაქტიკური სწავლება ოთხ ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო სივრცე დაიხურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან ნებისმიერი სამხედრო სწავლება შემაშფოთებელია.

მეტი...

რატომ ვერ ხედავს პროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველს – უწყების განცხადება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტებულია, რატომ ვერ ხედავს საგამოძიებო უწყება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს. “პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო…

მეტი...

პრემიერმა სამართალდამცველებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა

“იმ სისტემურმა პრობლემებმა, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული, რომ 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლობა იქნება საფუძველი, რომ მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე. „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დღეს აღვნიშნოთ, გახლავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დღეს…

მეტი...

“პატრიარქი ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებითა და სიმტკიცით” – ნუკრი ქანთარია

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებითა და სიმტკიცით”, – აცხადებს საპატრიარქოს და სინოდის სკანდალური სხდომის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ არჩევნები მოახლოებულია, ამიტომაც ანტისახელმწიფოებრივი შიდა და გარე ძალები გააქტიურებული არიან. ის არ გამორიცხავს, რომ სხვა ინსტიტუტებშიც მოხდეს სკანდალური ამბები. “კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი ტალახი ისევ მის მსროლელს უბრუნდება და მომავალშიც დაუბრუნდებათ. მნიშვნელოვანი,…

მეტი...

„შეიძლება, მღვდელს დააბრალო რომ ქალებში დადის, ლოთია, ფულს იღებს, მაგრამ ესეთი რამე? უნდა დაამტკიცოს, თორემ ცუდად დამთავრდება“

სასულიერო პირები მეუფე პეტრესგან ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ ეს საქმე ცუდად დასრულდება. როგორც დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, შიდა საეკლესიო სასამართლოს მიხედვით, თუ ბრალდება არ დადასტურდა, ბრალმდებელი უმძიმესად ისჯება. „ჩვენ ვართ მღვდლები. ამიტომ, უნდა ვიხელმძღვანელოთ სჯულის კანონით. სჯულის კანონი ასეთია, როდესაც შენ დაგდებს ბრალს სინოდი, შენ ემორჩილები სინოდს, განგაყენებენ და ემორჩილები ამ განყენებას. მოეწყობა შიდა სასამართლო. სასამართლოს მსგავსი ორგანო არის ზნეობრივი კომისია, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს.  ამ ზნეობრივმა კომისიამ უამრავი მღვდელი დასაჯა, განაყენა, ჯვრები ახსნეს. თუმცა, წესი ასეთია, როდესაც ადამიანს ბრალს სდებ, თუ ვერ დაუმტკიცე, ისჯები შენ. მან…

მეტი...

„წითელი ხაზები გადაიკვეთა“ – დეკანოზი დავით ქვლივიძე

“არ მეგონა, საქართველოში თუ ასე უყვარდათ პატრიარქი“ –  ეს განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მეუფე პეტრემ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. „არ მეგონა, თუ საქართველოში ასე უყვარდათ პატრიარქი. უწმინდესმა და სინოდმა, ეკლესიამ გამოაჩინა თავშეკავების მაქსიმუმი. არასოდეს პატრიარქს თავი არ უმართლებია. ჩვენც სულ  გვეუბნებოდა მოითმინეთო. გუშინ, წითელი ხაზები გადაკვეთა მოხდა. გუშინ ისე მოიქცა მეუფე პეტრე, რომ ხალხი შოკირებულია. ჩემი უახლოესი გარემოცვისთვის დამჭირდა ახსნა, თუ რა ხდება. მოხდა ლუსტრირება. არაა დაფარული რომელიც არ გაცხადდეს. ადამიანმა თავისი თავი წარმოაჩინა“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, საქართველოს დღეს მძიმე…

მეტი...

“მეუფე გრიგოლს ვკითხე: ეს ყველაფერი მართალი თუ აღმოჩნდება რას იტყვითქო და მან რუსულად მიპასუხა : “მამა უნდა დაფარო” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც სინოდმა მღვდელმთავრობიდან განაყენა, ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. ის ეპარქიაში გუშინ, 31 ოქტომბერს, ღამით ჩავიდა, სადაც მრევლი ელოდებოდა. პეტრე ცაავა ეკლესიაში შეკრებილებს შეხვდა.  მეუფე პეტრეს განცხადებით, ის რჩება ეპარქიაში და დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას. პეტრე ცაავამ ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გრიგოლ კაციას ჭყონდიდის ეპარქიას ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ციანიდის საქმის შემდეგ სთავაზობდნენ.  “მე ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მძიმე ჯვარი შეხვდა მასაც, თავისი სინდისის წინაშე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ციანიდის თემა დაიწყო, პატრიარქის მდივან-რეფერანტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ. ამასთან, უკვე განყენებული მღვდელმთავარი ამბობს,…

მეტი...

“თუ მეუფე პეტრე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იჩივლებს, პროცესები საერთაშორისო სკანდალში და გარჩევაში გადაიზრდება” – გიორგი ანდრიაძე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება სინოდის სასჯელს. როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მეუფე პეტრე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იჩივლებს, ის განიკვეთება და სასულიერო პირის წოდებას დაკარგავს.  “თუ მეუფე პეტრე მიმართავს იმ ზომებს, რაც მისთვის ცნობილია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან იჩივლებს, რომ ის მართალია და დამნაშავეა პატრიარქი, 44 ეპისკოპოსთან ერთად, ეს უკვე საერთაშორისო სკანდალში და გარჩევაში გადაიზრდება. ის დაკარგავს იმ ხარისხს და სამუდამოდ განიკვეთება. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ მოიქცევა ის. ვფიქრობ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება სასჯელს. ეს გათვლილი ნაბიჯები იყო,”- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. გიორგი ანდრიაძის განცხადებით,…

მეტი...

„მოვითხოვ, 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა“ – მოკლულის დედა დაკავებულ მწყემსს

„ჩვენი ოჯახი ითხოვს სიმართლისა და სამართლიანობის აღსრულებას შენს მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და უდანაშაულო ოჯახის მკვლელობის დანაშაულზე. მე მოვითხოვ, რომ შენ 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, დროზე ადრე გამოშვებისა და სასჯელის შემსუბუქების გარეშე, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა. ისე, როგორც მოკალი ჩვენი არაჩვეულებრივი რაიანი, ჩვენი ტკბილი, ყურადღებიანი რძალი ლორა და უძვირფასესი 4 წლის შვილიშვილი ქელები“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ხადას ხეობაში მოკლული ამერკელების – რაიან და ლორა სმიტებისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს რაიან სმიტის დედამ გაუგზავნა.    ლიტ სმიტი წერილში აღნიშნავს, რომ ის ლოცვებში…

მეტი...

„ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ პოლიციას ქელების საფლავი უჩვენე“ – ხადაში მოკლულის სმიტების დედა

ხადას ხეობაში სასტიკად მოკლული სმიტების ოჯახის ერთ-ერთი წევრი,  რაიან სმიტის დედა ლინ სმიტი მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატრიმრობა მისჯილ მალხაზ კობაურს ერთადერთ მადლობას უხდის.  მწყემსმა დედის წერილი ციხეში მიიღო.   „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობს ამონარიდს ლინ სმიტის წერილიდან:   „როგორც მე ვიცი, მალხაზ, შენ არ გამოგითქვამს არანაირი სინანული ლორაზე თავდასხმისა და ამ უდანაშაულო ოჯახის შემზარავი მკვლელობისთვის. ახლა კი გადაწყვიტე პასუხისმგებლობაც აღარ აიღო წინა აღიარებაზე, რომ შენ ჩაიდინე რაიანის, ლორასა და ქელების მკვლელობა. იმ ფაქტების მიუხედავად, რომ სწორედ შენ უჩვენე ქელების საფლავი და ასევე ის, რომ თოფი…

მეტი...

“ლორამ და რაიანმა კიდევ სამი ბავშვი დაკარგეს ნაადრევი მშობიარობის გამო… შენ კი აქ მოსიყვარულე ადამიანები მოკალი!” – მოკლული სმიტების დედის წერილი მწყემსს

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელების ოჯახი მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ციხეში გულის ამაჩუყებელ წერილს უგზავნის. რაიან სმიტის დედა ლინ სმიტი მალხაზ კობაურს მის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ახსენებს და ამბობს, რომ ლორასა და რაიან სმიტს 4 წლის ქელების მკვლელობამდე, 3 შვილი დაეღუპათ. მალხაზ კობაურმა ამერიკიდან რომ წერილი მიიღო, ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კობაურის ადვოკატებმა ჯერ კიდევ ერთი კვირის უკან ისაუბრეს. თუმცა, მათ წერილის ზუსტი შინაარსი არ იცოდნენ. მოგვიანებით, ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციიდან წერილი გამოითხოვეს და მიიღეს. წერილი „მედიაცენტრ მთავარს“ სწორედ ადვოკატებმა გადასცეს.       „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ ამონარიდს ლინ სმიტის წერილიდან: „ხალხის სამსახურში მყოფმა…

მეტი...

„სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება რიგში დგას, როდის გაუშვებენ, არ ვიცი“ – გიორგი ანდრიაძე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მეუფე პეტრეს დასჯით პრობლემები არ დასრულებულა. როგორც ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოფილ ხელისუფლებას შენახული აქვს სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერები, რომელიც თავის რიგს და დროს ელოდება. „ის ფარული ჩანაწერები, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა გააკეთა, არსებობს სასულიერო პირებზე. შეიძლება, ისინი გამოჩნდეს ტელევიზიით. გამოჩნდება სასულიერო პირების პირადი ცხოვრება, ის ხაფანგები და მახეები, რაც მათ მოუწყეს, შეიტყუეს, თუ გაუკეთეს. ყველაფერი ჩაწერილია და დღეს თუ არა ხვალ, გავა“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისი თქმით, ეკლესიაში წმენდა უნდა მოხდეს. საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს არა მხოლოდ…

მეტი...

მეუფე გრიგოლი პატრიარქის დავალებით იყო ჩამოსული, მეუფე პეტრეს მონანიებას და შერიგებას სთხოვდა – იღუმენი 

იღუმენია დედა თამარ გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე კვირის უკან, პატრიარქის დავალებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს, მეუფე გრიგოლი ესტუმრა. იღუმენიას თქმით, ის მეუფე პეტრეს მონანიებას და შერიგებას სთხოვდა.  იღუმენის განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დღეს გამწესებულ მეუფე გრიგოლთან მსახურებას არ აპირებს. “ჩვენ ბერ-მონაზნობა ამ ეპარქიისა არ ვიზიარებთ განჩინებას. ეს ბრალდებები, რაც მეუფემ გააჟღერა, ჩვენი ვიცით მესამე წელია, რაც ციანიდის საქმე დაიწყო. მე პირადად არ ვაპირებ იმ მღვდელმთავართან მსახურებას, ვინც უზნეობას აფარებს ხელს. მეუფე გრიგოლმა რა უნდა მასწავლოს? რა უნდა მიგვითითოს, როცა ვიცით, რომ მანაც ყველაფერი კარგად იცის და ასეთ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა,როგო უნდა ვიმსახურო? მე შემიძლია ჩემს…

მეტი...

„თუ მეუფე პეტრე ძალიან მოინდომებს, შეიძლება უმძიმესი სასჯელიც დადგეს – მისი განკვეთა“ – მეუფე მეუფეზე  

„დასჯილი სასულიერო პირისგან ბრალდებები არ მოისმინება“ – აცხადება ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მეუფე პეტრესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს შანსი აქვს ხარისხი დაიბრუნოს. ეს კი მეუფე პეტრე ცაავას მონდომებასა და შენდობის სურვილზეა დამოკიდებული. “თუ  ვინმეს ახსოვს, მეუფე პეტრეს „ეს“ ოდესმე ეთქვას, სანამ ხარისხი ჰქონდა. ახლა ხარისხისგან არის  დაყენებული და დასჯილი სასულიერო პირისგან ბრალდება არ მოისმინება საერთოდ. ეს მან ძალიან კარგად იცის.  სანამ იყო სასულიერო პირი, ვერ გაბედავდა ამის თქმას“ –  აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. მეუფეს შეფასებით, თუ მეუფე  პეტრემ ძალიან  მოინდომა, შესაძლოა, მისი განკვეთაც მოხდეს. „ის განკვეთილი არ არის, მას…

მეტი...

„როცა მეუფე პეტრე პატრიარქს მიუახლოვდა და უყვიროდა, პატრიარქის კვერთხი წაიქცა“ – მეუფე სინოდის დეტალებზე

ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი წმინდა სინოდის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატრიარქის კვერთხი, რომელიც არ უნდა წაიქცეს, სინოდის სხდომაზე წაიქცა. მეუფეს განცხადებით, ეს მაშინ მოხდა, როცა აწ უკვე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პატრიარქს მიუახოვდა და უყვიროდა. “პერე ცააცა ხელით არ შეხებია პატრიარქს, რა თქმა უნდა, ვერც შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ, როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა, არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო,  გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ფეხი თუ ყვირილისგან.…

მეტი...

რა შემთხვევაში აღუდგენენ მამა პეტრეს მიტროპოლიტის ხარისხს?!

ჭყონდიდის ეპარქიაში მამა პეტრეს დასჯას არ ეთანხმებიან და წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. რაც შეეხება კანონიკურ სამართალს, როგორც საპატრიარქოს იურისტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი ხარისხში აღდგენა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი. „კანონიკურად, მეუფე პეტრეს ხარისხში აღდგენა ისევ სინოდის გადასაწყვეტია. ეს კი მის განკვეთამდე უნდა მოხდეს. მას მღვდელმსახურება შეუჩერდა და ის უკვე ბერია. მას არანაირი მღვვდელმსახურების ჩატარების უფლება არ აქვს. თუ შეინანებს და სინოდს მიმართავს თხოვნით, რომ ისევ აღადგინონ ხარისხში, ისევ სინოდი განიხილავს მისი დაბრუნების საკითხს“- განუცხდა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარს“.     რაც შეეხება სინოდის რიგგარეშე შეკრებას, იურისტის თქმით, სინოდი შეზღუდული არ არის…

მეტი...