“სინანულის ჯერია, მეუფე რომელიც იგინება, დროა, მონასტერში წავიდეს” – მღვდელ-მონაზონი

“ზედმეტად ამბიციური განცხადებები, რომელიც მღვდელმთავარს არ ეკადრება”, – ასე აფასებს მღვდელ-მონაზონი, ანდრია სარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს. დეკანოზი მეუფე პეტრეს ნათქვამს იზიარებს და ამბობს, რომ დროა, მეუფე იაკობმა ცოდვები მოინანიოს და მონასტერში წავიდეს. “მეუფე პეტრემ კარგი კვალიფიკაცია მისცა მეუფე იაკობს – სინანულის ჯერია, დროა მონასტერში წავიდეს. მე სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ მღვდელმთავარი, რომელიც იგინება, მინიმუმ, ბოდიშს კი არა, სინანულისთვის უნდა ემზადებოდეს”, – განაცხადა დეკანოზმა.  დეკანოზის თქმით, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. “მეუფე პეტრეს, პირველ რიგში, სიმართლის ეშინია, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. მეუფე პეტრე ამბობს,…

მეტი...

“2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება, ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების ასლს ვდგამდი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარება მისი დაწყებულია. „2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე. ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ…

მეტი...

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.  სასულიერო პირები რამდენიმე დღეა სინოდის სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ. როგორც მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ამასთან, მისი თქმით, სინოდმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს. „დროთა განმავლობაში, რასაც მე  ვუყურებ, თუ სინოდის კრებაზე ეს არ იქნება შეფასებული, სავალალო შედეგებამდე მივალთ. პირველ რიგში, თავის არიდებას კი არ უნდა ცდილობდეს საპატრიარქოს ადმინისტრაცია, სხვადასხვა პირების გამოგზავნას, თავის შენარჩუნება-შენახვას, არამედ ღიად უნდა აფიქსირებდეს, რომ არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება შიგნითვე განსჯა და საბოლოო წერტილის დასმა“, – აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

“წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე წარმატებულად, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ყველა საქმე” – დიმიტრი ხუნდაძე

“დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე წარმატებულად, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეფასებისას. მისი თქმით, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი. „ყველასთვის ცნობილია, რომ წყალტუბო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო დონის კურორტი იყო, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე პრაქტიკულად მიტოვებული და გავერანებულია. სამწუხაროდ, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს…

მეტი...

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილი, ინციდენტის მიზეზი კი დადგენილია

“პროსერვისის” სერვერზე, სადაც სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიებისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებია განთავსებული, გუშინ განხორციელებული კიბერშეტევა აღმოფხვრილია. მომხდარის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.  „გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი. პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო…

მეტი...

2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება

შპს “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას ცნობით, 2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება. მიზეზი, ჰესის სარემონტო სამუშაოებია, რომელიც მებონიას თქმით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს. “2021 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ენგურჰესის 15.5 კილომეტრი სიგრძის დერივაციულ გვირაბში, რომლის მეშვეობითაც აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი მიეწოდება, სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამის გამო კი, საჭირო იქნება მისი დაშრობა და ხუთივე აგრეგატის გაჩერება, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საქმეში ჩართული ყველა ექსპერტი, ასევე სადგურში წლების განმავლობაში მომუშავე სპეციალისტები, აცხადებენ, რომ რემონტის გადადება უკვე აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის დროს სადგური ოთხ თვეზე მეტხანს გაჩერდება“, – განაცხადა „ენგურჰესის“…

მეტი...

“წყალტუბოს განვითარების გეგმა არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება” – მამუკა ხაზარაძე

“წყალტუბოს განვითარების გეგმა არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში”, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან. ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი. ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და…

მეტი...

“წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება, სოხუმი გველოდება” – არჩილ თალაკვაძე

“ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, წყალტუბო უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც წყალტუბოს აღორძინებას ითვალისწინებს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, აღდგება და აშენდება წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 22 სანატორიუმს და ბალნეოლოგიურ აბანოებს მოიცავს. დამატებით მოეწყობა წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფეები და რესტორნები. შეიქმნება 15 000 – 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი წელიწადში 800 000-მდე გაიზრდება. “წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე,…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს” – გიორგი გახარია

“წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. „კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო…

მეტი...

პირველი არხის ოპერატორი, სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები და პოლიცია სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და ცხედარს დღეს, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს. სამძებრო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში დღეს დილიდან განახლდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ, საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზეც.  ბოლო ინფორმაციით, გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღე ეძებდა.

მეტი...

“თურნავა ქვეყნის კი არა კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს” – დავით ჭიჭინაძე

“ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყნის კი არა, კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს”, – ეს განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის განმარტებით, ეკონომიკის მინისტრს, თავისი წარსული არ ახსოვს, არადა, ის რამდენიმე მთავრობის მსახური იყო, მერე კონკრეტული ჯგუფების მსახურად გადაპროფილდა და დღესაც არა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ის ძალა, რომელიც 2012 წელს მოვიდა და რომლისაც ხალხს ასეთი დიდი იმედი ჰქონდა, დღეს მის წინამორბედ მთავრობას ეჯიბრება, როგორ დაშორდეს მოსახლეობას. რადიკალური ცვლილებების ნაცვლად, ხალხი იღებს ისეთ პირველ პირებს, ვინც რიგითი ადამიანების ინტერესებზე წინ კონკრეტული პირების ინტერესებს…

მეტი...

„ნაცებთან“, „შმაცებთან“ და „შმაცუნებთან“, კოალიციის შექმნა გამორიცხულია” – ირაკლი კობახიძე

“გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ გეგმავს კოალიციის შექმნას პარტიებთან, რომლებიც განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას აფიქსირებენ. „პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება.  ჩვენ არსებული მდგომარეობა გვაძლევს იმ რწმენით მოქმედების საშუალებას, რომ საკმაოდ რეალისტურია, მნიშვნელოვნად ავცდეთ 50-პროცენტიან მაჩვენებელს. ჩვენ გვაქვს პრინციპები და წითელი ხაზები. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებთან და სხვა ორიენტაციის მქონე პარტიებთან. „ნაცებთან“, „შმაცებთან“ და „შმაცუნებთან“, კოალიციის შექმნა არის გამორიცხული, “, –…

მეტი...

ტაშკენტსა და მის მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები საკაბელოთი იცვლება

თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი, ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზების და მათი ანძების დემონტაჟი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანძები, რომლებიც წლების განმავლობაში ქუჩის შუა ნაწილში იყო განთავსებული სერიოზულ პრობლემას წამოადგენდა.  „ელექტროგადამცემი ხაზები უკვე მიწისქვეშაა ჩატანილი. კარგი არ არის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში ელექტროგადამცემი ხაზები ერთმანეთს ანძებით უკავშირდებოდეს, ვიზუალურადაც ცუდად გამოიყურება. მთლიანად მოიხსნება ბეტონის საყრდენები, გზაც გაფართოვდება და მოსახლეობას…

მეტი...

“აუცილებლად შევძლებთ კოალიციის გარეშე უმრავლესობით მოსვლას“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, მიიჩნევს, რომ 2020 წელს, “ქართულ ოცნებას” კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.  გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.  “წინასწარ არ ვაკეთებთ განცხადებებს, თუმცა ვფიქრობ ჩვენი მუშაობა და საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია, მოგვცემს 2020 წლის არჩევნებში მაღალ შედეგს და აუცილებლად შევძლებთ კოალიციის გარეშე უმრავლესობით მოსვლას“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. გურამ მაჭარაშვილმა თქმით, ბოლო წლებში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ იზრდება სტანდარტი არჩვენების ჩატარების.

მეტი...

“აბასთუმანში, მშენებლობას და მის აღჭურვას, პირადი სახსრებით ვახორციელებ” – ბიძინა ივანიშვილი

“აბასთუმანში, დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია,” -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბასთუმნის რეაბილიტაცია მისი სახსრებით ხორციელდება. “სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და…

მეტი...

“ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინებას” – 22 სასტუმროს და ცხრა აბანოს ბიძინა ივანიშვილი გამოისყიდის

“გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია” , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პროექტის განვითარების ეტაპზე, ეს ობიექტები გაასხვისოს ნებისმიერ ინვესტორზე. „კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი…

მეტი...

„პროკურატურამ, დავით სარალიძის მკვლელობის 2 უძვირფასესი მტკიცებულება გააფუჭა“ – ადვოკატი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ 2 მნიშვნელოვანი მტკიცებულება გაანადგურა. როგორც ზურაბ თოდუამ“ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა,  ეს მტკიცებულებები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დავით სარალიძის მკვლელობის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იყო. ადვოკატის განცხადებით, პირველი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო, მკვლელობის ადგილი, ანუ ე.წ. ფარდულია, რომელიც დღეს არ არსებობს. „იკვეთება გამოძიებების მიერ ჩადენილი უკანონობა და უნიათობა. დანაშულის შეტყობინებიდან 15 წუთის განმავლობაში, საგამოძიებო ჯგუფი მოვიდა შემთხვევის ადგილზე, დაიწო დათვალიერება და წარმოიდგინეთ გამომძიებელს არ აღმოაჩნდა „რულეტკა“ ე.წ სანტიმეტრი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ფარდული აღეწერა და ჩაედო საქმეში როგორც საჭიროება. გარდა ამისა, არანაირი მოქმედება არ შესრულებულა, რომ ეს…

მეტი...

2000-მდე ვებ გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე შსს განცხადებას ავრცელებს

„კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“ –  აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაზე საუბრობენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება. შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. როგორც ძალოვან სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო,…

მეტი...

ხუთეულში შესული ჰაკერი საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობდა (ვიდეო)

„ცნობილი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი, დაკავებისთანავე, ქართულ სახელმწიფოს და სამართალდამცავებს თანამშრომლობას სთავაზობდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთების სანაცვლოდ, ის, თავისუფლებას ითხოვდა“ – აღნიშნული განცხადება იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ზურაბ თოდუამ  აღნიშნა, საქართველომ, სუმბაევის მიმართ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. „სპეცსამსახურებს, ნაცვლად თავისუფლებისა, ის თანამშრომლობას სთავაზობდა, მაგრამ ეს არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ არც გირაოს შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც 500 ათასი ლარი იყო. იცით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სურვილი, არ გადაეცათ ის რუსეთის ფედერაციისთვის, სადაც მას საფრთხე ემუქრება“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, ამ ადამიანის გამოყენებთ, ქვეყანას, უსაფრთხოების მხრივ…

მეტი...

“ხულიგან იზ პიტერას” მეგობარმა ჰაკერებმა საქართველოზე შური იძიეს და მილიონობით ზარალი მოგვაყენეს  – ანგარიშსწორება (ვიდეო)

28 წლის ჰაკერს იაროსლავ სუმბაევს რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც კი მიუსაჯოს. როგორც მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, საქართველოში 2000-მდე სამთავრობო თუ არასამთავრობო საიტზე განხორციელებული შეტევა სწორედ მისი მეგობრების ანგარიშსწორებაა. სუმბაევი რუსეთის მოქალაქე რომელიც  ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის ნოემბერში, საქართველოში დააკავეს. „დაკავებიდან მე ვიცავდი მის ინტერესებს და ვიცი მისი შესაძლებლობები და მისი ქსელი. ეს ადამიანი ძალიან დიდი ინტელექტის მატარებელი და კიბერუსაფრთხოებაში მაღალი დონის სპეციალისტია. ის რუსეთის ფედერაციაში ცნობილია როგორც “ხულიგან იზ პიტერა” (ხულიგანი პეტერბურგიდან)  და საუკეთესო 5 რუს ჰაკერს შორისაა დასახელებული.  ჩემი აზრით, სწორედ, ამ სუმბაევის მეგობარმა ჰაკერებმა შური…

მეტი...

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, დაშავებულს აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თავის დამწვრობა, ასევე ზედა კიდურების დამწვრობა. „ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 77 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით. სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა. აღენიშნება 35 პრეოცენტი, მეორე-მესამე ხარისხი. დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური, გულმკერდი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან ხუთ ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ, დანარჩენებს კი ალტერნატიული…

მეტი...

ნაგავი გაიტანეს, სამშენებლო ნარჩენები კი თვეზე მეტია, ადგილზე ყრია (ვიდეო)  

სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებთან ან სხვა ადგილებში გადაყრა კანონმდებლობით დასჯადია, თუმცა, ქალაქში მსგავსი შემთხვევები არაერთია. მიუხედავად იმისა, რომ  ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით, თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე, თვეებია სამშენებლო ნარჩენები ყრია. მის გატანას არც არავინ ფიქრობს, პირიქით, ნარჩენებს ნარჩენები ემატება. ვიდეომასალა „მედიაცენტრ მთავარმა“ დღეს გადაიღო. ვიდეოში კარგად ჩანს მდგომარეობა დასუფთავების მანქანის მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ. დასუფთავების სამსახურმა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩვეულებრივ გაიტანა, სამშენებლო ნარჩენები კი ადგილზე დატოვა, რადგან, მისი გატანა მათ ფუნქციებში არ შედის. სამშენებლო  ნარჩენები, რაც ფოტო და ვიდეომასალაში…

მეტი...

სამუშაო ადგილები, განათლება, ქვეყნის უსაფრთხოება – მთავარი გამოწვევები

“თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდა, არ შეიქმნა ძლიერი საშუალო კლასი და არ გაძლიერდა პროფესიონალური ბიუროკრატია, გამოწვევები გაიზრდება”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ დაფინანსებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას. მთავრობის თავმჯდომარემ უმთავრეს გამოწვევებად სამუშაო ადგილები, განათლება და ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა და აღნიშნა, რომ უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ამ სირთულეებთან გამკლავებაა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. „ამ ნაწილში თქვენ, თქვენი განათლებით და კომპეტენციით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ. მთავარია, როგორ მოვახერხოთ თქვენი ცოდნის გამოყენება დღეს, პრაგმატულად, იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე…

მეტი...