პირველი არხის ოპერატორს ორი დღეა ეძებენ

საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს, ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე – 599 72 23 10.

მეტი...

“ჩემი ძმა მზად არის ყველაფერს ფარდა ახადოს, დიდი სკანდალი გველოდება” – თორნიკე მამალაძე

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახიც ითხოვს. თორნიკე მამალაძის შეფასებით, მეუფე იაკობი გაბოროტებულია და ვარაუდობს, რომ მას ხელისუფლებასთან ერთად, საპატრიარქოც გაემიჯნება. “ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, როგორც ხელისუფლებას, ისე საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული საქმე ბუმერანგივით შემოუბრუნდებოდათ. ფაქტი სახეზეა, ერთმანეთზე გადაბრალებები დაიწყეს. მეუფე იაკობის განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი ყველასგან გადაგდებული დარჩა, არის გაბოროტებული, თავის მხრივ მთავრობამ მოატყუა. საპატრიარქოს დაველოდებით და დიდი ალბათობით ისიც გაემიჯნება. მწერს ჩემი ძმა, რომ მზად არის ყველაფერს ფარდა ახადოს და დაწვრილებით ყველაფერზე ისაუბროს. აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი სკანდალი გველოდება,“…

მეტი...

“ის მოკვდა როგორც ძაღლი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა” – ტრამპი ტერორისტზე

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა პირადად სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ამ სპეცოპარციით სამართლიანობა აღდგა.  “გასულ ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნომერ პირველი ტერორისტის მიმართ სამართალი აღასრულა. აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მკვდარია. ის იყო “ისლამური სახელმწიფოს” დაამარსებელი და ლიდერი ყველაზე საშიში და სასტიკი ორგანიზაციის მსოფლიოში. ამერიკა მას წლების განმავლობაში ეძებდა. მისი დაკავება და მკვლელობა ჩემი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყო. სახლიდან, რომელშიც ბაღდადი იყო 11 ბავშვი უვნებლად გამოვიყვანეთ. მასთან ერთად დარჩა მისი 3 პატარა შვილი. მან თავი აიფეთქა და საკუთარი შვილებიც…

მეტი...

“სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ” – იოანე მჭედლიშვილი

“სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. არქიმანდრიტმა წირვაზე ლოცვის ძალაზე ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, არ განვიკითხოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. „შევევედროთ უფალს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთობა და ერთიანობა. მოგეხსენებათ, ერთობლივ ლოცვას როგორი დიდი ძალა აქვს. ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით, თუნდაც ბიბლიიდან, როგორ გადარჩა ბევრი ქალაქი და ქვეყანა ერთობლივი ლოცვით. ღმერთი მოწყალეა, აუცილებლად გაგვიყვანს სამშვიდობოს. არ უნდა დავკარგოთ იმედი, სასოება ღვთისა. უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მისი უწმინდესობის დაუღალავი ლოცვით შეგვეწევა უფალი. უამრავი ადამიანსა და სასულიერო პირს ლოცვის ძალიან…

მეტი...

“ამ ვითარებაში გამოსავალი არის სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა” – დედა სიდონია

დედა სიდონია სინოდის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. როგორც დედა სიდონია წერს, სინოდის გადადგომა შექმნილი რთული ვითარებიდან რეალური გამოსავალი იქნება და პატრიარქმა სინოდი განახლებული მღვდელმთავრებით უნდა დააკომპლექტოს. “მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ამომეწურა ყოველგვარი თმენის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რასაც სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაუსრულებლად ვისმენთ წლების განმავლობაში. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მაქვს დადებული მონაზვნობის აღთქმა და, ისევე როგორც ყოველი ადამიანი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში სწორედ სიჩუმეა ცოდვა. იმ ფაქტებიდან, რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყვეთ, ერთიც…

მეტი...

“დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის ბრალდებებზე ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ენიჭება. დეკანოზის თქმით, დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი. “შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი…

მეტი...

23 წლის მერიკო სისაურის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის წარმომადგენლობის ორგანიზებით საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მერიკო სისაურს ვოლფრამის სინდრომის ურთულესი ფორმა აქვს და საფრანგეთში ტრანსპორტირებასა საჭიროებს. მისი განმარტებით, 23 წლის გოგონა დაავადებას წლებია ებრძვის და ახლა საზოგადეობის დახმარება სჭირდება. “სამწუხაროდ, მერიკოს ვოლფრამის სინდრომის ძალიან რთული ფორმა აქვს. ის არის სოციალურად დაუცველი, აფხაზეთიდან დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან და მათ არ აქვთ საშუალება, რომ მერიკოს საფრანგეთში…

მეტი...

კახეთში მამა არასრულწლოვან შვილს გათხოვებას აიძულებდა – მამაკაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა. არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის…

მეტი...

ქართველმა სტუდენტებმა სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე “ფაუერ ბანკი” შექმნეს

ქართველმა სტუდენტებმა – რამაზ ჯავახიშვილმა და გიორგი ჯიქიძემ სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე დამტენი ე.წ. “ფაუერ ბანკი” შექმნეს. აქამდე არსებულ მსგავსი ზომის დამტენებს სწრაფი დატენვის ფუნქცია არ გააჩნდა, ხოლო ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი “ფაუერ ბანკი” მცირე ზომის იქნება და ის მობილური ტელეფონების 3-ჯერ უფრო სწრაფად დატენვას შეძლებს. ამ დროისთვის “ფაუერ ბანკის” მხოლოდ პროტოტიპი არსებობს. პროდუქციის შექმნასთან დაკავშირებით სტუდენტებს ჩინურ კომპანიასთან – JLCPCB-თან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული და მისი წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება. რაც შეეხება “ფაუერ ბანკის” ღირებულებას, მისი ფასი $20 იქნება. სტუდენტებმა “ფაუერ ბანკის” პროტოტიპი UG-Limes აკადემიის დახმარებით შექმნეს, ხოლო კომპონენტებისთვის საჭირო…

მეტი...

ცხვარიჭამიაში კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარში, სამინისტროს მიერ ინიცირებული კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გახსნეს. კამპანიის მიზანია, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი  მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიაში „Food Waste“ რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტი უკვე ჩაერთო, რომელთა შორისაა „კარფური“, „აგროჰაბი“ და „სპარი“. არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა გამოთქვა დათვების დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი. თითოეული მოქალაქის ჩართულობას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავშესაფრის მკვიდრი დათვების საცხოვრებელი პირობები. „ტყვეობაში მყოფი მურა დათვების დასახმარებლად, 2010 წელს, ცხვარიჭამიაში დავაფუძნეთ დათვების თავშესაფარი, რომელიც…

მეტი...

საქრთველოს სამ რეგიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დილიდან ქვეყნის სამ მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში ამომრჩეველი მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. სულ 7 საარჩევნო უბანია გახსნილი. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ამ დრომდე მშვიდად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში შუალედურ არჩევნებზე პირველი ამომრჩეველი ზუსტად რვა საათზე მივიდა. აფენელებს საკრებულოში წარმომადგენლის შესაყვანად არჩევანის გაკეთება “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატებს შორის მოუწევთ.   საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს ადიგენის რაიონშიც იმართება. ლაგოდეხელებისგან განსხვავებით არალის თემის მცხოვრებლებს არჩევანის გაკეთება მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატზე შეუძლიათ.    მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი იყრის კენჭს მარტვილში, კიწიის თემშიც.  შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პირველი…

მეტი...

საკვირაო წირვას პატრიარქი ვერ დაესწრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრება. პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, პატრიარქი გაციებულია და გართულებების თავიდან ასაცილებლად ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს. „პატრიარქი სამი დღის წინ გაცივდა. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, არაფერი განსაკუთრებული. ტემპერატურა არ აქვს და არც მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სახლის პირობებში ყოფნა არის სასურველი. შესაბამისად, საკვირაო წირვას ის ვერ დაესწრება“, – აცხადებს ცისანა შარტავა.

მეტი...

„ჩემი ადვოკატი“ მედიაციის მიმართულებით მუშაობას იწყებს

თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატებმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ოთხდღიანი ტრენინგი – „წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“  გაიარეს. პროექტი  „მედიაცია და არბიტრაჟი – დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობას. მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც, მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის  აღმოჩენაში, სტრატეგიის შემუშავებაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად, დაბალი ფინანსური დანახარჯით თავად აგვარებს წარმოშობილ დავას. მედიაციის პროცესი ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვასა და მართლმსაჯულების ეფექტურ…

მეტი...