სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა შემთხვევები გაზრდილია – სტატისტიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, სამუშაოს შესრულებისას 71 ადამიანი დაშავდა და 25 გარდაიცვალა. 2018 წელს სამუშაოს შესრულების დროს, საწარმოებში დაიღუპა 59 ადამიანი, ხოლო დაშავდა 199. EMC- მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება არ არის ეფექტური. გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკმაოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი. მონიტორინგმა აჩვენა, რომ მხოლოდ 2018 წელს გამოძიება 224 შემთხვევაზე დაიწყო, საიდანაც სასამართლო პროცესი მხოლოდ 35 საქმეზე წარიმართა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთას, მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაზე განისაზღვრა. როგორც ადამიანის უფლებათა სწავლებისა და დაცვის…

მეტი...

“ივანიშვილების ოჯახის მხრიდან ქველმოქმედება საქართველოს მიმართ განუზომელია“ – ლევან დავითაშვილი

„ძალიან რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რადგან თვითონ ივანიშვილების ოჯახის მხრიდან ქველმოქმედება საქართველოს მიმართ სხვადასხვა პროექტებში განუზომელია“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეული ქველმოქმედების შესახებ განაცხადა. მინისტრმა ამაზონის ტყეს დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი უწოდა და იმ კლიმატურ გავლენებზე ისაუბრა, რასაც ამაზონის ტყე მსოფლიოში ქმნის. „სირცხვილია კრიტიკა განსაკუთრებით, როცა ეს ეხება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხს,  ამაზონის ტყეებს. ამ კატასტროფის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა. მილიონ რვაასი ათას ჰექტარზე…

მეტი...

სუს-ი ქარელში ორი საჯარო მოხელის დაკავებასთან დაავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი პირი დააკავა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მცხოვრებმა თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა…

მეტი...

ძალადობა ციხეში – ვიდეოზე, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრების ცემაა აღბეჭდილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრების ცემაა აღბეჭდილი. “პატიმრების ცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – ვიდეო სოციაურ ქსელში ამ სახელწოდებით გავრცელდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა და ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.

მეტი...

სპეცოპერაცია ქარელში – დაკავებულია ორი საჯარო მოხელე

ქარელში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი საჯარო მოხელე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არიან მერიის წარმომადგენელი სოფელ დირბში – გიორგი გოგაშვილი და საკრებულოში დეპუტატი სოფელ დირბიდან სოსლან ქვრივიშვილი. როგორც ცნობილია, ქვრივიშვილი ქრთამის აღების, გოგაშვილი კი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით არიან დაკავებული. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

“იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს” – ელისაშვილი ბერა ივანიშვილზე

“იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს!”, – ამის შესახებ, “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, ბერა ივანიშვილი თავის ფულს, სადაც უნდა იქ გადაროცხავს. “ბერა ივანიშვილია, თავისი ფულია, თავის ფულს სადაც უნდა გადარიცხავს. ამხელა ამბები ცოტა გაუგებარია. როცა ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, სხვა პრობლემა ვერ მოძებნა?! მე იმედი მაქვს რომ დასავლეთ საქართველოდან და დანარჩენი საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და არ გააცურებს ოკეანეში დაბრაზილიაში არ წაიღებენ საქართველოდან ამოთხრილ ხეებს. ამის იმედს დავიტოვებ. გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ”,…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენასა და საგანმანათლებლო პროექტებში” – გიორგი გახარია

“ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი. „ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც…

მეტი...

“ორპარტიული მხარდამჭერი აქტი მიუთითებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დღეს უმაღლეს დონეზეა” – ირაკლი ჩიქოვანი

“ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების დარგში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს არის პირველი მსგავსი აქტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს შეეხება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას ამ გადაწყვეტილების გამო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს. ეს აქტი პირდაპირ მიუთითებს,…

მეტი...

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გიორგი ბაგრატიონი პირადად წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა კვლავ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვახტანგ…

მეტი...

პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.  გენერალური პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, სალომე ადეიშვილმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც, სამსახურიდან წასვლის მიზეზებსა და პროკურატურაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

მეტი...

თბილისის მერმა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ქალაქის სასიკეთოდ აქტიური თანამშრომლობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.  „საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და მათი აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს. მინდა, სოფიო ხუნწარიას დავავალო, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან,  ეს…

მეტი...

“არ მგონია, სასიკეთოდ წაგადგეთ პასუხის არ გაცემა” – მდინარაძე მოსამართლეობის კანდიდატს

“რატომ გადაწყვიტეთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო დეპუტატის კითხვა, პასუხი არ გაგეცათ?” –  ასე მიმართა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რომელმაც დეპუტატი ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს პასუხი არ გასცა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატს, დეპუტატების უპასუხოდ დატოვება, არ წაადგება. “თქვენ რამდენიმე დეპუტატის შეკითხვას არ გაეცით პრინციპულად პასუხი. არ მგონია, რომ ეს თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ. პროცესი, რომელიც მიდის კარგია. ამ პროცესში, მოსამართლეობის კანდიდატის მხრიდან, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დეპუტატი, არაა სწორი პასუხის არ გაცემა” – მიმართა მამუკა მდინარაძემ პაატა სილაგაძეს. პაატა სილაგაძის განცხადებით, დეპუტატებს…

მეტი...

ჩემს არცერთ გადაწყვეტილებაზე, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს – მოსამართლეობის კანდიდატი

“თუ 2003-2012 წლებში, ყველაფერი კარგად იყო და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდით, მაშინ 2012 წელს რა მოხდა, ხალხი რატომ იყო აღშფოთებული?” – აღნიშნული კითხვით მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა. პაატა სილაგაძის განცხადებით, არცერთი მისი გადაწყვეტილება არასამართლიანი არ იყო და ბოდიში მოსახდელი არ აქვს.  „ბოდიშის მოხდა ზოგადად სირცხვილი არ არის, არასდროს, არ აკნინებს არავის თუ მოსახდელი მაქვს ბოდიში ყოველთვის მოვიხდი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე და იმ გადაწყვეტილებებზე რაზეც მე ხელი მოვაწერე, არც ერთ შემთხვევაში, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

მეტი...

“თქვენს ადგილას მანდატურს ვეტყოდი: მოკიდეთ პაატას ხელი და გააგდეთ დარბაზიდან” – ლევან გოგიჩაიშვილი

მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა სილაგაძემ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სუბიექტურად ჩათვალა და პროტესტის ნიშნად მის არცერთ კითხვას უპასუხა. პაატა სილაგაძე, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე, შემდეგი პასუხით შემოიფარგლა: “არ გიპასუხებთ, არ გიპასუხებთ, არ გიპასუხებთ”. ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, მოსამართლის ამგვარი ქცევა არა კონკრეტული დეპუტატის, არამედ საკანონმდებლო ორგანოს და მისი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. „ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც დღეს ბატონი პაატა აკეთებს. მე აქ ვიცავ პარლამენტის და ინსტიტუციის ღირსებას. რასაც ბატონი პაატა აკეთებს, თქვენს ადგილას ვეტყოდი მანდატურს: მოკიდეთ ხელი ბატონ პაატას და გააგდეთ ამ ოთახიდან. მოგიწოდებთ, პაატა გააძევოთ, ვინაიდან ის პატივს არ სცემს პარლამენტის…

მეტი...

წესების დარღვევისთვის, 2 000-მდე ტაქსის მძოლი დაჯარიმდა

წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა  როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები მომავალშიც დაჯარიმდებიან.  „სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გაწევის ფაქტები. პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, მათგან 700 მძღოლი – პირველ ოქტომბერს. პარლამენტი, ჩვენთან შეთანხმებით, გამოვიდა ინიციატივით და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება – გამოიცა ერთჯერადი ამინისტია და ამ ადამიანებს ჯარიმა ჩამოეწერათ, თუმცა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელიც ჩვენს რეგულაციებს არღვევდა და მოქალაქეებს ემსახურებოდა, რა…

მეტი...

„მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის იაფფასიანი მდარე ლობისტი, ერთხელ კიდევ გამითიშავ მიკროფონს და ნახავ“ – დაპირისპირება პარლამენტში

დეპუტატები ეკა ბესელია და დავით მათიკაშილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი ეკა ბესელიას კითხვები გახდა, რასაც ის, უზენაესი ასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პაატა სილაგძეს უსვამდა და მიმართავდა.      როცა ეკა ბესელიამ, მოსამართლის მიმართ შემდეგი სიტყვები: უტიფარი და ჯალათი იხმარა, მას დავით მათიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა, რომელსაც კომიტეტის სხდომა მიჰყავდა, მათიკაშვილმა ეკა ბესელიას სიტყვა შეაწყვეტინა და მიკროფონი გაუთიშა, რის შემდეგაც, დაპირისპირება ბესელია-მათიკაშვილს შორის გაგრძელდა. ეკა ბესელია: არ შემაწყვეტინო ახლა სიტყვა, არ შემაწყვეტინო… სავით მათიკაშვილი: მხოლოდ კორექტულობის ფარგლებში… ეკა ბესელია: არ შემაწყვეტინო, გეუბნები…თქვენ ხართ ჯალათი, მოსამრათლე, რომელსაც არ გაქვთ არც ჰუმანურობა,…

მეტი...

“პაატა სილაგაძე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა” – ეკა ბესელია

ეკა ბესელიამ, მოსამართლეობის კანდიდატს, მის მიერ, სკოლის მოსწავლე, პატარ ბიჭის არარსებულ დანაშაულზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეახსენა და მოსამართლეს მიმართა, მის პირისოპირ ჯდომით არ შეშინდეს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, სილაგაძისნაირი მოსამართლე არ უნდა იყოს ქვეყნის ბოლო ისტანციის სასამართლოში. “არ მეგონა, ასე თუ შეშინდებოდით ჩემი პირისპირ დანახვით. ნუ გეშინიათ, 7 წელი ვიყავი ხელისულებაში და შურისძიება რომ მდომოდა თქვენი ან თქვენი მეგობრების მიმართ, რომლებმაც სისხლგაყინულებმა, უხორცოდ და უსულგულოდ გაასამართლეთ სკოლის მოსწავლე, პატარა ბიჭი, იმიტომ, რომ მე ვერაფერი მომიხერხეს, მანამდე გავაკეთებდი. კი ამბობდნენ თქვენზე, რომ კომპეტენციის თვალსაზრისით ნულია-ო და მისი  კვალიფიკაცია უმდაბლესია-ო. როგორი მოსამართლე ხართ თქვენ, მოსმენა არ შეგიძლიათ.…

მეტი...

“სამართალმა პური ჭამა?” – გოცირიძე მოსამართლეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებით მიმართა, რომელიც სასამართლოს და მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხებოდა. რომან გოცირიძე : “სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველას კართან მიდის – როგორ გესმით ეს სიტყვა თქვენ?” პაატა სილაგაძე: “ნელა, მაგრამ ყველასთან მიდის – ალბათ ამას ნიშნავს.” რომან გოცირიძე: “ხარაშო. საქართველოში, ყოფილა უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული ოდესმე?” პაატა სილაგაძე : “არ მსმენია” რომან გოცირიძე: “ამ 7 წელიწადში, რომ არ ყოფილა ვიცით, მაგრამ კომუნისტების დროს იყო?” პაატა სილაგაძე : “არ ვიცი, არ მსმენია” რომან გოცირიძე: “ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება უსამართლო გადაწყვეტილება მიიღოს…

მეტი...

“ხომ არ დაგავიწყდათ და შემთხვევით, ვინმემ 52 000 ლარი ხომ არ გაჩუქათ”? – დეპუტატი მოსამართლეს

“რაც შეკითხვებს გისმევთ, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ არ გახსოვთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გარდა სხვა კომპეტენციებისა, მეხსიერებაც კარგი უნდა ჰქონდეს. გირჩევთ გადახედოთ თქვენს გამოსვლებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, რომ არ გახსოვთ, ” – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც რამდენიმე კითხვაზე უპასუხა, რომ არ ახსოვდა. დეპუტატმა, გიორგი მიქაუტაძეს, მის ფინანსურ დეკლარაციაზეც ჰკითხა, თუ როგორც მოხდა, რომ მას შემოსავალი იმაზე ნაკლები ჰქონდა, ვიდრე გასავლი. “2015 წლის განმავლობაში, თვენი და თქვენი მეუღლის შემოსავალი იყო 159 ათას 554 ლარი. გასავალი იყო 212 ათას…

მეტი...

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის ორწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა და მას ახალ სამსახურშიც წარმატება უსურვა.   „თქვენ იცით, შარშან განვახორციელეთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებში, მთლიანად სამსახურის რებრენდინგი მოხდა, გაიზარდა მისი ფუნქციები და დაემატა თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შესამჩნევია. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იგი ტოვებს თანამდებობას მისი გადაწყვეტილებით. სხვა…

მეტი...

თბილისში უკვე 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს

დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 11 000-ს აღწევს, ხოლო მუნიციპალიტეტიდან გაცემულია 9000-მდე ტაქსის მანათობელი ნიშანი. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასთან და მეტროს რეაბილიტაციასთან ერთად, სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. „მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა. დღეს, ქალაქში მოძრაობს 11 000-მდე ტაქსი. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები, 2000-მდე იყო, თუმცა მათი რაოდენობა გაიზარდა და გასულ კვირას უკვე 8000-მდე ტაქსი ემსახურებოდა მოსახლეობას. ყოველდღიურად იმატებს ტაქსების რიცხვი და ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოს ამ რეფორმაში. პირველ რიგში,…

მეტი...

“რა გწყალობთ ასე? – ალბათ ღმერთი მწყალობს” – რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს

“სასამართლო სისტემაზე არსებობს თუ არა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს”? – აღნიშნული კითხვით მიმართა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძე. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, გავლენიანი ჯგუფის შესახებ მას არ სმენია: “ასეთი ჯგუფის შესახებ არ მსმენია” რომან გოცირიძე: “როგორ მოხვდით იმ 10 კაციან სიაში, რა ნიშნით, რა გწყალობთ ასე”? გიორგი მიქაუტაძე: “წყალობით, ალბათ, ღმერთი მწყალობს”. რომან გოცირიძე: “რომელი ღმერთი”? გიორგი მიქაუტაძე: “ქრისტე ღმერთი. იმ 10 კაციან სიაში მოვხვდი ალბათ იმიტომ ,რომ მანამდე კონკურსში ვმონაწილეობდი. შესაბამისად კენჭისყრის დასრულებამდე, იუსტიციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება და მისმა მდივანმა დამირეკა, რომ მოვახდინოთ თქვენი ნომინირება საწინააღმდეგო ხომ…

მეტი...

ტაქსის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანა სრულად არ აქვთ შეღებილი დაჯარიმდებიან

„დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან“, – აცხადებს  თბილისის მერი კახა კალაძე. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. „რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ  A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად  არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის…

მეტი...

აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, საინვესტიციო აქტივობებს გაზრდის – ბიზნესომბუდსმენი

“ასეთი ღია მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეგიონში საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი”, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს აისახება საინვესტიციო აქტივობების ზრდასა და პროექტების ბოლომდე მიყვანაში, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობს. „ჩემი აზრით, ამას უნდა მოჰყვეს ასახვა საინვესტიციო აქტივობების ზრდაში და ის დაგეგმილი პროექტი, რაც გულისხმობს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაფორმებას. ვფიქრობ, ეს არის უახლოესი პერსპექტივა და მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ხელს უწყობს მსგავსი პროექტების საბოლოო წერტილამდე მიყვანას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს…

მეტი...

“2013 წლის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა სასამართლოს მიმართ – რას ნიშნავს ეს”? – დეპუტატი მოსამართლეს

საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გოგა გულორდავამ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს კითხვით მიმართა და მისი ინტერვიუდან ციტატა წაუკითხა: “2013 წლის მერე დაიძაბა დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ ისე, რომ მოსამართლეთა კონფერენციას ხშირად უწევს თავისი პოზიციის დაფიქსირება –  რა იგულისხმეთ ამაში, რას ნიშნავს 2013 დაიძაბა დამოკიდებულება?  რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა: “იმ დროს სასამართლოს მიმართ იყო მეტი არასამართლიანი კრიტიკა ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ. ამ სიტყვებში ვიგულისხმე ის პროცესები, რაც სასამართლოს მიმართებაში მიდიოდა.” გოგა გულორდავა: “თქვენ რა იგულისხმეთ, რომ სასამართლო სისტემა უფრო უკეთესი იყო ვიდრე 2013 წლამდე?” პაატა სილაგაძე:…

მეტი...

ოპოზიციამ, მოსამართლეობის კანდიდატი სიცრუეში გამოიჭირა – “არ მახსოვდა”, უპასუხა სილაგაძემ

პარლამენტში,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ  სიცრუეში ამხილა. მოსამართლემ კი თავი იმით იმართლა, რომ „ეს“ მაშინ არ ახსოვდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე სილაგაძის მოსამართლეობის მსურველთა სიაში მოხვედრით დაინტერესდა შემდეგი კითხვით მიმართა: „დეკემბერში, ბრძანდებოდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  სკანდალურ სიაში, რომელმაც სერიოზული ვნებათა ღელვა გამოიწვია.  როგორ აღმოჩნდით ამ სიაში, ვინ შემოგთავაზათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, რა ფორმით და როგორ?“ პაატა სილაგაძე: „დეკემბერში, როდესაც საბჭოს გადაეცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის წარდგენის ფუნქცია, დამიკავშირდა იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მკითხა, ვფიქრობთ, წარგადგინოთ…

მეტი...

სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილება, პოტენციურ საფრთხედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის – გრიგოლ ლილუაშვილი

“სირიაში მიმდინარე მოვლენები ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1000-1500 კმ დაშორებით”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი  საქართველოს მთავარი პარტნიორია და თუ ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოექცევა, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ერთ-ერთი უარყოფითად მოქმედი ფაქტორი იქნება. „რეგიონის ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობაზე, ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე. ელემენტარულად, ჩვენი მთავარი პარტნიორი და დიდი მეზობელი, დიდი მეგობარი ქვეყანა თურქეთი თუ მოექცევა ეკონომიკური სანქციების ქვეშ, ჩვენთვისაც ეს იქნება გარკვეულწილად ეკონომიკაზე…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი დაგეხმარებათ, ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიორნი და ქვეყანა” – გიორგი გახარია

“მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან საინვესტიცვიო პოტენციალს ფლობს და მზარდია. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ქვეყანაში ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასი და მშვიდობა. “ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს. მთავრობის მიზანია, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ გთავაზობთ კაპიტალ დაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ბიზნესისადმი კეთილ გარემოს ეფუძნება. საქართველო ამ რეგიონის…

მეტი...

7 თვის ჩვილის მკველობისთვის მსჯავრდებულის მეუღლე პატიმრობის გარეშე დატოვეს

რამდენიმე თვის უკან, კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნი გოგონას მეუღლე  მიხეილ დვალიშვილი თავისუფალა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდა მამაკაცია აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. პატიმრობაში მყოფი გოგონას მეუღლეს ბრალი არასწრულწლოვანთან ქორწინებასა და სქესობრივი კონტაქტის დამყარებისთვის გუშინ წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ საშინელი ტრაგედია გორში რამდენიმე თვის უკან მოხდა.  საუბარია მკვლელობაზე, როცა არასრულწლოვანმა დედამ, საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა და სახლიდან გაიპარა.  გოგონას 6 წლიანი  პატიმრობა აქვს მისჯილი.

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე,…

მეტი...

“ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია” – გიორგი გახარია

“ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის  გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩანიშნულია 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი გახარიამ, გამოსვლაში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, ხაზი გაუსვა ქართული მასპინძლობის კულტურის უნიკალურობას მსოფლიოში. „საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები…

მეტი...

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანა. მან “დედამიწის ფილტვებად” წოდებული ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. როგორც ვიდეომიმართვაში ბერა ივანიშვილი აცხადებს, სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა. “მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს”, – ამბობს ივანიშვილი. ბერას მიერ დაარსებულ ორგანიზაციას ISA ჰქვია, ის საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთად ჩვენ ამას შევძლებთ.

მეტი...