“სახელმწიფო ვაზაგაშვილებს კომპენსაციას 18 იანვრამდე გადაუხდის” – იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლე არ არის და საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.  კერძოდ, ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ამოიწურება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 18 ივლისს, 18 ოქტომბერს კი ამოიწურა მისი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, სახელმწიფომ მოსარჩელე მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია უნდა გადაუხადოს 18 ოქტომბრიდან სამი თვის ვადაში − ე.…

მეტი...

საბერძნეთში ქართველები მოხუცის წამებაში არიან ეჭვმიტანილი

საბერძნეთში, ქართველები 74 წლის მოხუცის წამებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ბერძნული მედია იუწყება, მოხუცი სასტიკად აწამეს – მოტეხეს კიდურები და კბილები ჩაუმტვრიეს. დაზარალებულის თქმით, მას იქამდე აწამებდნენ, სანამ ოჯახში შენახული ძვირფასეულობის ადგილმდებარეობა არ გაამხილა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ბოროტმოქმედები, სავარაუდოდ, ქართველები იყვნენ. ბოროტმოქმედებმა ნაძარცვი და სახლში არსებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები წაიღეს და მიიმალნენ. პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს.

მეტი...

“ზურაბიშვილმა ტოკიოში ისეთი ფეხი ჩაიტანა, ტაიფუნი ამოვარდა და გადაიდო ცერემონიალი” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტს ეხმაურება. ნათელაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში ისეთი ფეხით ჩავიდა, რომ ამის გამო, ტაიფუნი ამოვარდა და ნარუჰიტოს ინაუგურაცია გადაიდო. „ის პრეზიდენტად არჩეული ქალბატონი გავარდა ნარუჰიტოს ინაუგურაციაზე ტოკიოში, ისეთი ფეხი ჩაიტანა, ტაიფუნი ამოვარდა და გადაიდო ცერემონიალი, ამასობაში ხვდება ტოჩინოშინს. ისიც შეაწუხა არ მოასვენა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს შეხვდა.

მეტი...

“რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილს ყადაღა დაედო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ადვოკატი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, სასამართლოდან აცნობეს, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილს ყადაღა დაედო. კახა კოჟორიძემ აქიმიძისა და დვალის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანა. მოსარჩელე მხარე ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს. „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელევიზიის 60-პროცენტიანი წილის დაყადაღება არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის.

მეტი...

ყურსასმენები ეკეთა და სიგნალის ხმა ვერ გაიგო – მოზარდი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კომაშია

12 წლის მოზარდს, რომელსაც მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო.  წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო. თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო. მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზმა გაჟონა – დაშავებულია 5 ადამიანი

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად, ხუთი ადამიანი მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სამონირეს გარეთ, ქუჩაში გაჟონა, შენობაში კი სავენტილაციო სისტემით მოხვდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

“ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო” – მოსამართლეობის კანდიდატი

“ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მიქაბერიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ვიზიარებ პრინციპს, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან დაკავშირებით არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ლიბერალური მიდგომა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. ამ დრომდე, პარლამენტმა უკვე მოუსმინა 10 მოსამართლეობის კანდიდატს. პარლამენტში სულ 20 მოსამართლეობის კანდიდატია წარდგენილი

მეტი...

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს მსოფლიოში გრიპის ვაქცინის მიწოდებამ ერთი თვით გადაიწია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებს ზამთარში. ამის გამო კი ვაქცინის მწარმოებლებმა ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება დააგვიანეს.  ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს, 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა იყიდა, რომლითაც 100 000 ადამიანის აცრაა შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, აცრა უფასო იქნება.  „29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე. ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები,…

მეტი...

თბილისში, მოზარდს მატარებელი დაეჯახა – მისი მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

დავით გარეჯი გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად – ანა დოლიძის ინიციატივა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს, რათა ის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად იქცეს. ანა დოლიძემ „გარეჯის გეგმაც” წარადგინა. მისი თქმით, 200 გვერდიანი გეგმა 2006 წელს მეცნიერებმა შეადგინეს, სადაც ყველა სახელმძღვანელო პრინციპია მოცემული.  დოლიძე ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

„გაზის დეტექტორების დაყენებაზე სემეკ-ი მიიღებს გადაწყვეტილებას” – ნათია თურნავა

“გაზგამანაწილებელ კომპანიებს ჯერ კიდევ გასულ წელს მიეცათ მკაცრი მითითებები, გაზის ყველა დამონტაჟებული მოწყობილობა შეამოწმონ და ეს პროცესი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გაზმომარაგების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას. ნათია თურნავას განცხადებით, კანონი მკაცრდება და გაზის რეგულაციები პირობითად სამ ნაწილად იყოფა, მათ შორის მოწყობილობების შემოწმება პირველია. მისი თქმით, მესამე საკითხი გაზის დეტექტორებს ეხება, რაზეც უახლოეს დღეებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. „გაზის დეტექტორების დაყენებაზე სემეკ-ი მიიღებს ამ დღეებში გადაწყვეტილებას, რაც ფინანსურად, პირველი სამი წელი არ დააწვება მოსახლეობას, არ იქნება მაღალი გადასახადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მეტი...

„წერილის დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება” – მამუკა ხაზარაძე

“წერილის დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება”, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან და თანაგუნდელ ანა ნაცვლიშვილთან ერთად პროკურატურაში მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა. „გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. დაველოდოთ გამოძიებას. მე, მათგან განსხვავებით, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კანონის შესაბამისად მივყვებით ყველა ქმედებას. ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე…

მეტი...

ნაღმები თბილისში – ენერგოომბუდსმენი სარისკო მუნიციპალიტეტებს  ასახელებს

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის ის საშიში უბნები დაასახელა, სადაც კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გაყვანილობებია. ენერგო ომბუდსმენის განმარტებით, ისანი-სამგორის და გლადანი-ნაძალადევის რაიონები, ამ მხრივ განსაკუთრებულად საშიშია. მისივე შეფასებით, კერძო დასახლების ეზოებში, მრავალი ოთახია გაქირავებული, რომელშიც ცალ-ცალკეა განთავსებული კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები. “ცხელი წერტილებია ისანი, სამგორი, ნავთლუხის კერძო დასახლება, ასევე გლდანი, ნაძალადევი. ეს ის უბნებია, სადაც კერძო დასახლებებია და ბევრი ოთახებია გაქირავებული, რომელშიც შესაძლებელია, კუსტარულად იყოს მოწყობილი როგორც ქსელი, ასევე, ღია წვის დანადგარები. ეს დანადგარები ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. ენერგოომბუდსმენის განმარტებით, პირველი შემოწმება სწორედ ამ უბნებში…

მეტი...

დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ, კომისიამ  დავით ნარმანია აირჩია. დავით ნარმანიას კანდიდატურას, კომისიის ოთხივე წევრმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ. სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

მეტი...

“ძალიან ჭყინტი ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის” – ლევან გოგიჩაიშვლი კანდიდატს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, არ აქვს ამ ეტაპზე ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა უზენაეს სასამართლოში მოსამართლე გახდეს.  დეპუტატის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი 10-15 წლის შემდეგ შეუძლია გამოთქვას.  „თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდით კანცელარიაში, შემდეგ ხდებით მოსამართლე და სამი წელიც არ არის გასული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო…

მეტი...

“მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არავის აქვს უფლება ჩაერიოს” – მოსამართლეობის კანდიდატი

“საქმიანობაში ჩარევის მცდელობისას, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს”, – ასე უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მიქაბერიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვას, თუ როგორ დაიცავდა თავს, მის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში.  . ლევან მიქაბერიძის თქმით, ამგვარი ფაქტის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარეს აცნობებდა. „არსებობს საკონსტიტუციო ჩანაწერი, დებულება, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამართლის საქმიანობაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ამასთან ერთად არსებობს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი, ამგვარი მცდელობის არსებობის პირობებში ერთი, რასაც გავაკეთებდი აუცილებლად იქნებოდა ის, რომ საქმის კურსში ჩავაყენებდი სასამართლოს თავმჯდომარეს,…

მეტი...

“ოკუპაციას, სწრაფი პროგრესით გავცემთ პასუხს” – ქეთევან ციხელაშვილი

“საქართველოს ტერიტორიების მეტრობით დაჩეხვისას პროვოკაციული მოქმედებების მიზანი საზოგადოებაში უიმედობის, ესკალაციის, დესტაბილიზაციის წარმოქმნის სურვილია, რომელიც არ უნდა დავუშვათ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. მინისტრის შეფასებით, მუდმივი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების მხრიდან დაძაბულობის შექმნაზეა გათვლილი. „მუდმივი პროვოკაციები და ასეთი ეპიზოდები,როგორც ჩანს, გათვლილია იმაზე, რომ დაძაბულობა შეიქმნას და კალაპოტიდან ამოვვარდეთ. ამიტომ საპირისპირო უნდა გავაკეთოთ. თითოეულ ამ ეპიზოდზე რეაგირება და დეესკალაცია უნდა მოვახდინოთ, რაც პირველი რეაქცია და მთავარი ამოცანა იყო. ამის პარალელურად, ჩვენი განვითარების კურსი არ უნდა შევაფერხოთ, არც ერთი წუთით არ გადავუხვიოთ დემოკრატიული რეფორმებისა…

მეტი...

„გაუფრთხილდი სიცოცხლეს – სახლში გყავთ მკვლელი“ – გაფრთხილება მოსახლეობას (ვიდეო)

ენერგოომბუდსმენმა მკვლელ გამათბობლებსა და კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებზე „მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფეთქებების ძირითად მიზეზი მოუმზადებელი, გაუნათლებელი და უსაფრთხოების მხრივ არაინფორმირებული მომხმარებლები არიან. „მომხმარებლები საერთოდ მოუმზადებლები არიან“ – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი და მოსახლეობას აფრთხილებს. „უკვე ცხადია, რომ პრობლემები გვაქვს ორი მიმართულებით: ერთია არარსებული რეგულაციები და შესაბამისად, დაუსჯელობის სინდრომი, რამაც აქამდე მიგვიყვანა  და მეორე – მომხმარებლის ცნობიერების საკმაოდ დაბალი დონე. ჩვენი მოქალაქეების ცნობიერება უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ დაბალია. როგორც აღმოჩნდა, საერთოდ მოუმზადებლები არიან ადამიანები ენერგომატარებლების უსაფრთხოდ მოხმარების კუთხით. კულტურა ამ საკითხის მიმართ უნდა დაიხვეწოს და ამაღლდეს. დიდი ხანია ვამბობ, რომ შიდა…

მეტი...

“გამოწვევები ძალზედ ბევრია, სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია” – გიორგი გახარია

“ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესთან ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალზე სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, დავაკმაყოფილოთ ან ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომლებსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი. გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, გამოწვევები ძალზედ ბევრია, სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, გვესმის, რომ საქართველოში ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა , რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რადგან შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს, მართლზომიერად,…

მეტი...

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის ნაგებობა მოწესრიგდა

საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე ტერიტორია დაცული იქნება დატბორვისგან. როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს, შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი; რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა უხვი ნალექის დროს,  მინიმალურ დროში მოხდეს რეაგირება და წყლის მიწოდების რეგულირება. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო 255 მეტრი სიგრძის გაბიონი.  პროექტის  ღირებულებაა  1 125…

მეტი...

4 დანა, 1 პისტოლეტი და 5 ჭრილობა – ლევან ძნელაძე „რეზბალნიცაზე“ გადაიყვანეს, იარაღის ნაწილში ის დუმილს ინარჩუნებს

რამდენიმე დღის უკან, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ძნელაძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც ეკუთვნოდეს. როგორც ადვოკატმა გელა ნიკელეიშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, მას კომუნიკაცია შეუძლია, გადაადგილება კი – არა. „ლევან ძნელაძეს 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ციხის მე-18 რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საწოლში ატარებს მთელ დღეს, საჭიროების შემთხვევაშ კი გადაადგილდება ინვალიდის ეტლით“ – გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, გამოძიების პროცესში…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი კახეთში, ოლქის ხელმძღვანელებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, კახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, რომან მუჩიაშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.  პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია…

მეტი...

„სიცოცხლისთვის საშიში დანადგარი კვლავ აღმოჩნდა ბინაში, იკვეთება დაუდევრობა მომხმარებლის მხრიდან“ – ენერგოომბუდსმენი გურამიშვილის აფეთქებაზე

პირველადი შეფასებით, გურამიშვილის გამზირზე კორპუსის ბინის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა. საუბარია გათბობის საშიშ დანადგარზე, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელს ერთხელ ჩაუხსნეს, თუმცა, თვითნებურად ისევ დაამონტაჟა. ამ თემასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იკვეთება დაუდევრობა მომხმარებლის მხრიდან და იმ გაფრთხილებებისა და რეკომენდაციების არშესრულება, რასაც კომპანია მას მიუთითებდა. ამბავი იყო ასეთი: ბინის მეპატრონეს,  შესაბამისმა კომპანიამ მისცა გაფრთხილება და ჩაუხსნა სიცოცხლისთვის საშიში დანადგარი. თუმცა, მიცემული რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული იმ კუთხით, რომ ჩახსნილი დანადგარი კვლავ აღმოჩნდა საცხოვრებელ ფართში მუშა მდგომარეობაში.  ის საფრთხეს წარმოადგენდა ამ ბინის მობინადრეებისთვის და სწორედ ამან…

მეტი...

“რუსეთის სტრატეგიაა, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკიმ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ დღეს არსებული ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა. დეპუტატის თქმით, რუსეთის მიზანია, საქართველოში მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება იყოს. „რუსეთს ადვილად და სწრაფად შეეძლო, 2008 წლიდან მოყოლებული ოკუპაციის შემდეგ, მთლიანად მოექცია ბორდერის ქვეშ მთელი ეს ხაზი, რომელიც ჩამოაყალიბა 2007 წლის მაისის ბრძანებულების მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა, როგორც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. როგორც დამპყრობელი ტერიტორია, ეს მისთვის არ წარმოადგენდა არანაირ სიძნელეს. 11 წლის განმავლობაში შეეძლო, ეს გაეკეთებინა, მაგრამ მისი პოლიტიკა, სტრატეგია არის, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში, მათ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას” – არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რომელიც იქნება უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული, სადაც იქნება მეტი პროფესიული კამათი, ვიდრე პიროვნული დაპირისპირებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2020 წლის არჩევნებში სწორედ ასეთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს დაუჭერს საზოგადოება მხარს“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევის, მთავარი სამუშაო საკითხების შესახებ, რომლის შედეგებსაც პარლამენტი საზოგადოებას საშემოდგომო სესიის ბოლოს წარუდგენს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ის კონკრეტული და მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, – პარლამენტი მუშაობს ამ საკითხებზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წარგვედგინა საშემოდგომო სესიის ათი მთავარი სამუშაო…

მეტი...

მეორადი ნივთებისგან შექმნილი ქანდაკებები გამოფენებს იპყრობს – 17 წლის თვითშემოქმედის ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

ვაჟა ფურცელაძე სულ რაღაც 17 წლისაა,  თუმცა უკვე 50-მდე ქანდაკების ავტორია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ახალგაზრდა ამ ნამუშევრებს მეორადი ნივთებისგან ქმნის. ამბობს, რომ მსგავსი მასალის მრავალფეროვნება ნამუშევრის დიზაინის შერჩევაში ეხმარება, სწორი კომბინაციები კი შესაძლებლობას აძლევს ნივთებს ფორმასთან ერთად, მნიშვნელობა და ინდივიდუალურობა მიანიჭოს. რუბრიკა: „ინტერვიუ მთავართან“ სწორედ 17 წლის თვითნასწავლ სკულპტორს გაგაცნობთ. ვაჟა ფურცელაძე: „ჩემი ინტერესებისა და მის წრაფებები შეზღუდული არ ყოფილა. არასდროს მქონია ერთი კონკრეტული ჰობი. მუდამ ვცდილობდი, რამე ახალი, ორიგინალური და კომპლექსური შემექმნა. ერთ დღესაც, მომეცა შესაძლებლობა ჩემი ყველანაირი ინტერესი თუ შესაძლებლობა ერთ სივრცეში მომექცია და განსაკუთრებული გზით…

მეტი...