მორიგი ტრაგედია ჭიათურის მაღაროში – დაღუპულია მუშა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა – პრემიერი მოსახლეობას ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაპირდა

შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა. საგანმანათლებლო დაწესებულება, ძირითადად, ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 160 000 ლარს აღემატება. მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შატილში ახალი სკოლა აშენდება.  “შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო…

მეტი...

“ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები” – კახი კალაძე

კახი კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს მისი ვალი აქვს და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს.  „ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში. სხვათაშორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ.  „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერი დებატებში დღეს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია.

მეტი...

პლენარულ სხდომაზე, გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების”  თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” შორის არსებულ დაპირისპირებას შეთანხმებული და დაგეგმილი უწოდა. ნოზაძის გამოსვლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ “ქართულ ოცნებას” მიმართა, დაეზუსტებინათ დეპუტატი უმრავლესობის სახელით გამოდიოდა თუ არა: “ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, ბოდიში პოლკოვნიკი,  უმრავლესობის თუ თავისი ფრაქციის, თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, ვთხოვ უმრავლესობას დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა,”- განაცხადა ბოკერიამ. მის ამ განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოყვა,…

მეტი...

“ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა” – მარგველაშვილს დაცვას მოუხსნიან

“ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ამაზეა საუბარი, ეს გადახვევაა იმ სტანდარტებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნებში არსებობს”, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას 16 დეკემბრიდან დაცვა აღარ ეყოლება. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ინსტიტუტს 2014 წლიდან ამცირებენ. “ამ მომენტამდე, სანამ დაცვის მოხსნამდე, პენსიის არ დანიშვნამდე, ამ დეტალებამდე არსებობს 5 წლიანი გამოცდილება, რომელიც იწყება 2014 წლის იანვრიდან, როდესაც დაიწყო მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის შემცირების. მაგალითად, იყო, რომ პრეზიდენტი სასახლეში არ უნდა შევიდეს, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებზე არ უნდა დადიოდეს, რომ პრეზიდენტი ვეტოს არ…

მეტი...

“ლავროვთან შეხვედრამდე ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არც შეხვედრის დეტალებზე აქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი, ვინ ამის შესახებ იცოდა, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იყო. „მე არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა, ბოლოს თუ არ ვცდები მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია მასთან, მით უმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი შეხვედრის დეტალებს ჩემი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მე მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს…

მეტი...

ბინები დამატებით 270 დევნილ ოჯახს გადაეცემა

ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე, დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, მათი საკითხის განხილვა მოხდეს. გიორგი წოწკოლაურის თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება. მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის სამინიტროს ფოიეში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც  ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს. “მოცემული დევნილი ოჯახებიდან, არის რამდენიმე, რომელსაც საერთოდ მისამართი არ გააჩნია თბილისში, შესაბამისად, მათ ბინას ვერ გადავცემთ. განმარტება უკვე მივეცით. წელსვე გორში, ხაშურში, ქუთაისსა და სხვა რეგიონებში უნდა გავანაწილოთ ბინები და ჩვენ მათ…

მეტი...

ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა – შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლემ ქამრით გაგუდა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. გარდაცვლილს რუსთავის პროზექტურაში უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ბაქოშია გადასვენებული. სად მოხდა მკვლელობა, ან რა გახდა მომხდარის მიზეზი გარდაცვლილის ნათესავებმა არ იციან. მათი თქმით, ცოლ-ქმარი ბაქოში ცხოვრობდა, საქართველოში კი სტუმრად იმყოფებოდნენ. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

“შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება” – ბაია პატარაია

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ 7 წლის მოზარდის ვიდეოს, სადაც გოგონა მაკიაჟითა და მოშიშვლებული კაბით ცეკვავს. საზოგადოების ნაწილი, გოგონას მიმართ დადებითად განეწყო, ნაწილი კი აღაშფოთა. ვიდეოს უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულზე მან უკვე მიმართა შსს-ს.  “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი…

მეტი...

“დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30%, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება” – დავით ზალკალიანი

“დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30%, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა ქართული მხარე ოფიციალურ ბაქოსთან მოლაპარაკებებში და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ თემასთან დაკავშირებით. “ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. შემდეგ მას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისით. 67-68% საზღვრის არის შეთანხმებული. არის ღია საზღვრის დაახლოებით 30% და ვფიქრობ, რომ ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, პარლამენტში დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თურქეთს ბათუმზე პრეტენზია აქვს, ტყუილია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთს ბათუმზე პრეტენზია აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა განაცხადა.  ფატმა სერენ იაზგანის თქმით, სოციალურ ქსელში თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, რომლებზეც ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. მათ შორის, საუბარია საქართველოზეც. თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სოციალურ ქსელში თურქი მინისტრის სახელით გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.

მეტი...

“არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი, უწმინდესთან რომ არ მივსულიყავი” – მამუკა ხაზარაძე

“არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, რომ არ მივსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის”,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ხაზარაძის თქმით, პატრიარქს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის პროექტსაც. „შევხვდი უწმინდესს. მოვუყევი მას ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მკითხა ანაკლიაზეც. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი საქართველოში, მსხვილი ბიზნესი – ბორჯომი, ლისის ტბა, თუ ანაკლია, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ჩემი ტრადიცია…

მეტი...

სპეცოპერაციისას, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ხუთი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1981 წელს დაბადებული ა.ე., 1978 წელს დაბადებული ფ.თ., 1981 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ა.ი. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში ედებათ. „სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და…

მეტი...

„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს. როგორც დავით დვალმა განაცხადა, 2004 წელს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამოქალაქო სარჩელის გზა „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გახსნა. „2004 წელს ძალადობით და ხელისუფლების უხეში ჩარევით წაგვართვეს წილი – საკონტროლო პაკეტი „რუსთავი2“-ში, სადაც დამფუძნებლები ვიყავით და ვართ. ვითხოვთ ამ წილის უკან დაბრუნებას. სარჩელი დაფუძნებულია იმ სამართლებრივ პროცესებზე, რომელიც საქართველოში დაიწყო და სტრასბურგში გაგრძელდა. ამ პროცესებმა სამართლებრივი გზა გაგვიხსნა, რომ სამოქალაქო მიმართულებითაც დავიწყოთ დავა. აქამდე მხოლოდ სისხლის სამართლის გზით მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვეთ გამოძიება”, – განაცხადა დავით დვალმა.

მეტი...

თბილისში, რკინის საფეხმავლო ხიდები აღარ იქნება

თბილისში, 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი იგეგმება. ამ დროისთვის, დაშლილია 9 ხიდი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენე, წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი. დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.  მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება.

მეტი...

თეთრიწყაროში, დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი ჩატარდება

18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის ორგანიზებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.    დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას. ღონისძიებაში მონაწილეობას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მსხვილი და საშუალო კომპანიებისა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ.   ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს  საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე…

მეტი...

ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, ჩანაცვლება არ მოხდება – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება არ მოხდება. მისი თქმით, ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სხვა თემაა, რამდენად ეფექტურია ის. „ფორმატი რჩება უცვლელი. იქ პერსონალიების ცვლილება მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემადგენლობაა, ჩვენ პირველი რაუნდი უკვე ოქტომბერში ჩავატარეთ ახალი შემადგენლობით. ვფიქრობ, ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, სხვა თემაა რამდენად ეფექტურია, რამდენად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არის და რასაც ეფუძნება ჟენევის მოლაპარაკებები, ამ ამოცანებს. მაგრამ მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს, რომ ჟენევის ფორმატს ჩვენ ვერ განვიხილავთ იზოლირებულად და მოწყვეტილად იმ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც ჩვენი ქვეყანა…

მეტი...

“ლავროვთან შეხვედრა, დროული, აუცილებელი და საჭირო იყო” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, საქართველოში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იყო. დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ეს დროული და აუცილებელი შეხვედრა იყო. „ეს პროცესი დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე სოფელ ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან მკაფიოდ  განვაცხადო, როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, – აღნიშნა ზალკალიანმა. დავით ზალკალიანის თქმით, ნიუ იორკში ყველა ორმხრივ შეხვედრაზე, მათ შორის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრაზე, გამოითქვა ინიციატივა, რომ გაერო-ში, სადაც…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პატრიარქთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო “ლელოს” მიზნებს და ამოცანებს და ანაკლიის პორტს. “ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მეტი...

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ კუბლაშვილის მხრიდან მუქარას ვერ ხედავს

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი არ იზიარებს ადვოკატთა ერთი ნაწილის პოზიციას, რომ მათი კოლეგა მარიამ კუბლაშვილი, მის მიერ გაკეთებული განცხადებებით არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. დავით ასათიანის შეფასებით, საკითხი ადვოკატთა ასოციაციის ერთიან ოჯახში უნდა განიხილონ. უფრო მეტიც, დავით ასათიანი ფიქრობს, რომ ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს იმ ადვოკატების წინააღმდეგ, ვინც რეზონანსულ საქმეებში მონაწილეობენ.        გარდა ამისა,  „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ადვოკატებს შორის გამართულ საჯარო დისკუსიას სამწუხარო ფაქტად აფასებს. „მედიაცენტრი მთავარი“ დავით ასათიანის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ: „სამწუხაროდ გრძელდება იმ ადვოკატების მიმართ ნეგატიური კამპანია, რომლებიც მონაწილეობენ რამდენიმე რეზონანსულ საქმეში და იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ინტერესებს. საზოგადოებას კიდევ…

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტმა, ტრამპის წერილი ნაგავში მოისროლა

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი “ნაგვის ყუთში” ჩააგდო. როგორც BBC- ს წერს, მათ სანდო წყარომ განუცხადა, რომ წერილი “საფუძვლიანად უარყო” თურქეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილი მისწერა და სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგებზე გააფრთხილა. 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სწორედ 9 ოქტომბერს დაიწყო. წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა, გადაერწმუნებინა რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში შეჭრისგან. ოპერაციის დაწყების გეგმის შესახებ ერდოღანმა დონალდ ტრამპს 6 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა. „მოდი, გამოვიმუშავოთ კარგი…

მეტი...

6 მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლი აშენდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს 5 მლნ 300 ათასი ლარი გამოეყოფა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული თანხა, სამი იუსტიციის სახლის მშენებლობას მოხმარდება. იუსტიციის სახლი 6 მუნიციპალიტეტში – ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში აშენდება. ასევე მოწესრიგდება სერვისები –  წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში. „ეს არის წყალტუბო, სამტრედია და ხაშური, სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჩვენი იუსტციის სამინისტროს სერვისები უკვე მრავალი წელია არ გაიცემა სახარბიელო პირობებში და მიხარია, რომ ჩვენ წელს ჩავუყრით საფუძველს ამ ადგილებში ისეთივე კომფროტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში. ასევე ამ თანხით ჩვენ შევძლებთ დედოსფლისწყაროში,…

მეტი...

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული იყო. სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

მეტი...

“პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას” – თეა წულუკიანი

“მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს – ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხზე, საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურაში აუცილებლად უნდა მივიდეს. მისი თქმით, ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.  „მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ  ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც…

მეტი...

„თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსაც შეეხება, თურქეთს კი კატასტროფამდე მიიყვანს“ – მამუკა არეშიძე

თურქეთ-სირიის საზღვარზე ვითარება ყოველ წუთს მძიმდება. მსხვერპლი მატულობს, სირიელი  დევნილები კი თურქეთის საზღვარს აწყდებიან. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი “პატარა ომი” ერდოღანს სჭირდება.  „თურქეთის წინააღმდეგ რუსებიც გამოდიან, ირანელებიც, სირიის სამთავრობო ჯარებიც, რაც თურქეთს ურთულეს ვითარებამდე მიიყვანს. ქალაქ მანბიჯთან ბრძოლაში ერდოღანის წინააღმდეგ, სირიის სამთავრობო ჯარები და რუსეთის ავიაციაც გამოვიდა, ქურთებმა კი მათ უკან დაახევინეს. ჰაერში საბრძოლო აქტივობის შესაძლობლობა რუსულმა ავიაციამ თურქულ ავიაციას არ მისცა. მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია საქართველოზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას. თურქეთის ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტა  სერიოზული დარტყმა მიადგება, ისევე, როგორც ჩვენსას“ – აცხადებს ექსპერტი.…

მეტი...

სირიის ქალაქები იბომბება, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

თურქული ძალები სირიაზე ინტენსიურ შეტევას განაგრძობენ. იბომბება სირიის ქალაქები. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია როგორც ავიაცია ასევე სახმელეთო ჯარი. იზრდება მსხვერპლის ოდენობა. დაღუპულია 100 მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საათობრივად იმატებს დევნილების რაოდენობა.  უკვე მეცხრე დღეა თურქეთი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს სირიის ტერიტორიაზე. ოპერაცია “მშვიდობის წყარო”  9 ოქტომბერს  საჰაერო თავდასხმებით დაიწყო და მალევე მოჰყვა სახმელეთო ოპერაციაც. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანი, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბებაა, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს. გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო…

მეტი...

ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვისთვის ძალოვანმა უწყებებმა 338-ი ადამიანი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ძალოვანმა უწყებებმა 338-ი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე სპეცოპერაცია მსოფლიოს  14 ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა. გამოვლენილია ქსელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდა. ვებ-გვერდი დაფუძნებული იყო სამხრეთ კორეაში, საიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ვიდეოები იყიდებოდა. პოლიციამ 23 დაკავებული ბავშვი გაათავისუფლა, ეძებენ კიდევ რამდენიმე მცირეწლოვანს. გვერდს  23 წლის სამხრეთ კორეელი მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც  ციხეშია და ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში, შსს-მ  8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიაში ჩართვისთვის 11 ადამიანი დააკავა.

მეტი...

“ჩემი მოწოდებაა, მიხედონ საქმეს” – ნათია თურნავა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მოუწოდებს, “საქმეს მიხედონ”. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს მხარს უჭერს და ეს მთავრობამ არაერთხელ დაამტკიცა. “მთავრობა კვლავინდებურად ერთგულია ამ პროექტის. 2017 წლიდან მოყოლებული და ამ მომენტიდან, საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ვადების 6-ჯერ გადავადება მოხდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა,…

მეტი...

„ფრთხილად, კრაზანები!“ – გიგანტური მწერის შემოსევა საქართველოში და მისგან თავდაცვის რეკომენდაციები

საქართველოში კრაზანები მომრავლდნენ. მწერების შემოსევას, განსაკუთრებით, რეგიონებში უჩივიან. მოსახლეობას მწერებთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, თუმცა მაინც დახმარებას ითხოვს.​ ამ სეზონზე, ზესტაფონში, კრაზანას ნაკბენით, ერთ თვეში, 2 ადამიანი გარდაიცვალა.  მწერის ნაკბენისგან გარდაიცვალა ერთი ადამიანი ხარაგაულშიც.  “კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. ადამიანების გარდა, კრაზანა სოფლის მეურნეობასაც ერჩის. კერძოდ, 2018 წელს სოფლის მეურნეობის…

მეტი...

პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები დავით ზალკალიანს კითხვებს დაუსვამენ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია. „კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ დღის წესრიგშია. ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოს-თან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ. საპარლამენტო ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრთან ძირითადი კითხვები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ექნება. „გვექნება კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაქვს დღეს, რაც უკავშირდება რუსეთისადმი მავნებლურ…

მეტი...

სპეცოპერაციის შედეგად, ფონიჭალაში ქალი დააკავეს

ფონიჭალის დასახლებაში, გამთენიისას, სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეც-რაზმმა ერთი ქალი დააკავა. დაკავებული ნარკოდანაშაულშია ეჭვმიტანილი. დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ჩატარებული სპეც-ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, სამინისტრო დღის განმავლობაში გაავრცელებს. შეგახსნებთ, რომ  სპეცოპერაცია ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინაც ჩატარდა, სამართალდამცველებმა მაშინ ერთი მამაკაცი დააკავეს.

მეტი...

მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, სახელმწიფო, ნოემბრიდან უფასოდ აცრის – ვინ მოხვდა სარისკო კატეგორიაში?!

ოქტომბრის ბოლოდან, სახელმწიფო იმ ადამიანების აცრებს დაიწყებს, რომლებიც გრიპის ვირუსის მხრივ მაღალი რისკის მქონე კატეგორიას მიეკუთვნებიან.  ამ ჯგუფში, საქართველოს  100 000-მდე მოქალაქეა. ისინი აღნიშნულ სერვისს უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე მიიღებენ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, რისკ ჯგუფებში სხვადასხვა კატეგორია შედის. „აიცრება  მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი. მაგალითად, დიაბეტიანები, C ჰეპატიტის და აივ ინფიცირების მქონე მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვები და ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მქონენი არიან, ” – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...