თევზს, მოხარშვის შემდეგ, მატლები და მატლის მსგავსი წამონაზარდები გაუჩნდა

მომხმარებელმა გაყინულ თევზში პარაზიტი აღმოაჩინა. ორაგულის მოხარშვის შემდეგ, თევზს მწვანე მატლები და მატლების მსგავსი წანაზარდები გაუჩნდა. “ხარშვის პროცესში, თევზმა გაუშვა მწვანე ფერი და გამოვიდა მატლის მსგავსი ჭიები, ნაწლავები და ა.შ. რაც საკვებად უვარგისი იყო”, – აცხადებს მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი პირი, თამარ ბუჩუკური.  სუპერმარკეტი “ზღაპარი” ის მაღაზიაა, სადაც მომხმარებლის წარმომადგენლის თქმით, თევზი შეიძინეს. მარკეტის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელს თევზი მათთან არ შეუძენია. ამბობს, რომ თევზის ამ სახეობას დიდი ხანია ყიდის, მომჩივანიც ჯერ არ უნახავს, მითუმეტეს ახლა, როდესაც თევზი აქციით 2 ლარით ნაკლები ღირს.  კომპანია “west invest”-ში, რომელსაც სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი ამერიკიდან შემოაქვს, მომხმარებლებს…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა წვრთნები დაიწყო

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა, აფხაზ სამხედროებთან ერთად, წვრთნები დაიწყო. წვრთნების ამოცანას მთაში და ზღვის სანაპიროზე პირობითი მტრის დანაყოფების შეპყრობა და განადგურება წარმოადგენს. წვრთნებში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საბრძოლო ვერტმფრენი “ალიგატორი” და მრავალფუნქციური ვერტმფრენი “ტერმინატორი”.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველში, თბილისის დროით, 18:57 საათზე მიწისძვრა მოხდა.  პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“ბოკერიასა და ბაქრაძეს ლომის წილი მიუძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში” – როლანდ ახალაია

ყოფილი დეპუტატი, როლანდ ახალია გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს მისი ოჯახის საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს. ახალაია პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერების განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “რამდენიმე დღეა, ვწერ და ისევ ვშლი პოსტებს, გამოუქვეყნებლად. მაინც გადავწყვიდე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი „ჩიტები“ მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენ თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის პირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათი პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო,…

მეტი...

“საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს” – ფაშინიანი

“სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან, სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და აღნიშნული ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას. „მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან…

მეტი...

“ქართული ოცნება” თუ ქვეყანას დაცლის, 2020 წლის არჩევნებზე ხმების 100%-საც აიღებს” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” თუ ქვეყანას დაცლის, მაშინ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 100%-საც აიღებს. დეპუტატის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” თუ ასეთი ტემპით გააგრძელა მოღვაწეობა, არა თუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს მას. „ქართულ ოცნებას” მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან, ან საერთოდ ყველას გაგვიშვებენ და მარტო დარჩებიან, მაშინ 45 კი არა, 100% შეიძლება ავიდნენ. სხვა შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ” ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მოღვაწეობა და ასეთი საუბრები, ერთი წლის შემდეგ მათ არა თუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის…

მეტი...

“იმასქენი” – ბაზარზე ახალი ქართული ლუდი გამოჩნდა

ნამდვილი იმერული სახელწოდებით, ბაზარზე,  გერმანული ნედლეულით დამზადებული ქართული ლუდი – “იმასქენი” გამოჩნდა. როგორც ლუდსახარში კომპანია “მაისტერბრაუს” დამფუძნებელი აცხადებს, ინსპირაციის წყარო ოსური ლუდის შესახებ ინტერნეტში წაკითხული სტატია აღმოჩნდა. გოჩა ვაჭარაძის თქმით, პირველ ეტაპზე, მან ლუდი სახლის პირობებში დაამზადა და ბიზნესიდეაც აქედან გაჩნდა. ამ დროისთვის, “იმასქენის” წარმადობა 2 ტონას შეადგენს. დღეისათვის ლუდსახარში “მაისტარბრაუ” გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ჩამოსასხმელი სახით, ასევე ბოთლში დადუღებული. კომპანია მომხმარებლებს არყის გამოხდის სერვისსაც სთავაზობს. “მაისტარბრაუ”, დაახლოებით, 15 სახეობის ხილის არაყს და ვისკს აწარმოებს.

მეტი...

“სომხეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას” – გიორგი გახარია

“სიმშვიდე და მშვიდობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკო ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. გახარიას თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ისაუბრეს ტრანსპორტის და ენერგომატარებლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენს ფუნქციას და როლს, ეს მეგობრობა კიდევ…

მეტი...

“ანაკლიის პროექტის ნეგატიური დაკნინება და ხელისშემშლელი პირობების წაყენება ხდება“ – ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს” – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, კონსორციუმმა წარადგინა ხედვა და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. თუმცა ახვლედიანის შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დღევანდელი ბრიფინგი მთავრობის განწყობას აჩვენებს. „არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს, 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა მთავრობას ჩვენი ეს განწყობა და გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ…

მეტი...

“ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს” – ირაკლი კობახიძე

ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნება“ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 60 პროცენტს მიიღებს. „ეს არის მარტივი არითმეტიკა, საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით მინიმუმ 45 პროცენტი იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება „ქართული ოცნება“, თუმცა 45 პროცენტი არაა ჩვენი მიზანი და ამოცანა. ვფიქრობ,…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილმა მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები შეიწყალა” – გიგა ბუკია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს ეხება. დეპუტატის ვერ ხედავს საჭიროებას, საგამოძიებო კომისიის შექმნის, როცა “შეწყალების საქმეზე” პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს. „მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები; ბატონმა მარგველაშვილმა 4000-მდე მსჯავრდებული შეიწყალა. როცა კითხვები გაჩნდა ჩვენი მხრიდან შეწყალების აქტთან დაკავშირებით, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვუზღუდავთ პრეზიდენტს. დღეს კი ასე აქტიურად ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაშინ, როცა უკვე პრეცედენტი დაშვებულია და პროკურატურა იძიებს, რა კითხვებიც არსებობს. ჩამოყალიბდით,…

მეტი...

შიმშილის მაჩვენებლით, საქართველო 39-ე ადგილზეა

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“- ის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 39-ე ადგილი უკავია. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს. ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“. ინდექსის გამოქვეყნების მიზანია, გაიზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მეტი...

“ყოველთვის ვართ მზად, ქართული მუსიკა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ და ყველას გავაცნოთ” – ბელა ბერკემერ-მახარაძე

გერმანიაში მცხოვრებმა ცნობილმა მევიოლინემ ბელა-ბერკემერ მახარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მეუღლესთან, გერმანელ კომპოზიტორსა და დირიჟორთან უვე ბერკემერთან ერთად, ყოველთვის ცდილობენ, საზღვარგარეთ ქართულ მუსიკის პოპულარიზაცია გაუწიონ. ბელა-ბერკემერ მახარაძის განცხადებით, სწორედ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის, 1 ნოემბერს, გერმანიაში, ბაროკოს სასახლეში, ფესტივალი გაიმართება, სადაც, წყვილი კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. “1  ნოემბერრიდან,  ჩემი მეუღლე 3 დღიან ფესტივალს ატარებს, სადაც მოწვეულია კავკასიური კამერული ორკესტრი. ბაროკოს სასახლეში დავუკრავ ბახის კამერულ კონცერტს. ჩემი მეუღლე, ორკესტრთან ერთად შეასრულებს ქართულ სიმღერებს. ბევრი ქართული მუსიკა იქნება იქ. ყოველთვის მზად ვართ, ქართული მუსიკა გავიტანოთ ქვეყნის…

მეტი...

“ერთად იყვნენ ურწმუნოები და ერთად გახდნენ მორწმუნეები” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი დაპირისპირება რეალურია და ეფუძნება მათ კონკრეტულ სუბიექტურ ინტერესებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მომავალში მათ თანამშრომლობას. მისი თქმით, ორივე ძალას, საერთო ინტერესები და ღირებულებები გააჩნია. „როგორც კი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერსებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან. ვხედავთ, რომ ისინი ერთად იყვნენ ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები. ეს არის მართი საერთო ღირებულებებიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი აუცილებლად დალაგდებიან ერთმანეთში, იმიტომ, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი მენტალიტეტი და ერთი და…

მეტი...

„მარიამ კუბლაშვილმა ადვოკატთა კორპუსი სამასხარაოდ გახადა“ – ადვოკატი

ადვოკატთა ნაწილი, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილს მისი ქცევების გამო აკრიტიკებს და ადვოკატთა ასოციაციას მიმართავს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. როგორც ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მარიამ კუბლაშვილმა ადვოკატთა კორპუსი სამასხარაოდ გახადა. „ეს ქალბატონო (“კოლეგა”) ვფიქრობ მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატთა როლის დაკნინებაზე და ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციაზე, აგრეთვე უკვე სასაცილო სახეს იძენს ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა “დაცვის უფლება” რომლის სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვის კონტექსტში, აგრეთვე სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელების კონტექსტში. ზოგადად, „ადვოკატი” ფაქტობრივად კომიკურ ფიგურად იქცა მისი საჯარო გამოსვლებიდან გამომდინარე და ამას უკვე შეუქცევადი…

მეტი...

“ფემიციდის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია” – თამარ ჩუგოშვილი

“თითოეული შემთხვევა უმძიმესი ტრაგედიაა და ყველას მეტი მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად“ – ასე შეაფასა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გასულ კვირას მომხდარი ფემიციდის ფაქტი. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ფემიციდის მაჩვენებლების რაოდენობა შემცირებულია. „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით, რომელსაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობლივად ატარებენ, გენდერული ძალადობის მაჩვენებლები და სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ოდესმე და ასეთი დანაშაულების და ასეთი ტრაგიკული აღსასრულის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მეტი...

A კატეგორიის ტაქსებისთვის, ქიმიური წმენდის ვაუჩერები უფასოდ დარიგდება

პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა,  ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ.  როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ვაუჩერები უფასოდ დარიგდება, ისე, რომ ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე.  მისი თქმით, ყველა ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, ავტოტექმომსახურების 20%-იანი ფასდაკლების ბარათს მიიღებს.  „ ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ამ ვაუჩერით (მათ არაფერი აქვთ გადასახადი), დამატებით მიიღებს ავტოტექმომსახურების კომპანიის – „ვიანორის“ 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს. ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე.  SMS-ების საშუალებით მოგაწვდით ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ ინფორმაციას, სადაც A…

მეტი...

თბილისის ზღვაზე, უკანონო დაერთების ფაქტზე, ერთი პირი დაჯარიმდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყოველდიღურად ხდება სასმელი წყლის შემოწმება და მოსახლეობა დაცულია. „სამწუხაროდ, არის ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება, სანიაღვრე ქსელები პირდაპირ არის დაერთებული, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. წინა სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალეთ, რასაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კურირებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც“ (GWP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე…

მეტი...

„მორბენალი მშობიარეები“ თბილისში – 17 დაჯარიმებული კლინიკიდან 5 დაიხურა (ვიდეო)

„სამშობიარო სახლების ტერორი“- ასე აფასებს „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა იმ რეგულაციებს, რომლის გამო, კლინიკები იხურება. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, მუშაობა ხუთმა კლინიკამ შეწყვიტა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით საკეისრო კვეთების წილი 10-15%-იან ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენი რეალობით კი ეს მაჩვენებელი დღეს 44,4%-ია. შესაბამისად,  20 წლიანი დაგვიანებით გაახსენდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ არსებობს ესეთი რეგულაცია და 2016 წლიდან  კლინიკებს ჯარიმები დაუწესა, რასაც ისინი ეწირებიან. ეს სხვა არაფერია, თუ არა, ტერორი სამშობიარო სახლებზე“ – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი განცხადებით, ყველა…

მეტი...

„ნუ გახდებით გალიაში გამომწყვდეული ჩიტი, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის“ – ბელა ბერკემერ მახარაძე ოჯახურ ძალადობაზე

გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მევიოლინე ბელა-ბერკემერ მხარაძე ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართავს და სთხოვს, საკუთარი ოცნებისა და უფლებებისთვის იბრძოლონ. როგორც ცნობილმა მევიოლინემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ძალადობის გამართლება შეუძლებელია და მოძალადეები სწორედ ისინი ხდებიან, ვინც თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. „მინდა, ქართველ ქალბატონებს მოვუწოდო, რომ უნდა იოცნებოთ და ამ ოცნებებს უნდა გაჰყვეთ. ნურასოდეს ნუ გახდებით გალიაში გამომწყვდეული ჩიტი, თუთიყუში, რომელმაც უნდა გაიმეოროს ის, რასაც ჩასძახებენ. იყავით თავდაჯერებული.  თქვენი სიცოცხლე გეკუთვნით მხოლოდ თქვენ. ნურასოდეს დაიჯენთ თავზე თქვენს მეუღლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფიქრობს თქვენზე ძლიერია.  ნურასოდეს გააბედინებთ მამაკაცს ზედმეტს, რადგან, თუ ეს ერთხელ მოხდა, მომავალშიც…

მეტი...

ხვალ, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, საგზაო მოძრაობა აღდგება

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. ასფალტი იგება, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ 4500კვ. მ  მონაკვეთზე.  თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა, დაპირებისამებრ, 16 ოქტომბრიდან აღდგება.  “ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. ეს არის „პიქსელიდან“ არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებული მონაკვეთი. ამ მონაკვეთში მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენების მოწყობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები ამ ფენის დაგებით სრულდება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ  სხვა სამუშაოებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.  სრული სარეაბილიტაციო არეალი…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა იცვლება

ჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი  მოძრაობის მიმართულება. როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. როგორც „მდიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

მეტი...

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს საეთერო დებატებში იწვევს. კუბლაშვილმა ეთერის დათმობის თხოვნით “მთავარი არხის” წამყვანსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს. “მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის! მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე,…

მეტი...