მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება. „ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების…

მეტი...

ვაკეში, ტაქსის მძღოლმა უკრაინის მოქალაქე ცემა

ვაკეში, ტაქსის მძღოლმა უკრაინის მოქალაქე ცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა. თვითმხილველების თქმით, ტაქსის მძღოლმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ავტომობილიდან გადმოაგდო და წააქცია, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მეტი...

ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა 75 თურქი ჯარისკაცი მოკლეს

ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს. ქურთული მედიის ცნობით, მოკლულია 75 თურქი ჯარისკაცი. აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს ანკარა. თურქეთ-სირიის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. იზრდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობაც. 

მეტი...

გორში ახალგაზრდა კაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ტ.ც., სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით გორში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„სვეტიცხოვლობასთან“ დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

“სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვა შემდეგი გრაფიკით განხორციელდება: “13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით. მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

მეტი...

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა” – გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ისტორიას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა, ვინც გარდაცვლილს აკრიტიკებს, მსხვერპლია.  კეკელიძის თქმით, ყველა ქალმა, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ახლავე უნდა ამოიღოს ხმა. “იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და…

მეტი...

“რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი” – ამერიკელი კონგრესმენი

“საქართველო ნატო-სთვის არის პერსპექტიული წევრი, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლმა განაცხადა. კონგრესმენის თქმით, ნატო-მ პატივი უნდა სცეს იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს, გაიაზროს, რა რთულ სამეზობლოშია საქართველო. „ნატო-ს ალიანსი არსებობს იმისთვის, რომ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნები შეკრიბოს ერთად. ნატო – ეს არის უსაფრთხოების კავშირი, მაგრამ ის ასევე არის კავშირი, რომელშიც ჩვენ ვიზიარებთ და ვახალისებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც აახლოებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რას სთავაზობს ნატო საქართველოს? აქ შეკითხვა ორგვარად ისმის –…

მეტი...

“ვერასროს წარმოვიდგენდი, რომ ქართველი კაცი ლოგინში ჩაწვებოდა და იქიდან ისაუბრებდა, როგორ ჩაგრავენ ქალებს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე საქართველოში ქართველი ზრდასრული კაცი, თანამდებობის პირი ლოგინში ჩაწვებოდა და საქვეყნოდ ტელევიზიით მისცემდა ინტერვიუს თუ როგორ ჩაგრავენ ქალები“, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი თამაზ ლომიძე კლინიკაში მყოფი საკრებულოს დეპუტატის ინტერვიუს. დეკანოზი 25 წლის წინ, საქართველოში მაღალი თანამდებობის პირი ქალის ჩამოსვლასა და მის თავს გადამხდარ ამბავს იხსენებს. “ერთხელ, ასე 25 წლის წინ, ერთი ევროპელი, მაღალი თანამდებობის პირი, ქალი იყო მოსული სტუმრად პატრიარქთან და ასეთი ამბავი მოჰყვა: შევარდნაძის დროა ანუ საშინელება ყოველმხრივ. ეს ქალი ციხეების სანახავად იყო ჩამოსული და სიკვდილმისჯილთა ჯურღმულებშიც ჩასულა ორთაჭალის ციხეში (თვითონაც მინახავს და მართლა ჯურღმული იყო).…

მეტი...

ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, რ.ვ. მამასთან – დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

წაღვერში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

დაბა წაღვერის მიმდებარედ, 60 ჰა ფართობზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანიტარულ ჭრებს ახორციელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად, ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს. “სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა.…

მეტი...

საფლავის ქვებით მოპირკეთებული მშრალი ხიდი (ვიდეო)

მშრალ ხიდზე, ქვაფენილის რეაბილიტაციის დროს, საფლავის ქვები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფეისბუქზე დავით ჩაჩანიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, საფლავები 1800-იანი და 1900-იანი წლებითაა დათარიღებული.  “მშრალი ხიდის ქვაფენილი რეაბილიტაციისთვის აყარეს და საფლავის ქვები ყოფილა. მინიმუმ შესასწავლია. მშენებელს ვუთხარი, რომ არ გადაყარონ და ვისაც ეკუთვნის, მიხედოს. ხმა მიაწვდინეთ”, – წერს ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს საფლავის ქვები სწორედ საბჭოთა პერიოდს განეკუთვნება, ვინაიდან, როგორც ცნობილია, საბჭოთა მმართველობისას, მათ მიერვე დანგრეული ეკლესიის ეზოებიდან საფლავის ქვები გაჰქონდათ და სამშენებლო მასალად იყენებდნენ. 

მეტი...

„საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ – ახალი სამკერდე ნიშანი

საპარლამენტო ჯილდოების არსებულ სახეებს – საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება. ცვლილებების თანახმად, სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის. თუ განვლილი სამსახურის პერიოდში, მისი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს. მომზადებული ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 14 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მეტი...