ილია ჯიშკარიანი ძალადობაში თავად თამთა თოდაძეს სდებს ბრალს

საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალური ძალადობის მცდელობასა და თანაშემწის ცემაში ედება ბრალი, ძალადობაში თავად თამთა თოდაძეს ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალმა, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, დეპუტატზე იძალადა, მოტივი კი შურისძიება იყო. “თამთა თოდაძემ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბატონ ილია ჯიშკარიანისა და სხვა მოწმეების ჩვენებებით, ბოლომდე დალია და დათვრა. ამბობდა, ეს სამსახური, რომელიც დაბალ ანაზღაურებადია, თითქმის შეუფერებელია და აუცილებელად უნდა ყოფილიყო დაწინაურებული. პირდაპირ ლანძღვასა და ძალადობაზე გადავიდა, ხელით ყრიდა ნივთებს. ბატონი ილია მივიდა და თოდაძემ იძალადა მასზე – სილა გაულაწუნა მარცხენა ლოყაზე და ამ მოგერიებაში ხელებს უკავებდა ბატონი…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტრო ვეტერანი მფრინავების პროტესტს პასუხობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აეროპორტის დასახლებაში გამართულ საპროტესტო აქციას წერილობით გამოეხმაურა.  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან ჩაერთონ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში. “პირველ ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაციო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას. კერძოდ, გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის…

მეტი...

“სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან – დღეს გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა” – ქეთევან ციხელაშვილი

12 ოქტომბერი საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას. კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.

მეტი...

“არ ვპასუხობ, დღესასწაულით ისიამოვნეთ” – პრეზიდენტი, შეწყალების საქმეზე ისევ დუმს

საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური შეწყალების საქმეზე ისევ დუმს. სალომე ზურაბიშვილმა, დღეს გურჯაანში, ღვინის ფესტივალზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა. “სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ. შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ თქვენც ისიამოვნოთ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა თემატური პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღო მონაწილეობა. ცნობისთის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის იყვნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც. 

მეტი...

საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები ეკონომიკის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები, საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.  მფრინავების განცხადებით, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც 15 წლის წინაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ყველა ავიატორი მოატყუა, რომ საქართველოს აეროპორტს პრივატიზაციაზე გადაიტანდნენ და ისინი ამ პროცესში მიიღებდნენ მონაწილეობას.  თუმცა მფრინავების თქმით, აქციები ისე გადაეცა ინვესტორებს, მათთვის კომპენსაციაც კი არ მიუციათ. დღევანდელ აქციაზე ვეტერანმა მფრინავებმა და ავიატორებმა, იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრეს, რომლითაც ახალი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. მოპოვებული საბუთები კი, მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ სააკიანს გადასცეს…

მეტი...

ბოტანიკურ ბაღში, “პურის ფესტივალი” მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ბოტანიკურ ბაღში “პურის ფესტივალი” მიმდინარეობს.  „პურის ფესტივალი“ თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნა, სადაც გაცოცხლებული იყო პურის ცხობის ძველი ტრადიციები. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია; ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. „პურის ფესტივალზე’’ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის პური და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში, დაათვალიეროს შემეცნებითი ილუსტრაციები ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ფესტივალი ორდღიანია და ხვალ, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩატარდება.

მეტი...

“ყველა, ვინც ნებისმიერ სახელმწიფოში არალეგიტიმურად იმყოფება, ტერიტორია უნდა დატოვოს” – პუტინი

„ყველა, ვინც ნებისმიერი სახელწიფოს, ამ შემთხვევაში სირიის ტერიტორიაზე არალეგიტიმურად იმყოფება, ტერიტორია უნდა დატოვოს. ეს ყველა ქვეყანას ეხება”, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, სირიიდან სამხედრო წარმომადგენლობა გამოიყვანოს, თუ ამას ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა მოითხოვს და მათი დახმარება აღარ დასჭირდება. თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა.

მეტი...

შალვა ნათელაშვილი ოქრუაშვილისა და სხვა დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან აქცია-ბრიფინგი გამართა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ნათელაშვილის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის. „მოგეხსენებათ, დიქტატურის უკანასკნელი საფეხური ეს გახლავთ მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები. საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის და ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ალბათ, გვისმენს ფანჯრიდან. მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ხალხის…

მეტი...

სიმღერა „ღორის გრიპზე“ და ახალგაზრდა ქართველი „იუთუბერი“ – ინტერვიუ „მთავართან“

„ღორის ვირუსივით ვირუსული გახდა ეს სიმღერა“ –  ამბობს „ლაქ ბოი“, რომელიც ვიდეოების გადაღებით ბავშობიდან იყო გატაცებული. პატარა, ძველი ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებს კომპიუტერში თავისით აწყობდა. მონტაჟიც თვითონ ისწავლა. დროთა განმავლობაში, სხვა პროგრამებსაც გაუგო და ცოტა ხანში ისე დაიხვეწა, გადაწყვიტა, ამ ყველაფრისთვის სერიოზული სახე მიეცა. ლუკა კვარაცხელია 20 წლის ქართველი „იუთუბერია“, რომლის ვიდეოებსაც ასიათასობით ნახვა აქვს, რაც ქართულ რეალობაში იშვიათობაა. ლუკამ „იუთუბერობა“, დაახლოებით, 1 წლის წინ, „ლაქ ბოი“-ს მეტსახელით დაიწყო. ამჯერად 50 000 მიმდევარი ჰყავს. ძირითადად, “ვლოგებს” იღებს, თუმცა, მის შემოქმედებაში ორი მუსიკალური კლიპიცაა. ერთ-ერთმა მათგანმა, „სიმღერა ღორის გრიპზე“, ახალგაზრდას განსაკუთრებული პოპულარობა…

მეტი...

“ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე ხაშურში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. სასულიერო პირის განცხადებით, ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს და საქვეყნოდ გამოაცხადოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალის მკვლელი კაცებისთვის. „საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს და ხმამაღლა, საქვეყნოდ გამოაცხადოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ცოლის, ყოფილი ცოლისა და საერთოდ ქალის მკვლელი კაცებისთვის. აშკარაა, რომ ქალებზე ძალადობა, თვით სიცოცხლის მოსპობამდე, საშინელ და უმძიმეს ცოდვად აწევს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უშველის ამ პრობლემას, მაგრამ, ქალზე მოძალადე და მკვლელმა ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს. ამ საკითხში ეკლესიის გამოკვეთილი…

მეტი...

ერევნიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავი თბილისში საგანგებოდ დაეშვა

თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, თბილისში საგანგებოდ დაეშვა.  სომხური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.  სააგენტოს განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ თვითმფრინავი ერევანში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

მეტი...

რატომ ვერ მიიღეს დევნილთა ნაწილმა ბინები – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწყების შესასვლელში მიმდინარე აქციას ეხმაურება.  სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა. ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლითუზრუნველყოფას. აქციის 30-მდე მონაწილიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ორმა პირმა შეძლო, რომელთაც სამოთახიანი ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების რაოდენობისა და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთოთახიანი ბინები გადაეცათ ექვსი ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს, ოროთახიანი ბინები – ცხრა…

მეტი...