აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა

აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა. მავნებელი მწერი პატარა ფოთს შეესია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მწერი თხილის და ხურმის ბაღებს ანადგურებს. ამასთან, ფაროსანა საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა.  პატარა ფოთის გარდა, მავნებელი მწერი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროს საწმისის მოსახლეობასაც აზარალებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების მიუხედავად, მწერი არ განადგურებულა. სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნულ  სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მავნებლის 90% განადგურებულია.  ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა გასულ წლებში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

მეტი...

“არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები – კალაძე ტაქსების რეფორმაზე

“არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. კალაძის განცხადებით, ტაქსის ფასები აუცილებლად დარეგულირდება. კითხვაზე – მოქალაქეები აცხადებენ, რომ ფასები სამჯერ არის გაზრდილი და როგორ აპირებს თბილისის მთავრობა, დაარეგულიროს კერძო ტაქსების ფასები, თბილისის მერმა განაცხადა, რომ თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს. „რა ინდიკატორებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია. რამოდენიმე დღის წინ იყო პრობლემები. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც დღეს ბაზარს წარმოადგენენ. აუცილებლად დარეგულირდება და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის შვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურში იმუშავებს

გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, გიორგი დევიძის ქალიშვილი ნინო დევიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებს. ის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარ სამმართველოში ოპერატორი იქნება. ნინოს პირველ სამუშაო დღეს სამსახურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ესტუმრნენ. ახალ ოპერატორს მუშაობის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. გიორგი დევიძე საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მუშაობდა. ის გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი მორიგეობის დროს შეუძლოდ გახდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა.

მეტი...

“ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც” – ილია მეორე

“არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ ქველმოქმედებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის ცხოვრების მიზანი გაჭირვებული ხალხის დახმარება უნდა იყოს. “ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღვთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებით, ჩვენ დაგეხმარება, არის ქველმოქმედება. დახმარება გაჭირვებული ადამიანისა. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს დააგროვოს სიმდიდრე. ეს სიმდიდრე სამარის კარამდე მიაცილებს ადამიანს, მერე ტოვებს. მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ…

მეტი...

“ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ, რაც ბოროტი სულის გავლენაა” – ილია მეორე

“ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კარ-მიდამოს კურთხევისკენ მოუწოდა. “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ  ფრთხილად უნდა იყოთ. ყოველდღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც…

მეტი...

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციები უცვლელია, აცრები, პრევენციული ღონისძიებები და დროული რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუკი აღგენიშნებათ ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებებს, თვითმკურნალობა დაუშვებელია.  ვაქცინაციის ფასები 3-დან 40 ლარამდე მერყეობს. რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კი, 100 000 ვაქცინას სახელმწიფო უფასოდ გამოყოფს. ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვაქცინებს შემოიტანს, პიკური სეზონი კი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება.  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ შემთხვევებთან შედარებით, ვირუსული გრიპით დაავადებული ადამიანები არ არიან საავადმყოფოში. ამის მიზეზი კი, თბილი და მზიანი…

მეტი...

“გპირდებით, კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ თქვენზე” – მიხეილ ბატიაშვილი

“გპირდებით, კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მასწავლებლებისადმი მიმართვისას მთაწმინდის პარკში განაცხადა. მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი, პედაგოგებისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო.. „თითოეულ პედაგოგს გილოცავთ დღევანდელ დღეს! წლევანდელი წელი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. წელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი უმაღლესი განათლება დ მეცნიერება ევროპული სისტემის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს, რომ პირველი იანვრიდან ყველა ქართველ მეცნიერს, რამდენიმე მილიონიანი ევროს ბიუჯეტზე ექნება წვდომა.…

მეტი...