საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:53 საათზე მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ლაფანყურთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა.

მეტი...

ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ

უეფას გადაწყვეტილებით, 2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტოპ-ლიგების ზეწოლით, ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება. რაც მთავარია, უეფამ მესამე ახალი ტურნირი, კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნები მოახვედრა. ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ, 2021-2022 წლების სეზონში, უეფას რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთ გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო სამ გუნდს კონფერენციის თასზე, ევროპის ლიგაზე კი არც ერთს. საქართველო უეფას მიმდინარე რეიტინგში…

მეტი...

“ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, მიხედეთ შვილებს” – მუსიკოსი შვილის თვითმკვლელობის მიზეზებზე

ბოლოს დროს საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევები გახშირდა. მიზეზები უცნობია, თუმცა ამას მშობლებსა და შვილებს შორის გაცივებულ ურთიერთობებს, ზოგი საშიშ ონლაინ თამაშებს, ზოგი კი ბულინგს აბრალებს. მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილი ლენო რამდენიმე თვის წინ მე-7 სართულიდან გადახტა. მამა კი მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს. “არ მგონია, რომ რამით გამორჩეული ან უკეთესი ვიყავი სხვა მამებისგან. რაც თავი მახსოვს, საქართველოს სახელმწიფოს არ ვაღიარებდი. მის იმედზე არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ, მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, შევცდი. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია. ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ თურმე ესეც არ ყოფილა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს რომ გვგონია, ვიცით ყველაფერი,…

მეტი...

ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება

მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს. ბავშვთა უფლებების კოდექსში შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს.  სერტიფიცირება სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებასაც მოიცავს. კანონს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრისთვის კი განათლების სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს. 

მეტი...

12 წლამდე ბავშვების ავტომობილით გადაყვანა სპეციალური საშუალებების გამოყენებით უნდა მოხდეს – ბესელიას ინიციატივა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს წარუდგინეს კანონის პროექტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი…

მეტი...

გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

გენერალური პროკურატურა გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტს.  პროკურატურაში, გამოკითხვაზე ხვალ 11 საათზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეცაა დაბარებული.

მეტი...

“ეს თაღლითური სქემაა“ – აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, თუ ვინმე USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით თანხის გადარიცხვას მოგთხოვთ, არ დათანხმდეთ. აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ USAID-ის ლოგოს გამოყენებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები დაფიქსირდა.  “ვგმობთ მსგავს ფაქტებს და სათანადო ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ, თუ USAID-ის სახელით დაგიკავშირდნენ და გთხოვეს თანხის გადარიცხვა. გახსოვდეთ – ეს თაღლითური სქემაა!“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

ნოდარ მელაძე პროკურატურაშია დაბარებული

ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.  საგამოძიებო უწყებაში მელაძე ხვალ, 11 საათზე უნდა გამოცხადდეს. “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, პროკურატურამ ამავე საქმეზე გუშინ “რუსთავი 2-ის” ყოფილი თანამშრომლები, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გამოკითხა.

მეტი...

“ტრამპი ყველგან ამბობდა, სააკაშვილს ვიცნობ, რა მაგარია სააკაშვილიო” – მიხეილ სააკაშვილი

“დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრში, რესტორნებში ჩემთან ერთად დადიოდა, რადგან ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველგან ამბობდა, რომ მას იცნობდა.  „ტრამპი ჩამოვიდა ბათუმში და თქვა, რომ ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი გახდებოდა. ეს მას ჩემთვის არ უთქვამს, არამედ ამერიკულ არხებზე ისაუბრა. აი რეკლამაც. რატომ ჩამოვიდა ის? რატომ გვაქებდა? ჩამოდიოდა და საკუთარ სახლში მეპატიჟებოდა. ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრში, რესტორნებში ჩემთან ერთად დადიოდა, რადგან ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება. მაშინ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო…

მეტი...

გია ყანჩელის სახელი თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება. თბილისის საკრებულოს განცხადებით, ობიექტის შერჩევისა და სახელდების პროცედურები კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებდა. ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6 გაიმართება. დაკრძალვის დღეს გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე იქნება.

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნუშნული, ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული. “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გტავაზობთ განცხადებას: „როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც…

მეტი...

“რუსეთთან ფრენების აღდგენა, ჩვენს ინტერესშიცაა” – თამარ ჩუგოშვილი

“საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია და პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავლის წყაროსთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ინტერესში შედის, რომ ფენები აღდგეს. „ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ამაზე მეტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, ფრენების შედეგად საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხებიდან შემოსავლის სახით ჰქონდეთ შემოსავალი, მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ მომენტი, როდესაც მათთვის მოსახერხებელი იქნება ავიამიმოსვლის…

მეტი...

“საქართველო ახლოსაა ნატოს წევრობასთან” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის (NAC) ფარგლებში, ორმხრივ და შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პარლამენტის გაძლიერებაზე და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ოკუპირებული რეგიონებიდან მომავალ საფრთხეებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიმედო და ღირსეული პარტნიორია…

მეტი...

„არ ვაპირებ, დავთმო სიმართლე“ – ზაქარია  ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი ორი მიზეზით დატოვა

პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ ჩაშლისა და პარლამენტის მანდატის დატოვების შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს გამართა და დაგროვილ კითხვებს უპასუხა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, მან ხლხის მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატი ორი მიზეზით დატოვა. „რატომ დავდე მანდატი? ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მსურდა ჩემ გადაწყვეტილებას ადამიანების, თუნდაც, ნაწილის განწყობებზე ემოქმედა და სიმართლის გაუცნობიერებლად მათ რიგებში სიმშვიდე შეეტანა. რადგან მჯერა, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია პასუხისმგებლიანი თუ შეძლებს სხვის შეცდომაშიც თავისი წილი დაინახოს. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ ასამბლეაში 6 წლის მანძილზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, ჩვენს მიერ…

მეტი...

“ყველამ იცოდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ტარდებოდა, ეს სიახლე არაა” – ზაქარია ქუცნაშვილი

“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ დაგეგმვასა თუ ორგანიზებაში არჩილ თალაკვაძე ჩართული არ ყოფილა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზოგადად, დეპუტატებმა იცოდნენ, რომ თბილისში ასამბლეა ტარდებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში სოცფიო ქაცარავა და თამარ ჩუგოშვილი და იყვნენ თუ არა ისინი ფორუმის ორგანიზებაში ჩართულები, დეპუტატმა შემდეგნაირად უპასუხა: “სოფო ქაცარავა ამ პროცესებში არ ყოფილა ჩართული, თუმცა, 4 თვით ადრე, მას წარვუდგინეთ ანგარიში, ისევე როგორც თამარ ჩუგოშვილს. 4 თვით ადრე სოფო ქაცარავამ და თამარ ჩუგოშვილმა იცოდნენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდებოდა.  ყველამ იცოდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ტარდებოდა, ეს სიახლე არაა,” – განცხადება,…

მეტი...

„როცა ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს და ამას არბევ, “ქაჯობაა” – ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, 20 ივნისს, ოპოზიციის მხრიდან მოწყობილ სცენარს, “ქაჯობას” უწოდებს. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოპოზიციამ პოლიტიკური მიზნებისთვის, ხალხის გულწრფელი პროტესტი გამოიყენა. ყოფილი დეპუტატი პასუხისმგებლობას 20 ივნისის მოვლენებზე, ოპოზიციას აკისრებს. “​რაც 20 ივნისს მოხდა, ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა, საერთაშორისო დიპლომატია და ფორუმი, ერთადერთი ინსტრუმენტია, საქართველოს ინტერესების გასატანად და ამის გამოყენების მაგივრად არბევ, ქაჯობაა ჩემი აზრით. პასუხისმგებელი ამ დღეს ქაჯები არიან. ოპოზიციას, პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და ხალხის გულწრფელ გაღიზიანებას იყენებდნენ. ” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.  ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოებას, მართლმადიდებლური ასამბლეის…

მეტი...

„შეგნებულად ვდუმდი, როცა სიმართლე შენს მხარესაა, 100 დღე კი არა, 1000 წელი რომ გავიდეს, ის არ დაიკარგება“ – ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ სიცრუეზე

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმ ცრუ ინფორმაციაზე საუბრობს, რაც „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ (IAO) საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელდა და ამბობს, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში ბევრად უფრო ადრე იმყოფებოდა, ვიდრე 2019 წელს. აღნიშნულ თემაზე, ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „სერგეი გავრილოვს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბევრად ადრე იცნობდნენ, შეხვედრილან კიდეც, მისი თავმჯდომარეობით ჩატარებულ ასამბლეაშიც მიუღიათ მონაწილეობა და სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაუღიათ. ანუ, რაც საქართველოში მიუღებლად წარმოაჩინეს, საზღვარგარეთ ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ. უახლეს ისტორიაში მათთვის არასასურველი ფაქტების მიჩქმალვით კი ისეთი სურათი დახატეს, რომ თითქოს, რუსები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი უსამართლო…

მეტი...

რა სარგებელი უნდა მიეღო საქართველოს „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ თბილისში ჩატარებით?! (ვიდეო)

ყოფილმა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ის ძირითადი 4 მიზეზი დაასახელა, რის გამოც საქართველოში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ (IAO) უნდა გამართულიყო. ასევე, განმარტა, თუ რა გათვლა ჰქონდა ქვეყანას და რა სარგებელს მოგვიტანდა  IAO-ს საქართველოს მასპინძლობა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ ერთადერთია, რომელიც 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს. მიზეზი პირველი: „ამ ორგანიზაციაში მუშაობა მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკისთვის. საქართველოს წარმატება სწორედ რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების კარგად დაუფლებასა და მათ სწორად გამოყენებაშია. ამის მაგალითია რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის და  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი აშენების ისტორია.  ჩვენ დიდი წარმატების მიღწევა შევძელით…

მეტი...

5-6 ოქტომბერს, ავტობუსების მარშუტები შეიცვლება

„თბილისობა 2019“ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება „ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან“, – განაცხადეს მერიაში.

მეტი...

„სიმართლე“ – ასე ჰქვია დაგროვილ თემებს, რაზეც ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ბოლო პერიოდში, მისი მისამართით დაგროვილ საკითხებზე საუბრობს და არსებულ კითხვებს პასუხობს. ამ წუთებში, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ მიმდინარეობს. „სიმართლე“  –  ასე დაიწყო ყოფილმა დეპუტატმა პრესკონფერენცია და აღნიშნა, რომ მისი მიზანია,  სწორედ სიმართლე ილაპარაკოს.     „აქამდე „სიმართლე“  (ჩემი 2019 წლის 3 ოქტომბრის წერილის სათაური) იმიტომ არ გამოვაქვეყნე, რომ ვინმეს არ ეფიქრა პარლამენტარის სკამის შენარჩუნებისთვის ვირჯებოდი. 20 ივნისიდან 18 ივლისამდე თბილისში მომხდარი 4 ფაქტი ნათელს ხდის ოპოზიციის ნაწილის ძალადობრივი და პროვოკაციული მოქმედებების მიზანს – საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ხოლო როდესაც ეს არ…

მეტი...

“მიმოწერაში არსადაა ნახსენები მიხეილ კალანდიას მოწოდება „ხანჯლებით“ „დანებით“გამოცხადებულიყვნენ „ასახანჯლად“ – ადვოკატი ახალ მტკიცებულებაზე

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუა „მედიაცენტრ მთავარს“ საქმეში არსებულ ახალ მტკიცებულებაზე ესაუბრა, რომელიც “ფეისბუქმა” საქართველოს სახელმწიფოს გადმოსცა. ადვოკატის განცხადებით, მიმოწერაში არსად ფიქსირდება კალანდიას მოწოდება შეხვედრაზე „შეიარაღებულები“ მისულიყვნენ. “ფეისბუქმა” საქართველოს სახელმწიფოს გადმოსცა, ინსტაგრამის ოთხი მომხმარებლის მიმოწერა დანაშაულის ჩადენის დღისა და მის შემდგომ პერიოდზე, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ კალანდიასა და არც მისი მეგობრების მიერ არანაირ მოწოდებას რაიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ადგილი არ ჰქონია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე კორპორაცია „ფეისბუქის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც უკვე დაერთო ს/ს საქმეს როგორც მტკიცებულება და იგი გამოკვლეულ…

მეტი...

სამედიცინო ნაგავი ეპიდემიისა და ინფექციების წყაროა, საშიში ნარჩენები ნაგვის ბუნკერებში არ უნდა მოხვდეს

სამედიცინო კლინიკები ვალდებულები არიან, სამედიცინო ნარჩენები დაახარისხონ და მისი წარმოქმნიდან განადგურებამდე აკონტროლონ, რომ ის ნაგვის ბუნკერებში არ მოხვდეს და ეპიდემიის წყარო არ გახდეს. ამ მხრივ, რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში და რამდენად იცავენ კლინიკები არსებულ სტანდარტებს, ეპიდემიოლოგმა, იაშვილის კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ლელა წაქაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა. ლელა წიქაძეს განცხადებით, კლინიკების პასუხიმგებლობა დგება სამედიცინო ნარჩენის წარმოქმნიდან, მის განადგურებამდე. მისი თქმით, ნარჩენის წარმოქმნის მომენტიდან, კლასიფიკაციის მიხედვით უნდა მოხდეს მისი განთავსება სპეციალურ კონტეინერებში, რომელიც, შემდგომ, ინსენერატორში ნადგურდება. “კლინიკების პასუხისმგებლობა იწყება, სამედიცინო ნარჩენის წარმოქმნისთანავე. მთავარია, რომ ნარჩენის სეგრეგაცია მოხდეს კლინიკაში სწორად. მისი დახარისხება…

მეტი...