ქუთაისის სკოლაში მოსწავლეებმა სავარაუდოდ, “ლურჯი ვეშაპისგან” შეტყობინებები მიიღეს

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, “ლურჯი ვეშაპისგან” ანონიმური შეტყობინებები მიიღეს. გახმაურებული ქსელური სახიფათო თამაშის ფატალური დასასრულების გამო, სკოლაში ყველა შეშინებულია.   ”facebook user”-ის სახელით პირადი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს სოციალურ ქსელში მისწერეს. წერილებიდან ირკვევა, რომ გამგზავნმა კარგად იცის ადრესატი რომელი გზით დადის სკოლაში, ვისთან მეგობრობს და გაკვეთილების შემდეგ რას აკეთებს. ამ ბუნდოვანი შინაარსის შეტყობინება სკოლის კიდევ ორმა მოსწავლემ მიიღო. გამოძიება, რომელიც ორ ვერსიაზე მუშაობს, გამოგზავნილ შეტყობინებებს ვირტუალური სივრცის სახიფათო თამაშთან აკავშირებს. საქმე მუქარის მუხლით აღიძრა.

მეტი...

2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შემაჯამებელი ოქმი საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა

2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცეს. უმრავლესობასთან ერთად ოქმს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას საზოგადოების მხრიდან ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. „საინტერესო  და  კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართა. დაახლოვდა პოზიციები ოპოზიციასა და  მმართველ გუნდს შორის, ასევე, პოლიტიკოსების პოზიციები დაახლოვდა საზოგადოების მოსაზრებებთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი თემები და დაისვა მნიშვნელოვანი კითხვები. მოქალაქეები ინტერესდებოდნენ, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი რეგიონების ინტერესები პროპორციული გზით არჩეულ პარლამენტში, გაიმართა დისკუსია ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით. ასევე, დაისვა კითხვები, თუ რამდენად შეძლებენ მომდევნო პარლამენტში თანამშრომლობას პოლიტიკური…

მეტი...

მაჰათმა განდის ნეშტი მოიპარეს

უცნობმა პირებმა, მაჰათმა განდის საფლავი დაარბიეს და მისი ნეშტი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი განდის დაბადებიდან 150-ე წლისთავზე მოხდა. ბოროტმოქმედებმა განდის ფოტოზე წარწერა „მოღალატე“ დატოვეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაგეგმილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება.  1948 წელს განდი ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, რაჯ-გჰათში დაკრძალეს, მას შემდეგ რაც ის ინდუისტმა ექსტრემისტმა ნათურამ გოდსემ მოკლა. ინდოელების ნაწილი განდის მუსლიმების მიმართ ზედმეტად შემწყნარებელ მიდგომაში ადანაშაულებდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის მოტივი სწორედ ამ მოსაზრებას უკავშირდება.

მეტი...

“ეს არის გამოუსწორებელი დანაშაული” – სკანდალური შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება

მესამე კვირაა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს პრეზიდენტის სკანდალური შეწყალების საქმეზე. უკვე მეორედ, დღეს პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს. რა ინფორმაცია მიაწოდა ანგი ხუციშვილმა გამომძიებლებს, უცნობია. უწყებაში, ასევე, მეორედ მივიდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მას კომენტარი არ გაუკეთებია. შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედა. თამარ მუქერია ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ოთხი საათი იკითხებოდა. მისივე თქმით, სწორედ მან მიმართა პრეზიდენტს შვილის შეწყალებაზე. კითხვაზე, შეწყალების შესახებ განაცხადის წარდგენაზე, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან…

მეტი...

ნატო-საქართველოს კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი 11-პუნქტიანი განცხადება მიიღეს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „1. დღეს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ელჩების დონეზე. მოკავშირე ელჩებმა და ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნეს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების უნიკალური მასშტაბი და სიღრმისეულობა. მოკავშირეები მიესალმნენ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვითი ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კუთხით მიღწეულ არსებით პროგრესს. საქართველოს ახალი მთავრობა მოწოდებულია განაგრძოს აღნიშნული რეფორმების განხორციელება. 2. ხვალ, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვიზიტი, მოკავშირე ელჩებისთვის კარგი…

მეტი...

პალიასტომის ტბის სანაპიროზე მკვდარი თევზები გამოირიყა

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე, კეფალის სახეობის დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

მეტი...

ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ – “გირჩმა” “შმაქსი” დააფუძნა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“, ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ, ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. „შმაქსის” პრეზენტაცია წიწამურში გაიმართა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, „შმაქსში“ გაწევრიანებული იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ და მსურველებს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაიყვანენ, ამავდროულად მათ გირჩის იდეებს გააცნობენ თავისუფლებას შესახებ. მგზავრობის საფასური კი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაიზომება. წიწამურიდან წამოსული „შმაქსისტების“ კოლონა პატრულმა თბილისის მიმდებარედ გააჩერა, თუმცა არ დააჯარიმა.  „ავუხსენით, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი. ჩვენ მგზავრებს არ ვახდევინებთ საფასურს ტრანსპორტირებაში „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე, არამედ საფასურს ვახდევინებთ მოსმენილი მასალის შესაბამისად. ამის შემდეგ გვითხრეს ტრაფარეტი ჰგავს ტაქსს და პრობლემა არისო. მე ვუთხარი, თქვენი ფორმაც ძალიან ჰგავს ტაქსისტის ფორმას, ჭადრაკის კუბიკები…

მეტი...

“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას” – სალომე ზურაბიშვილი

“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და, მგონი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის მისამართით.  “ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და, მით უმეტეს, მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის. მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და…

მეტი...

მოზარდების შეურაცხყოფა და მუქარა – იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს

იტალიის ქალაქ უდინეში, 44 წლის ქართველი მამაკაცი მოზარდების მიმართ მუქარისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, მამაკაცები არასრულწლოვნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავა. მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...

“ის მოქმედება, რომელსაც „გირჩი“ პროპაგანდას უწევს, სამართალდარღვევაა” – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ „გირჩს“ მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. მისივე თქმით, მოქმედება, რომელსაც „გირჩი“ პროპაგანდას უწევს, სამართალდარღვევაა.  „თუ ვინმე ფიქრობს, რომ კანონმდებლობას სამართლებრივი ხარვეზი უპოვა და ახლა რაღაც ფორმით ვინმე ტაქსაობას შეძლებს – ამას დაარქმევს სხვა სახელს, ძალიან ცდება და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.  როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, მგზავრის გადაყვანა, კანონის თანახმად, ნებართვას საჭიროებს.  „ისინი ამას აინიცირებენ იმისთვის, რომ რეგულაციას გვერდი აუარონ, რაც არ მოხდება. კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კატეგორიის…

მეტი...

გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში დღეს, გამოკითხვაზე არიან დაბარებული. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის,  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე

მეტი...

“საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“ – მამუკა ხაზარაძე

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ მისი დღევანდელი განცხადება არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქალთა თანასწორობა და უფელებების დაცვა, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამის დასტური, მის გუნდში ბევრი ქალის ყოფნაა. „ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“). მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი…

მეტი...

“ნატოში გაწევრიანებას, მოქალაქეების 71%-ზე მეტი უჭერს მხარს, რაც სიმტკიცეს მატებს ჩვენს მისწრაფებას“ – გიორგი გახარია

“ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საფუძველია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე. „გახლავთ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მე-5 სტუმრობა, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა, ასევე ნატო-ს თითოეულ წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის…

მეტი...

“ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია” – წულუკიანი ხაზარაძეს

“გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის ინფრასტრუქტურის მინისტრის შესახებ საუბრობს. “მედიაცენტრი მთავარი” თეა წულუკიანის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ: „რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“ სავარაუდოდ არ გამოეხმაურებიან. ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ…

მეტი...

შეიძლება ხაჭაპურს კარგად აცხობს, მაგრამ ინფრასტრუქტურის არაფერი გაეგება – ხაზარაძე სახელმწიფო მინისტრზე 

“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა”, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება. „არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში მაია ცქიტიშვილს, როცა ამხელა მილიარდებს აბარებენ. შეიძლება, ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით. მე მას ვურჩევ, მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, კითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამაზე ჩვენ პასუხს მოვთხოვთ“, –…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას 90-იანი წლებიდან ეხმარება” – არჩილ თალაკვაძე

“მისასალმებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანშიც, როგორც სხვა ბევრ ადგილას, უპრეცედენტო ქველმოქმედებასა და ინვესტიციას ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის აბასთუმნით დაინტერესებაზე ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სიამოვნებს ის მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. „ასეთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი ამბობდა „ბლექ სი არენაზე“, გასართობ პარკზე, უნივერსიტეტზე, რომ ეს პროექტები უნდოდა პირადად ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მოკლე დროში მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს და მისცა…

მეტი...

„მკითხა – რა გატირებს, მეც რომ მოვკვდები, მაშინაც ასე იტირებო?“ – უცნობი დეტალები გია ყანჩელის ცხოვრებიდან (ექსკლუზიური იტერვიუ)

„ამ შემოდგომის თბილ, მზიან ამინდს, კიდევ ერთი ყვითელი ფოთოლი მოწყდა…“-  ამ სიტყვებით ემშვიდობება გენიალურ კომპოზიტორ გია ყანჩელს მისი მეგობარი, მსახიობი გოგა გველესიანი, რომელიც „მედიაცენტრ მთავართან“ ლეგენდასთან გატარებულ წლებს იხსენებს და ისეთ ცხოვრებისეულ დეტალებს უყვება, რომელიც მკითხველისთვის უცნობია. ბოლო დროს, გია ყანჩელი ხშირად საუბრობდა ყვითელ ფოთოლზე, არა ნაწარმოებზე, არამედ ნამდვილ ფოთოლზე, რომელიც ბერდება, სიმწვანიდან სიყვითეში გადადის, ტოტს წყდება და ამქვეყნიურ სამყაროსაც ტოვებს. გრძნობდა, რომ ეს ეტაპი მის ცხოვრებასაც მიუახლოვდა. გოგა გველესიანი: ის იყო ერის შვილი, რომელიც ერის მამად ჩამოყალიბდა. ბედნიერები ვართ, რომ გია ყანჩელი საქართველოს ჰყავდა. მე ჭირისუფალი ვარ, ის იყო…

მეტი...

რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების მართვის კუთხით და ხვდება თუ არა ის ნაგვის ბუნკერებში?! (ვიდეო)

სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში გადაყრაზე სანქციები  10-12 ჯერ იზრდება. რა მდგომარეობაა ქვეყანაში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების ნაგავში მოხვედრის კუთხით, სად მიდის სამედიცინო ნარჩენები, რა რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში, ამ საკითხებზე „მცხეთის სამედიცინო ცენტრისა“ და „პრივატ კლინიკის“ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ნონა მაღრაძემ აღნიშნა, ნარჩენების მართვა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა, თუმცა, კანონმდებლობა, სამედიცინო სფეროს ავალდებულებს არსებული რეგულაციები მკაცრად დაიცვან. „სამედიცინო ნარჩენების სეპარაცია უშუალოდ დაწესებულების დონზე უნდა მოხდეს. საუბარია, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებზე, დროებით დაყოვნებასა და დაწესებულებიდან მათ დროულად გატანაზე. ამ წესებისა და რეგულაციების ზუსტად დაცვა ხდება როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“…

მეტი...

„თბილისობა 2019“ – ის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

5 ოქტომბერს, „თბილისობა 2019“ – ის ფარგლებში დაგეგმილი გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი „მე ვარ თბილისი“ ორბელიანის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება. დიდ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. დიდუბის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება თავად კომპოზიტორის სურვილი და ანდერძი იყო. კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეტი...

“საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება 700 მილიონი სავალუტო რესურსი” – გიორგი გახარია

“მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციებისა და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობიდან. „კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგრამ აქვე…

მეტი...

საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია ოთხი მუნიციპალიტეტი. ლაგოდეხი პირველია, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა  სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე უკვე ჩაატარა. ტყის აღრიცხვა დაწყებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე მათ რიცხვს დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება. ტყის აღრიცხვის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, ასევე საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის სამომავლო ხედვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვიტონთან…

მეტი...

“დადგა დრო, დუმილი დავარღვიო, სიმართლის დათმობას არ ვაპირებ!” – ზაქარია ქუცნაშვილი ყველა კითხვას პასუხობს (ექსკლუზივი)

“სიმართლე” – ასე ჰქვია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის წერილს, რომლითაც ყოფილი დეპუტატი ყველა კითხვას პასუხობს, რაც მისი მისამართით, „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“-თი დაწყებული, პარლამენტის მანდატის დატოვებით დამთავრებული, დაგროვდა. „მედიაცენტრი მთავარი“ ზაქარია ქუცნაშვილის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ.   „საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის მანდატი ოფიციალურად გამიუქმა. ვფიქრობ, უკვე დადგა დრო დუმილი დავარღვიო. მავანმა შეიძლება იკითხოს, აქამდე ხელს ვინ გიშლიდაო, მაგრამ არ მსურდა ვინმეს ეფიქრა, სიმართლის გამოქვეყნებით თითქოს პარლამენტარის სკამის შენარჩუნებისთვის ვირჯებოდი. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი შეკითხვა დაგროვდა და შევეცდები ნელ-ნელა ყველას ვუპასუხო. უპირველესად მინდა მოგახსენოთ, თუ რატომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“-ში…

მეტი...

სად მიდის სამედიცინო ნარჩენები და როგორ ხვდება ის ნაგვის ბუნკერებში?!  

ქვეყანაში, წელიწადში 5-დან 10 ტონამდე სამედიცინო ნარჩენები გროვდება, რომლის ნაწილი ნაგვის ბუნკერებში ხვდება, რაც ეპიდემიის სერიოზულ რისკს ქმნის. სად მიდის სამედიცინო ნარჩენები, რა რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში, სად ხვდება მოკვეთილი კიდურები თუ სხვა ნარჩენები, ამ საკითხებზე დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ ამ საქმის ექსპერტები 11:00 საათზე ისაუბრებენ, თუმცა, მანამდე, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ იაშვილის კლინიკის ხარისხის სამსახურის დირექტორმა, კლინიკურმა დირექტორმა და „ევექსის“ ქსელის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლელა წაქაძე განუცხადა, სამედიცინო ნარჩენები ნადგურდება, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ის ნაგვის ბუნკერებშიც ხვდება. „პათანატომიური ნარჩენისთვის, სპეციალური კონტეინერები არსებობს, სადაც თავსდება მოკვეთილი ორგანოები, კიდურები და იგზავნება ლაბორატორიაში, თუ საჭიროა…

მეტი...