“პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ” – გიორგი მარგველაშვილი

“იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა “კაგებეს” გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი რამენაირად შემრყევი ვერ იქნება“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პატრიარქი მხნედ არის.   „მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი, ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის. ჩვენზეც, საზოგადოებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ რაღაცნაირად თვითგანადგურება არ განვახორციელოთ“,…

მეტი...

“ყოველთვის ჩვენი დედა ეკლესია ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს, სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ყოფილი პრემიერის თქმით, მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ეკლესიაში იგრძნობოდა, ამიტომაც ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე. ამასთან, მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მხნეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს. „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის. ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ. მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე. მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის…

მეტი...

გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება – კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა

ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა. „თბილისი ენერჯის“ კომერციული დეპარტამენტის უფროსის, ედიშერ ხორავას თქმით, შესაძლოა, ეს რეგულაციები ნოემბერში ამოქმედდეს. „არსებული მდგომარეობა მოითხოვს რეგულაციები რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში გამკაცრდეს. ვიცით, რომ იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე, სემეკ-თან ერთად და ასევე ჩვენც ჩართული ვიყავით. მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც განხილვის ეტაპზეა და ინფორმაცია ჩვენ ასეთი გვაქვს, რომ ნოემბერში იგეგმება ამოქმედება ამ რეგულაციების“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ კომერციული დეპარტამენტის უფროსმა. ედიშერ ხორავას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ამოქმედება რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება ურჩი მომხმარებლის პრობლემის მოსაგვარებლად. „საუბარია, რომ ლიცენზიანტებს შეეძლოთ, გამოიძახონ საპატრულო პოლიცია ადგილზე, სადაც შეიქმნება პრობლემები და საპატრულო პოლიცია…

მეტი...

„მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი…სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება“ – უწმინდესი

სინოდის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პატრიარქმა მეუფე პეტრეს ქმედებების გამო სინანული გამოთქვა და გაიხსნეა, თუ როგორი გამორჩეული მღვდელმთავარი იყო ის. როგორც პატრიარქმა ბრძანა,  მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება. „მედიაცენტრი მთავარი“, ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან დაკავშირებით სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ. „მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.…

მეტი...

წმინდა სინოდის განჩინება გიორგი მამალაძესა და მეუფე იაკობთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განჩინებში პატიმრობაში მყოფ მამა გიორგისა და მეუფე იაკობის შესახებ ერთ აბზაცშია საუბარი. კერძოდ, მამა გიორგისთან დაკავშირებით, განჩინებაში ვკითხულობთ:  „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით“. რაც შეეხება მეუფე იაკობს, განჩინების მიხედვით, მას გაფრთხილება მისცეს: „წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, –…

მეტი...

“დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია” – გიორგი გახარია

“დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამის დავალებას მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ. გიორგი გახარიამ საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა თურქეთთან განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას. თურქ ხალხს და მათ ლიდერს კი რესპუბლიკის დღე მიულოცა. “დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ, უსაფრთხოების სფერო, კულტურული ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის სფერო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. როგორც…

მეტი...

„არასდროს მიფიქრია ვინმეს დასჯა“ – კათოლიკოს პატრიარქი სინოდის სხდომაზე

წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. უწმინდესმა ბრძანა, რომ სინოდის წელიწადში ორჯერ შეკრება საკმარისი არ არის.   ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. მე აღვიზარდე ისეთ…

მეტი...

“მსგავსი თავდასხმები არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე” – პრემიერის საგანგებო განცხადება

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. „საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობისა და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც…

მეტი...

რა წერია წმინდა სინოდის დღევანდელ განჩინებაში?!

საპატრიარქო დღევანდელი სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.    „წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში. სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დასახელდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის შესახებ, ღვთისა და მამულის წინაშე. მან ბრძანა: ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას…

მეტი...

“ეს მხოლოდ დასაწყისია!” – “ტვ პირველმა” მუქარის წერილი მიიღო

“ტვ პირველმა” ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი მიიღო. წერილის ავტორი ან ავტორები ამტკიცებენ, რომ რამდენიმე დღის წინ, სწორედ მათ გატეხეს სამთავრობო და მედია გვერდები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცავები. “მე წინასწარ გითხარით გრანდიოზული თავდასხმის შესახებ. თქვენ არ დაგვიჯერეთ და უგულველყავით ჩვენი გაფრთხილება. პასუხი კითხვაზე რატომ ვაკეთებთ ამას? ეს კარგად უნდა იცოდეთ თქვენც, აჩვენეთ ხალხს ის, რაც ჩვენ გვაქვს მოპოვებული თქვენი სერვერებიდან, ის, რისი გამხელაც არ გინდოდათ. ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე. ჩენ შეგვიძლია ჩაგახედოთ შავ სარკეში. თქვენც მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა…

მეტი...

“ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ ჩვენ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები” – მეუფე სტეფანე

“გვაშანტაჟებდა, ანუ, ფაქტობრივად, ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ ჩვენ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა გამოგვეტანა. აშანტაჟებდა რაღაც წერილით”, – განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ. მისი თქმით, მეუფე პეტრეს ბრალდებები ჭორაობას არ სცდებოდა. „ეკლესიის დანიშნულება არის, რომ გაცხონოთ თქვენ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის შეწევნითა და ღვთის ნებით ვმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილება პატრიარქს არ მიუღია ერთპიროვნულად. საქმე რაშია, იყო ასეთი განწყობა, რომ ყველამ ყველას შეუნდოს და იყოს ყველანაირად ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენი ეკლესია გამოხატავდეს ყველას წინაშე ერთსულოვან პოზიციას. რადგან დაუსაბუთებელი ბრალდება არის…

მეტი...

„ჩვენი მეუფე პეტრეა“ – ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს მხარდამჭერები იკრიბებიან

ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე პეტრეს სოლიდარობას უცხადებენ. მრევლი და სასულიერო პირები მის მხარდასაჭერად იკრიბებიან. როგორ მეუფე პეტრე აცხადებს, ის ეპარქიაში დღეს ჩავა და მრევლის ჩაწყნარებას შეეცდება. “კომფორმისმზე ნამდვილად არ მივცემ რჩევას, მაგრამ ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მათ უნდა იცოდნენ, რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, სინოდმა, ახალმა მღვდელმთავარმა შესთავაზოს გამოსავალი. მიმაჩნია, რომ ამ არსებულ სიტუაციაში ჩემი ხმის ამოღება სწორია. ახალი მღვდელმთავარი შესთავაზებს, რა როგორ ჯობია, შემდეგ უკვე მათი არჩევანი იქნება, როგორ მოიქცევიან, როგორ შეეგუებიან ეკლესიაში არსებულ უსამართლობას. მე უსამართლობისთვის ვერავის მივცემ კურთხევას”, – განაცხადა მეუფე პეტრემ. როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ეზოში შეკრებილები…

მეტი...

რუსთავის და თბილისის ეპარქიები გაერთიანდა

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, რუსთავის ეპარქია თბილისის ეპარქიას შეუერთდა. აღნიშნული განცხადება ჟურნალისებთან საუბრისას  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა  ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, აღნიშნული ცვლილების მიზეზი ის არის, რომ რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. ახალი მღვდელმთავრის დანიშვნამდე, რუსთავის ეპარქია თბილისის ეპარქიის შემადგენლობაში დარჩება. შეგახსენებთ, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელმთავრის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.

მეტი...

“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს” – ირმა ინაშვილი

“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს”,- ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშივილმა გააკეთა.  ინაშვილის შეფასებით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მეუფე პეტრე ცაავას მიმართ მუქარაც გააჟღერა. “მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს… ფრთხილად იყოს ეგ პეტრე,…

მეტი...

“მთხოვდნენ, პატრიარქისთვის ბოდიში მომეხადა, ჩემი ბოდიში ბოდიშად არ ჩათვალეს” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე, რომელიც დღეს მღვდელმთავრობიდან განკვეთეს, განმარტავს, თუ რატომ ითხოვდნენ სინოდის სხდომაზე მისგან შენდობას და ბოდიშის მოხდას. მეუფე პეტრეს თქმით, მას სინოდის წევრებმა უთხრეს, შეეწყვიტა სატელევიზიო ჩართვები და ასე საჯაროდ გამოსვლები. “მეუბნებოდნენ, რომ ჩემი სატელევიზიო ჩართვებით და საჯაროობით, თოთქოს, პატრიარქს ვაყენებდი შეურაცხყოფას. ვთვლი, რომ ჩემი ხმის ამაღლება ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა “ციანიდის საქმის” შემდეგ და ჩემთვისაც ბევრი არსებული უბედურება გახდა ცნობილი, რომელიც წარმოუდგენელი იყო. კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა საპატრიარქოს ადმინისტრაციის მიმართ. პირადად პატრიარქის მიმართაც, როდესაც ვთქვი, რომ “მწყემსი კეთილობის” მითი დაიმსხვრა, ვინაიდან, მან არც მომისმინა უდანაშაულო მღვდელთან მიმართებაში, რომ საკითხი დაგვეყენებინა, გვემსჯელა…

მეტი...

მეუფე პეტრე ცაავას გრიგოლ კაცია შეცვლის

მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი ჩაანაცვლებს. „მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა. საბოლოო დასკვნა, ალბათ, სინოდის სხდომის ოქმში იქნება. გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა სხვა მღვდელმთავარი – მეუფე გრიგოლი,“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

მეტი...

„საქართველოს პატრიარქზე გალაშქრება ერისა და ბერის შეურაცხყოფაა“ – დიმიტრი ხუნდაძე

წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას და ბოლო პერიოდში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეხმიანება და ამბობს, რომ პატრიარქზე შეტევა  ერისა და ბერის შეურაცხყოფაა.      „პატრიარქზე გალაშქრება ერისა და ბერის შეურაცხყოფა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის კულმინაციაა. უწმინდესი, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ქვეყნისა და ხალხის გვერდით იდგა. ათეული წლების მანძილზე, მას შეუცვლელი და შეუდარებელი ადგილი ეკავა და დღესაც უკავია. მისი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსათვის. მაგრამ, მავანთა სამიზნე სხვაა. უბრალოდ, მათ კარგად ესმით, იერიში უნდა მიიტანონ იქ, სადაც ყველაზე დიდია საზოგადოების…

მეტი...

“გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად” – ხვალ აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

ხვალ, 1 ნოემბერს, 19:00 საათზე კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მთავრობის კანცელარიის წინ აქციას გამართავს. აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ორგანიზებით ტარდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარისთის” გახდა ცნობილი, აქციაზე გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები – ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. “როცა ადმიანი თავისი რესურსებით უძლურია ასეთი პრობლემების დროს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და დაეხმაროს. არის კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მაგრამ იქ გაწერილი მინიმალური საჭიროების ნორმებიც რეალურად არ სრულდება. ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ჩვენს სახელმწიფოს უნდა გადაედგა, არ დგამს ხალხის აქტიურობის გარეშე. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, იმ ადამიანებს,…

მეტი...

“მზად ვიყავი, სინოდზე დამეჩოქა და შანსი მიგვეცა მეუფე პეტრესთვის“ – სასულიერო პირი

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა, მეუფე პეტრეს განცხადებები შეაფასა და მის ბრალდებებს ცილისწამება უწოდა მეუფე საბა გიგიბერიას განცხადებით, სინოდის სხდომაზე ის ერთადერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც ცდილობდა სინოდი დაერწმუნებინა შეენდოთ მეუფე პეტრესთვის.   “მეუფე პეტრეს განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას მაგრამ, როცა მას დაუსაბუთებელი ბრალდებები აქვს, ესაა ცილისწამება. წმინდა სინოდი ცდილობდა, მეუფე პეტრეს გამოეთქვა სინანული. მღვდელმთავარმა ეკლესიაში თუ პრობლემებია უნდა ისაუბროს სინოდზე. მან დაარღვია ეს კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ ისაუბრა. ეს იყო დაუსაბუთებელი ბრალდებები. მან გადაგვიჭრა ყველა გზა. მზად ვიყავი, სინოდზე დამეჩოქა და შანსი მიგვეცა მეუფე…

მეტი...

“მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს უთხრა აღსარება და ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის”- მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მეუფე იაკობმა მოინანია მისი საქციელი და შენდობა ითხოვა. მეუფის განცხადებით, მეუფე იაკობმა, დღეს სინოდის სხდომაზე, პატრიარქს აღსარება ჩააბარა. “მეუფე იაკობმა გამოიჩინა ძალიან დიდი სულიერება. გადადგა ქორეპისკოპოსის და საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს უთხრა აღსარება და ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის”, – განაცხადა მეუფე ნიკოლმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ შეგახსენებთ, რომ სინოდმა დღეს მხოლოდ მამა პეტრე დასაჯა და მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მეუფე იაკობს კი, რომელიც აცხადებდა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში…

მეტი...

“იძულებული გავხდით, მეუფე პეტრე ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან” – მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშილი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს, მეუფე პეტრე, მღვდელ მთავრობიდან არ გადაუყენებია. მისი თმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთლიანად სინოდმა მიიღო. მეუფის განცხადებით, სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრე “უხამსად” იქცეოდა, რის შემდეგაც სინოდის წევრება ის ხელით გაიყვანეს. “კიდევერთი ტყული თქვა მეუფე პეტრემ, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. არ დაგვიტოვა აბსოლიტურად არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო. მეუფე პეტრე, ისე უხამსად მოიქცა სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. მან სხდომაზე უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა შეგახსენებთ, რომ სინოდმა, მეუფე პეტრე…

მეტი...

“ალბათ, მის უწმინდესობასაც აწყობდა მშვიდი გარემოებით ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა” – მღვდელ

“მეუფე პეტრეს ამით ვერ შეაშინებენ. ეკლესიის წიაღში ასეთი სიბნელის დამკვიდრება, რომელსაც დღეს ცდილობენ, ვერც ეკლესიას განავითარებს და ვერც ქვეყანას. ორივეს ერთად დაღუპავს და ამ დაღუპვის ხელის მომწერი იქნება საქართველოს პატრიარქი”, – აღნიშნული განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მღვდელ-მონაზონის განცხადებით, საულიერო პირების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მეუფე პეტრეზე ზეწოლა მოახდინონ. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერს. “პატრიარქის ხელით მოინდომეს მოსუფთავება გზის. სინამდვილეში მეუფეს სიტყვებს და სიმართლეს ვერ განერიდებიან და შეუძლებელია თავიდან აირიდონ. ალბათ, მის უწმინდესობასაც აწყობდა ესეთი მშვიდი გარემოებით, ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა, მაგრამ…

მეტი...

„მთავარია, რას მოიმოქმედებს მეუფე პეტრე, წავა თუ არა განხეთქილება, დაემორჩილება თუ არა სასჯელს“ – გიორგი ანდრიაძე

„ეკლესიაში პრობლემები კი არ დამთავრდა, ახლა იწყება. მძიმე პერიოდი დაუდგა მთლიანად საქართველოს და არა მარტო ეკლესიას,“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. როგორც გიორგი ანდრიაძემ აღნიშნა, ეკლესია უმძაფრეს კრიზისში შევა. „უმთავრესი ინსტიტუცია, საქართველოს ეკლესია, უმძაფრეს კრიზისში შევიდა. ვინმეს სწამს თუ არ სწამს, ამაზე არაა დამოკიდებული. ნებისმიერ ქვეყანაში, ადგილობრივი ეკლესია წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი დანიშნულების ორგანიზაციას და იგივეა საქართველოშიც. ახლა, მთავარია როგორ განვითარდება შემდეგი მოვლენები. რას მოიმოქმედებს მეუფე პეტრე, წავა თუ არა განხეთქილება, ეკლესიას დაექვემდებარება თუ არა პეტრე და დამორჩილდება თუ არა ამ სასჯელს“, –…

მეტი...

სინოდი საპატრიარქოს მამა გიორგის შეწყალების თხოვნით მიმართავს

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები საქართველოს პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავენ.  აღნიშნული განცხადება სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გააკეთა.   „დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა, უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.   მისივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო.  შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრემ, წმინდა სინოდის სხდომა პროტესტით დატოვა. პროტესტის მიზეზი კი ის გახდა, რომ მეუფე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ​ ​

მეტი...

“სინოდზე “მამათმავლები” ვამხილე” – მეუფეს სკანდალური განცხადება

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა დატოვა. სინოდიდან გამოსულმა მეუფემ სკანდალური განცხადება გააკეთა და მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლების” მხილება დაასახელა.    “მღვლედმთავრობიდან გამანთავისუფლეს. უკანონოდ გამანთავისუფლეს. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილება. ამ ცოდვის მხილება. ვამხილე სინოდის თავმჯდომარე” – ამ სკანდალური განცხადებით მეუფე პეტრემ საპატრიარქო დატოვა. 

მეტი...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 % შეადგინა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, ასევე დამამუშავებელ მრეწველობაში. ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.

მეტი...

მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს საკუთარ პარტიაში იწვევს

რეგისტრაცია “ლელოს” ახალ ოფისში დღეს დაიწყო. პარტიაში გაწევრიანებისთვის “თბილისი ცენტრალში” მისულ მსურველებს მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება და გაესაუბრება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელოს” ოფისი, საქართველოს ყველა რაიონში გაიხსნება. “დღეიდან ლელოს ,,ღია ოფისი’’ იქნება ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მისვლა, ლიდერებთან პირადი კომუნიკაცია და პარტიაში გაწევრიანება. კამპანიაში “ლელოს” ყველა წევრი ჩაერთვება და ღონისძიება ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. “ღია ოფისები’’ გაიხსნება საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისის ყველა რაიონში. აქ ამომრჩეველს ექნება საშუალება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მეტი...

საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს. “გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია საქართველოში საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.  როგორც ცნობილია ისრაელი საკუთარ საელჩოებსა და საკონსულოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება. ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ.

მეტი...

“გაუმარჯოს უკრაიანას და უკრაინელ ხალხს” – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ აკონკრეტებს, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, სინოდზე განხილულ საკითხებზე შედარებით ვრცლად სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. “იმის გამო ვართ მოსულები, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. დაველოდოთ სინოდის სხდომის დასრულებას. იქნება კითხვები, იქნება პასუხები. ჩემს პოზიციებს საპატრიარქოსთან შევაჯერებ. ჩვენ დეკანოზ მამალაძის წერილი არ გვინახავს, წავიკითხავთ თუ არის და ვიმსჯელებთ. რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიას, ვიმსჯელებთ… გაუმარჯოს უკრაიანას და უკრაინელ ხალხს,” – აღნიშნა მეუფე ანტონმა მეუფე იაკობის ბრალდებები, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება – ეს არის ის ძირითადი საკითხები,…

მეტი...

მეუფეს განცხადებით, ყველა იერარქიის მღვდლის საკითხი საეკლესიო სასამართლომ უნდა განიხილოს

საეკლესიო სასამართლოს აღდგენა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც შესაძლოა დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილონ. საეკლესიო სასამართლოს საჭიროების შესახებ, 2 დღის უკან, „მედიაცენტრ მთავარში“  ორგანიზაციამ – ”ერი და სახელმწიფო” წამოაყენა. როგორც სინოდის სხდომის დაწყების წინ ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, საეკლესიო სასამართლო უნდა აღდგეს. „უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა ადამიანის, ჩემი და ყველა იერარქის, დაბალის თუ მაღალი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით“ – განაცხადა მეუფე პეტრემ. საეკლესიო სასამართლოს აღდგენას სხვა სასულიერო პირებიც უჭერენ მხარს. როგორც ინიციატორის ავტორმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, 15 მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც  საეკლესიო სასამართლო არ გააჩნია.…

მეტი...

“პატრიარქს პირდაპირ თუ ირიბად აკრიტიკებენ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე” – მღვდელ-მონაზონი

“დაგროვილ კითხვებზე, თავად მისი უწმინდესობა უნდა სცემდეს პასუხს და ჩვენ ამდენი მსჯელობა, თავის არიდება აღარ მოგვიწევს. მას აქვს უდიდესი ავტორიტეტი და მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ეს პასუხები უნდა გაიცეს. როცა ეს არ ხდება ავტორიტეტიც ქვეითდება” – აღნიშნული განცხადება, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა და მამა გიოგრი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მღვდელ-მონაზონის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი, მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობით უნდა დაინტერესებულიყო. მღვდელ მონაზონი ანდრია სარია მიიჩნდევს, რომ მისი უწმინდესობის დუმილი, კრიტიკას იწვევს. “მამა გიორგი მამალაძე თავიდანვე ამბობდა, რომ ის მეუფე იაკობის ტყვეა. შემდეგ ის შეფასდა როგორც ეკლესიის, საპატრიარქოს ტყვე. პრობლემას აჩენს…

მეტი...

„მირჩევნია, სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“ – მეუფე პეტრე

წმინდა სინოდის სხდომაზე დასასწრებად მეუფე პეტრე უკვე მივიდა. მეუფემ მედიასთან მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი   დასჯის გადაწყვეტილებასაც არ გამორიცხავს. „ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია, სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყვიით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართოს ყველაფერი შესაძლებელია“ – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. შეგახსენებთ, რომ, დღეს 12:00 საათზე, საპატრიარქოში წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა იმართება. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კი მამა იაკობის ბრალდებები იქნება.   

მეტი...

ამბროლაურის მერი, მოგებულ “პორშე კაიმანს” ყიდის

ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, მოგებულ “პორშე კაიმანს” ყიდის. მისი თქმით, მანქანის გაყიდვით მიღებული ფულით, ვალებს გაისტუმრებს. მაღალჩინოსანი პირობას დებს, რომ მოგებულს მხოლოდ თავად არ მოიხმარს და ახლობლებსაც გაუნაწილებს. “არც მაგის დრო მაქვს და არც სურვილი. დამოკიდებულიც არ ვყოფილვარ. ჩემი სახელით დისშვილებმა შექმნეს გვერდი, ერთ საღამოს, როცა ვისვენებდი, ორი ხუთლარიანი ბილეთი დავწერე, ამას არ ვმალავ,” – განმარტავს ამბროლაურის მერი. მერი ამბობს, რომ ამგვარი გართობის მომხრე არ არის, თუმცა ახალგაზრდებს არ უშლის და იშვიათად თავადაც ირთობს თავს. ცნობისთვის, ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ “ლიდერბეთის” გათამაშებაში, „პორშეს“ მარკის ავტომობილი მოიგო.

მეტი...

საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან

საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან. სასულიერო პირები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნული გადაწყვეტილება უწმინდესმა 2 დღის წინ მიიღო. წმინდა სინოდის სხდომას ყველა წევრი ვერ დაესწრება, მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, ნაწილს კი დიდი ხნის წინ შეხვედრები აქვს ჩანიშნული. სინოდს ვერ დაესწრება ერთ-ერთი გავლენიანი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს. სინოდის სხდომაზე, სავარაუდოდ განიხილება, მეუფე იაკობის ბრალდებები, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი,…

მეტი...

იორდანიაში მიმდინარე ქართულ-ჩერქეზული კულტურის დღეები აფხაზებმა გააპროტესტეს

იორდანიაში, ქართულ-ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გამართული სემინარი, აფხაზებმა გააპროტესტეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი მიეწვია – შეკრებილებმა აფხაზური დროშებითა და პლაკატებით ხელში გააპროტესტეს. აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგნლები შენობაში შეიჭრნენ. მათ სემინარისა და იორდანიაში გამოცემული დავით მაღრაძის წიგნის “ჯაკომო პონტის” ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაციის ჩაშალა სცადეს. 

მეტი...

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 300-ზე მეტი კოალა დაიწვა

ავსტრალიაში ხანძრის დროს 300-ზე მეტი კოალა დაიღუპა. ცეცხლი ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის მასივს უკიდია. დამწვარია კოალებით დასახლებული 2000 ჰექტარი ტერიტორია. შტატის მასშტაბით ცეცხლის 50 კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

მეტი...