ვარკეთილში, ავარიულ კორპუსში მცხოვრები 18 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანეს

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, კორპუსი უკვე თვეებია ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალი გროვდებოდა, რის გამოც, კორპუსმა დაიწია, შედეგად კი კედლებს ბზარები გაუჩნდა. ამასთან, შენობას კიბეები, თითქმის, გამოცლილი ჰქონდა, რასაც შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა. კორპუსი რომ საცხოვრებლად საშიშია, ამას გამგეობაშიც ადასტურებენ. კორპუსი 9 სადარბაზოსგან შედგება, აქედან დღეს მერვე სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები.  მოსახლეობა სასტუმროებში მანამ დარჩება, სანამ კორპუსს გამაგრებით სამუშაოები არ ჩაუტარდება.  

მეტი...

ვარკეთილში, კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი, სადარბაზოში ბზარის გაჩენაა. სახლის მცხოვრებლები სასტუმროში გადაჰყავთ, თუმცა რამდენი ხნით, უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მყისიერი ნგრევის საშიშროება კორპუსის ორ, მე-8 და მე-9 სადარბაზოებს ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.  რის გამო შეიქმნა კორპუსს ნგრევის საფრთხე, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ხვალ, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

29 სექტემბერს, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება: კრწანისის მოედანზე – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე; თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით; გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები; მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის…

მეტი...

“კანის კიბო სასიკვდილო დიაგნოზი აღარაა” – ბრიტანელი ექიმები

კანის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტს ახლა უკვე შეუძლია მომაკვდინებელ დაავადებას უფრო ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს. ბრიტანელი ექიმების განმარტებით, თუკი აქამდე კიბოთი დაავადებულთა 20%-დან მხოლოდ ერთი ახერხებდა ამ დიაგნოზის შემდეგ 5 წელი ეცოცხლა, ახლა უკვე ახალი პრეპარატების დახმარებით, რომლებიც პაციენტების იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, მათ 52%-ს შეუძლია სულ ცოტა 5 წელი კიდევ იცოცხლონ.   ექიმების განმარტებით, ეს განსაკუთრებული წინსვლაა ამ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში.  კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ეს დაავადება ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც მზის გამოსხივება მეტია – თავის ქალა, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, მკერდი, ხელები და ფეხები. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც…

მეტი...

მოსწავლემ მასწავლებელი კიბეზე დააგორა – ინციდენტი რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის მტკიცებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა. შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაშავებული ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მოსწავლის დედა ბრალდებას უარყოფს და პედაგოგს ძალადობაში თავად ადანაშაულებს. მისი თქმით, მასწავლებელმა მისი შვილი ჯერ კიდევ აპრილში ცემა, რის შედეგადაც გოგონა დღესაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. ფაქტზე ამ დროისთვის შესაბამისი უწყებების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს. საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა…

მეტი...

“ეს იყო პასუხი, ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე” – ლავროვი ავიამიმოსვლის შეჩერებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების მიზეზებს განმარტავს. სერგეი ლავროვის თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა. „ეს იყო მომზადებული პროვოკაცია. ჩვენს დეპუტატებზე იძალადეს. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გამოვაცხადეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა და მას მოვხსნიდით მაშინ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა თავად დავით ზალკალიანმა ითხოვა. „26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა,…

მეტი...

ზუგდიდში, სავარუდოდ, ძმამ ძმა მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სავარაუდოდ, ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, სასაფლაოზე მოხდა.  მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის ბრალს აღიარებს. გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

სოსისი, ძეხვი, ბეკონი – საჭირო პროდუქტი თუ სასიკვდილო განაჩენი?!

გადამუშავებული ხორცპროდუქტების – ძეხვეულის, სოსისის, ბეკონის და სხვა ხორცის ნაწარმის მიღება, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს. პედიატრისა და ნუტრიციოლოგის მაია სურვილაძის განცხადებით, სხვადასხვა ხორცის ნაწარმის დასამზადებლად,  სპეციალური ხელოვნური დანამატი – კარაგინანი გამოიყენება, რომელიც 100-ზე მეტი დაავადების გამომწვევია. როგორც პედიატრი აღნიშნავს, სოსისის და სხვა მსგავსი პროდუქტის დასამზადებლად, საქონლის კანი, გადამუშავებული ძვლები, ხრტილი და სისხლი გამოიყენება. „ყურს თითქოს კარგად ხვდება, რომ ცილა ორგანიზმისთვის სასარგებლოა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მაგრამ, სოსისის დასამზადებლად იყენებენ  საქონლის კანს, გადამუშავებულ  ძვლებს, ხრტილებს, სისხლის შრატს, დანამატებს და ა.შ და ამ კომპონენტების გასაერთიანებლად, შესასქელებლად იყენებენ  – კარაგინანს,…

მეტი...

„თუ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულებს მიადგებიან, ნარკომოვაჭრეებსაც დავინახავთ და მკვლელებსაც“ – ნანა კაკაბაძე

„კეთდება თუ არა ფული შეწყალებაზე, გამოძიება მარგველაშვილისა და სააკაშვილის შეწყალებებითაც უნდა დაინტერესდეს“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტების პერიოდის გამოძიებით კორუფციული სქემები კარგად გამოჩნდება. „მინდა გავიხსენო მარგველაშვილის პერიოდის შეწყალებები და ვთვლი, რომ თუ გამოძიება უნდა დაიწყოს ამ თემაზე. პროკურატურა სწორედ მარგველაშვილისა და სააკაშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალებებითაც უნდა დაინტერესდეს. ეს უფრო ნათელ სურათს აჩვენებს, არსებობს თუ არა კორუფციის მექანიზმი სისტემაში და კეთდება თუ არა ფული“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებში იმაზე გაცილებით მძიმე საქმეები, იყო, ვიდრე…

მეტი...

ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო. სოფელში სპორტის სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი. 28 სექტემბერს, 13:00 საათზე სპორტული სოფლის წარდგენაა დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. პარალელურად, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ჩატარდება გარბენი. 17:00 საათზე კი, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება. აქტივობებში ჩართვა 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ…

მეტი...

ძარცვის ფაქტზე, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა, 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა, თბილისში 6 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.…

მეტი...

„პირადად ზურაბიშვილისგან კორუფციას გამოვრიცხავ, მას, სავარაუდოდ, დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს“ – ნანა კაკაბაძე

კითხვაზე – იყო თუ არა ფული ერთ-ერთი ფაქტორი პატიმართა შეწყალების საქმეში, პასუხის გასაცემად პროკურატურა აქტიურად მუშაობს, თუმცა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ფინანსური დაინტერესება გამორიცხულია, ხოლო მის გარშემომყოფებისგან – არა. „პირადად სალომე ზურაბიშვილისგან კორუფციას გამოვრიცხავ. წარმოუდგენელია, რომ ის იყო ჩართული კორუფციაში და ამის შემდეგ მიიღო ეს აუხსნელი და უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ, ვიტოვებ უფლებას და ეჭვს იმისა, რომ მასთან მუშაობენ ისეთი ადამიანები ყოფილი ხელისუფლებიდან, რომლებმაც მიზანმიმართულად გააკეთეს ის რაც გააკეთეს. თან მაშინ, როდესაც პრეზიდენტი არ იმყოფებოდა საქართველოში და მას არ ჰქონდა საშუალება ეს საქმეები შეესწავლა. ამ პერიოდში, მათ მოამზადეს…

მეტი...

ვაკეში მაღაზიებში ნიაღვარი შევარდა, ინვენტარი კი წყალში ცურავს (ვიდეო) 

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ამ წუთებში რთული ვითარებაა. მიწისქვეშა გადასასვლელის ქვეშ, მაღაზიები დატბორილია, ინვენტარი კი წყალში ცურავს. მიწის ქვეშ მოვაჭრეები თავიანთ ზარალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. „პიქსელის“ წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, წყლის ნაკადი გამთენიისას შევარდა. ადგილზე მისულ დასაქმებულებს, როგორც  მიწისქვეშა გადასასვლელი, ისე მაღაზიები დატბორილი დახვდათ. „მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის გამზირი გადათხრილია, მუშაობა საერთოდ არ გვაქვს, აქ წვრილი ნივთების მაღაზიაა, საკანცელარიო და მსგავსი, შესაბამისად, დიდ თანხებზე არც გვაქვს საუბარი, ელემენტარულს ვშოულობდით. რადგანაც ჭავჭავაძე გადათხრილია, მოძრაობა არ არის და შესაბამისად, ზაფხულიდან დღემდე, ქირის გადასახდელ თანხასაც ვერ ვშოულობთ და ისედაც ძალიან…

მეტი...

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს.  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება აღმოუჩინა. ეს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და…

მეტი...

“რუსეთს არასდროს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს არასდროს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი თბილისი მეტად კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან მიმართებით, ავიამიმოსვლა შეიძლება, აღდგეს. სერგეი ლავროვის თქმით, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. „როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებაზე, გამოცხადებული იყო, რომ ეს არის დროებითი ზომა და ჩვენ მას გავაუქმებთ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას. ჩვენ არასოდეს გვიძებნია ხელოვნური მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით განავითაროს საკუთარი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და არ გაიხედავს რუსოფობებისკენ, პირადად, მე საჰაერო კომუნიკაციას აღვადგენდი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა გაერო-ში, ბრიფინგზე.

მეტი...

“არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული” – პრეზიდენტი შეწყალების საქმეზე ალაპარაკდა

“არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს.  პრეზიდენტის თქმით, შეწყალებაზე მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. „შეწყალებულთა სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა საქმიდან თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები,…

მეტი...

ვაკეში, მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი შევარდა და იტბორება

ძლიერმა წვიმამ ვაკის დააზარალა. კერძოდ, „პიქსელის“ წინ, მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წყლის ნაკადი შევარდა და იტბორება. მიწისქვეშა გადასასვლელის ქვეშ რამდენიმე მაღაზიაა განთავსებული. სწორედ იქ დასაქმებულებმა  შეატყობინეს “მედიაცენტრ მთავარს“ და დახმარება სთხოვეს. ჩვენ კი სამაშველო სამსახურს დავუკავშირდით.  ეს პირველი შემხთვევა არ არის, როცა აღნიშნული მაღაზია დაიტბორა და როგორც საკანცელარიო, ისვე, სხვა პროდუქტები გაუფუჭდათ და სერიოზულად დაზარალდნენ. ფოტოები შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ დაცურავს წყალში მაღაზიიდან გამოტანილი ნივთები.   ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო სამსახური იმყოფება, თუმცა, დენის გათიშვა ვერ ხერხდება და აქედან გამომდინარე წყლის ამოტუმბვის სამუშაოებსაც ვერ იწყებენ.

მეტი...