სავარაუდოდ, აქაც “ლურჯი ვეშაპია” – მორიგი მსხვერპლი ისევ მოზარდია

თბილისში, ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაიღუპა.  ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, ტერიტორია გარშემორტყმულია სპეციალური ამკრძალავი ლენტებით. გარდაცვლილს რამდენიმე წუთში პროზექტურაში გადაასვენებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, თბილისის დროით 20:38 საათზე, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიძლიერემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მეტი...

თსუ-ს რექტორმა, საკუთარი წიგნი უნივერსიტეტს 24 000-ად აყიდინა – ფაქტზე, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

უნივერსიტეტის საქმიანობით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს. საუბარია ლადო პაპავას წიგნზე, რომელიც თსუ-ს ლექტორმა პაპავამ უნივერსიტეტს 24 000 ლარად აყიდინა. აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისივე რექტორის წიგნები 23 829.13 ლარად შეიძინა. ანგარიშის მიხედვით, თსუ-ის ადმინისტრაციამ შესაბამისი ბრძანებები 2014 წელს გამოყო, ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა იყო (2013-2016). “თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23 829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ-ის ბიბლიოთეკაში…

მეტი...

“იაზრებთ პასუხისმგებლობას, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმდროინდელი რეჟიმის ციხისთვის?” – კობალაძე ალანიას

“იაზრებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმდროინდელი რეჟიმის ციხისთვის?”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას „მუხროვანის ამბოხებასთან“ დაკავშირებით საუბრისას. კობა კობალაძის განცხადებით, “მუხროვანის საქმესთან” დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებაში კრიტიკას იწვევს. ამასთან, მისი თქმით, თამარ ალანიას დამოკიდებილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. “თქვენ უკვე უპასუხეთ კითხვას “მუხროვანის ამბოხის” საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მინდა რამდენიმე საკითხზე ჩაგეკითხოთ: თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, დამნაშავედ ცნობილი პირები ცნეს პოლიტპატიმრებად და სრულიად ქართულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს პირები ემსხვერპლნენ კონკრეტულ უსამართლო რეჟიმსა…

მეტი...

ქართული დიასპორის წარმოამდგენლები ზაალ სარაჯიშვილის დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნას ითხოვენ

აქტიური და მნიშვნელოვანი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების უმრავლესობა, დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზაალ სარაჯიშილის დანიშვნას უჭერს მხარს. ამის დამადასტურებლად, მათ ღია წერილითაც კი მიმართეს საქართველოს მთავრობას. “ჩვენ, ემიგრანტები, ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, თუ რა დიდი მისია გვაკისრია საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რათა სახალხი დიპლომატიის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგინოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის მეგობრული, მშვიდობიანი და ურთიერთთანასწორი კავშირების ჩამოყალიბებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგში. ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა აქტიურად ჩავერთოთ, საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რათა ჩვენი ცოდნა და შრომითი გამოცდილება მოვახმაროთ ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტული ორგანიზაციების…

მეტი...

“დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი” – საბერძნეთში ქართველ გოგონას ეძებენ

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გონას­, სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. დაკარგულის დედა, ნონა კუპრაშვილი საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს. “სალო, დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი. გთხოვთ, მეგობრებო, მომაძებნინოთ ჩემი გოგო”, – წერს დაკარგული გოგონას დედა სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა შაბათს დაიკარგა. ის ბოლოს ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა. საქმეს ათენის პოლიცია იძიებს. საქმის კურსშია საქართველოს საკონსულოც. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის გაგების შემთვევაში, დარეკონ შემდეგ ნომრებზე: სალომეს დედა: 699 7458664საკონსულოს ცხელი ხაზი: 699 7458664

მეტი...

პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტმა ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირი შეიწყალა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია. 34 წლის თეა ბ-ს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იხდის სასჯელს, სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ციხე არ დაუტოვებია. რაც შეეხება ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებულ კიდევ ერთ პირს, 25 წლის სანდრო ა, რომელიც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა და პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის ვადაც ორი წლით შეუმცირდა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

მეტი...

“თქვენც ერთ-ერთი „ცუდი” იყავით და „კარგი” გახდებით?” – კობერიძე ალანიას

“თავის დროზე „ქართული ოცნების” მხრიდან იყო გაცემული დაპირება, რომ კლანისგან და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია და შემოვიდა აზრი, რომ ისინი კი იყვნენ „ცუდები”, მაგრამ ახლა ხდებიან ან გახდებიან „კარგები”. თქვენც ერთ-ერთი „ცუდი” იყავით და „კარგი” გახდებით?”, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს კანდიდატს, თამარ ალანიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კობერიძის განცხადებით, მთავარია სასამართლოს ჰქონდეს ნდობა, თუმცა ახლა მიმდინარე პროცესები და სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. “მოსამართლეების იმ ათკაციანმა სიამ ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური…

მეტი...

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პუტინის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ხაჯიმბას “მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე ისევ ხელს შეუწყობს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამტკიცებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზეა დაფუძნებული”. “რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა. 20 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ…

მეტი...

“პრეზიდენტმა არამარტო მკვლელები, სხვებიც შეიწყალა” – თეა წულუკიანი

“გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდე ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალებულთა სიაში, არამარტო მკვლელობაში მსჯავრდებულები, არამედ ქურდობის და ყაჩაღობის მუხლით გასამართლებულებიც არიან.   „შეწყალების სიაში არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელია, როგორც საზოგადოებამ იცის, არამედი არიან 260-ე მუხლით, ნარკოდანაშაულის, ქურდობის, ყაჩაღობის მუხლებით მსჯავრდებულები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

“ესაა ღიაობის უპრეცედენტო შემთხვევა” – თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე

“ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას, საზოგადოებას შუძლია დაესწროს და კითხვები დაუსვას კანდიდატებს. „არ ვიცი და ვერ გვეცოდინება წინასწარ, პარლამენტი ვის შეარჩევს. პარლამენტი არ შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვინც არ იქნება თუნდაც მოსმენის დროს მოწოდების სიმაღლეზე და არ იქნება საზოგადოების მხრიდან ნდობის ღირსი. ამიტომაც ერთადერთი, რისკენაც შემიძლია, ყველას მოგიწოდოთ, არის, რომ დავაკვირდეთ ამ მოსმენებს, მოსმენებისას გამოთქმულ მოსაზრებებს მოვუსმინოთ, გავაანალიზოთ ისინი. თუკი მაღალი ინტერესია პარლამენტის სხდომების მიმართ, მათ…

მეტი...

“პრეზიდენტისგან პასუხი ვერ მივიღე” – დიმიტრი გაბუნია ხმაურიან შეწყალებაზე 

“მეც მაინტერესებს, საზოგადოებასთან ერთად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო ეს სია პრეზიდენტს და რატომ მოხდა ეს. მე თათბირზე პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ეს სია მიუღებელია. პრეზიდენტმა მიპასუხა, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. საპარლამენტო მდივნის განცხადებით, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები ტერორში იმყოფებიან, ამიტომ, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოითხოვს, ცილისწამებისთვის ყველა იმ პირმა აგოს პასუხი, ვინც მისი რეპუტაციის შელახვას შეეცადა.  „საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს დაგეგმა, სარჩელით უმკაცრესად,…

მეტი...

რამაზ დევაძის შეწყალებაზე თავად დაზარალებულიც თანახმა იყო

ხმაურიანი შეწყალებების თემაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც „მედიაცენტრ მთავრმა“ გაარკვია, მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის  მეუღლე, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, თანახმა იყო რამაზ დევაძე შეეწყალებინათ. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დევაძის ადვოკატმა – ირაკლი გაბრიჭიძემაც დაადასტურა.    „დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მეუღლემ თანხმობა გამოხატა რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი ნოტარიულად დამტკიცებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს. როგორც ჩანს, მეუღლე დარწმუნდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და ეს იყო შემთხვევითობა, რასაც ვიდეომასალაც ადასტურებს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.    მისივე განცხადებით, შეწყალება კეთილსინდისიერად განხორციელდა. “როგორ შეიძლება, მკვლელი ეწოდოს იმ ადამიანს,…

მეტი...

“ერთადერთი იმედი თქვენი გულმოწყალებაა, ქალბატონო პრეზიდენტო” – რამაზ დევაძის შეწყალების წერილი პრეზიდენტს (ექსკლუზივი)

“პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უკანონო ქმედებებმა გამოიწვია სწორედ კონფლიქტი სხვა პირებთან და მე ვცდილობდი მთვრალი, უკონტროლო და შეიარაღებული ადამიანისაგან, რომელიც შემდეგ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი აღმოჩნდა, დამეცვა კლუბში მყოფი ადამიანები,” – ასე მიმართა, პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, რამაზ დევაძემ, პრეზიდენტს, შეწყალების თაობაზე, რომელიც “მედიაცენტრ მთავარს” ექსკლუზიურად მიაწოდეს. რამაზ დევაძე შეწყალების წერილში წერს, რომ თარაშ მუკბანიანის დაღუპვის შესახებ, მისი დაკავების შემდეგ გაიგო. “მედიაცენტრი მთავარი” ექსკლუზიურად გთავაზობთ, რამაზ დევაძის მიმართვას, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თაობაზე. ქალბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით შეწყალების თაობაზე. გაცნობებთ, რომ ვარ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის  ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში. დაკავების დროს ვეწეოდი…

მეტი...

ვიდეომასალა, რომელსაც თარაშ მუკბანიანი ემსხვერპლა, მსოფლიო ჩემპიონი კი ციხეში აღმოჩნდა (ვიდეო)

“საქმეში იმდენი მტკიცებულება არსებობს და ვიდეოკმერითაა აღბეჭდილი რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა, სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, რამაზ დევაძე არც უნდა დაეჭირათ” – აცხადებს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.   ადვოკატმა, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თარაშ მუკბანიანის მხრიდან, კლუბში დაწყებული ინცინდენტი. „არსებული კადრებიდან და მტკიცებულებებიდან კარგად ჩანს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და არა განზრახ მკვლელობა. რამაზ დევაძე გარდაცვლილ მუკბანიანს არც კი იცნობდა და მასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ამბავი კი შემდეგნაირად განვითარდა: როგორც კამერებში ჩანს, თარაშ მუკბანიანი, კლუბში მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.…

მეტი...

პრეზიდენტმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ზურა დათუნაშვილი დაბლოკა – დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირება, რომელზეც სს საქმე აღიძრა, ისევ გრძელდება. მართალია, ამჯერად პრეზიდენტი მოჭიდავეს ფიზიკურად არ შეხებია თუმცა, მის კარიერულ სვლის საწინააღმდეგოდ სერიოზული ფარი გამოდგა და მსოფლიო ჩემპიონატზე კი დაბლოკა. „ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში, დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას“ – აცხადებს ზურა დათუნაშვილი. სწორედ აღნიშნულ ჩემპიონატში, დათუნაშვილსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან უარი მიიღო. „მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო…

მეტი...

ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები მშობლებს მიჰყავდათ – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმის ახალი დეტალები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც ირკვევა, ბავშვები, ძირითადად, მშობლებს მიჰყავდათ ფარულ ფოტოსესიებზე და შემდგომ ფოტოებს საზღვარგარეთ ყიდდნენ. “ჩემზეც დაიწყო ტანსაცმლის გარეშე გადაღებები. დედა მაფრთხილებდა იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა. თითქმის ყველა გორიდან იყო და ყველას ვიცნობდი. ჩემი მეგობრები იყვნენ. დედა ხანდახან არ ესწრებოდა გადაღებას. მამა არასდროს ყოფილა ჩემს ფოტოსესიაზე”, – ყვება ერთ-ერთი არასრულწლოვანი. ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს რომ მიყავდათ, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს. ერთ-ერთი დაკავებულის მაზლი ამბობს, რომ ფოტოს გადასაღებად დედას მისი ძმისშვილი, 14 წლის გოგონა თბილისში თვეში რამდენჯერმე მიჰყავდა. მოჰქონდათ თუ არა მშობელს შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის აღებული…

მეტი...