ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის, რადგან მან ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა. ტოჩინოშინი მეექვსე მაეგაშირა მოიგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინმა წლის მე-5 სუპერტურნირზე გამოსვლა 6 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დაბრუნებას ნოემბრის ბაშოზე ეცდება, რომელიც 10 ნოემბერს დაიწყება.

მეტი...

15 წლის მოზარდი, მარიხუანას მოხმარების გამო, საავადმყოფოში მოხვდა

რუსთავში 15 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დილით სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ მორიგე ექიმის, სულხან სამხარაძის განცხადებით, მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.  ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

“მსოფლიოს უნდა ავუხსნა, რატომ მისცა სამშობლომ დიდ ქართველ რეჟისორს ასე მცირე და რატომ ვთხოვ მათ ასე ბევრს” – მერაბ კოკოჩაშვილს დახმარება სჭირდება

რეჟისორ  რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს დახმარება სჭირდება. ამის შესახებ კულტურის მინისტრის  ყოფილი მოადგილე, ხათუნა ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.  მისი თქმით, ის დაფინანსება, რაც რეჟისორმა მიიღო, ფილმის გადასაღებად არასაკმარისია. “ფორსაჟის” წყალობით 34 000 000$ შემოვიდაო საქართველოში და აქედან 3 ან 5 მილიონი კვლავ კინოში რომ ჩაბრუნდეს არ შეიძლება? ქართველი კლასიკოსი რეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – ტერცო მონდო- დაფინანსება მოიგო კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” სულ რაღაც 300 000 ლარი, დღევანდელი კურსით ეს რაა, კი მიხვდებით. ახლა ვზივარ და ვჟონგლიორობ ექსელის ფაილში, რომ ფილმის რაღაც ნაწილს ვაკმარო ეს თანხა და მერე მსოფლიოში დავიწყო დიდი ქართველი რეჟისორისთვის ფულის…

მეტი...

კრწანისის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. გარემოსდაცვითი აქცია არასამთავრობო ორგანზიაცია CENN–ის ორგანიზებითა და USAID–ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან პარტნიორობით ჩატარდა. „მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდით „ნარჩენების შესახებ კანონზე", რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო CENN–ს, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. CENN–ისა და…

მეტი...

ქუდი, რომელიც გამელოტებისგან დაგიცავთ – მეცნიერების გამოგონება

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ქუდი, რომელიც ადამიანს გამელოტებისგან დაიცავს. მოწყობილობა, რომელიც ქუდშია ჩამაგრებული, მოძრაობის დროს ავტომატურად აგენერირებს ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც თავის ქალის კანსა და თმის ძირებზე ზემოქმედებს.  მოწყობილობის სისქე 1 მილიმეტრია და ელექტროგამტარი მასალების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომელიც ხახუნის შედეგად ელეტროგანმუხტვას ახორციელებს, ხოლო ელექტროიმპულსი იმდენად უმნიშვნელო სიმძლავრისაა, რომ ადამიანი მას ვერც კი გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტი გაპარსულ და გენეტიკურად მელოტ თაგვებზე წარმატებით ჩატარდა. თავის ქალის კანის ელექტრული სტიმულაცია დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ აქამდე მას მხოლოდ სტაციონარული აპარატურით აკეთებდნენ.

მეტი...

სვანეთში თოვლი მოვიდა

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. საქართველოში ამინდი უარესდება. დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდები. უამინდობამ დედაქალაქში უკვე შექმნა პრობლემები. თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.

მეტი...

კახეთში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

21 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთში 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 65 ათასი ტონა რქაწითელი, 28 ათასი ტონა  – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა. სააგენტოს ინფორმაციით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობა 10-11 ათას ტონას აღწევს.

მეტი...

“შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა. უწმინდესმა ყველა მარიამსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და სხვა დეპუტატებიც დაესწრნენ. “ყველა მარიამსა და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილი და პარლამენტის წევრები. შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც…

მეტი...

“2020 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული” – ირაკლი კოვზანაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება. მისი თქმით, პროექტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. „ბიუჯეტი არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ახორციელებს ყველა პროგრამასა და პროექტს. ჩვენ ერთ კვირაში, პირველი ოქტომბრისთვის მივიღებთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. პროექტი იქნება სოციალურად ორიენტირებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის წვერები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გააგრძელებენ შეხვედრებს მოქალაქეებთან რეგიონებში, რათა მათი ინტერესები გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. ჩვენ გვექნება რამდენიმე მოსმენა კომიტეტის სხდომებსა…

მეტი...

„მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო, რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვას ხაჯინბას „გაპრეზიდენტებისათვის“, გაუგებარ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს სეპარატიზმის წახალისებას ნიშნავს. „მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიდენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე, მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად,  რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის…

მეტი...

მაღაზიის ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი – 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“ უკანონოდ შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, სხვადასხვა სახის აქსესუარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული და თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის…

მეტი...

სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. სოფლის მეურნეოების სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1.410.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. უწყების ცნობით, ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

მეტი...

საშიში ვირუსები ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც უტევს – ინტერვიუ პაატა იმნაძესთან (ვიდეო)

ევროპის 4 ქვეყანაში წითელა დაბრუნდა, დაავადების შემთხვევები შარშანდელთან შედარებით გასამმაგდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველო იმ ჩამონათვალში შეიყვანა, რომელსაც წითელა უტევს. „წითელა და წითურა ორივე ვირუსული დაავადებაა. წითელა უფრო საშიშია, ვიდრე წითურა, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია. თუ ის ორსულს შეეყარა, შეიძლება, ნაყოფის დაღუპვა ან სიმახინჯეები გამოიწვიოს“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. პაატა იმნაძის რეკომენდაციით, ქალბატონები დაორსულებამდე 1 თვით ადრე უნდა აიცრან, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები. არის თუ არა საქართველოში შემოტანილი აცრები უსაფრთხო? რატომ არიდებს მშობელთა ნაწილი შვლების აცრას…

მეტი...