ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.  დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი, ირინა მარიჯანაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. „სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი. არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ სამწუხაროდ, “ოცნებამ” ცუდსა და უარესს შორის გაგვაკეთებინა არჩევანი და ჩვენ ავირჩიეთ ცუდი პრეზიდენტი. მან არ ჩაიხედა არანაირ დებულებაში, გააუქმა კომისია და დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. მიცხადებს მორატორიუმს, როგორ? იქ არ უწერია, რომ მკვლელია? ძებნილია? ესეც არ უწერია გვარების გასწვრივ?“ – ამბობს დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი, ირინა მარიჯანაშვილი. განსხვავებული პოზიცია აქვს მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატს. როგორც მან “მედიაცენტრ…

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ საზღვარს დროებით კეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ საზღვარს 3 დღით კეტავს. მიზეზად ე.წ უშიშროების კომიტეტი 20 სექტემბერს, ე.წ რესპუბლიკის დღის აღნიშვნის ღონისძიებებს ასახელებს. საღამოს 8 საათიდან შეზღუდვები პერევის გამშვებ პუნქტზეც ამოქმედდება. შეზღუდვები 22 სექტემბერს, დილის 6 საათიდან, მოიხსნება.

მეტი...

“პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია” – დავით ჭიჭინაძე

“პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია! დღეს თუ ივანიშვილი აშანტაჟებს, ხვალ ქვეყნის მტერი დააშანტაჟებს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილი ძალიან ენდობოდა, მაგრამ როგორც კი კვირიკაშვილი პრემიერი გახდა, აქტიურად შემოიყვანა თამაშში მამუკა ხაზარაძე და ბევრი ნაბიჯი გადადგა სწორედ ხაზარაძის სასარგებლოდ. “საპენსიო რეფორმა, მოგების გადასახადი, იგივე ანაკლიის პორტი დაუსაბუთებელი ეკონომიკური გათვლებით და დასახელებული არადეკვატური თანხებით – ეს ყველაფერი კი, იქითკენ იყო მიმართული, რომ ბანკებს ის ერთი გადასახადიც უუქმდებოდათ, რითაც არიან დატვირთული. თავად ხაზარაძეც აცხადებდა, რომ მზად იყო საპენსიო რეფორმის თანხები თავის ბანკში განეთავსებინა…

მეტი...

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასმართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. უზენაესი სასმართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება და კანონის მიხედვით, კონკურსი სამი თვით ადრე უნდა გამოცხადდეს. უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის მსურველებს განაცხადების შეტანა საბჭოში 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

მეტი...

“საზოგადოებას დავპირდი, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და მას საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით” – ბიძინა ივანიშვილი

“2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ივანიშვილმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი იქნება ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში. “საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს. ჯერ…

მეტი...

ადამიანის უფლებათა ცენტრი პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ეხმაურება

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არ და ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და საფრთხეს შეუქმნის შეწყალების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დანიშნულების პრაქტიკულ იმპლემენტაციას.   ამასთან, განცხადების მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა აღადგინოს შეწყალების საკითხთა კომისია და დააკომპლექტოს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური პირებით. ამავე დროს, მათივე განმარტებით, შესაბამისი ნორმატიული აქტითა და პრაქტიკით, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას სახელმწიფოს მეთაურის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას აქამდე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები. “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო სხვადასხვა დროს სახელმწიფოს მეთაურთა მიერ…

მეტი...

“ოთხმეზური და ბეჟანიძე ერთმანეთს არ იცნობდნენ” – ბეჟანიძის ადვოკატი

მოკლული დავით ოთხმეზური და მის მკვლელობაში ბრალდებული, ასლან ბეჟანიძე ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამის შესახებ ბეჟანიძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, ბეჟანიძე და ოთხმეზური სრულიად განსხვავებულ წრეში იყვნენ, განსხვავებულ სამეგობროში მოქმედებდნენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა. ამასთან, ბეჟანიძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით ასლან ბეჟანიშვილისთვის შეფარდებული 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლამდე და 8 თვემდე შეუმცირდა. ადვოკატის თქმით, საბოლოო ჯამში, მას, დაახლოებით, 4 წელი ჰქონდა დარჩენილი. კითხვაზე, სად იმყოფებოდა ასლან ბეჟანიძე მაშინ, როდესაც, ადვოკატის თქმით, ის არ იძებნებოდა, ირაკლი ჩომახაშვილი პასუხობს, რომ საქართველოში. „შეგიძლიათ, საზღვრის კვეთები…

მეტი...

თანამშრომელმა თემურ ჭყონიას 133 000 ლარი მოპარა

შპს „კოკა-კოლას“ თანამშრომელმა, კომპანიას 133 000 ლარი მოპარა. მან თანხა მანქანაში შეინახა და მიიმალა. ის დაკავებილია, თანხა კი ამოღებული. როგორც კომპანიის მფლობელმა და ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  ფული  ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგანაც საგამოძიებო პროცედურები არ დასრულებულა. „ფული არ დაუბრუნებიათ, მაგრამ მალე დავიბრუნებ, როცა საგამოძიებო პრიცედურები დასრულდება. მ.ტ სალაროს რიგითი თანამშრომელი იყო, რომელსაც ფულთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ჩვენი ნდობით სარგებლობდა. კომპანიაში 16 წელი მუშაობდა და ეს ნდობა ბოროტად გამოიყენა. ფულს საგამოძიებო პროცესების დასრულების შემდეგ დაგვიბრუნებენ. პოლიციამ დაკარგული თანხა დაახლოებით 2 საათში აღმოაჩინა,“- განუცხადა თემურ ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“ სამართალდამცველებმა,…

მეტი...

“მიუღებელია, პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, პატიმრების შეწყალებას, მის დისკრეციად მიიჩნევს თუმცა, აცხადებს, რომ მისთვის მკვლელის შეწყალება მიუღებელია. გიორგი გახარია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულთა შეწყალზებაზე მორატორიმუმის გამოცხადების შესახებ დადებითად აფასებს. „ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის საგანი პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, რათა მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ…

მეტი...

12 „ლელოელი“ უკვე მამუკა ხაზარაძის გუნდშია

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ორგანიზაციის პირველი 12 წევრი დაასახელა. როგორც მამუკა ხაზარაძემ თანაგუნდელები პრეზენტაციისას განაცხადა, მის გუნდში მხოლოდ სერიოზული ადამიანები იყრიან თავს ვინ არის „ლელოს“ პირველი თორმეტეული: 1. ლანა გალდავა – საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი; 2. ლევან ბოძაშვილი – უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი; 3. თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი; 4. კახა კოჟორიძე – იურისტი; 5. მედეა მეტრეველი – ფილოლოგი; 6. გიგა გუგუშვილი – მხატვარი, პროფესორი; 7. საბა ბუაძე – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი; 8. გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი; 9. ქეთი ენუქიძე – ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი; 10. ელენე მელიქიშვილი – საგარეო პოლიტიკის მკვლევარი; 11.…

მეტი...

„ყველა გავისტუმრე კარიდან და სახლში არც შემოვუშვი” – გიორგი ოთხმეზური

“ამ თემაზე არ ვილაპარაკებ, ყველა უკან გავაბრუნე” – შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის შეწყალებაზე გიორგი ოთხმეზური ვერაფერს ამბობს. როგორც ისტორიკოსმა და შვილმკვდარმა მამამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხდა, იმდენი ვინმე ურეკავს, ტელეფონი არ გაჩერებულა, თუმცა, ვერაფერს ამბობს.      „არაფრის თქმას ვაპირებ, ამ თემაზე საერთოდ არ ვილაპარაკებ. ათასი ნომრიდან მირეკავენ.  ამ თემაზე ინტერვიუს არ ვიძლევი. ვიღაცეები იყვნენ მოსულები და ჩუმად ჩაიწერეს ჩემი საუბარი.  900-მა ტელევიზიამ დარეკა, იყვნენ კიდეც, თუმცა ყველა გავისტუმრე კარიდან და სახლში არც შემოვუშვი. არავის ვაძლევ ინტერვიუს“ – განუცხადა გიორგი ოთხმეზურმა „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული პირი…

მეტი...

“პრეზიდენტიც ადამიანია და მისი პათოსი გასაგებია”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ დადებითად აფასებს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. „აუცილებელია, შეწყალების კომისია და ჯგუფი არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებამდე რაღაც წესების შესაბამისად გადასინჯავს შესაწყალებელი პირების სიას. კარგია, რომ მისი მხრიდან მორატორიუმზე განცხადება გაკეთდა. მისი განცხადება იყო, რომ პრეზიდენტიც ადამიანია და მისი პათოსი გასაგებია”, – განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

მეტი...

15 ოჯახს, ერთ ლარად, საცხოვრებელი ფართები გადაეცა

სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის გადაჭრას განაგრძობს. შესაბამისად, იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება. „ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე 500-ზე მეტ ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს კიდევ 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ესენი არიან სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები.…

მეტი...

ოქტომბრიდან, ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფიან

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფიან. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსით მომსახურების ნებართვის მფლობელებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ნებართვის აღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს მიმართონ. „პირველი ოქტომბრიდან იწყება რეფორმის მეორე ფაზა და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, ტაქსის ლიცენზია აიღოს  და შემდეგ, ავტომობილის კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება A კატეგორიაში იყოს თუ B-ში. რა თქმა უნდა, ავტომობილი ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. პირველ ოქტომბრამდე მათ შეუძლიათ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, ასევე, ათივე გამგეობაში შესაძლებელი…

მეტი...

„შეწყალებისთვის მარგველაშვილსაც მივმართეთ, ბეჟანიძის შეწყალება სამართლიანობის აღდგენაა“ – ადვოკატი  

დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატის განცხადებით, მან შეწყალების თხოვნით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობდა არ იცის, თუმცა, მან ნამდვილად უდანაშაულო პირი შეიწყალა. „ადვოკატები შეწყალების სუბიექტურ გარემოებებს არ ვაფასებთ. რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ობიექტურად გამოვიდა  ის, რომ უდანაშაულო პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა უკანონოდ, სრულიად გათავისუფლდა. შეწყალების თხოვნით, დაცვის მხარემ როგორც ძველ, ისე ახალ პრეზიდენტს მიმართა. გიორგი მარგველაშვილისგან შეწყალებაზე უარი არ მიგვიღია, ეს არასწორი ინფორმაციაა. დაემთხვა ისე, რომ იყო არჩევნები და შესაბამისად შეწყალება არ…

მეტი...

პრეზიდენტმა, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორი იქნება, წესები და შეწყალება. ადრეც ვთქვი და ინიციატივით გამოვდიოდი, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე შედგა. იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩვენი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. ალბათ მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს იდეალური წესები, რომ აღარ…

მეტი...

“მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი” – პრეზიდენტი ასლან ბეჟანიძის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების პროცესში შეცდომა იყო დაშვებული. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, არც რომელიმე სასამართლოს რევიზია, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება. “მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე. შეწყალება არაა ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არაა ვინმეს გამართლება, ან რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების და მოცემულობისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი…

მეტი...

ანესთეზიისას, 18 წლის გოგონას გული გაუჩერდა – კლინიკის განმარტება

ახალგაზრდა გოგონას, ცხვირის ძგიდის ოპერაციის დაწყებისას გული გაუჩერდა.  შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა. ოჯახი განმარტებებსა და დამნაშავეების უმძიმესი ფორმით დასჯას ითხოვს. კლინიკაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერს ეცადნენ, თუმცა, 18 წლის გოგონას ვერაფერი უშველეს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს განმარტებით, ოპერაცია დაგეგმილი იყო და მის დაწყებამდე ყველა კვლევა ჰქონდა პაციენტს ჩატარებული.    „როგორც კი ანესთეზია დაიწყო და პრეპარატი შეიყვანეს ორგანიზმში, მძიმე ანაფილაქსიური შოკი განვითარდა. პაციენტის მგდომარეობიდან გამოყვანას რამდენიმე საათი ვცდილობდით, თუმცა, ვერაფერი ვუშველეთ. წინასწარ იმისი თქმა, რომ შესაძლოა მსგავსი შოკი განვითარდეს, შეუძლებელია. რეანიმაცია 6 საათზე მეტ დროს გაგრძელდა, თუმცა, ორგანიზმა ვერ გაუძლო და გულის…

მეტი...

„ბეჟანიძე ძებნილი არ ყოფილა, საქართველოში ცხოვრობდა და ჩემი ხელით ჩავაბარე“ – ადვოკატი ხმაურიან შეწყალებაზე

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც იძებნებოდა და არც უცხოეთში ყოფილა მიმალვაში. როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, სამართალდამცველებს საკუთარი ხელით ჩააბარა. „ეს ქმედება, მკვლელობის ფაქტი განხორციელებული იყო 2004 წელს. ტყუილია ის ინფორმაცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 12 წელი ძებნილი იყო. ის ძებნილი არ ყოფილა. უბრალოდ, გამოძიებამ მის მიმართ არ მიმდინარეობდა, სისხლის სამართლის დევნა არ იყო დაწყებული. ის საქართველოში ცხოვრობდა. შემთხვევა მოხდა 2004 წელს და როგორც პროკურატურა ამბობს, გაიხსნა 2016 წელს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“. იმის დასტურად, რომ მკვლელობისთვის…

მეტი...

ასლან ბეჟანიძე ევროპის სასამართლოს მიმართავს და გამართლებას ითხოვს – ხმაურიანი შეწყალების საქმე „მედიაცენტრ მთავარში“

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის შეწყალებული პირი დავას ევროპის სასამართლოში აგრძელებს და სრულ გამართლებას ითხოვს. ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ადვოკატი გიორგი ჩომახაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა არ ჩაუდენია და საქმეში ცრუ მოწმეების არსებობას ევროპის სასამართლოს დაადასტურებს. „გამამტყუნებელი განაჩენიდან 1 თვეში, ჩვენ მოვამზადეთ ყველა მტკიცებულება და მივმართეთ ევროპულ სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს  განაჩენამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ის აპირებდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას და ევროპის სასამართლოსთვის წინასწარვე მოვემზადეთ. ჩვენთვის შეწყალება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი იხდიდა სასჯელს. შესაბამისად მასალები  წარვადგინეთ ევროპის სასამართლოში“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“…

მეტი...

მოზარდს, ცხვირის ოპერაციისას გული გაუჩერდა

18 წლის გოგოს გული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუჩერდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ცხვირის ძგიდის ოპერაცია უტარდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, გოგონას გული, ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გაუჩერდა. “18 წლის უმწიკვლო ბავშვი მოგვიკლეს. ჯერ ოპერაციაც არ იყო დაწყებული. არავინ გამოდის, რომ რამე გვითხრას. მარტო დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდე ჰქონდა და ვერ სუნთქავდა, ამისთვის მოვიდა აქ. ნარკოზში მოკლეს ბავშვი, ოპერაცია არ იყო დაწყებული. ალბათ დიდი დოზა მისცეს,” – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრი. მათივე ინფორმაციით, გოგონამ, ოპერაციის დაწყებამდე ექიმს ჰკითხა გადარჩებოდა თუ არა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება…

მეტი...

სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებს, პატიმართა შეწყალებაზე განმარტებები გააკეთოს  

„საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა“ – ეს განცხადება სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მძიმე ბრალდებისთვის შეწყალებულ პირებთან დაკავშირებით გააკეთა და პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყალების პროცესი საზოგადოების ჩართულობით  განახორციელოს. როგორც ნინო ლომჯარიას განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. „აღნიშნულმა ფაქტებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის…

მეტი...

“კანონი ფუნქცია დაკარგულია თუ აღსრულება არ ხდება” – ეკა ლალიაშვილი ჰაერის დაბინძურებაზე

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, გაუმართავი ავტომობილის გამო, საიდანაც შავი ბოლი გამოდის, წელს მხოლოდ ერთი პირია დაჯარიმებული, რაც აღსრულების მექანიზმის ხარვეზზე მიუთითებს. როგორც ეკა ლალიაშილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, აღსრულება რომ ადეკვატური იყოს, ამდენი დახარვეზებული მანქანა ქალაქში ვერ ივლიდა. “იმედგაცურება შეინიშნება მოსახლეობაში, რადგან, ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გადაადგილდება და გამონაბოლქვით აბინძურებს ჰაერს, თუმცა შსს-ს ამაზე რეაგირება არ აქვს. ეს ყურადსაღები უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან, როდესაც ტრანსპორტს აქვს მუქი ფერის გამონაბოლქვი ის უნდა ჯარიმდებოდეს. მიმდინარე წელს, მხოლოდ ერთი პირია დაჯარიმებული ამ დარღვევით, რაც გარკვეულ ჩავარდნაზე მიუთითებს აღსრულების ნაწილში“ – განუცხადა…

მეტი...