მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. ამწუთებში ის ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ახალგაზრდას თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. „პაციენტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა. ამ ეტაპზე პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. შესაბამისად, მისი ასაკი უცნობია. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, სახეზე მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. მას ჩაუტარდა სათანადო კვლევები და დიაგნოზტირდა შემდეგი სახის დაზიანებები: ქალა ტვინის ტვინის დახურული მძიმე ტრავმა, შეშუპება, კომატოზური მდგომარეობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა; არის მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მარჯვენა ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა; ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. პაციენტის მდგომარეობა…

მეტი...

“ტყუილია, რომ საქართველო ნატო-ში შევა” – თარხან-მოურავი

პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი პირდაპირ დიალოგს ითხოვს მოსკოვთან და აფხაზეთთან. მისივე თქმით, ტყუილია, რომ საქართველო ნატო-ში შევა. „ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს ლაპარაკი, რომ თითქოს არ მფარველობთ სააკაშვილსა და ბოკერიას. შეწყდეს მათი დაფინანსება, ყოველგვარი ორგანიზაციების შექმნა და პროვოკაციები. არსად არ მიგვიღებენ ჩვენ. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე ნატო-სთან დაკავშირებით. კარგია, თუ 29 ქვეყანა შენ დაგიჭერს მხარს, მაგრამ ეს არ მოხდება, ეს არის სიცრუე. 30 წელი ვისწრაფოდით და ვერაფერი ვერ მივიღოთ, იმიტომ, რომ მთავარი წევრები – გერმანია და საფრანგეთი ჩვენს მხარდაჭერაზე ღიად ამბობენ უარს. ჩვენი მოთხოვნაა, სამხედრო მიუმხრობლობა, ახალი სამშვიდობო პოლიტიკა – პირდაპირი…

მეტი...

თბილისში, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა – მისი ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და სამუშაოებზე დასაქმებული ერთი მამაკაცი მოიყოლა. დაღუპულის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გალაქტიონ ბუაძე განმარტავს, სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწარმოებდა და გარდაცვლილი მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა.

მეტი...

ფრანგული მედიის ცნობით, თეიმურაზ გორჯესტანი ელისეის სასახლეში დასაქმდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი, თეიმურაზ გორჯესტანი ელისეის სასახლის დიპლომატიური განყოფილების თანამშრომელი გახდა. როგორც ფრანგული მედია წერს, ელისეის სასახლეში გორჯესტანს აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საკითხებზე მოუწევს მუშაობა. მანამდე გორჯესტანი ნიუ-იორკში, გაერო-ში საფრანგეთის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა.

მეტი...

ბარსელონაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს

ბარსელონაში პოლიციამ ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ. პოლიციამ დაზარალებულების დახმარებით დაადგინა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.

მეტი...

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ, ერთი ღამის განმავლობაში, თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი საფესტივალო ქალაქი გახდება. „თბილისის ფოტო ფესტივალი ყოველ წელს ახალ, მიძინებულ ლოკაციებს აცოცხლებს. სასიხარულოა ისიც, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის პირველი მუზეუმი იხსნება. ბუნებრივია, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია ყველა ეს ღონისძიება, რადგან არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი და რეგიონში კულტურის დედაქალაქი“, – განაცხადა…

მეტი...

მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის  მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება. სამუშაოები,  გლდანის რაიონის გამგეობის  დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბე“-მ  განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან  ერთად დაათვალიერა.

მეტი...

“თუ ლარის კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია 7%-ით განისაზღვრება” – “თიბისი ბანკის” მაკროეკონომიკური მიმოხილვა

“თიბისი ბანკმა” სექტემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, აშშ დოლარი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, დოლარის გამყარება ლარის სადღეისოდ არსებული სისუსტის მხოლოდ მცირე ნაწილის ამხსნელი ფაქტორია. “ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის ინფლაციაზე ზეწოლის გათვალისწინებით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, ასევე გაცხადდა, რომ ინფლაციის მოთოკვისათვის სხვა ნაბიჯებიც იქნება გადადგმული. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემდგომი აწევისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, შიდა მოთხოვნაზე და…

მეტი...