ფერეიდნელი ქართველები ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა. ისინი ამჟამად კახეთში იმყოფებიან. ფერეიდნელი ქართველების განცხადებით, მათ სიმბოლურად წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით სწორედ ამ მიზეზით გაიარეს. შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი, თელავში ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ფერეიდნელები საქართველოსკენ  11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვიდნენ.

მეტი...

ბედიის სამონატრო კომპლექსი განადგურების პირასაა

ბედიის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კარგად ჩანს ტაძრის დაზიანებული კედლები, მეათე საუკუნის განადგურებული ფრესკები. ვიდეოში კარგად ჩანს ვანდალიზმი. ღვთისმშობლისა და სხვა ფრესკებზე რუსული წარწერები იკითხება, აყრილია ტაძრის იატაკი, შენობაში ჩანს ხარაჩოები და მიმდინარეობს არასათანადო მეთოდოლოგიით სარესტავრაციო სამუშაოები. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ტაძარში არსებული ბაგრატის ფრესკა სრულად განადგურდა. დღეს ტაძარში საეკლესიო მღვდელმსახურება რუსულ ენაზე აღევლინება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას უახლოეს დღეებში მიმართავს, რათა ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს ყველა იმ კულტურულ ძეგლზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების საფრთხის ქვეშაა.

მეტი...

“ბინ ლადენის ვაჟი ლიკვიდირებულია” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია. როგორც “გარდიანი” წერს, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, აშშ-ის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს, თუმცა როდის, უცნობია. ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციისთვის აშშ-ის ხელისუფლებას მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ის სხვადასხვა ადგილას რიგ ტერორისტულ თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი. ამასთან ერთად, მამის მკვლელობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებით ემუქრებოდა.

მეტი...

სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლები დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვენ

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს. დაბადების მოწმობების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ. სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მეორე თვეა, შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. მათ შორისაა წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან. ზოგიერთი წყვილი იუსტიციის სახლში, დაბადების მოწმობის მიღების მოთხოვნით, ყოველდღე დადიოდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, სუროგაციის ხელშეკრულება კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, ანუ ემბრიონის მიღებამდე უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლების მონაცემებს არ ჩაწერს. ასეთ დროს მშობლებს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლება არ…

მეტი...

თბილისში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. შაბათობები გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება დამოირეცხება ვარკეთილის ზემო პლატოს ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრებიკონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რევაზ სოხაძე გაეცნენ. მერის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მუნიციპალიტეტისმასშტაბით მომავალშიც განხორციელდება. „ადგილობრივი მაჟორიტარის და მერიის ინიციატივით, ტარდება დასუფთავების მასშტაბური აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უბანს თანაბრად მიექცეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი აქციები კვლავ…

მეტი...

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა” – გიორგი გახარია

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრემიერს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ. მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შეტანილი…

მეტი...

აშშ-ში ბავშვის დაბადების დრო, თარიღი და წონა 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის წლისთავს დაემთხვა

აშშ-ში ბავშვის დაბადების დრო, თარიღი და წონა 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის წლისთავს დაემთხვა.  ახალშობილი 11 სექტემბრის წლისთავზე, საღამოს ზუსტად 9:11 საათზე დაიბადა. ბავშვის წონა კი 9 ფუნტსა და 11 უნციას შეადგენს, რაც დაახლოებით 4 კილოგრამია.   სამშობიაროს ექიმები აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრის 35-წლიან ისტორიაში ახალშობილის დაბადების დღე, საათი და წონა ერთმანეთს არასდროს დამთხვევია. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით აშშ-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი, სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი…

მეტი...

კახეთში უკვე 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

14 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის, 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველის 2019-ის პროცესში ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. “ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ”, – ვკითხულობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. ამასთან, სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა.

მეტი...

თბილისში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თბილისში მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი, საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა. პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „სილქნეტმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც. ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. „მხატვრის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება დასკვნით ეტაპზე გადადის.…

მეტი...

გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი – ვაჟა ბ. დააკავეს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7…

მეტი...

“არავის აქვს უფლება, მშობელი დაავალდებულოს, მონაწილეობა მიიღოს სკოლაში ფულის აგროვებაში” – მეგი კავთუაშვილი

სკოლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები საკლასო ოთახების მოწესრიგების მიზნით, ფულს აგროვებენ. ბევრი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, ნაწილი კი, ფიქრობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მოვლა-პატრონობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ორგანიზაცია “მშობლები შვილებისთვის” მეგი კავთუაშვილი აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება მშობლები დაავალდებულოს საყოველთაო ფულის აგროვებაში, რომელიც არც სკოლის საბანკო ანგარიშზე აღირიცხება და არც შემოსავლებში. ამასთან, მეგი კავთუაშვილი პრობლემის მოგვარების 2 გზას გვთავაზობთ. “არსებობენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით არ სურთ, ან არ შეუძლიათ სკოლისთვის იყიდონ ფარდები, წებო-ცემენტი, თავისი ხელით შეღებონ სკოლის კედლები, დახეხონ საკლასო ოთახები, მერხები, სკამები და ა.შ. ეს მშობლები და მათ შორის, მეც, ვთვლით, რომ სახელმწიფომ…

მეტი...

მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბაში მტკნარმა წყალმა იკლო, ტბის ნაწილი კი დეგრადირებულია

ფოთში, მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბაში ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლის კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. თითქმის გადაშენების პირასაა უნიკალური სახეობის თევზები.  მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. ამის გამო მომრამვლდნენ ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის. პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიკური რეჟიმის აღდგენის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. არხებისა და მდინარეთა ფსკერზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასისა და ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნასა და პალიასტომის შენაკადების დაბინძურებას იწვევს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობასა და…

მეტი...

„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრებზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაბლოკავს

“სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების, ე.წ ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაატა იმნაძეს განმარტებით, ისეთი დიდი სოციალური ქსელები, როგორიც არის „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და სხვა, მზად არიან, ჩაერთონ კამპანიაში და დაბლოკონ ვაქცინების წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. მისი თქმით, 2019 წელს, ბრიუსელში გამართულ გლობალური ვაცქინაციის სამიტზე, სწორედ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და ე.წ ანტივაქსერების  კამპანიების წინაღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს. „ჭორები, თუ აღარ ვიცი, რა დავარქვა, რომელიც ვრცელდება ვაქცინაციასთნ დაკავშირებით, იმდენად შემაწუხებელი გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ „ფეისბუქი“ წავიდა იმაზე,…

მეტი...

აზერბაიჯანში თანამედროვე ქართული სკოლა გაიხსნა

აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა საზეიმოდ გაიხსნა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ. მან მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა სწავლის პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.

მეტი...