აფხაზეთის ა.რ. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტში განიხილეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინეს.  საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღე  გაიმართა, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უძღვებოდა. სხდომის წევრებს, ცვლილებების პროექტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა. როგორც საბჭოს წევრებმა აღნიშნეს,  ცვლილებების პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. შეხვედრაზე, პროექტთან დაკავშირებით წინადადებებიც გამოხატეს.  მაგალითად,  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და გათავისუფლების წესთან და მთავრობისათვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების მექანიზმებთან დაკავშირებით. საკოორდინაციო საბჭომ, აფხაზეთის ა.რ. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მოიწონა და უმაღლეს საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს…

მეტი...

საგარეო უწყება მარია ზახაროვას განცხადებას ცინიზმს უწოდებს

“შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი ცინიზმია”, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „შემდგარი სახელმწიფოები“ უწოდა. “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს, მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. პირიქით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პარალელურად, საქართველო…

მეტი...

“საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

“უკიდურესი შეშფოთების საგანია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს”, – ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ეს გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას საკუთარ კარ-მიდამოზე. “საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის  რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და…

მეტი...

ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილს პროკურატურა ექსპერტიზას ვერ ჩაუტარებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა ხაზარაძემ არასწორი ფაქტების დასახელებით კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პროკურატურის განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “არაერთხელ აღინიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის  განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” დაუყონებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე  სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო…

მეტი...

იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც სწავლა დაგვიანებით დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იმ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება. სულ სწავლის დაწყების თარიღმა გადაწია თბილისისა და რეგიონების 19 სკოლაში. აღნიშნული სკოლებია: თბილისის 122-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 130-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 45-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 60-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 149 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 177-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 191-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 208-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 23-ე საჯარო სკოლა; (23 სექტემბერი); თბილისის 150-ე საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მე-2 საჯარო…

მეტი...

“საქართველოში ჩამოვედით, რათა ვნახოთ სამხედრო შესაძლებლობები და სამხედრო მზადყოფნა” – მედლინ მუნი

“საქართველოში ჩამოვედით, რათა ვნახოთ სამხედრო შესაძლებლობები და სამხედრო მზადყოფნა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ვაკვირდებით”, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა განაცხადა. „პოლიტიკური შესაძლებლობები ისეთ პირობებში, როდესაც საარჩევნო სისტემა არაა ღია, სამართლიანი და თავისუფალი, თქვენთვის სასარგებლო არ იქმება. რუსებს ძალიან ძლიერი სამხედრო სისტემა აქვთ, მაგრამ საარჩევნო სისტემა კორუმპირებულია. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, რომ სასამართლო სისტემა შესაბამისად მუშაობს, არის თავისუფალი და სამართლიანი. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ქვეყანა ხართ, თუ ძველი სახელმწიფო, თქვენი სასამართლო სისტემის ხარისხს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის…

მეტი...

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. 10 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით – ბაზელი, კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ტალინი, ეინდჰოვენი, ბარი და პოზნანი დაიწყო პირდაპირი რეგულარული ფრენები. ამ დრომდე საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

მეტი...

შს მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა. 2015 წლიდან იოსებ ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. 2005-2015 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1995-2005 წლებში კი საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისთვის ხუთი მოადგილე ჰყავს – კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.

მეტი...

სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაინიშნა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა. მან კახა სამხარაძის სამუშაო გამოცდილებაზე და მის საქმიანობაზე ისაუბრა.  საკრებულოს წევრებმა კახა სამხარაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. 

მეტი...

“იმ კაცმა თქვა, ეს მელია დააბით თოკითო, ჩემზე როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პროკურატურაში დაბარებასა და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია. “თუ კანონი დავარღვიე, ოთხი დღე რას ფიქრობდნენ? თავადაც იციან, რომ კანონდარღვევა აქ არ არის და ჩიხში მოიქციეს თავი. სამაჯური გავიკეთე შეგნებულად. სახლში დავიყენე აპარატურა, გირაო შევიტანე, პასპორტები ჩამომართვეს. ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა არ ეთქვათ, რომ არ ვასრულებ რამეს. იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, რომ ეს მელია დააბით სახლშიო. მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ. შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონსა და კონსტიტუციას…

მეტი...

“თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა – პრობლემების შექმნა” – გიორგი გახარია გუბერნატორებს

“რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს აგვარებს ან ვერ აგვარებს. ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური…

მეტი...

“თუ ორსულს წითურა დაემართა, ეს განაჩენია ნაყოფისთვის” – პაატა იმნაძე

„საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაშია, სადაც, წითელას ვირუსმა საკმაოდ ფართო გავრცელება მოიპოვა. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ ჩამონათვალში შეგვიყვანა, რომლებსაც წითელა უტევს. თუმცა, ორგანიზაციას უფრო აწუხებდა ის, რომ წითელა იმ ქვეყნებშიც კი შებრუნდა, სადაც ის პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო, ჩვენთან კი წითელა ისედაც შემობრუნებულია“, – აღნიშნული განცხადება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. პაატა იმნაძეს განცხადებით, შემოდგომაზე შესაძლებელია, ვირუსმა ისევ იჩინოს თავი. ამიტომ, იმ, ადამიანებს და განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებსაც წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ აქვთ გაკეთებული, მოუწოდებს, დროულად აიცრან. “ზაფხულში წითელას შემთხვევები მიწყნარდა, თუმცა, შემთხვევები…

მეტი...

მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოში განუცხადეს,   განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, მათ ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით, თვითმხილველმა აცნობა. ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ადგილზე უმოკლეს პერიოდში მივიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოტონავით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.   მიუსაფარი ცხოველი თავს კარგად გრძნობს. მაშველები მის მიმკედლებელს დაუკავშირდნენ და ძაღლი თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს.

მეტი...

“სკოლებში, აცრების ფურცლის წარდგენა აუცილებელია – როგორ ვაკონტროლოთ აცრების ცხრილი “- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძეს განცხადებით, სკოლებში, ბავშვის აცრების ისტორიის წარდგენა სავალდებულოა.  როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლებს, ბავშვების აცრის ისტორიის ნახვა, ელექტრონულ მისამართზე – პროფილაქტიკური აცრების ერონული კალენდრის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ. მისი თქმით, ელექტრონულ მისამართზე, არამარტო მიმდინარე, არამედ ძველი აცრების ცხრილიც შეტანილია.   პაატა იმნაძე, მშობლებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე, შეამოწმონ აქვთ თუ არა მათ შვილებს ყველა სავალდებულო აცრა ჩატარებული “სასწავლო წელის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ასაკობრივად ჰქონდეს გაკეთებული ყველა აცრა. როცა ახალი ჯგუფი იკრიბება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ რაიმე ინფექცია,…

მეტი...

10 პუნქტი, რომლის დაცვაც აუცილებელია ცნობილი მევიოლინეს კონცერტზე 

დევიტ გერეტის კონცერტზე მისულმა მსმენელმა 10 პუნქტიანი მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ბილეთი ნაყიდი აქვს კონცერტზე არ დაიშვება. “მედიაცენრი მთავარი” სრულად გთავაზობთ იმ 10 პუნქტს, რომელსაც კონცერტის ორგანიზატორები ავრცელებენ. დევიდ გერეტის კონცერტზე დასასწრებად მსმენელმა უნდა გაითვალისწინოს :  1. სპორტის სასახლის კარები გაიღება 13 სექტემბერს 18:15 საათიდან და დაიკეტება 19:45 საათზე; 2. პარტერში ბილეთების მფლობელების შესვლა მოხდება მიროტაძის ქუჩიდან (ყოფილი მორკინალის მხრიდან) მდებარე შესასვლელიდან 13 სექტემბერს 18:15 საათიდან 19:45 საათამდე; 3. პარტერის გარდა ყველა დანარჩენი ბილეთების მფლობელების შესვლა მოხდება სპორტის სასახლის ცენტრალური შესასვლელებიდან 26 მაისის მოედნის მხრიდან…

მეტი...

„ლელოს“ ხელოვანები უკვე შეუერთდნენ – ვინ არიან „ლელოელები“?!

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორი ყოფილი თავმჯდომარე, მხატვრები და ხელოვანები „ლელოსთან“ ერთად, ლელოსთვის ემზადებიან. მართალია, „ლელო“ ჯერჯერობით დაკომპლექტებული არ არის, თუმცა, ცნობილია რადენიმე გვარი ვინც პოლიტიკური ლელოსთვის ემზადება. ვინ არიან „ლელოელები“?! ანა ნაცვლიშვილი – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი; კახა კოჟორიძე – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე,გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი; ლევან ბოძაშვილი – იურისტი, ყოფილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; საბა ბუაძე – იურისტი; ლევან კობახიძე – იურისტი; დეა მეტრეველი – წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი; ქეთი მატაბელი – მხატვარი; მაია ჩიკვაიძე – მხატვარი; თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, ანაკლიის…

მეტი...

ცნობილი მევიოლინე საქართველოშია

გერმანელი სუპერვარსკვლავი, დევიდ გერეტი უკვე საქართველოშია. მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი დიდი ინსტრუმენტალისტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში 20:00 სთ-ზე ქართველ თაყვანისმცემელთან ერთად თავისი შემოქმედების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.  დევიდ გერეტი მსოფლიო ტურნეს ,,UNLIMITED –LIVE 2019” ფარგლებში, საქართველოს ,,ქროსოვერ“-ის პროგრამით ესტუმრება. სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის ქართველ მსმენელს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებსაც შეუსრულებს, მათ შორისაა – “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “Vila La Viva”, ‘’He is a Pirate“, ‘’Thunderstruck”.  კონცერტი, რომელიც დღეს საღამოს 20:00 სთ-ზე სპორტის სასახლეში გაიმართება, ორგანიზებულია საქართველოს კულტურის პალატის მიერ, ხოლო ღონისძიება ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში. 

მეტი...

ნიკა მელიას პროკურატურაში იბარებენ

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა მელიამ, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. “2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება,”- აცხადებენ…

მეტი...

“88 წლის კაცი ვარ, საქართველოში მიცხოვრია, ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო”- მავთულხლართების მიღმა მხოვრები

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი დახმარებას ითხოვს. როგორც დათა ვანიშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, მედლინ მუნისთან საუბრისას განაცხადა, ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მისი თქმით, მას ცხინვალის “მოქალაქეობის” მიღებას სთხოვენ.  დათა ვანიშვილს, მესაზღვრეები ავადმყოფი მეუღლის გორში, ექიმთან წაყვანის უფლებასაც არ აძლევენ.  “გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის “მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში…

მეტი...

“ქართული აგრესიის შედეგად, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შედგნენ” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ. ამის მტკიცებულებად კი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას თვლის.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს.  “ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ. მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე და ა.შ. გასული წლების განმავლობაში ქართული აგრესიისა და ეკონომიკური ბლოკადის შედეგად, სერიოზულად დაზარალებული აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, შედგნენ როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები. საპრეზიდენტო არჩევნები არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურება, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა…

მეტი...

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი დამატებითი საგნები განისაზღვრა

უმაღლესმა სასწავლებლებმა, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტების მიერ ჩასაბარებელი, დამატებითი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრეს, კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს, აბიტურიენტები, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია,…

მეტი...

“ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლების მიზეზი, ოკუპირებული ტერიტორიებია” – ჯეიმს აპატურაი

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოსთვის, ნატო-ში გასაწევრიანებლად მთავარი დაბრკოლება ოკუპირებული ტერიტორიებია.  მისი განცხადებით, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რაც ქვეყანას ეხმარება მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. „არ მინდა დამაბრკოლებელი ფაქტორების ერთმანეთთან შედარება მაგრამ, ერთ-ერთი დაბრკოლების მიზეზი ნატო-ში გაწევრიანების არის ოკუპირებული ტერიტორიები, რაც, რუსეთის ფედერაციამ გააკეთა. გაართულა საქართველოს ეროვნული სურვილი , მისწრაფება დასავლეთისკენ სვლის , ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის , საქართველოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად გახდომის. არ ვფიქრობ, რომ ისინი მალავდნენ , რომ ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ეს ვიცით და ამის მიუხედავად,…

მეტი...

“საოკუპაციო ხაზთან, ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს” – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განაცხადებით, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას, რათა ვითარება სტაბილური იყოს და არ გაუარესდეს. „ძალიან შეწუხებული ვარ მეც და ევროკავშირის ყველა სტრუქტურაც. ცხადია, ჩვენ გვაქვს ერთმანეთში მუდმივი კავშირი, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. საოკუპაციო ხაზთან, ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და მოაქვს სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება“, – განაცხადა ჰარცელმა.

მეტი...

გიორგი გახარიას მთავრობაში ერთი ახალი ვიცე-პრემიერი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ მინისტრთა კაბინეტში, ვიცე-პრემიერები, ინფრასტურუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნებიან. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, ისინი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და ეს ცვლილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. გიორგი გახარიამ ასევე წარმატებები უსურვა კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს – ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომები  ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე ჩატარდება. „ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ…

მეტი...

“ჩაპას მღვიმე” ვანდალებმა გაანადგურეს

ქუთაისში, ჭახათას უბანში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ვახტან სიხარულიძე, სოციალურ ქსელში წერს, დალეწილია სტაქტიტები, განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები. “სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები… სირცხვილია… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა. დამტვრეული და განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები. რთულია პასიურად ვანდალიზმს გაუმკლავდე”, – წერს ვახტანგ სიხარულიძე. “ჩაპას მღვიმე”, შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. სტალაქტიტები არის მინერალური წვეთებისგან შექმნილი კონუსის ფორმის წამონაზარდი, რომელიც სწორედ გამოქვაბულში იზრდება. ასევე, ის ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან იქმნება.…

მეტი...