“მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო” – ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი

ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ნო­დარ ხა­დუ­რის ქალიშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მარიამ ხადური საზოგადოებას მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის. “მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო – “ყველაფერი წინ არის!”. ალბათ, იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა. ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა, რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – “ოჯახის…

მეტი...

ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ბრაიზას განცხადება, თითქოს მან საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკაწრა, ცილისწამებაა. „მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით. დაიკითხოს ყველა დამსწრე, ვინც იყო იმ წუთებში დარბაზში. დაიკითხოს კრამერიც და ქალბატონი ნინო ევგენიძეც. ყველამ აგოს პასუხი ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ვითხოვ დაიწყოს გამოძიება კრამერისა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ. ცილისმწამებელი და მატყუარა არის მეთიუ ბრაიზა. მოძალადე და მატყუარა არის დევიდ კრამერი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.  …

მეტი...

საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში ვირუსი გავრცელდა, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები. ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა. მომხდარზე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მეტი...

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს. „დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა უმასპინძლა. ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ვკითხულობთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში. რაც შეეხება დავით სუჯაშვილს, ის უკვე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

მეტი...

საქართველოს პარლამენტში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, პარლამენტის სასწავლო ცენტრში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა, რაც თბილისის სასახლესა და  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებად მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროების 350-მდე თანამშრომელს საშუალებას მისცემს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად გაიარონ მათთვის სასურველი დისტანციური სასწავლო კურსი.  პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სასწავლო აპლიკაციების შექმნაზე, რათა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა შეძლონ დისტანციური კურსის გავლა პერსონალური ლეპტოპების, ტელეფონებისა თუ აიპადების მეშვეობით. “ამ ეტაპზე ფუნქციონირებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც 11 მოდულს აერთიანებს. პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს შემდეგ თემატურ კურსებზე: საფინანსო საკითხები, შესყიდვები, მედიაკომუნიკაცია, ელექტრონული საქმისწარმოება და სხვა. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ადაპტირებული…

მეტი...

„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარი შეეფარდა. ამასთან, მას ქვეყნის დატოვების უფლებაც შეეზღუდა. კახა დამენია საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალი მაშინ წაუყენეს, როდესაც საქართველოში არ იმყოფებოდა და საზღვარგარეთ მკურნალობდა. „ბუნებრივია, ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან თითიდან გამოწოვილი თემაა და ამას ყველა ნახავს, როდესაც დაიწყება არსობრივი განხილვა. არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ, ყველაზე მთავარი არგუმენტი – ბრალი წამიყენეს ისე, რომ არ ვიყავი საქართველოში, ვმკურნალობდი. შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ თეორიულად არსებობს…

მეტი...

“საქართველო ნატო-ს ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს ნატო-ში გასაწევრიანებლად. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია. „ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოსთვის მისი კარი ღიაა. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ალიანსის ყველა ძირითად მოთხოვნას. ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები უკვე თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადებები უნდა განიხილონ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორებმა და ნატო-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებმა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განიხილონ გაწევრიანების კონკრეტული გადაწყვეტილება. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება“, – განაცხადა…

მეტი...

“რუსული პროპაგანდა რეალურია, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება” – ბრიტანეთის პარლამენტის წევრი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის განმარტებით, რუსული პროპაგანდა რეალურია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მისი თქმით, მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი უნდა გააკეთონ მოქალაქეებმაც. მისი თქმით, რუსული პროპაგანდის გავლენა და რუსეთის მიერ პროცესებში ჩარევის მცდელობა ბევრ ქვეყანაში შეინიშნება, მათ შორის ბრიტანეთსა და ლატვიაში. „ასეა ბრიტანეთიც. ნახეთ მიულერის გამოძიება აშშ-ში. იცით საფრანგეთის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ლატვიაში ასეთი რამ ყოველდღე ხდება. ეს რეალურია. მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მოქალაქეებმაც უნდა გააკეთონ ბევრი. ყველა მოქალაქესა და ჟურნალისტს აქვს პასუხიმგებლობა. ჩვენ ყველანი განვიცდით ამ საშიშროებას, ეს…

მეტი...

მიხეილ კალანდია, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. სასამართლოს დღევანდელ დახურულ სხდომაზე დაზარალებული მხარე ზაზა სარალიძე დაიკითხა. ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობით, მას არ მიეცა დღევანდელ სხდომაზე დასწრების საშუალება. ასევე, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაცვის მხარეს ჰქონდა მცდელობა, პროცესის პოლიტიზირება მომხდარიყო და კითხვებიც სწორედ ამ მიმართულებით იყო დასმული სარალიძის მიმართ. ლონდარიძის თქმით, კითხვები ეხებოდა საპროტესტო აქციებსა და სარალიძის „ფეისბუქ“ სტატუსებს. მიხეილ კალანდიას ადვოკატი მიიჩნევს, კალანდიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება…

მეტი...

“სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას”- ილია მეორემ გიორგი ხარაიას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც პატრიარქის მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილში წერია, ეს არის საპატიო და “ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა”. უწმინდესის თქმით, ხალხი დადებით ცვლილებებს ელოდება. “დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ…

მეტი...

“ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა”- ირაკლი სესიაშვილი

“რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შეფასებისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, მისთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა. „შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადება კეთდება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია“, – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

გლდანში, ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს

თბილისშო, გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში, საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.  როგორც გლადნის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ტარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც. სამუშაოები, ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 850 ლარია გათვალისწინებული.

მეტი...

ფოთსა და აბაშაში, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლებისთვის, პედაგოგები გადამზადნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის და სახელმძღვანელოს დასანერგად, ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს. როგორც უწყებაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. “სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება,”- განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” 

მეტი...

მეფე ერეკლე II-ის მეუღლის “საჩინო” – ში, არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა

მეფე ერეკლე II-ის  მეუღლის – დარეჯან დედოფლის  სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის დროს, ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად  გავლებულ ღრმა ჭრილში, არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა.  კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით,  სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა.  “დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი,”- განაცხადეს მერიაში. დარეჯანის სასახლის…

მეტი...

“მამუკა ხაზარაძე, ყაჩაღი უფროა, ვიდრე ალი ბაბა”- დავით ჭიჭინაძე “ლელოზე”

“ისე, მამუკა ხაზარაძის წარსული, ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. ოღონდ, ყაჩაღი უფროა ვიდრე ალი ბაბა. რომელი მოციქულების მომძიებლები ეგენი მყვანან, 12 კაცს, რომ ეძებენ,”- ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, მამუკა ხაზარაძის განცხადება, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე 12 ლიდერთან დაკავშირებით. დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ “ლელო”-ს მომავალი არ გააჩნია და მამუკა ხაზარაძე პაატა ბურჭულაძის ბედს გაიზიარებს. მისი თქმით, ხაზარაძე სიმბოლოებით თამაშობს, რაც პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი არ არის.  “სიმბოლოებს ეთამაშება. ილია ჭავაჭავაძე, 12 მოციქული. აი ეგეთი ხალხი ნანახი მყავს. გჯერათ, რომ ეგ ძალა გახდება? ძალა კი…

მეტი...

“მოვძებნით 12 ლიდერს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა”- მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე და მისი ახლად დაფუძნებული მოძრაობა “ლელო”, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში. როგორც მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე აღნიშა, 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დღეს, 12 სექტემბერს მისი მოძრაობის პრეზენტაცია დამთხვევაა. „მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12-ს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს.…

მეტი...

ცხოველთა სასაკლაოს 4 ობიექტზე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაირღვა

ქვემო ქართლის, ცხოველთა სასაკლაოს 4 ობიექტზე, კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა აღინიშნა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგანეტოში “მედიაცენტრ მთავარს” გაუცხადეს, კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა: შპს “ანგელი”, შპს “ალალი 2015”, შპს “ფენიქს მით ენდ ფოლთრი”, ი/მ ხაიალ ქარიმოვი. “ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს – შპს “ანგელს” და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა,”- განაცხადეს ეროვნულ სააგენტოში ცხოველთა და ფრინველთა  სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

მეტი...

მამუკა ხაზარაძის „ლელო“ ანაკლიაში, გალაქტიონ ტაბიძის მოტივებზე დაფუძნდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით დაფუძნებულია. მან, საპრეზენტაციოდ, ადგილი, სიმბოლურად, ანაკლია შეარჩია და ასევე სიმბოლურად, პრეზენტაცია გალაქტიონ ტაბიძის მოტივებზე ააწყო. „მშობლიურო ჩემო მიწავ“ – გალაქტიონ ტაბიძის ეს ლექსი წაიკითხა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში და ესეც სიმბოლური გათვლა იყო. „ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს. ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და…

მეტი...

“არაერთი დარღვევა ვნახეთ საქმეში, ძირითადი მიზეზი, სამოხელეო დანაშაულია” – სარალიძის ადვოკატი  

“მნიშვნელოვანია სამოხელეო დანაშული, რაზეც პასუხი არაა გაცემული. არაერთი დარღვევა ვნახეთ საქმეში და ძირითადი მიზეზი სამოხელეო დანაშაულია. ვგულისხმობ, ყველა იმ გამომძიებელს და პროკურორს, რომელიც საქმეში იყო ჩართული,”- აღნიშნული განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, კითხვები კიდევ არსებობს და მტკიცება, რომ სარალიძე გააჩუმეს და გამოძიების მიმართ კითხვები არ აქვს,  სიცრუეა. “ბოლო დროს, ძალიან ხშრად მეორდება  რომ დაზარალებულ მხარეს კითხვები არ აქვს გამოძიებასთან, რაც არ არის სწორი. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს დღემდე და კითხვების…

მეტი...

„დავით სარალიძის მკვლელობის სამეში სხვა არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ“ – დაცვის მხარე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმეში, სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, ამის შესახებ, მოკლულის მამა  ზაზა სარალიძე ადრეც საუბრობდა, თუმცა, ეს ახალგაზრდები საქმეში არსად ფიგურირებენ.   „საქმეში, სავარაუდოდ, სხვა არასრულწლოვნებიც ფიგურირებენ, რომელთა ვინაობა დადგენილი არ არის და რაზეც ზაზა სარალიძემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, მტკიცებულებები არ არსებობს. ეს ახალგაზრები არც საქმეში ფიგურირებენ, რაც სამოხელეო დანაშაულია“, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებულ მიხეილ…

მეტი...

ზაზა სარალიძე, მიხეილ კალანდიასთვის წაყენებული ბრალის ალტერნატივას არც განიხილავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ბრალდებულ მიხეილ კალანდიასთვის ბრალის შეცვლის საკითხს არც განიხილავს. აღნიშნული განცხადება სარალიძის დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის წაუყენეს. მისი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კალანდიას მიმართ სს საქმე უნდა შეწყდეს და პატიმრობიდან გათავისუფლდეს. როგორც სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მიხეილ კალანდიას მიმართ წაყენებული ბრალი ადეკვატურია და სხვა სასჯელი არც კი განიხილება. „მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებასთან, რაც 15 წლამდე…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი, ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ესტუმრება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ, ემსახურონ სამშობლოს. “მინდა ყველას დაგიდასტუროთ, ჩემი პატივისცემა. ყველაფერს გავაკეთებ, რონ თქვენი პირობები გაუმჯობესდეს და იზრუნოთ თქვენი ოჯახების უკეთეს მომავალზე. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველი სამხედროების გმირობა არის სამაგალითო. დღეს ჩვენი ქვეყანა, თუ არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე, ეს არის თქვენი დამსახურება,”- მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს. სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის…

მეტი...

მიხეილ კალანდიას სასამართლო დღეს გაიმართება, პროცესზე ზაზა სარალიძეს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, დღეს, 12:00-ზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას – ზაზა სარალიძეს დაზარალებულის სტატუსით დაკითხვას. სასამართლო პროცესამდე კი, 11:00 საათზე, სარალიძის დაცვის მხარე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. როგორც ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებს და დახურული პროცესის გასაჯაროებას მოითხოვს. კალანდიას ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, მის მიმართ სს საქმე უნდა შეწყდეს და გათავისუფლდეს. დაზარალებული ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა სწორედ მიხეილ კალანდიას მხრიდან დაიგეგმა და მან მოკლა დათო სარალიძე. როგორც ზაზა სარალიძემ „მედიაცენტრ მთავარს“…

მეტი...