„შევძელით, გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. 40-45 ათას ტონა მოსავალს ველოდებით“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა   კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. „არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც  ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში, საქართველოში მყოფი   სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრობის კანდიდატმა თხილის მოსავალზეც ისაუბრა და…

მეტი...

„როდის მიხვდით, 100 მილიონი რომ მოიპარეს ქალბატონო ნათელა?“ – ლევან გოგიჩაიშვილი მინისტრობის კანდიდატს

„თვალსა და ხელს შუა, ადამიანებმა,  ჩვენს ქვეყანას 100 მილიონი ლარი მოიპარეს, როდის მიხვდით რომ ეს თანხა მოპარულია, მაშინ, პრობლემები რომ იყო თუ თავიდანვე აკონტროლებდით ამ პროცესს ?“  – ამ კითხვით,  დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას მიმართა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დროზე უნდა იქნეს გამოძიებული თუ სად გაქრა საქართველოს ბიუჯეტიან 100 მილიონი ლარი. „თვალსა და ხელს შუა, ადამიანებმა მოპარეს ჩვენს ქვეყანას 100 მილიონი ლარი და რას ველოდოთ ახლა ჩვენ, როდის გაიღვიძებს პრემიერ-მინისტრი და ამის შესახებ რაღაცა შეფუთულ ინფორმაციას გააცნობს ადამიანებს? 100 მილიონი ლარი არის…

მეტი...

„რატომ დააფინანსეთ მილიონზე მეტი ევროთი „აირზენა“, როცა „ბორტები“ გადავსებული ჰქონდა“ – დეპუტატი მინისტრობის კანდიდატს

“რატომ გამოუყავით მილიონ ორასი ათასი ევრო „აირზენას“? შეგიძლიათ ადამიანურ ენაზე აგვიხსნათ? “- აღნიშნული კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „აირზენას“ ფრენები ყველა მიმართულებით მგზავრებით გადავსებული იყო და მას სახელმწიფოსგან დაფინანსება არ უნდა მიეღო: „აირზენას“ ზაფხულის პერიოდში „ბორტები“ ყველა მიმართულებით გადავსებული ჰქონდა. სავსე იყო ამსტერდამის რეისები, ერევნის რეისები, რატომ გამოუყავით, ვის გამოუყავით თანხა, ვინ დააფინანსეთ ქალბატონო ნათელა? – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მეტი...

“ნუ მებლატავებით, როცა კითხვას გისვამთ მომისმინეთ” – კობერიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „მაესტროს“ ჯამურად 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, რომელიც ბიუჯეტის თანხაა.  “ბიუჯეტიდან 55 მილიონი ლარია მოპარული, რომლის დამბრუნებელიც არავინაა. თან ამის საბუთი გაქვთ და არაფერს აკეთებთ. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს რომ ედავებით 17 მილიონს, მათ ბიუჯეტის თანხასთან შეხება არ ჰქონიათ და თქვენი მთავრობა დღე და ღამ პროკურატურაში დაატარებს. მაინტერესებს, რა გრაფიკის შედგენას აპირებთ 55 მილიონზე, რომელიც ბიუჯეტიდანაა მოპარული? დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ შეგწევთ ძალა, თქვენს სტრუქტურაში რეფორმები…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ბოიკოტს უცხადებს და მათ მოსმენაზე უარს ამბობს

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენის გრაფიკი შეცვალა. კერძოდ, 6 სექტემბრის დღის წესრიგი ჩაიშალა, რადგანაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენაზე უარი განაცხადა. საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების  გაწერილი გრაფიკით, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“  მინისტრობის კანდიდატებისთვის 10-დან 13.00 საათამდე უნდა მოესმინა. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მათთვის წარმოდგენილი გუნდის მოსმენა უინტერესო და დროის კარგვაა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის წევრებს დღეს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებში უსმენდნენ.

მეტი...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი გამოავლინეს

„2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი, მათ შორის სისხლის სამართლის ნიშნებს  შეიცავდა 469 საქმე, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს“ – აღნიშნული განცხადება  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მოსმენისას გააკეთა. დავითაშვილის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვქმნით  გარემოსდაცვითი კუთხით  სწორ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც  კონსერვაციისა და დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მერქნიანი…

მეტი...

„ტყის მდგრადი მართვა აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა  ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე. „ჩვენი ქვეყნის 40 %  ტყით დაფარულია. ვფიქრობ, ბუნებრივი რესურსებიდან ეს არის  ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. საკმაოდ რთულ და სავალალო მდგომარეობაში იყო აღნიშნული სექტორი. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო კომპლექსური რეფორმა და დღეს, უკვე პარლამენტთან ვმუშაობთ ახალი კოდექსის მიღებაზე, რომელიც აბსოლუტურად ახალ საკანონმდებლო სივრცეს ქმნის, ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც  აუცილებელი წინაპირობაა,  რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი  რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“ – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისივე განცხადებით,…

მეტი...

“დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წელს 8 %-ით გაიზარდა” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემისა, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 8%-ით, ხოლო შემოსავლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდაზე. ბოლო წელს, ტერიტორიების ფართობი 11%-ით გაიზარდა და სამომავლოდ დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა დაახლოებით 100 000 ჰა-თი იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 4 დაცული ტერიტორია საქართველოდან პირველადაა წარდგენილი იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად. ლევან დავითაშვილის…

მეტი...

2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. „ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მეტი...

თუ ინდოელ ტურისტებს საზღვარზე პრობლემებს არ შეუქმნიან, ყოველ მეორე დღეს, ჩარტერით, დიდი ნაკადი ჩამოვა   

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის, ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. თუმცა, რთული სავიზო პროცედურების შედეგად, ბევრი ტურისტული კომპანია უარს ამბობს თანამშრომლობაზე. როგორც შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინდური ტურისტული კომპანიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მათ მიერ ჩამოყვანილი ტურისტები საქართველოში არ დარჩებიან და უკან დაბრუნდებიან. მისი თქმით, ერთ-ერთი ავია კომპანია მზად არის, ორ დღეში ერთხელ ფრენები განახორციელოს საქართველოში ინდოელი ტურისტების ჩამოსაყვანად, თუმცა მათი მოთხოვნაა მივცეთ გარანტია, რომ საზღვარზე ჩამოყვანილ ტურისტებს პრობლემები არ შეექმნებათ.  “საკმაოდ რთულად მიდის ინდოეთიდან ტურისტების შემოყვანის საკითხი. ინდოეთი ყველაზე დიდი ბაზარია, მაგრამ,…

მეტი...

ირანელი ტურისტების სიმცირემ, ბიზნეს სექტორს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა

„ირანელი ტურისტები თითქმის აღარ ჩამოდიან საქართველოში. გასულ წელს, გადავწყვიტეთ, რომ საზღვრიდან გაგვეყარა ტურისტები  და ამას  ირანელი ტურისტების კლება მოჰყვა“, –  აღნიშნული განცხადება “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ირანელი ტურისტების სიმცირემ, დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა ბიზნეს სექტორს. მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე თითქმის 30-35%-იანი კლებაა ტურისტების რაოდენობის, რაც ირანელი და რუსი ტურისტების სიმცირის ბრალია: „რუსეთის გარდა, მეტი ტურისტი შემცირდა ირანიდან. ყველაზე დიდხანს, თბილისში, ირანელი ტურისტები რჩებოდნენ და თბილისიდან აკეთებდნენ გასვლებს. ძალიან დიდი ნეგატივი გვაქვს აღნიშნული მიმართულებით. არაბეთიდან კი  ტურისტების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ის დანაკლისი,…

მეტი...

“მთავარი საზრუნავია, უსაფრთხოდ იყოს ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა“- ვახტანგ გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატიმა, ვახტანგ გომელაურმა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშნის დამონტაჟებისას საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის დასაზუსტებელია, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზეა ე.წ. სასაზღვრო ნიშა დამონტაჟებული. მისი თქმით, მთავრი საზრუნავია, ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება. „ცხელი ხაზი გაააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა. ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. ახლა მთავარი საზრუნავია, უსაფრთხოდ იყოს ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სასაზღვრო…

მეტი...

“სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, სარწმუნოებასა და ჯარს შეუტიონ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, ქვეყნის ორ მთავარ ფუნდამენტს – სარწმუნოებას და ჯარს შეუტიონ. ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მათ პროვოკაციებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. „ეს უღირსი ადამიანები, ამ ორ მთავარ ფუნდამენტს ურტყამენ და ანგრევენ. ეს არის 0,1 პროცენტი. მე ბედნიერი ვარ, რომ მივეკუთვნები აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, პროვოკაციულ წამოწყებებს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე როგორც მიგვაჩნია სწორად. მე მჯერა, რომ პარლამენტის უმრავლესობა ასე ფიქრობს“, –…

მეტი...

რუსეთი ახალ რაკეტებს შექმნის

აშშ-თან ბირთვული პაქტის დაშლის შემდეგ, რუსეთი ახალ რაკეტებს შექმნის. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ვლადივასტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალი რაკეტების განთავსება იაპონიაში და სამხრეთ კორეაში სურს, რუსეთისთვის სამწუხაროა და შეშფოთებას იწვევს, რადგან ახალი ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ტერიტორიას გადაფარავს. შეგახსენებთ, რომ „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ ხელშეკრულებიდან ვაშინგტონი გასულ თვეს გავიდა. რაკეტა „ისკანდერ ემ“-ის შექმნის გამო, აშშ-მა რუსეთი აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მეტი...

“იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება” – ვახტანგ გომელაური

“იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს მოქალაქე, თუ პოლიციელი, ყველამ პასუხი უნდა აგოს.  “20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა საერთოდ მხედველობა დაკარგა და მეორეს მხედველობის რაღაც პროცენტები დარჩა. ძნელი იყო კონტროლირება. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე ადვილია თქმა, ეს ასე რატომ ქნეს, ისე რატომ არ ქნეს. პროკურატურა და…

მეტი...

“ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი”- ვახტანგ გომელაური

“ვიცოდით, რომ საქართველოში ჩამოდიოდა სერგეი გავრილოვი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, რომ თავმჯდომარის სავარძლიდან უნდა წაეყვანა სხდომა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 20 ივნისს ზოგიერთს 2003 და 2019 წელი ერთმანეთში აერია. მისი თქმით, რა პროცესებიც განვითარდა შემდეგ და იყო თუ არა ეს პროვოკაცია, ვიდეოკამერებში კარგად ჩანს. „ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი მთლიანი დელეგაციით, ყველა პიროვნება; ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო ასამბლეა და აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ის, რომ თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო და იქედან წაეყვანა სხდომა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით. მაგრამ…

მეტი...

“პანკისის ხეობაში შეიძლება მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა” – ვახტანგ გომელაური

“პოლიცია უნდა შესულიყო პანკისის ხეობაში. მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო”, – ამის შესახებ შს მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისს მომხდარ პროცესებზე. “შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა. სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ ეს მარტო შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო. მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. როცა შედის კომპანია, იწვევენ ექსკავატორს, ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა…

მეტი...

თემქაზე, ბინაში მისულ მეხანძრეებს, მოკლული ქალი დახვდათ

თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში, ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, 62 წლის, გარდაცვლილი ქალი დახვდათ. მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით გააჩინეს. ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი ქალის ნათესავის განცხადებით, სახლიდან სავარაუდოდ ოქროულობაა წაღებული. ამ დროისთვის მოკლული ქალის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

მოქალაქეს, დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება ანონიმურად შეეძლება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გასაღრმავებლად, სისტემაში ანონიმური შეტყობინების პლატფორმა დაინერგება. აღნიშნული სისტემით, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, პოლიციას, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ისე მიაწოდოს, რომ მისი ვინაობა ანონიმური დარჩეს. „მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ეს, საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე, მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. აღნიშნული, პირის ანონიმურობის…

მეტი...

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს. დაკავებულები ხანგოშვილს ახლოს იცნობდნენ, ერთ-ერთი მათგანი მეგობარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო თანამზრახველები მსხვერპლს უთვალთვალებდნენ და დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობდნენ. არსებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელი გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით შევიდა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი პიროვნება არ არის შეყვანილი. სავარაუდო მკვლელი, რომელიც ბერლინის წინასწარი პატიმრობის საკანშია მოთავსებული, ჩვენებას არ იძლევა. საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მეტი...

ტურისტულმა ებმარგომ საზღვაო კურორტები დააზარალა, მთაში კი პოზიტივი შეინიშნება – სეზონის შეჯამება „მთავარში“

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“, ტურისტული თვალსაზრისით ზაფხულის სეზონი შეაჯამა და შემოდგომიდან მოსალოდნელ მტკივნეული პროცესებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ, რუსეთის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა და ემბარგომ ყველაზე მეტად შავი ზღვისპირეთი დააზარალა. როგორც შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულეთში, სასტუმროებში, თითქმის 40% ჯავშანი გაუქმდა. მისი თქმით, განსაკუთრებით, მცირე ზომის სასტუმროები დაზარალდნენ. “ზაფხულის სეზონი რთულად წარიმართა, 20 ივნისამდე საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა, 20 ივნისის შემდგომ კი თითქმის 40% ჯავშანი გაუქმდა ქობულეთში. ქობულეთს ყველაზე მეტად დაეტყო სანქციები და ემბარგო. ბათუმში, ტურისტების თითქმის 25%-იანი კლება იყო. განსაკუთრებით…

მეტი...

“იმედი მაქვს უნგრელები საქართველოში ჩამოსვლით, კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით დაინტერესდებიან”- უნგრეთის პრეზიდენტი

“იმედი მაქვს, მომავალში უნგრეთის მოსახლეობა დაინტერესებული იქნება საქართველოში ჩამოსვლით, მისი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით”,- ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  შეხვედრაზე იანოშ ადერმამ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უნგრეთს შორის ავიამიმოსვლაზე.  ასევე, მან მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. „რამდენადაც ვიცი, 1990 წლის შემდეგ საქართველოში უნგრეთის პრეზიდენტი ჯერ არ ჩამოსულა და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვარ პირველი უნგრელი პრეზიდენტი, ვინც ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვია. ინტეგრაციისა და უშიშროების სფეროში ძალიან მკვეთრი საკითხები გვაქვს. უნგრეთი როგორც ადრე, მომავალშიც აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ვიცით, რომ შეიქმნა ახალი კომისია…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი, ჯარის რეფორმისას, ისრაელის, შვეიცარიისა და ბალტიისპირეთის გამოცდილებას გაიზიარებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ცვლილებისას ბალტიისპირეთის ქვეყნების, ისრაელისა და შვეიცარიის გამოცდილებას გამოიყენებს, რომელიც უნიკალურია ამ მიმართულებით. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, ის ძალიან მოტივირებულია, ამჯერად, ბოლომდე დაიხარჯოს. „მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში,  ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის. ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე ის ან იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი… ახლა, ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, ბოლომდე უნდა დავიხარჯო და ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს ღირსეულ, საამაყო ჯარს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. რაც შეეხება რეფორმებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა…

მეტი...

„გირჩის“ ამ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის გაძლიერებას“ – ირაკლი  ღარიბაშვილი  

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის თავდაცვის მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობაა  ქვეყნის, ხალხის და საამაყო ჯარისკაცების წინაშე. როგორც მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე  განაცხადა, პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ საქმიანობა ქვეყნისთვის სახიფათოა და ამ ორგანიზაციას სექტა უწოდა.   „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას… ეს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა… ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც, ყოვლად…

მეტი...

“მძიმე მემკვიდრეობასთან გვიწევს გამკლავება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ” – ქეთევან ციხელაშვილი

“რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ​მისი თქმით, 11 წელია, რაც ქვეყანა ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და მოსახლეობას, ყოველდღიურად, არაერთ სირთულესთან უწევს შეჭიდება. „ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში, ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად ორი დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს. რა თქმა…

მეტი...

„უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წამოება, გარდა ბირთვულისა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის 4 კომიტეტის გაერითიაებულ სხდომაზე მოუსმინეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც მომავალი თავდაცვის მინისტრისთვის, მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ტყვიის საწარმოს მშენებლობა იქნება. „ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ეს რა თქმა უნდა, პირველი სახის გამოწვევაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი, სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში,…

მეტი...

რეფორმები შსს-ს ყველა საპოლიციო დანაყოფს შეეხება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებაში რეფორმები ყველა საპოლიციო მიმართულებას შეეხება. როგორც გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და  სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის ამაღლება მისი მთავარი პრიორიტეტია. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა. სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და…

მეტი...

“ამ საპრეზიდენტო ვადით პოლიტიკურ კარიერას დავასრულებ” – სალომე ზურაბიშვილი

“პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა გამოწვევებს ხედავს სალომე ზურაბიშვილი მის წინაშე დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, პრეზიდენტი პასუხობს: „ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს”- სალომე ზურაბიშვილი

“ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა,”- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა “ფიგაროსთან” ინტერვიუში გააკეთა.  „ფიგაროს“ ჟურნალისტი კითხვაზე, რას უპასუხებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის, უმრავლესობის პარტიის სათავეშია და მას დიდი გავლენა აქვს.  „წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად…

მეტი...

“ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია” – გამომძიებელი ჟურნალისტი

პროექტ “ბელინგქათის” გამომძიებელი ჟურნალისტის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და მის ვინაობას რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს. ქრისტო გროზევმას თქმით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სხვა სახელითა და გვარით იმალებოდა.  გუშინ, ბერლინის პოლიციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო და საზოგადოებას მოუწოდა, მამაკაცის ვინაობაზე დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინათ სამართალდამცავებისთვის. საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა. მათი ცნობით, ეს ნაბიჯი ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ზნაურის რაიონში ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ანექსიაში სდებს ბრალს. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც ალანიის სახელმწიფოს საზღვრებს რუსებთან ერთად იცავენ, იძლევიან სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიას.

მეტი...

„ჩვენი პოლიტიკურ-გენეტიკური კოდით, კოალიციის შესაძლო სუბიექტები ვართ“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მომავალ პარლამენტში, საკუთარ პოლიტიკურ ძალას კოალიციის შემადგენლობაში განიხილავს. ექნება თუ არა მას კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, კოალიციის შესაქმნელად მთავარია პროგრამული, იდეოლოგიური, მორალურ-ზნეობრივი, პრინციპული საკითხების მიმართ თანხვედრა. „პროპორციული არჩევნებს სწორედ იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ კოალიციურ, მრავალპარტიულ, დემოკრატიის აუცილებლობას ვხედავთ ამ ქვეყანაში. საქართველომ უნდა დაასრულოს მოჯადოებული წრე, როცა ვეძებთ ერთ ადამიანს და მის თანაშემწეებს. გამოსავალი კოალიციური მთავრობებია, ვინაიდან, კოალიცია იძულებულს ხდის ადამიანებს შეთანხმდნენ რაღაცაზე და გათავისუფლდნენ იმ შეხედულებისგან, რომ „მე ერთს შემიძლია ყველაფერი“, „მე ერთმა უნდა მივიღო ისეთი უმრავლესობა რომ მერე…

მეტი...