“ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები” – სანდრა რულოვსი

“დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს პრემიერის პოსტზე. „ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ,…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა

აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა. სესია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გახსნა, რომელმაც  უმაღლეს საბჭოში გაწეული მუშაობასა და განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის უზენაეს სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებულ  საქმიან ურთიერთობებზე, რამაც ჯემალ გამახარიას განმარტებით, უზრუნველყო რეფორმების დაწყება უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაშიც, რომელიც მიმდინარეობდა არდადეგების პერიოდშიც და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ჯემალ გამახარიას განმარტებით, უმაღლესი საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია მიმდინარეობს არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით და საჯარო სამსახურის ეროვნულ…

მეტი...

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 69 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.540 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055 პროცენტით განისაზღვრა.

მეტი...

დააკავეს ქალი, რომელიც მოხუცებს ფულს სძალავდა

საბერძნეთის პოლიციამ თაღლითობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით, 38 წლის ბულგარელი ქალი დააკავა. ვესელინა სტანოევა, ძირითადად, მოხუცებს სძალავდა ფულს. ერთი თაღლითური გეგმით ის, მინიმუმ, 10 000 ევროს იღებდა. ბოლო ორი შემთხვევა საბერძნეთის ქალაქ დრამასა და ქსანთიში მოხდა. სტანოევა 94 და 81 წლის მოხუცების თანხას მოტყუებით დაეუფლა, რომელიც ჯამში 20 000 ევროს შეადგენდა. ამ ეტაპზე გამოძიება, მის მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად, გრძელდება.

მეტი...

ხვალიდან, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, სექტემბერში ე.წ. საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი რეიდების ჩატარება. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცოდნის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების გამო, საოკუპაციო რეჟიმი 4 სექტემბერს ორი დღით საქართველოს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს“.

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილის პირველი შეფასება მანდატის შეწყვეტის შემდეგ

“მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ, მანდატის დატოვების თაობაზე, უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, ვიდრე ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვამ”, – ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშილი პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას “მედიაცენტრ მთავართან”. შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევეტის თხოვნით მიმართა. პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 96 ხმით დააკმაყოფილა. ინფორმაციისთვის კი, ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.​

მეტი...

“ტვ პირველი” დააჯარიმეს

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „პირველი“ ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა.  „კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 პროცენტი დაეკისრა. 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. ცნობისთვის, მსგავსი კანონდარღვევის გამო, კომისიამ…

მეტი...

“იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც იმსახურებს მადლიერების გამოთქმას” – ცქიტიშვილი ბახტაძეზე

დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩებოდა. დეპუტატის თქმით, ის თამამი ნაბიჯები, რაც ბახტაძემ გადადგა, მადლობას იმსახურებს. “ბუნებრივია, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი ხელისუფალი შეიძლება აკრიტიკო და ბუნებრივია, ჩვენს მთავრობასა და მის კონკრეტულ შემადგენლობასაც ძალიან ბევრი საკრიტიკო ჰქონდა, რომელიც არასოდეს დაგვიშურებია. მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩემი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, კოლეგებიც დამეთანხმებიან, იმსახურებს მადლიერების გამოთქმას ამ ადამიანის მიმართ, რომელმაც თამამი ნაბიჯები გადადგა. კონკრეტულად ითქვა და კიდევ ერთხელ ვიტყვი – საბანკო სექტორი. ბუნებრივია არავინ შეიძლება იყოს საბანკო…

მეტი...

“უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს -„უკან წარსულში“ – დავით ჭიჭინაძე

“უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება 2012 წლიდან მოყოლებული და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს -„ უკან წარსულში“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. “პრემიერ-მინისტრობა ამ ქვეყანაში, თურმე, უნდა დაიმსახურო, თან სადღაც კულუარებში. როგორც ჩანს, მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს. ანუ, პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არამგონია რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი, იმიტომ,…

მეტი...

“ისიც კი მოახერხეს, რომ მაისურსა და პლაკატზე დაწერეს – “არა ოკუპაციას!”, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები” – გია ვოლსკი

„ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ მაისურსა და პლაკატზე დაწერეს – არა ოკუპაციას! როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრების მისვლას მაისურზე წარწერით – „სირცხვილია!“. ვოლსკის განცხადებით, ის, რომ დღეს საერთაშორისო რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, მმართველი გუნდის დამსახურებაა. მისი თქმით, ამაში თავისი წვლილი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც შეიტანა. „არ არსებობს ქვეყანა, განვითარებული დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც დაშვებულია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა,  რომ დაიწერეს ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატზე –…

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთხმად, 96 მომხრე ხმით მიიღეს. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, რადგან ის საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

მეტი...

“20 ივნისს მომხდარს არა „გავრილოვის ღამე“, არამედ „პარლამენტის შტურმის ღამე“ ჰქვია” – გია ჟორჟოლიანი

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ 20 ივნისს მომხდარს არა „გავრილოვის ღამე“, არამედ „პარლამენტის შტურმის ღამე“ ეწოდება. „მინდა, ჩვენი სახელით მივმართო უმრავლესობას, მედიას, საზოგადოებას, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენ სიტყვებს „გავრილოვის ღამე“. ეს არის მცდელობაა, აღნიშნული ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იყოს წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა და, რომელიც იმ დღეს აბსოლუტურად სხვა რამეს ახორციელებდა. იმას, რაც 20 ივნისს მოხდა, „გავრილოვის ღამე“ არ ჰქვია, ამას „პარლამენტის შტურმის ღამე“ ჰქვია. თუ წავუყრუებთ, ეს საზოგადოებაში დამკვიდრდება, ვითომ, გავრილოვი საქართველოს ისტორიისთვის ან მნიშვნელოვანი ფიგურაა ან ის ამბავი იყო მთავარი. არა, მთავარი იყო პარლამენტის…

მეტი...

თამარ ჩუგოშვილი, ოპოზიციას, საარჩევნო რეფორმისთვის მხარდაჭერას სთხოვს

 საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა უნდა განახორციელოს, ორი ნაწილისგან შედგება.  მისი თქმით, ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.  “ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ მარტო ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს. ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ხმები მარტივი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს და შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ცვლილების მიღებას სჭირდება თანამშრომლობა სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, უმრავლესობასა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის. მინდა მქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს, საკუთარ თავში იპოვოს ძალა,…

მეტი...

“ჩვენმა ოპონენტებმა იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის ნაცვლად მხოლოდ სტვენა იციან” – ზვიად ძიძიგური

“ჩვენი ოპონენტები ზედმეტ ენერგიას ნუ დახარჯავენ და იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ სტვენა შეუძლიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზვიად ძიძიგურის თქმით, წინა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ქუთაისში აქციების თავიდან არიდების მიზნით გადაიტანა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი პირიქით მოიქცა, რადგან მიაჩნიათ, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტის გარეთ ან პარლამენტის შიგნით კონტიტუციური მოვლენაა. „პროტესტის ყველა ფორმა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დააფიქსირებენ, მისაღებია, უბრალოდ კანონის ფარგლებიდან არ უნდა გავიდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს „კონსერვატიული ფრაქციის“ სახელით, ვიცი, რომ ბევრი ჩემი კოლეგაც შემომიერთდება იმ გაწეული სამუშაოსათვის, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ძალიან ღირსეულად განახორციელა ბოლო…

მეტი...

“ნაც მოძრობის” დაგეგმილი აქციებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”- მამუკა მდინარაძე

“მინდა მივუსამძიმრო “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი დანაყოფით, რომ გავრილოვის რევოლუცია არ შედგა. არშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი პოსტ ისტერია,” – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მორალზე საუბარი სირცხვილია და მათ მიერ დაგეგმილი აქციებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  “კმარა”-დან ვერ გამოვიდა ეს ხალხი. გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და პატივს ვცემ, მაგრამ “ნაც მოძრობის” დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულაცია, სირცხვილია შტურმის მოწოდება, სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმვა, სირცხვილია მათი მხარდაჭერილი რეზოლუციის გაპრავება, სირცხვილი ტყუილების ლაპარაკი ყველა თემაზე, სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების…

მეტი...

“ევროპული საქართველოს” წევრებმა პარლამენტის სხდომა, პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი მაისურით – „სირცხვილია“ მივიდა. ხოშტარიამ სტვენა დაიწყო, რაშიც მას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. პროტესტის შემდეგ, მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს. ამასთან, პარლამენტის შენობის გარეთ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

მეტი...

„ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს” – რომან გოცირიძე

„ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაეწია საზოგადოებრივი პროტესტისთვის და მოეხსნა გახარია, პირიქით, თავზე დაგვასვა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დასახელებას. ​როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, ახალი მთავრობა რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილებაა. “ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბედი, ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ეს არის ფაქტობრივად გავრილოვის მთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება. საქარველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად ამ დარბაზში, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს, უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ…

მეტი...

ბიზნესსექტორში 31 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საშუალო ხელფასი კი, 90 ლარით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 31 ათასით გაიზარდა და 687.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1% – მცირე ბიზნესზე. ამასთან, 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 90.7 ლარით მეტია. საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო ხელფასი თვეში შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 251 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

მეტი...

ბოლო ერთ წელიწადში სურსათი 8%-ით, თამბაქო კი, 29%-ით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საქართველოში 8.0%-ით გაძვირდა. საქსტატის აგვისტოს თვის მონაცემებით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი – 18.2%, თევზეული – 16.3%, პური და პურპროდუქტები – 12.4%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -11.0%, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.3%, რძე, ყველი და კვერცხი – 6.5%, ასევე მინერალური და წყაროს წყალი – 4.7%. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე წლიურად 3.4%-ით. ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში გაძვირებულია თამბაქო – 29.1%-ით. ამასთან, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.8%-ით. ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე…

მეტი...

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

მოძრაობა „სირცხვილიას”, „ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. მათ შენობის სამივე შესასვლელი დაიკავებული აქვთ და აცხადებენ, რომ მოაწყობენ „სირცხვილის კორიდორს“, რათა საშემოდგომო სესიაზე შესულ დეპუტატებს მოუწიოთ ამ გზის გავლა. მოძრაობის ორგანიოზატორები ბანერებით არიან მოსულები.  ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საყვირებითა და შეძახილებით „სირცხვილია“ და „მონებო“ ხვდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების გამო არის დამნაშავე და ის პრემიერ-მინისტრად არ უნდა დაინიშნოს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა რუსული დაკვეთაა. პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

“გახარია არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა და ყოველთვის მკაფიოა თავის ქმედებებში”- სოფიო ქაცარავა

“გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციასა და თანამდებობაზე,” – აღნიშნული განცხადება, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გააკეთა.  მისი თქმით, გიორგი გახარიამ საზოგადოებას უნდა დაანახოს მკაფიო ხედვა საქართველოს  მომავალზე. “დღევანდელ მოცემულობაში, გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც. ახალი პრემიერის უმთავრესი ამოცანაა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას…

მეტი...

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ათი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.  „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის – ხუთი, ქვემო ქართლში – ერთი, სამცხე-ჯავახეთში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი ცხრა ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 30 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი…

მეტი...

“თუ საქართველოს უარს ვეუბნებით, ე.ი რუსეთი გვკარნახობს, ვის შეუძლია დასავლური ორიენტაციის არჩევა და ვის არა” – ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარდა, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ევროპისკენ იყურებიან და ითხოვენ, რომ ერთ დღესაც მათაც მიეცეთ შანსი. „გაიხსენეთ საქართველო. მთავარი მიზეზი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ არ მივუხუროთ კარი საქართველოს, არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია და ეს გაყინული კონფლიქტიც კი არ არის. ოკუპაცია სამხრეთ ოსეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თუ საქართველო შეძლებს გახდეს ისეთივე კარგი რეფორმატორი ქვეყანა, როგორებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან, ევროკავშირმა გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსაც უნდა შესთავაზოს.  „თუ საქართველოს ამ პერსპექტივაზე უარს ვეუბნებით მხოლოდ იმის გამო, რომ გვეშინია რუსეთის რეაქციის, ეს…

მეტი...

“გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებსა და ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება”- გია ვოლსკი 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს და ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება. მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს.  “სამთავრობო აქტივობები და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა ინტენსიფიცირებული იქნება. თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით გაზრდილი იქნება თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის, რასაც ვგეგმავთ. საზოგადოების ამ ნაწილის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ. გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსა და…

მეტი...

გიორგი გახარია, სამთავრობო პროგრამას და ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს დღესვე წარუდგენს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დღესვე მივა, სადაც დეპუტატებს განახლებულ  სამთავრობო პროგრამასა და განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 3 მინისტრი შეიცვლება. „ეს ცვლილებები, დარწმუნებული ვარ, გააძლიერებს გუნდს და  მას უფრო ეფექტურს გახდის“, – ასე ახსნა გიორგი გახარიამ მთავრობაში ცვლილებები. „ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ…

მეტი...

„მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით“ – ბიძინა ივანიშვილი მამუკა ბახტაძეს კულტურული წასვლისთვის მადლობას უხდის 

„მამუკა ბახტაძემ ადგილი დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მადლობა გადავუხადეთ მას კულტურული წასვლისთვის“ – აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენისას განაცხადა. „პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირას ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც უკვე შევათანხმეთ ეს საკითხი, მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა და დღეს, მეც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი…

მეტი...

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იქნება, მთავრობაში 3 მინისტრი იცვლება

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შ მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ახალი პრემიერი კი მთავრობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ის დღესვე მივა პარლამენტში, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პროგრამას წარადგენს. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში შინაგან  საქმეთა მინისტრი სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური იქნება, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი კი თავდაცვის მოქმედი მინისტრი ლევან იზორია.

მეტი...

დღეს ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენენ დადგენილების პროექტს, ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. უფლებამოსილების შეწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, რადგან ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში მართმადიდებლობისსაერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების.

მეტი...

“ახალი პრემიერის შერჩევის გარდა, “ქართული ოცნების” ყოფნა-არყოფნას ათანხმებს დღეს ივანიშვილთან დაახლოებული პირი აშშ-ში” – ჭიჭინაძე

“მარტო ახალი პრემიერის შერჩევის საკითხს კი არა, „ქართული ოცნების“ ყოფნა-არყოფნას ათანხმებს დღეს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, გავლენიანი პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას” აღარ აქვს ხალხის ნდობა, რაც 2012 წელს ჰქონდა. „ქართულ ოცნებას“ აღარც ის ძალა აქვს, აღარც ლეგიტიმაცია და არც ხალხის ის ნდობა, რომელიც 2012 წელს ჰქონდა. მითუმეტეს, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსეთი არაა შენი მეგობარი და შენ მაინც რუსეთის წარმომადგენელი გინდა პრემიერად დანიშნო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას სხვა, რუსული კუდი მოჰყვება და ეს სულ ცოტა ერთი…

მეტი...