ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

მეტი...

ვოლსკის თქმით, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება არ განიხილება

“ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მედიის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. „ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია, მაგრამ არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს. ასე რომ, ვფიქრობ, კოლეგიალური სტრუქტურა არსებობს. ვფიქრობ, პოზიციები საკმაოდ ერთგვაროვანია ჩვენს გუნდში და ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს მარტო ერთპიროვნულს. ეს უნდა დავაფასოთ. ამ მიმართულებით…

მეტი...

“არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს” – სალომე ზურაბიშვილი

“არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი არსებობს და საქართველოს პარტნიორები არ ეგუებიან ამ ვითარებას. „ბელგიის პრემიერი, რომელიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე, დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ, არა მხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით…

მეტი...

“გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო, რომელიც ეტაპობრივად გაჟღერდება. „მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ დღეს საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ, ვითათბირეთ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ ეტაპობრივად, ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ კიდევ უფრო მეტი და აშ. მიმდინარეობს და გრძელდება კონსულტაციები, შესაბამისად გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია ეცნობება ეტაპობრივად. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი გუნდში, ვიმსჯელეთ საინტერესო დისკუსია და მსჯელობა შედგა. კიდევ გრძელდება ეს კონსულტაციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი...

“ხვალ დიდი მოცულობის ინფორმაციას გაიგებთ” – გია ვოლსკი

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებს. „ვფიქრობ, ხვალ დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე”, – განაცხადა გია ვოლსკი. კითხვაზე, დატოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკი პასუხობს: “გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რაც წინ გადახტომას არ ითვალისწინებს. დღეს ამ საკითხების განხილვა დავიწყეთ და სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვას დავამთავრებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მეტი...

გორში 5 წლის ბავშვს ეძებენ

გორში, იერუშალაიმის ქუჩაზე 5 წლის მათე ელიაური დაიკარგა. ბავშვის დედის განცხადებით, მცირეწლოვანი მოულოდნელად გავიდა მაღაზიიდან, სადაც დაკარგული ბავშვის დედა მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ ჩაჯდა 5 წლის ბავშვი შავი ფერის მანქანაში და გაუჩინარდა. ავტომობილის მარკა დაუდგენელია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებური, დაწყებულია წინასწარი მოკვლევა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს, დღემდე გრძელდება ოკუპაცია”- პოლონეთის პრეზიდენტი

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები”, – ამის შესახებ პოლონეთის მინისტრმა, ანჟეის დუდამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აგრესიას უნდა მოჰყვეს სანქციები და უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელითაც ცხადი გახდება, რომ ნებისმიერი სამხედრო აგრესიას მოჰყვება დამაჯერებელი და ძლიერი პასუხი. „საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ სამხედრო აგრესია აღარ განმეორდება. დღეს ჩვენ, კვლავ ვუმკლავდებით იმპერიალისტურ ტენდენციებს ევროპაში, რაც გამოიხატება საზღვრების ძალის…

მეტი...

“ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის განცხადება, თითქოს ქარელში დრონი ქართველმა პოლიციელებმა ჩამოაგდეს, ტყუილია” – სუს-ი

“ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, თითქოს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დრონი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, თითქოს აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადეს სუს-ში. უწყების ცნობით, დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი…

მეტი...

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, პრემიერ-მინისტრის მიერ, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივას არ უკავშირდება. “მედიაცენტრი მთავარი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენს ინიციატივას. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს არასოდეს მოუთხოვია ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა. ვიზიარებთ ახალგაზრდების დიდი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ მთავრობამ სწორად უნდა შეაფასოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები, მათ შორის, არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი ბიუროკრატიული სისტემის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ,…

მეტი...

“რაც არ უნდა კარგი მოსამართლეები შეარჩიონ, ოპოზიცია მაინც იხმაურებს” – სიმონ ნოზაძე

“რაც არ უნდა კარგი მოსამართლეები შეარჩიონ, ოპოზიცია მაინც იხმაურებს”, – ამის შესახებ ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. სიმონ ნოზაძის თქმით, ეს პროცესი სულაც არ იქნება იოლი. “როცა ეს სია პარლამენტს გადმოეგზავნება, დაიწყება მისი განხილვა, რაც იოლი პროცესი სულაც არ იქნება. არავინ გვავალდებულებს, რომ ოცივე კანდიდატი დამტკიცდეს. შეიძლება ყველა დამტკიცდეს, შეიძლება ნაწილი, მაგრამ ეს მუშა პროცესია და ოპოზიციას იმის საშუალებას არ მივცემთ, რომ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ ეს”, – განაცხადა ნოზაძემ. დეპუტატი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ღირსეულ კანდიდატებს დაამტკიცებს. კითხვაზე, რის მიხედვით გააკეთებს ის არჩევანს, ნოზაძე პასუხობს, რომ პროფესიონალიზმისა და…

მეტი...

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” პირველი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის…

მეტი...

დღეს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი გავა

პირველ სექტემბერს, მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზე გაჩერდება. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა – თბილისი 12:40 საათი, ჩასვლა – „ბლექ სი არენა“ 17:25 საათი; ჩასვლა – ბათუმი 18:23 საათი, გამოსვლა-ბათუმი 23:50 საათი; გამოსვლა-„ბლექ სი არენა“ 0:38 საათი, ჩასვლა – თბილისი 5:15 საათი. ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან პირველ სექტემბერს მატარებელი №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატარებელი №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც ექნებათ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით – Georgian Railway Tickets. აპლიკაციას…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში, თამარის ციხე დაათვალიერა

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, მან იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება. თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო

მეტი...