ირაკლი იმნაიშვილს „რუსთავი 2“- ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. არხის გენერალურმა დირექტორმა ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. პაატა სალიას განცხადებით, ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი იმედოვნებს, რომ ის მალე მათი გუნდის წევრი გახდება. “დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ, მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ…

მეტი...

საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძულიდან, ძლიერი ხანძრის გამო, ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ძლიერი ხანძრის გამო, სანაპიროებიდან და სასტუმროებიდან ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე სულ ხანძრის ათობით კერაა დაფიქსირებული. მათ შორის, ხანძარი მძინვარებს პელოპონესის რეგიონსა და კუნძულ კრეტაზე. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 700-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.  ​პელოპონესში ცეცხლის განზრახ გაჩენის გამო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

მეტი...

“დამოუკიდებლობის ცრუ მოლოდინში გატარებული 11 წელი” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღს ეხმაურება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო კიდევ ერთი მძიმე ნაბიჯი, რომელიც კრემლმა მთელი ცივილიზებული სამყაროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული იგნორირებითა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით გადადგა “2008 წლის 26 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი ომი ჩვენი ქვეყნის  ტერიოტორიის 20%-ის ოკუპაციით დამთავრდა, რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა. ეს იყო კიდევ ერთი მძიმე ნაბიჯი, რომელიც კრემლმა მთელი ცივილიზებული სამყაროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული იგნორირებითა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით…

მეტი...

“მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს” – ხაჯიმბა ზურაბიშვილს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში საქართველო მას არ აინტერესებს. „ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ხაჯიმბამ. ასევე, ხაჯიმბამ დასძინა, რომ აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე რუსეთის სახით, რომელთანაც ისინი აქტიურად მუშაობენ. სხვა ყველაფერს კი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა “უაზრო ლაპარაკი” უწოდა. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ყველა გზასა და საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, უახლოეს მომავალში, მისი პრეზიდენტობის ვადაში საქართველოს მშვიდობიანად დაუბრუნდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

მეტი...

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია გაათავისუფლეს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია გაათავისუფლეს. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი). „აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერტ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, – აცხადებენ პროკურატურაში. გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი…

მეტი...

დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ. როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, გამოყოფილი თანხით იგეგმება სპეციალური ავიატექნიკის შესყიდვა, რაც ბრაზილიის მთავრობას ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმარება. ასევე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიმუშავებენ გრძელვადიან სტრატეგიას, რაც ამაზონის რეგიონში ხანძრების პრევენციას და ამაზონის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად. ემანუელ მაკრონის თქმით, ამაზონის რეგიონი დედამიწის ფილტვებია, რომლის ბედიც ყველას უნდა ადარდებდეს.

მეტი...

ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ამასთან, აპატურაის თქმით, ალიანსის მოკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. „ნატო არ აღიარებს 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში. ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მეტი...

„საქართველომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია” – მინისტრი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით,  საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისიით სტუმრობენ.  მეცნიერებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო. „საქართველომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, დადებით შედეგებს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ქვეყანას მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამ გამოცდილებით ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებთანაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ  მოსახლეობა, ფერმერები კვლავ აქტიურად იყვნენ…

მეტი...

საკუთარი ძაღლის წამებისთვის 37 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც შს სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი გამოვლინდა, დაკავებული პირი კი ადრეც ნასამართლევია. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“ – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

მეტი...

“ხაჯიმბა მეორე ტურში არააფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა” – ჯემალ გამახარია

“ხაჯიმბა მეორე ტურში არააფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა, რაც რუსეთმა უზრუნველყო. მეორე კი, ძირითადად, აფხაზური მოსახლეობის ხმებით”, – ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე საუბრისას განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში” გამახარია ვარაუდობს, რომ აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო მმართველის პირობებში, რუსეთს ანექსია, ძალიან გაუჭირდება. “ხაჯიმბა გასულია არააფხაზური მოსახლეობის ხმებით, რაც რუსეთმა უზრუნველყო. მეორე კი, ძირითადად, აფხაზური მოსახლეობის ხმებით. პრინციპულად საქართველოში ბევრი რამ შეიძლება არ შეიცვალოს. აფხაზების მიერ არჩეული იქაური დე-ფაქტო მმართველის პირობებში, ანექსია რუსეთს, ალბათ, ძალიან გაუჭირდება, თუკი ის არ მიმართავს ღია აგრესიას. ჩვენთვის უფრო სასურველი იქნება პიროვნება, რომელსაც…

მეტი...

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა გირაო გადაიხადეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, სასამართლოს მიერ  შეფარდებული  გირაოს თანხა,  თითოეულმა 700 000 ლარი გადაიხადა. როგორც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თანხა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ვადებში დაიფარა. თიბისი ბანკის დამფუძნებლლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 700-700 000-ლარიანი გირაო თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

“აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო ლიდერი, არასდროს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე” – ჯემალ გამახარია

“ომის წინ, აფხაზეთში 347 000 ამომრჩეველი იყო. გუშინ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე კი 118 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ანუ თითქმის 3-ჯერ ნაკლებმა. როდესაც ამომრჩეველთა ორი მესამედი ამ ტერიტორიიდანაა განდევნილი, რომელ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი”, – ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე საუბრისას განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში”. გამახარიას თქმით, პირადად მისთვის, სულერთი არ არის ვინ იქნება არჩეული დე-ფაქტო მმართველად. მისი განცხადებით, აფხაზების მიერ არჩეული ლიდერი არასდროს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე. “პირადად ჩემთვის, როგორც იქაური მაცხოვრებლისთვის, სულერთი არ არის ვინ იქნება იქ დე-ფაქტო მმართველი. აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო ლიდერი, არასდროს…

მეტი...

„ისინი დამნაშავეები არიან, საქართველოს ხელისუფლება უნდა მოექცეს ისე, როგორც დამნაშავეებს“ – ჯემალ გამახარია აფხაზეთში ჩასულ გერმანიის დელეგაციაზე

„მათ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონი  ოკუპაციის შესახებ. ისინი დამნაშავეები არიან. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ მოექცევა ზუსტად ისე, როგორც დამნაშავეებს უნდა მოექცეს“ – ეს განცხადება აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სახელით, საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. საუბარია გერმანელ და ავსტრიელ დელეგაციის წევრებზე, რომლებიც, დამკვირვებლის სტატუსით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩავიდნენ. როგორც გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე განცხადება გერმანიის საელჩომაც უნდა გააკეთოს. „ე.წ. არჩევნების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მას დაესწრო გერმანიის ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიტერი, ის არის ახალი, ულტრა მემარჯენე პარტია „ალტერნატივა…

მეტი...

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივად დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ არჩევნები

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.  „ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივლისს გამართულ ე.წ საპარლამენტო…

მეტი...

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს” – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს”, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს.…

მეტი...

“არ ვაღიარებთ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს” – ფინეთის საგარეო უწყება

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.  უწყების ცნობით, ფინეთი სრულ მხარდაწერას უცხადებს საქართველოს და არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ “არჩევნებს”. „ფინეთი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, – აღნიშნულია ფინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. „პრეზიდენტობის“ კანდიდატებმა გაპრეზიდენტებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მეტი...

დღეიდან, პენიტენციური დაწესებულებები, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს მიიღებენ

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათებს დღეს და ხვალ, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ამანათების მიღების პროცესს ისინი შეუფერხებლად უზრუნველყოფენ. „კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის ხაჯიმბა და შამბა იბრძოლებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა.  „პრეზიდენტობის“ კანდიდატებმა გაპრეზიდენტებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ აცხადებენ, 154 საარჩევნო უბნიდან, 150 უბანზე ხმები უკვე დათვლილია.  მიღებული მონაცემებით,  რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიციანმა – 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%. შესაბამისად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მეტი...