ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. გიორგი როსტომაშვილმა  თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი,  “თამარა 2”, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა. 29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  “რეკორდსმენთა თასის” მფლობელი გახდა.

მეტი...

ხვალიდან “ფორსაჟი 9”-ის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, “ფორსაჟი 9”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობა 26 აგვისტოს 23:00 საათიდან თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე აიკრძალება. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამასთან, რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. უწყების ცნობით, მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე. ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლით მოხვდება რუსთაველის გამზირზე.

მეტი...

“ცრუ არჩევნების შედეგები ბათილია!“- ჯემალ გამახარია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებზე 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნებთან“ დაკავშირებით  აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს. როგორც ჯემალ გამახარია აცხადებს, შეუძლებელია ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია. „მედიაცენტრი მთავარი“ ჯემალ გამახარიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში, რომელიც დღეს იმართება, წარმოადგენს მორიგ ძალადობას კანონზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალზე. დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამჯერადაც ერთსულოვანი იქნება და არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნების“ სახელწოდებით გათამაშებულ ფარსს. მასზე მოსკოვის გავლენის ამა თუ იმ აგენტის დასწრება…

მეტი...

„უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” – უკრაინა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებზე

„უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“ – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. „მედიაცენტრი მთავარი“ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და…

მეტი...

3 თვეში, სექსუალური შევიწროების 22 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სექსუალური შევიწროების შემთვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას. შსს-ს ინფორმაცით, პოლიციამ, 3 თვეში, სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა. 2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც, სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით. „სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ,…

მეტი...

“ეს არ არის რეალურად არჩევნები, ესაა მხოლოდ არჩევნების იმიტაცია” – თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება და ის მხოლოდ არჩევნების იმიტაციაა. „ეს არ არის რეალურად არჩევნები, ეს არის მხოლოდ არჩევნების იმიტაცია. ვერანაირ არჩევნებს, ვერანაირ ლეგიტიმურ პროცესს, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებაც ექნებოდა ვერ ექნება ადგილი, ბუნებრივია, ოკუპაციის პირობებში იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთიდან განდევნილია მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან ამ არჩევნების მიმართ არც მოლოდინი, არც რაიმე სხვა…

მეტი...

“ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას” – მეუფე შიო

“ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ვნებების საწყისი დემონური სამყაროა. „ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო, ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი…

მეტი...

“ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში” – მეუფე შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში. როგორც მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრად სწორედ 25 აგვისტოს აკურთხეს. მან პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა. “დღევანდელ კვირას დაემთხვა ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევის თარიღი და მინდა მივულოცო მას. მადლობა მინდა ვუთხრა მთელი მისი ღვაწლისთვის. მისი მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში, საქართველოს ეკლესიაში”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მეტი...

“თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი” – უგულავა ზურაბიშვილს

“სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით – გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. “როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსობა გამოდგა. უტიფარი – ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით – გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან…

მეტი...

გერმანიაში, პანკისის მკვიდრის მკვლელობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა. ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ საზღვარს რამდენიმე დღით კეტავს. მიზეზი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებია. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება. „გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს – საგარეო უწყების განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად აფასებს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ეთნიკური წმენდისა და ასობით ათასი  დევნილის ფონზე, ამ „არჩევნებს“ სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. „იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი  და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ…

მეტი...

თბილისში, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,  მიმდინარე წლის 24 აგვისტოს 22:00 საათიდან 25 აგვისტოს 08:00 საათამდე და 25 აგვისტოს 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო „ამბასადორთან“), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც…

მეტი...