„მე ვზრუნავ, რომ ვეძებოთ ყველა გზა და საშუალება, რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები“ – პრეზიდენტი

„ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე. „რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ…

მეტი...

„დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას“ – პრეზიდენტი

„სწორედ დღეს საჭიროდ მიმაჩნია ვილაპარაკო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ხშირად ან არასწორად გაგებულია, ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საზღვრების თემით დავიწყოთ“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ჩვენს მეზობლებთან საზღვარი დადგინდეს. „დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად, მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაჩქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

“ამაყი ვარ, პირველი იმით, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეინარჩუნა” – სალომე ზურაბიშვილი

“შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს, რა საჭიროა კონსტიტუცია თუ იგი ვერ გვიცავს და ვერ იცავს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიას და მის მთლიანობას. მაგრამ, დღეს, უნდა ყველას გვახსოვდეს და არა მხოლოდ დღეს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია იყო. იმ დღეს მიღებული, როცა იწყებოდა საქართველოს დამარცხება, შემოსვლა და დამარცხება” – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეიძლება, ვიღაცამ მხოლოდ სიმბოლურ აქტად შეაფასოს და აღიქვას კონსტიტუცია, შეიძლება ვიღაცამ და ბევრმა არც წაიკითხონ, შეიძლება მავანთ არ იცოდნენ და შესაბამისად არ დააფასონ…

მეტი...

ხვალ, ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს

25 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. აფხაზეთის გარდა, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის, საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციაშიც იხსნება. ე.წ. არჩევნებში, დამკვირვებლის სტატუსით, რუსეთის ფედერაციის  საპარლამენტო დელეგაციებიც  გეგმავენ ჩასვლას. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რაულ ხაჯიმბაა. „არჩევნებთან“ დაკავშირებით, 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, „მედია ცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გაკეთდება.   

მეტი...

აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს – სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

“აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება”, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ალადაშვილმა განაცხადა. ალადაშვილმა სოფელ საყავრესთან მომხდარ ხანძარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ლიკვიდაციაში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები არიან ჩართული, ამასთან, კერების დამუშავებაში 60-მდე მეტყევე მონაწილეობს. მისივე თქმით, დილით არსებული მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა ხვალაც. „დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ ეტაპისთვის ხანძრის გავრცელების არეალი არის შეზღუდული, ვითარება ექვემდებარება კონტროლს. ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,…

მეტი...

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციოდ, შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციოდ შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს. ამაზონის ტყეში მაშტაბურ ხანძართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სხვა ლიდერებთან ერთად. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარადკარი გამოვიდნენ ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიის პრეზიდენტი გარემოს დაცვის კუთხით პოლიტიკას არ გადახედავს, ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება შეჩერდეს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეიცავს, რადგან ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს.

მეტი...