ბაჩანა შენგელიას, დედის, ია კერზაიას საქმე სტრასბურგში მიაქვს

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, დედის საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებს. შენგელია აპროტესტებს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, სს საქმის შეწყვეტსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქმე პოლიტზირებულია. როგორც ბაჩანა შენგელიამ  „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სასამართლოს ყველა ისტანციის მოვლის შემდეგ, მას გეზი სტრასბურგის სასამართლოსკე აქვს აღებული. „თავიდანმე ვაცხადებდი, რომ ეს საქმე იყო პოლიტიზირებული. ის შეწყვეტის შესახებ. აპრილში, როცა საქმეს გავეცანი,  დავრწმუნდი, რონ  ყველა მტკიცებულება და საპროცესო მოქმედება არასწორად იყო გაკეთებული, ვიდეოკადრებიც დაგვიანებით იყო ამოღებული, განადგურებული იყო მტკიცებულებები. საქმის გამოძიება ისე დაასრულეს, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ კი დაუკითხავთ. ასევე,…

მეტი...

„ფორსაჟის“ გადაღებისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამერიკული ფილმის ეპიზოდის გადაღება სწორედ თბილისში მოხდება. „ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლზე  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას“ – აცხადებენ თბილისის მერიაში და შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.

მეტი...

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიაწოდეს. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, შემაჯამებელი გადაწყვეტილება სს საქმეში არარსებულ დანაშაულის ნიშნებს უკავშირდება. „2019 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის – ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით…

მეტი...

შავ ზღვაზე ბანაობა ისევ აკრძალულია

შავ ზღვის სანაპიროზე თეთრი დროშები ჩამოწიეს და ისევ წითელი ააფრიალეს. „შტორმის“ გამო, ბანაობა ისევ აკრძალულია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს,  ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე, 3-დან 4 ბალამდე „შტორმი“ ფიქსირდება, რის გამოც, ზღვაში შესვლა კატეგორიულად იკრძალება. მაშველები საზღვაო ზოლის მთელ პერიმეტრზე გადაადგილდებიან და დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. შეგახსენებთ, რომ, 20-21 აგვისტოს, ძლიერი ღელვის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალული იყო. 22 აგვისტოს კი ღელვა დაწყნარდა. 23-ში კი ბანაობა ისევ აიკრძალა.

მეტი...

რამდენს ხარჯავს 1 ქართველი ტურისტი უცხოეთში?!

საქსტატმა, 2019 წლის II კვარტალში, უცხოეთში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები გამოაქვეყნა. საერთო თანხამ კი  617.5 მილიონი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში, საქართველოდან  უცხოეთში სამოგზაუროდ 1 780.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. უცხოეთში ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა კი  617.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ერთ ვიზიტზე, საშუალოდ, 1 100.7 ლარს შეადგენს. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში, ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები, ტურისტულად ყველაზე დიდი რაოდენობით აზერბაიჯანსა და თურქეთში გადიან

ტურიზმის სტატისტიკას მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთსა და აზერბაიჯანში გაედინებიან. საქატატის მონაცემებით, თურქეთში ტურისტულად 255.3 ათასი, ხოლო აზერბაიჯანში 117.9 ათასი ვიზიტი განხორციელდა. პროცენტულად კი, საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 44.3% მოდის, აზერბაიჯანზე  20.4%, სომხეთზე – 10.9%, რუსეთის ფედერაციაზე – 7.5%, უკრაინაზე – 1.6%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე – 10.3%.

მეტი...

კახეთის რეგიონში, ჭარბ ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც შესაძლოა, ყურძენზე მოთხოვნა შეამციროს

„სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ“ – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. „წლიდან წლამდე, რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს, კიდევ უფრო მეტს ველოდებით. პარალელურად, გაზრდილია როგორც გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით,  ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც.  გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებ “რუსთავი 2″-ის გადასარჩენად” – ქიბარ ხალვაში

“რუსთავი2”-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “რუსთავი 2”-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევთავაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლდა, ზოგიერთი თანამშრომლის…

მეტი...

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განმარტებით, ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიასთან გასამკლავებლად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც კი არ შეუძლია.  ცოტა ხნით ადრე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონზე ცეცხლის გაჩენაში არასამათავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუმ განმარტა, რომ ამ გზით ისინი მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ. მიზეზი კი მათი დაფინანსების შემცირებაა. თუმცა მთავრობის ოპონენტები და თავად არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას სწორედ ბოლსონარუს და მის მთავრობას აკისრებენ. მათი განმარტებით, ამაზონზე მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ანტიეკოლოგიური პოლიტიკაა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80%-ითაა გაზრდილი.

მეტი...

“ბორდერიზაციის პრობლემაზე შორიდან თუ ახლოდან მხოლოდ ყურება სიტუაციას არ შეცვლის” – სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ ევროკავშირისგან გვჭირდება ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის არის ბორდერიზაციის საკითხი და ჩვენს რთულ მეზობელთან ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია, ბორდერიზაცია, ინდივიდების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სოფლების დაყოფა რუსეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების ცალსახა დარღვევაზე მეტყველებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს. „ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ გავააქტიუროთ მოლაპარაკებების ფორმატი, რათა ამას რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა მივცეთ. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ…

მეტი...