ჟურნალისტები „რუსთავი 2″-ს ტოვებენ, პაატა სალია განცხადებას ხვალ გააკეთებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები პოზიციებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. დღეს, კურიერის გამოშვება ეთერში არც გასულა.  „რუსთავი 2″ -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ხვალ აპირებს. “კურიერი” თითქმის მთელმა გუნდმა დატოვა, რის გამოც, საინფორმაციო გამოშვებები ეთერიდან მოიხსნა. ჟურნალისტების თქმით, პაატა სალიამ მათ არხზე დარჩენა შესთავაზა, თუცა, ეს წინადადება იმ მიზეზით არ მიიღეს, რომ არხი დამოუკიდებელი არ იქნება. “რუსთავი 2″ ჩემი სახლია” – ამ სიტყვებით დატოვა თითქმის ყველა ჟურნალისტმა არხი.

მეტი...

ბიუჯეტისთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებისთვის ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს  

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.  დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სანამ ბრალდებას სრულფასოვნად არ გაეცნობა, შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგანაც საქმეს არ იცნობს. „15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით. გაცნობამდე ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ, ვინაიდან არის საქმის მასალები, რისი საქმის კურსშიც საერთოდ არ ვარ. აზრზე არ ვარ, რა ხდება და როგორ არის. პოლიტიკური მოტივი არის გამორიცხული. ყველაფერი წესრიგში მაქვს. უნდა გავეცნო“, – განაცხადა ღაჭავამ. როგორც ბიზნესმენმა…

მეტი...

შიდა ქართლში, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტები დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ შიდა ქართლში 31 ობიექტი შეამოწმა და 17 დააჯარიმა. ბიზნესოპერატორებს 2000 ლარიანი სანქცია დაეკისრათ.     სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს  მთელი  ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა  შიდა ქართლის რეგიონში. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ  დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო. ასევე, 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით  განადგურება, რასაც  ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

მეტი...

ვაკის პარკის რეაბილიტაციის კვლევაზე ხელშეკრულება ბრიტანულ კომპანიას გაუფორმდა

ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს. გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კომპანიას ამ მიმართულებით მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს. „ამ კომპანიას  აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი,…

მეტი...

“ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა” – კახა კალაძე

“ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს და სხვა პირების მიერ თანხების მოთხოვნა დანაშაულია. „თუ ასეთი შემთხვევები ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ხვდება ასეთ სიტუაციაში, მარტივად, აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს, შსს-ს და მოჰყვება რეაგირება. ე.წ სტაინშიკები არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნება არის ადამიანების, თუ უნდა, გადაუხდის ფულს, თუ უნდა, არა. ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი უფლება, მოსთხოვონ მანქანის მძღოლს რაიმე საფასური. ეს უკანონოა. ასეთი სამსახური, რომ ადამიანები იდგნენ და დაეხმარონ ავტომობილის…

მეტი...

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 14:21 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოში მოხდა.

მეტი...

“ფული გვაქვს, შენობა – “რუსთავი 2″-ზე უკეთესი” – გვარამია ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას იწყებს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორებას ორშაბათიდან დაიწყებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი ტელევიზიისთვის ინსვესტიციები და შენობა უკვე აქვს და საუკეთესო არხის შექმნას გეგმავს. “მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტელევიზიას, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა – “რუსთავი 2”-ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესი არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც “რუსთავი 2”-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსგავს მიდგომებს თბილისის სხვა უბნებსა და ქუჩებშიც დანერგავს. „ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომაც  ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში  ანალოგიური მიდგომა გვქონდეს. შემდეგი არეალი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად რეაბილიტირდა. ამით დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი, მიზიდულობის ცენტრი შეემატა. იქ არის განთავსებული ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა…

მეტი...

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

დღეს, დაახლოებით, 12:00 საათისთვის, რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება. „ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს. რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავთ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

მეტი...

“ამ ექსპერიმენტის ჩამტარებელი არის უვიცი და პროვოკატორი” – შალვა ალავერდაშვილი

გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ყაზბეგი-ფასანაურის სასტუმროებში რუსულ რუბლში ვაჭრობენ, პროვოკაციას უწოდებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. როგორც ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” განმარტავს, აღნიშნულს არანაირი კავშირი აქვს ჟურნალისტიკასთან. “ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ცნობისთვის, საქართველოში სასტუმროებს აქვთ უფლება 2000 ლარის ექვივალენტი ნებისმიერი ვალუტის მიღების თითო გადახდაზე. ჯერ კანონები კარგად შეისწავლეთ და მერე იინტრიგნეთ” – აცხადებს ალავერდაშვილი.  შეგახსენებთ, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ ორ სასტუმროში, სამ კაფესა და გარემოვაჭრეებთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ.

მეტი...

საქართველოში ტურისტული ობიექტები რუბლში ვაჭრობენ (ვიდეო)

ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ ორ სასტუმროში, სამ კაფესა და გარემოვაჭრეებთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. ტურისტებიც ადასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით. ინფორმაცია უკვე გადასცეს შემოსავლების სამსახურს.

მეტი...

პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცეს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 9 აგვისტოს გამოცემულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცა.  დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება აუდიოაპარატურის გამართვა, ასევე პრეზიდიუმის იერსახისა და დარბაზის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც. პარლამენტის აპარატი შესაბამის შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს, თანხა კი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემაზე დეპუტატთა ნაწილი საუბრობდა. კანონპროექტების განხილვისას და კენჭისყრის დროს ეს რამდენჯერმე გაუგებრობის მიზეზიც გახდა. პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი დინამიკების შესასყიდად თანხის შეგროვების ინიციატივითაც კი გამოვიდა.

მეტი...

“პრეზიდენტი შვებულებაში იყო და დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას”- პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შვებულებაში იყო და დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას. მათივე ცნობით, დასვენების პერიოდში პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ასევე, უცხოელ კოლეგებთან. „პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის შვებულება განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ზურაბიშვილის ლოპოტის ტბაზე გადაღებული ფოტოები.

მეტი...