ოკუპანტების მიერ დაკავებული რვავე ქართველი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული რვავე ქართველი გაათავისუფლეს. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.  ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მათ პოლიციის შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაათავისუფლეს. „რვავე დაკავებული თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ  ემუქრება. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და…

მეტი...

“არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით” – ნიკა გვარამია “რუსთვი 2”-ის ჟურნალიტებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ჟურნალისტები, რომლებიც “რუსთავი 2”-ში დარჩებიან, პირდაპირ უნდა თქვან, რომ “ბიძინას ტელევიზიის” თანამშრომლები არიან. “არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით, – ასე მიმართა მან იმ ყოფილ თანამშრომლებს, ვინც ტელევიზიაში რჩებიან.  შეგახსენებთ, რომ “კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვებამდე გააკეთეს, რის შემდეგაც, “კურიერი” ეთერში არ გავიდა. ტელეკომპანიიდან ასევე გაათავისუფლეს გიორგი გაბუნია, საინფორმაციო სამსახურის უფროსი რატი მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მეტი...

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება  

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე განიხილება, ნინო შუბლაძეა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.   “ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ – აღნიშნა პაატა სალიამ. შეგახსენებთ, რომ ნინო შუბლაძე “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელია. ის, ამჯერად, “ქართული ოცნების” პიარ-ის თანამშრომელია. 

მეტი...

დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა “რუსთავი 2” დატოვეს

„კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და ხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. ამის შესახებ განცხადება მათ 9-საათიანი „კურიერის“ ეთერში გააკეთეს. „გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს. მასთან ერთად ტელეკომპანია დატოვა მიხეილ სესიაშვილმაც. ტელეწამყვანების მიერ არხიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, „კურიერის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება. როგორც სალიამ აღნიშნა,…

მეტი...

“ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!” -„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ანგარიშები დაუყადაღეს 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ქმედება, მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება. “პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით, მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე. მისივე შეფასებით, აღნიშნული ქმედების განხორციელება ანაკლიის “პორტის” გაჩერებასაც უკავშირდება. 

მეტი...

ლიეტუვა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.  დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი. ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს…

მეტი...

“გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ისიც სამსახურიდან დაითხოვეს. მისი თქმით, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ხალვაში არ უყვარს. „მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ამას გაცილებით უფრო ადრე ველოდით. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა – გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ. კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით. მე ისევ, როგორც ნოდარ მელაძეს, ჩვენი წყაროები გვყავს. მათ შორის, სამწუხაროდ,…

მეტი...

რა შეუთვალა ივანიშვილმა ნოდარ მელაძეს – “კურიერის” საინფორმაციოს ყოფილი უფროსი შეხვედრის დეტალებზე

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მელაძის თქმით, გათავისუფლების შესახებ პაატა სალიამ მას ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა.  „დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა”, – განაცხადა მელაძემ. მელაძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში მას ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა…

მეტი...

“რუსთავი 2”-დან გიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. სალიამ ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება. როგორც სალიამ აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.

მეტი...

მესამე დღეა, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავ ზღვაში, ძლიერი “შტორმის” გამო, ბანაობა ისევ აკრძალულია. მაშველები სანაპირო ზოლის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ და დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. ძლიერი ღელვის გამო, შავი ზღვის სანაპირო ნაგვით, ზღვისგან გამორიყული მკვდარი დელფინებითა და თევზებითაა მოფენილი. მესამე დღეა, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

მეტი...

ძმები ყარამანიშვილები, ქიბარ ხალვაშისთვის დაჩქარებული წესით წილების გადაფორმებას ასაჩივრებენ

“რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. ისინი თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა. ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია “საქართველოს” მფლობელები ქიბარ ხალვაშის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონს, ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ, ეხმაურებიან და პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებენ, ნუ შეიძენენ კომპანიას, რადგან შესაძლოა, დადგინდეს, რომ ქიბარ ხალვაში არ არის “რუსთავი 2”-ის კანონიერი მესაკუთრე.  „ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი 2“-ის…

მეტი...

“მედიისთვის ელექტრონულ ფოსტაზე ყალბი დოკუმენტის დაგზავნა მთავრობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად” – პრემიერის პრესსამსახური

„გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ. როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციასა და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული “პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში. მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, საღამოს მედიასაშუალებებმა და მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით…

მეტი...

“მოსახლეობამ მთხოვა, გახარიას გადაეცი, არ წავიდესო“ – ნინო წილოსანი

“ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივეზე მთხოვეს, გიორგი გახარიასთვის გადამეცა, არ წავიდესო”, – ასე გამოეხმაურა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ბახმაროში, ტრადიციულ დღესასწაულზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას. “ბახმარო „მრავალ მთიანი“ კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე, უხილავმა სამმა ადამიანმა პატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა, ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო. ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ, ისევე მინელებულები მიიმალნენ. გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ,…

მეტი...

“მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივეა გასაკეთებელი” – სააკაშვილი

“მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე არის ევროპაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილმა ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც ქართველ ხალხს ახალ რეფორმებს სთავაზობს. მისი თქმით, უნდა გაუქმდეს რიგი გადასახადები და შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა. სააკაშვილის განმარტებით, ყველა მსუბუქი, ეკონომიკური და მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებითა და ციხეების დიდი ნაწილი უნდა დაიხუროს. „თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბევრ ალტერნატიულ საშუალებას, რესოციალიზაციას, ამიტომ ადამიანები ციხეში არ უნდა გამოვკეტოთ. ციხეში…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში სულ 20 273 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავარიას 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3708 კი დაშავდა.  ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში  – 12 227,  ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი კი გურიაშია – სულ 224 შემთხვევა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 17,544 შემთხვევა შეადგინა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 2729 შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი,…

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძე 2015 წელს ერთ-ერთ ტელევიზიაში გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმეს

საპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 2015 წელს ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებული განცხადების გამო, 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა და ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძის განმარტებით, 2015 წელს, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, მან ეთერში ორგანიზაციას “ოცნების სატელიტი” უწოდა. “ახალგაზრდა ადვოკატებმა” ჯაფარიძეს სასამართლოში უჩივლეს, საქმე მეორე ინსტანციის სასამართლომდე მივიდა და სააპელაციო სასამართლომ მის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წელს დააკმაყოფილა.  “ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი თინათინ ნაბლოშვილი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, შემდეგ კი თბილისის საკრებულოში გავიდა ქართული ოცნების პარტიული სიით, სადაც მესამე ნომერი იყო. 2015 წელს,…

მეტი...

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.​​ საპენსიო სააგენტოს განმარტებით, მათი ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თაღლითები ვებგვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ამასთან, ყალბი ვებგვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...