გუგუტიანთკარში, ოჯახები, რომელთა სახლებიც მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ

გორში, სოფელ გუგუტიანთკარში ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები, რომელთა სახლებიც უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიული გადამზადებაც იქნა შეთავაზებული. სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.…

მეტი...

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. კერძოდ, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე სოფ. ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ…

მეტი...

“ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ” – ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. სახელმწიფო მინისტრის თქმით, პროცესში ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის ჩართული და ქართული მხარის მოთხოვნაა, დაკავებულ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. „ყველაფერი კეთდება, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, ესაა პრიორიტეტი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამისათვის მუშაობს. მიღებული ინფორმაციით, დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ და დღეს არაერთხელ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ჩვენი მოთხოვნაა ამ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ინფორმირებულია ჟენევის თანათავმჯდომარეები, ჩემი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, მიაწოდეს ინფორმაცია ყველა ღონისძიების შესახებ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, რვა ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს რვა მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. მათივე ცნობით, ინციდენტი ცხინვალის აძესარის რაიონში, ეკლესიასთან მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. „დამრღვევები სამი ავტომობილით იყვნენ, ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმების მიხედვით უახლოეს ერთ საათში მანქანები გადაეცემათ ნათესავებს. დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათ მიმართ შემდგომი ზომების გატარების თაობაზე“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. გუშინ, რუსმა სამხედროებმა 7 ქართველი დააკავეს, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. ამასთან, დღეს ოკუპანდებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს.

მეტი...

“დაკავებულ იოსებ დვალიშვილის შესახებ უკვე ვაცნობეთ ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს პარტნიორებს” – ლაშა დარსალია

“სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრ იოსებ დვალიშვილის შესახებ უკვე ვაცნობეთ ჟენევის თანათავმჯდომარეებს და ჩვენ პარტნიორებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.  „გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათისთვის იყო გატაცებული იოსებ დვალიშვილი. შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ აღნიშნულ საკითხზე. პირადად მე, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ვაცნობე დამატებითი ინფორმაცია, ასევე ჩვენს პარტნიორებსაც მივაწოდე ინფორმაცია, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ და მუდმივ კონტაქტში ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობის ესკალაცია და ინციდენტები ხდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე, სოფელ დიდი…

მეტი...

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 35 წელი შეუსრულდებოდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.  ის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, რომლებმაც სასტიკად აწამეს და ინფორმაციის გაცემას აიძულებდნენ, თუმცა ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

მეტი...

ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მანამდე, გუშინ, რუსმა სამხედროებმა 7 ქართველი დააკავეს, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

მეტი...

“ოკუპანტების მიერ დაკავებული 7 ქართველი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება” – უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. მათივე ცნობით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის დაკავება. საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.

მეტი...

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“ – თალაკვაძე ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველებზე

“სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

მეტი...

დღეიდან, თბილისში “ფორსაჟი 9”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან ჰოლივუდის ფილმის – “ფორსაჟი 9”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“. შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: – ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე…

მეტი...