შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში 30 სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში 30 სამშენებლო კომპანია მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმეს. უწყების ცნობით, 30 ობიექტი 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა. უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღობეები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა, ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული…

მეტი...

თბილისსა და რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდებს გადაიღებენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის “UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. „გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და…

მეტი...

პროკურტურამ ნიკა გვარამია გააფრთხილა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დღეს წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მივიდა. საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხება…

მეტი...

“კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის აღებისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. „ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის შესახებ…

მეტი...

“გადასახადებს თეთრი თეთრში ვიხდიდი” – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი გადასახადებს იხდიდნენ იქამდე, სანამ ყადაღას დაადებდნენ, მეტიც, მისი თქმით, ყადაღის პირობებშიც თეთრი თეთრზე იხდიდნენ დაკისრებულ გადასახადებს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტმა ფინანსთა სამინისტროს ყადაღის მოხსნის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. „ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებენ. ჩვენ ვიხდიდით, ვიდრე ყადაღა არ დაგვანგრევდა, და ყადაღის პირობებშიც ვიხდიდით ზუსტად თეთრი თეთრში გადასახადებს. ვინც მიჩივის, იმის ქმარი არ იხდიდა, ის იყო მაშინ დირექტორი და ხელისუფლებაც მისკენ იყო, რომელმაც გადასახადები გაუნულა. ვიხდიდი, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა ერთდროულად გადასახადებისა და ჩემი გუნდისთვის ხელფასების…

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. „სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების…

მეტი...

“ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს” – მამუკა ბახტაძე

„ეს ინვესტიციები და მსგავსი საერთაშორისო ტურნირები ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებსა და რაც მთავარია – საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა,  სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. პრემიერის თქმით, მთავრობამ აიღო ვალდებულება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას განავითარებს. „დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. მე მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი წარმატება. ჩვენ 2023 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის უდიდესი აღიარება, დიდი ნდობა და მხარდაჭერ საერთაშორისო…

მეტი...

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან – ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.  მათივე ცნობით, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 17/08/2019 თბილისი – Black Sea Arena – ბათუმი – Black Sea Arena – თბილისი #884/883; გასვლა, თბილისი – 12:40; ჩასვლა, Black Sea Arena -17:25; ჩასვლა, ბათუმი – 18:23 გამოსვლა, ბათუმი – 23:50 ჩამოსვლა, Black Sea Arena – 00:38;  ჩამოსვლა, თბილისი – 05:15 ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი – ბათუმსა და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი…

მეტი...

“ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო” – მამუკა ბახტაძე

“ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილია თითოეული მოქალაქისთვის. „დღეს არის 14 აგვისტო, უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი და, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ცხოვრობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ქართველებს და აფხაზებს, ჩვენ გვაქვს საერთო ფესვები და აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს ტკივილი. ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, საერთო ტკივილი…

მეტი...

მილანში ბინის გაქურდვის დროს, ქართველი დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, 13 აგვისტოს, მილანის პოლიციამ ბინის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა. 27 წლის მამაკაცი მილანში მდებარე იმ სახლში აიყვანეს, რომლის გაქურდვასაც ის აპირებდა. ჩხრეკის დროს ამოიღეს ძვირფასეულობა.

მეტი...

საგარეო უწყება გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას. „ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის…

მეტი...

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება. მშენებლობის დაწყების თაობაზე ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კოპანიამ“ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ გააფორმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროების მშენებლობა და ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას. 2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა ფედერაციის…

მეტი...

ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დასმული. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო.

მეტი...

“იმედია, კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას, რომელიც მან საკუთარ თავზე აიღო” – მამუკა ბახტაძე

“სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებელთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელოდება კონსორციუმის პასუხს, ჩატარდა კონკურსიც, რომელში გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს პორტი იმ ვადებში, რომელიც აუცილებელია. „ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანს და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსური რესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს…

მეტი...

რამდენიმე დღით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „გუგუთის“ მიმართულებით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ 85-კმ 98-ზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. “საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ს/გზის კმ 85-კმ 98-ზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ისარგებლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები…

მეტი...

“კრემლის ღია აგრესია 27 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთიდან დაიწყო” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღს ეხმიანება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს წინააღმდეგ კრემლის ღია აგრესია 27 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთიდან დაიწყო. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ომში ქართველებისა და აფხაზების საერთო მტერმა გაიმარჯვა, რომელიც დღემდე აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის დანაშაულებრივ პოლიტიკას. “საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობის, თავისუფლებისადმი ქართველი ერის განსაკუთრებული ლტოლვის, ეროვნული თვითმყოფადობისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ისტორიის გამო, საქართველო ოდითგან წარმოადგენდა დიდი იმპერიების, მათ შორის რუსეთის მძაფრი ინტერესების სფეროს. მწარე რეალობაა ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრემლის ღია აგრესია ჩვენი…

მეტი...