კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უშგულში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში აქციის მონაწილეების პროტესტს, სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება და უსაფუძვლოდ მიიჩნევს.  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დეკლარირებისა და არაერთი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედების პირობებში, ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. „მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80-მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს…

მეტი...

“ჩვენი ხალხი არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება” – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება”, – წერს “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს. „მეგობრებო, თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია, დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით. ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები. ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული…

მეტი...

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის პოტენიურ მყიდველებს აფრთხილებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის პოტენციური მყიდველებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ. “ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევასა და ჩვენთვის სამართლებრივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2″-ის ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის. გვინდა გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ…

მეტი...

შემოსავლების სამსახურმა 450 ლიტრი უაქციზო ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე 450 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, ხოლო საქმის მასალები, სსკ-ის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტი...

“ყინწვისის ტაძარში არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, მიუხედავად ამისა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი” – საპატრიარქო

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესაში, ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი სიძველეს არ წარმოადგენს, შეუთანხმებლად ასეთი ნაბიჯის გადადგმა ყოვლად გაუმართლებელია. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით, გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი. ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით. როგორც კულტურული…

მეტი...

“თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური” – უშგულში, პროტესტის ნიშნად, გზები გადაკეტეს

“მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ამ წუთებში გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს, ვინაიდან საგანგაშო მდგომარეობაშია კოშკებისა და მაჩუბების 90%, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ”, – ამ ინფორმაციას ქართველი რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი ავრცელებს. მისი თქმით, ორი წლის წინ, უშგულში მე-8 საუკუნის კოშკი დაინგრა და იგივე განმეორდა რამდენიმე კვირის წინაც.  “თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რითიც ჩვენ ვამაყობთ და რის გამოც ათი ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში. თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია. ვტირი და მტკივა თითოეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი, რომლებიც ჩემი ბავშვობისა და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია.  უმორჩილესად…

მეტი...

“დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია 36 კბილა ცხენკაცმა დაასრულა” – ნიკა გვარამია

„25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ“, – ასე გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვის ფაქტს. გვარამიას თქმით, ბრალდება, რომ თითქოს მისი გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამიას განცხადებით, მას 30 მილიონამდე ვალი დახვდა. „ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი. არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში. ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის…

მეტი...

“გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 200 ათას ლარში გაუქვითა „ინტერმედიას“ – პაატა სალია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, გააფორმა ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში გაუქვითა მთელი საარქივო მასალა, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 1994 წლიდან 2019 წლამდე, რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან გამოყენების, გასხვისების უფლებით. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, არქივი არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე მინიმალურ ფასში, რაღაც კაპიკებში ხდება გაქვითვა. “ამ ფასში ხდება უნიკალური საარქივო მასალის გაქვითა, რომელიც იყო მხოლოდ „კურიერის“ საკუთრება. დღეს ეს არ არის „რუსთავი 2“-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი…

მეტი...

“რუსთავი 2″ რომ არ გაკოტრდეს, ამიტომაც მიიღო ქიბარმა ეს გადაწყვეტილება” – პაატა სალია ტელეკომპანიის გაყიდვაზე

“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას, ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. პაატა სალიას თქმით, კომპანიის წილებს გასხვისების პროცესი საჯარო და გამჭირვალე იქნება. ამასთან, პოტენცირი მყიდველის შესახებ მედიაც იქნება ინფორმირებული. “ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგითაა გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოო პოზიცია იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ გვექნება, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში”, – განაცხადა სალიამ. პაატა სალიას განცხადებით, კომპანიას აქვს ძალიან დიდი ვალები, რომლის გადახდასაც კრედიტორები უახლოეს დღეებში ითხოვენ.  „რუსთავი 2″ არასდროს…

მეტი...

მობილობის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა ცნობილია

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების თანახმად, მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისს დაიწყო და 21 აგვისტოს 18.00 სთ-ზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე – students.emis.ge მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. შედეგები საიტზე 26 აგვისტოს აისახება, 27-დან სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და წარუდგინოს პირადი საქმის მასალები. სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, დადგენილი ჰქონდეთ ჩარიცხვის გარკვეული წინაპირობები.

მეტი...

ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ია კიწმარიშვილი პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან მისი თქმით, ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი „მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს სამართლებრივი და მორალური უფლება, მოვითხოვო მისი კუთვნილი 30%-ის დაბრუნება. ეს დავა დაწყებულია 2009 წელს. ჯერ კიდევ სააკაშვილის სასამართლოში ეროსი კიწმარიშვილი ედავებოდა ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას. სააკაშვილის სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წელს ქიბარ ხალვაშს არ აქვს გადახდილი ამ წილისთვის გათვალისწინებული თანხა. მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი წილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც…

მეტი...

“ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით” – მამუკა ბახტაძე

“ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით აღნიშნა. ბახტაძის განმარტებით, კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. „ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი, ვისაუბროთ, რომ ლართან მიმართებაში ვითარება აუცილებლად დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი აუცილებლად მოიხსნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ს ყიდის

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის “რუსთავი 2”-ს ყიდის. მისი თქმით, ის ტელეკომპანიას გამჭვირვალე კონკურსის წესით გაყიდის.  “მედიაცენტრი მთავარი” ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი 2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდნელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას. არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ,…

მეტი...

“სამთავრობო უწყების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევდნენ სიტუაციას” – მამუკა ბახტაძე

2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.  როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ადგილზე ჩასულები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ასევე სხვა უწყების წარმომადგენელბიდა და ცხელი ხაზი იყო ამუშავებული. „სამწუხაროდ, ოკუპანტი განაგრძობს ე.წ ბორდერიზაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ინფორმირებულია ყველა. ვგეგმავ საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლას. იქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები იქ…

მეტი...

“საზღვარს ავლებენ, 100 მეტრით გადმოიწიესო” – გუგუტიანთკარელები დახმარებას ითხოვენ

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გუგუტიანთკარელები ხელისუფლებისგან კვლავ დახმარებას ითხოვენ. მიზეზი სოფელთან ახლოს რუსი სამხედროების ყოფნაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი მავთულხლართების გავლება რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს, თუმცა სამხედროები სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რჩებიან.  „აგერ იქით მოჰყვა ჩემი ქმარი და შვილი და საფლავზე ვერ მივდივარ. სანთელი ვერ ამინთია. საზღვარს ავლებენ, 100 მეტრით გადმოიწიესო“, – აცხადებს ცირა თუხარელი. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში აბრები დაამონტაჯეს და ხელოვნური ბარიერები აღმართეს.  სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან…

მეტი...

“თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა” – ნიკა გვარამია

“წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია, გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა”, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი თანხის შემტანი მას რეპუტაციულად ძალიან დააზარალებს. „მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო. წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება. ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის. ძალიან ვაფასებ ამ…

მეტი...