პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

“ნიკა გვარამიასთვის გირაოს ოდენობა, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, 80 000 ლარი იქნება”, -ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს ნიკა გვარამიასთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვას გამოძიების ინფორმირების გარეშე.  პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ნიკა გვარამიამ სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რამაც კომპანიას დიდი ზიანი მიაყენა. „მთავარი მტკიცებულებები გახლავთ ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც გახლავთ საქმეში, არსებობს რემისიის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები. მთლიანობაში აღნიშნული დოკუმენტები და მტკიცებულებები იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველს, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი არის დანაშაული“, –…

მეტი...

“ამ ივანიშვილის თოჯინას IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

„ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს”, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის პოსტს, რომელშიც პრეზიდენტმა სააკაშვილი ისტორიის დამახინჯებასა და საქართველოს მოკავშირე ერებისა და ლიდერების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. „ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს. მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად უნდა გამოეტანა აზრი ჩემი ინტერვიუდან. და კიდევ, ეს ის დედაკაცია, რომელიც მისი პატრონის დავალებით თავისი ქვეყნის დაცვისთვის ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს“, – წერს სააკაშვილი.…

მეტი...

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადვოკატებმა პროკურატურას ბეჟან ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს. ბეჟან ლორთქიფანიძე და კიდევ სამი პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

მეტი...

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეტლახი დააგეს

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეტლახი დააგეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.  აღნიშნულს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ახალი იატაკი თვითნებურად დააგეს. “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულვებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას. უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს…

მეტი...

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა. რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

მეტი...

დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო

თბილისში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა, მე-7 და მე-12 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. გამგეობის ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა LED განათების სისტემა. მოეწყო საბავშვო მოედნებიც, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნეს ზონები, სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

მეტი...

“ხაზარაძე თუ გახდა მტერი, წყალსაც წაუღია ანაკლიის პორტი – ეს დამოკიდებულება ტრაგედიაა” – გიორგი მარგველაშვილი

“ამ ქვეყანაში, სადაც სულს უნდა უბერავდე ბანკებსაც და ბიზნესებსაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ ჩამოგექცეს და სტრატეგიული პროექტები არ გაგვიჩერდეს, რა დროს 11 წლის წინანდელი გადარიცხვების ამოგდებაა?”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის საქმე არის პოლიტიკური დევნა. „ცოტა მაინც პოლიტიკური თვალით თუ უყურებ, ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ადამიანების გაღატაკება კიდევ უფრო იოლს ხდის მმართველობას. რაც უფრო გაღატაკებულია მოსახლეობა, შენი ჩინოვნიკი მით უფრო კარგად გრძნობს თავს. ბარეღამ შევარდნაძის დროინდელი ქვითრები ამოიღონ, როცა საერთოდ ქვითრები არ არსებობდა.  ხაზარაძე თუ გახდა…

მეტი...

საქართველოს საზღვართან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 11:35 საათზე საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.

მეტი...

გია ყანჩელს დაბადების დღე კლინიკაში მიულოცეს (ვიდეო)

დღეს დიდი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორისა და საქართველოს სახალხო არტისტის, გია ყანჩელის დაბადების დღეა.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ულოცავენ გია ყანჩელს 84 წლის იუბილეს კლინიკის თანამშრომლები, სადაც ის მკურნალობს. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის და ხშირად გადის მკურნალობის კურსს. გია ყანჩელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებებს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ დარბაზში მოისმენთ.  მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება – ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და…

მეტი...

“ივანიშვილმა ვერ მოინელა, რომ ამდენი სირთულის შემდეგ ჩემი ქმარი ისევ დგას ფეხზე” – გვარამიას მეუღლე

ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფია ლილუაშვილი პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული საქმის წარმოება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. ლილუაშვილის თქმით, მის მეუღლეს იმაში ედავებიან, რომ მან შვილების ბინა გაყიდა და აღებული ფული კომპანიას მოახმარა. „ნიკა გვარამია, ჩემი მეუღლე, დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერ მოერია სიტყვით, რომელიც ვერ შეაშინა. ვფიქრობ, რაც ხდება, ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა ის, რომ ამდენი სირთულის შემდეგ, ჩემი ქმარი ისევ დგას ფეხზე, ისევ აქვს ბრძოლის უნარი და ისევ არ ნებდება. ედავებიან მხოლოდ იმას, რომ მან…

მეტი...

თბილისში ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიხსნა

15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე. ფესტივალის განმავლობაში, იქაურობა ვორქშოფების, თანამედროვე მუსიკის, წიგნის პრეზენტაციებისა და ინსტალაციების ადგილად იქცევა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები უპასუხებენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებს. ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორქშოფები, სემინარები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები გაიმართება. ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალურად…

მეტი...

“იცურე მშვიდად” – მოსწავლეების კიდევ ერთი აქცია თბილისის ზღვაზე

დღეს, 09:00 საათიდან 11:00 საათამდე CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეები კიდევ ერთ აქციას გამართავენ თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდინარე არაგვი თბილისის წყალსაცავს უერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის მერია ვალდებულია, ზღვასთან დაამონტაჟოს გამაფრთხილებელი ნიშნები და ააშენოს კედელი, რათა, უსაფრთხოების მიზნით, მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.  “თბილისის ზღვაზე, სადაც მოსწავლეთა აქცია იმართება, წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალა, მათ შორის – ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს. დღემდე არ აღსრულებულა 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა ორი დაზარალებული ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები და მერიას თბილისის ზღვაზე,…

მეტი...