“წავალ ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს” – ნიკა გვარამია

“წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან განაცხადა. გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდიდნენ, მან მიიტანა ფული “რუსთავი 2”-ში. მისი თქმით, ამის სანაცვლოდ მას ბინა მისცეს. „მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა „რუსთავი 2“-მა იცის, რომ ჩემი მიტანილი ფულით დარიგდა ხელფასები. ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით და ამის ყველა საბუთი არსებობს. სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით. თქვენ, ნაბიჭვრებო, გაქვთ ეს საბუთები. როგორ ბედავთ…

მეტი...

რა განრიგით იმოძრავებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დანიშნული დამატებითი მატარებელი

საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით: თბილისიდან გასვლა – 09:05 საათი, ბათუმში ჩასვლა – 14 :42 საათი, ბათუმიდან გამოსვლა – 18:30 საათი, თბილისში ჩამოსვლა – 00:07 საათი. შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

მეტი...

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 5 ტივტივა შეიძინა, რომელთა საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში შესვლასა და ბანაობას დამოუკიდებლად შეძლებენ. ასევე, მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, გამოსაცვლელი და საშხაპე. პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება.  ინიციატივა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის პროექტზეც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად. 

მეტი...

“საქართველო მუხლჩაუხრელი შრომით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა უნდა გავხადოთ, დავიწყოთ აბასთუმნით” – ბიძინა ივანიშვილი

“საქართველო მუხლჩაუხრელი შრომით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა უნდა გავხადოთ, დავიწყოთ აბასთუმნით”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში განაცხადა. დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ბიძინა ივანიშვილმა მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე  მიულოცა და აღნიშნა, რომ აბასთუმანი უნდა გახდეს საუკეთესო ცენტრი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. „წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ, ყველამ უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი…

მეტი...

ახალი სასწავლო წლიდან, პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს, რაც მათ სწავლა-სწავლების პროცესში საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. “სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა ძველი „ბუქები“, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერებით ისწავლიან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. უწყების განმარტებით, კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით. ასევე გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით,…

მეტი...

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ცოტახნის წინ, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.  „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს…

მეტი...

“მას ბრალი ისევ თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირეს და 4 წელი დაუმატეს“ – კლინიკა “ლანცეტის” დამფუძნებლის საქმე

„ფარმან ჯეირანლი 20 აგვისტოს უნდა გამოსულიყო ციხიდან, მაგრამ მას ბრალი ისევ თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირეს და კიდევ 4 წელი დაუმატეს“, – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. ნიკოლაიშვილის თქმით, ფარმან ჯეირანლის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დევნა. „1 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილეს კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის საქმე და გადმოგვცეს ქაღალდი, სადაც წერია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ბრალის თაღლითობაზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მას ისევ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. იმის ნაცვლად,…

მეტი...

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი, თხილის წარმოების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი, თხილის წარმოების მიმართულებით უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ. სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია უკვე გაფორმდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია, წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციები შეაჯერეს, რომელიც დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.

მეტი...

“სამწუხაროა, რომ საქართველომ და დასავლეთმა ვერ შეძლეს გაკვეთილის მიღება 2008 წლის მოვლენებიდან” – რუსეთის საგარეო უწყება

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს ახსოვს 11 წლის წინ, 7-დან 8 აგვისტოს ღამით მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებები უხეშად დაარღვია და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია დაიწყო. „ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა კავკასიაში კონფლიქტების მიზეზებთან დაკავშირებით წარმოებული საერთაშორისო კომისიის გამოძიების ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა. მას შვეიცარიის წარმომადგენელი, ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა და 2009 წელს გამოქვეყნდა. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ და აფხაზეთის…

მეტი...

კალათბურთელმა, ნარკოტესტზე შემოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის “ორსულადაა”

ოჰაიოს გუნდის ყოფილმა კალათბურთელმა, დიჯეი კუპერმა ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის მიზნით, ნარკოტესტზე შეყვარებულის შარდი ჩააბარა, რომლითაც დადგინდა, რომ ის “ორსულადაა”. უცხოური მედიის ცნობით, ამის გამო, კალათბურთელი საერთაშორისო კონკურსს გამოეთიშა. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, თაღლითობის გამო, სპორტსმენს თამაშის უფლება 2020 წლის 20 ივნისამდე შეუჩერა. 

მეტი...