დიაბეტით დაავადებული ბავშვები ყვარლის საზაფხულო ბანაკში სპეციალურ პროგრამას გაივლიან

ყვარელში, საზაფხულო ბანაკში მყოფი დიაბეტით დაავადებული ბავშვები ერთკვირიან სპეციალურ საინფორმაციო-შემეცნებით პროგრამას გადიან. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ექს ჯორჯიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, დიაბეტით დაავადებული ბავშვები უკვე მეორე წელია არდადეგების ნაწილს კახეთში, საზაფხულო ბანაკში ატარებენ. მოზარდების აქტიური დასვენების ერთკვირიანი პერიოდი, სპეციალისტებისა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, სხვადასხვა შემეცნებითი ექსკურსიით, სპორტული აქტივობებითა და თემატური ღონისძიებებით არის დატვირთული. სხვადასხვა ასაკის 50-მდე ბავშვი ბანაკში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუთმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის…

მეტი...

საქართველოში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია

2019 წლის 26 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი, რიგით მე-7 ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 33% ეწევა. კაცებში – 57% და 13-15 წლის მოზარდებში – 12.6%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოწევისგან 11 400 ადამიანი კვდება. ანგარიშში საქართველო სამჯერაა დასახელებული ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის, რომელთაც 2018 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვაში, უმაღლესი დონის მიღწევები აქვთ.   საქართველომ წარმატებულია თამბაქოს მოხმარების მონიტორინგშიც, წარმატებულად აწარმოა მედიაში  მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები და შეფუთვაზე დაურთო გაფრთხილებები. 2019 წლის მაისში საქართველოში საჯარო სივრცეებსა და…

მეტი...

რკინიგზელები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, აქციებს გეგმავენ

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, რკინიგზელები მასშტაბურ აქციებსა და გაფიცვებს გეგმავენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია მათთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა აცხადებს, რომ 2012 წლიდან რკინიგზელებს ხელფასი არ გაზრდიათ. „მათი სახელფასო ანაზღაურება ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციასთან კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო, რომ მათი ხელფასები გაიზარდოს. პროფკავშირს ყველა მონაცემი დამუშავებული აქვს, მათ შორის, ბიუჯეტთან დაკავშირებული და რკინიგზის ადმინისტრაციასთან კონკრეტული შეთავაზება, ეს ხელფასები როგორ, რა ფორმით და რა პერიოდულობით უნდა გაიზარდოს. რკინიგზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. პროცედურა შრომის…

მეტი...

“პაატა სალია ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2″-ის მესაფლავე, მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით” – რომან გოცირიძე

“პაატა სალია ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2″-ის მესაფლავე, მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. პაატა სალიას პროკურატურისთვის მიმართვას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გოცირიძემ დემაგოგია უწოდა. “რუსთავი 2”-ის ვიღაც ”მინორიტარმა” აქციონერმა, მის ხელმძღვანელობას პროკურატურაში რომ უჩივლა და იქაურობას რომ აწიოკებენ ”გამომძიებლები”, ამას ყველა ჩვენი თვალით ვხედავთ. თურმე ეს არ ყოფილა საკმარისი და ახლა უკვე ქიბარ ხალვაშის მიერ დასმულმა დირექტორმა, ”ადვოკატმა სალიამაც” მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. რადგან დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მერე მე რომ არ დამბრალდეს დანაშაულის დაფარვაო, იძულებული ვარ, ასე მოვიქცეო. უნამუსო დემაგოგიაა. ეს კაცი ისტორიაში შევა,…

მეტი...

“სამსახური საჭიროა, მაგრამ უპირველესი შვილების აღზრდაა” – ილია მეორე

“მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ უპირველესი შვილების აღზრდაა. ღმერთმა მოგცეთ ძალა, სიბრძნე, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე ისაუბრა. „დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება…

მეტი...

“ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგან, მისი თქმით, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისა და ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს. „იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა მოიძიოს დაფინანსება ან, სახელმწიფოს მოუწევს ნავსადგურის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან მთავრობას არ აქვს სურვილი, ჰქონდეს სახელმწიფო პორტი.…

მეტი...

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე შიდა ქართლელ ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ნელი მეკოკიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა. სოფელ კარბის მკვიდრს, ნელი მეკოკიშვილს სეტყვის შედეგად გაუნადგურდა მოსავლის 100 პროცენტი. სადაზღვეო კომპანია „ალფა“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 90 000 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან…

მეტი...