საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 20:06 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან​ იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“გაზის ტარიფები არ გაიზრდება, მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაზის ტარიფები არ გაიზრდება. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე 4,6%-ია, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ, შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მეტი...

“თუ გვარამიას დააკავებენ, ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლება” – მეუფე პეტრე

“იქ, სადაც უდანაშაულო მღვდელი ორი წელია გვიზის ციხეში, მართლმსაჯულებაზე საუბარი ძნელია”, – ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ თუ “რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს დააკავებენ, ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლება. “როგორც აწ განსვენებული, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც “რუსთავი 2”-ზე გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, რომელიც სამართლიანად უნდა გამოიძიონ და შემდეგ შეიძლება მხოლოდ “რუსთავი 2”-ის საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ. ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის…

მეტი...

“ლარის კურსი მყარდება, ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი” – ნათია თურნავა

“ლარის კურსი მყარდება, ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მინისტრი ლარის კურსის გამყარების ტენდენციას პროგნოზირებს. ამასთან, კიდევ ერთხელ განმარტავს, რა იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზები. „რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, მოჰყვა დესტაბილიზაციის მცდელობას, პარლამენტის შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონზე. ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს, რომლებსაც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში, ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები არ არის განგრძობადი და ჩვენი…

მეტი...

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო სამი…

მეტი...

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში, სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია,  ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მათი კარიერული და პიროვნული ზრდის მხარდაჭერა. პროგრმი ოკუპირებული ფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი ჩაერთო. აქედან ტესტირებაზე გავიდა 139 მათგანი და ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლას გააგრძელებენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე, მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე. პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში ხორციელდება.

მეტი...

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის, 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ. „საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამაში ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

“რუსეთში ფრენები ფინანსდება იმისთვის, რომ შვილიშვილმა ნახოს ბაბუა, ნათესავმა ნათესავი, ბიძაშვილმა მამიდაშვილი” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს მთავრობის მიერ, რუსეთში ფრენების დასაფინანსებლად 600 ათასი ევროს გამოყოფის მიზეზებს ხსნის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, გადაწყვეტილება საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარების მიზნით მიიღო, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და ზაფხულის გატარება საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი. ოპოზიციის კრიტიკას კი მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ ინსინუაციებს უწოდებს.  “საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინციატივის. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო ტურისტული კომპონენტი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში , ბევრი ადამიანი…

მეტი...

“გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლარის გამყარების პოზიტიურ მოლოდინს მთავრობას ეკონომიკაში არსებული პროცესები უჩენს. პრემიერის განცხადებით, ლარი აუცილებლად გამყარდება, რადგან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღი და დინამიკურია. პრემიერი ლარის გაუფასურებას სხვადასხვა ფაქტებს, მათ შორის, ტურიზმის შემცირებას უკავშირებს. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში, ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა, „ცნობილმა მოვლენებმა“ ამ მიმართულებით პრობლემები შექმნა. „ლარი უკვე ორი დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი ამას მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი, ეს დაადასტურა საქსტატის მონაცემებმაც. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ…

მეტი...

ტრამპმა, რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას 2018 წელს, სოლსბერიში, ქიმიური იერიშის გამო დაუწესდა. საუბარია FSB-ს ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნოვიჩოკის მოწამვლის საქმეზე. სანქციების ამოქმედების ბრძანებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას გამოცემა “პოლიტიკო” ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. პუბლიკაციაში წერია, რომ ახალი შეზღუდვები რუსეთისთვის კრედიტების გაცემას, და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების ეხება. სანქციების მოთხოვნით, წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა თეთრ სახლს რამდენიმე დღის წინ მიმართა. კანონპროექტი დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს.

მეტი...

ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულებულია, მან საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ფინანსურ დოკუმენტაციებსდა ფინანსებს, რაშიც ნიკა გვარამიას განცხადებით, ის კომპეტენტური არ არის.  “დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, დაიბარებენ, ალბათ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს. მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს მივაწოდე, ციფრების მდგენელების ჩაშლა არ ვიცი. მობრძანდეს ქიბარ ხალვაში, მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები “რუსთავი 2″-ის მიმართ, ოღონდ ის განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით, რადგან ნებისმიერი სამოქალაქო დავა ჩემთან საქართველოში შეუძლებელია,”- აცხადებს…

მეტი...

მართლმადიდებლური ეკლესია ილიაობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად სამებაში აღავლენს. ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართალს (ჭავჭავაძე). დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე. საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.

მეტი...

პროდუქტი დახლებზე 10%-ით გაძვირდება

 კომპანიები, რომლებსაც საქართველოში უცხოური პროდუქტი შემოაქვთ, გადაანგარიშების პროცესში არიან. უახლოეს დღეებში პროდუქტი დახლებზე 10%-ით უფრო ძვირად გაიყიდება, თუმცა შესაძლოა, ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს. როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განაცხადა, დღემდე უცხოეთიდან შემოსულ პროდუქციას იმპორტიორები 2,70-იან ნიშნულზე ანგარიშობდნენ, თუმცა ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ ისინი გაკოტრების პირას მიიყვანა. “აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე უნდა ველოდოთ პირველ ტალღას ფასების გაძვირების. მაგრამ, თუ კიდევ გააგრძელა ლარმა აღმავალი ტრენდი, შემდეგი იქნება ოქტომბრის დასაწყისში. სულ მცირე 3%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იტრიალებს ფასების გაძვირება”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

მეტი...

“ველოდები დაკავებას, ვნახოთ, დამაკავებენ თუ არა”- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი დაკავების მოტივი ორი საკითხია, პირველი – მან არ გახსნას დაანონსებული ახალი ტელევიზია და მეორე, მისთვის გადაბრალებით „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოაცხადდეს. ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების გარდა, უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმაც იციან, რომ ივანიშვილი საქართველოში ოლიგარქიას და დიქტატურას ამყარებს. “საქართველოში არის ოლიგარქია ეს საკითხი გაცნობიერებულია არამხოლოდ ჩვენს მიერ, შთაბეჭდილება მრჩება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ, მეორე – გააკოტრონ “რუსთავი2″, რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ, გავისტუმრებ ხელფასებსაც და კიდევ ვაცოცხლებ ამ კომპანიას,”-განაცხადა…

მეტი...

ლაგოდეხში, გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ლაგოდეხის  ნაკრძალში, გერმანელი ტურისტი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადმოვარდა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. “წყვილი გერმანიიდან მოგზაურობდა საქართველოში, იმყოფებოდნენ ლაგოდეხის ნაკრძალში და მიემართებოდნენ როჭოს ჩანჩქერის სანახავად. ეს არ არის ყველაზე რთული ბილიკი ლაგოდეხში არსებული ტურისტული ბილიკებიდან და რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე მამაკაცს ფეხი დაუცდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა,”-განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა. 

მეტი...

ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხება

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სახით დაიკითხება. ნიკა გვარამია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება. როგორც თავად ნიკა გვარამიამ განაცხადა, ის გამოკითხვაზე მისვლას აპირებს, თუმცა, მისი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის მიმართ მატერიალურ ზიანში სისულელეა. „მისვლას ვაპირებ. არასდროს მითქვამს უარი. ჩემზე ბევრი საქმე არის აღძრული, მაგრამ ეს ყველაზე სულელურია. სრული სისულელეა ჩემი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის რამე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და იმის მოკლული, ვისი ცოლიც ახლა მიჩივის. ეს კომპანია დავაყენე ფეხზე და შვიდი წელი, მიუხედავად ყველაფრისა, ვაფუნქციონირე, არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანებია და თუ დავაგვიანე, არ ყოფილა ვინმეს რამე დავალიანება. მიზანი…

მეტი...

“რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყავით, დანაკლისი უმნიშვნელოა” – თემურ ჭყონია

“ჯავშნების გაუქმების პრობლემა არ არის, ვინაიდან აქ ჩამოდიან მუდმივი დამსვენებლები, ჩვენი კლიენტები. რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყავით, აქედან გამომდინარე დანაკლისი უმნიშვნელოა,”- აღნიშნული განცხადება, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ “მედიაცენტრ მთავართან” რუსეთის მიერ საქართველოში ემბარგოს დაწესებაზე საუბრისას გააკეთა.  როგორც თემურ ჭყონიამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, მის სასტუმროში, მთელი წლის მონაცემებით შარშანდელთან შედარებით 22%-იანი ზრდა ფიქსირდება. “როდესაც ამბობენ, რომ რუს ტურისტებს აეკრძალათ საქართველოში ჩამოსვლა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ისიც, არის, რომ როდესაც რამე გაუჭირდებათ, სწორედ ამ აკრძალვას აბრალებენ. რუსულ ტურისტულ კომპანიებს არანაირი აგრესია არ ეტყობათ, უბრალოდ ამ შექმნილ სიტუაციაზე არიან ნაწყენი. არც ერთი სასტუმრო არ არის…

მეტი...