ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება

“გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, ანაკლიის პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს. „სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია, 2 ოქტომბერს კი კონტრაქტორი სრულად წარმოადგენს პროექტს. ამის შემდეგ, გეგმის მიხედვით სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, –…

მეტი...

„მოდით, დღეს დინამოს სტადიონზე რომ თამაშია, ერთად ვაგინოთ ამ ლაქია მოსამართლეს” – რომან გოცირიძე

„მოდით, დღეს დინამოს სტადიონზე რომ თამაშია, ერთად ვაგინოთ ამ ლაქია მოსამართლეს!“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ზვიად კუპრავასთვის 9 თვიანი პატიმრობის შეფარდებას. „ზვიად კუპრავას 9 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს მოსამართლის შეურაცხყოფის გამო. სულ ერთ ადგილზე მკიდია მოსამართლეო, თქვა ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობის სასადილოში. დარბაზში კი არა, სხდომის მსვლელობის დროს, არამედ სასადილოში. შენობის სასადილოში კი არა, მოპირდაპირე ქუჩის სასადილოში რომ ეგინებინა, იქნებოდა დანაშაული? ეს აბსურდული გადაწყვეტილება ქმნის მეტად სახიფათო პრეცედენტს მართლმსაჯულებაში. მოდით, დღეს დინამოს სტადიონზე რომ თამაშია, ერთად ვაგინოთ ამ ლაქია მოსამართლეს! აქაც ვაგინოთ. ვნახოთ, სადამდე ვრცელდება ”მოსამართლის შეურაცხყოფის” არეალი”, –…

მეტი...

წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – სტატისტიკა

“მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 396 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული” – ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პირველი აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7803 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5854 – მამაკაცია, 1949 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4150 პაციენტს განუვითარდა, 1579 გარდაიცვალა. 30 ივნისის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4798 (4245 + 553 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.9 % (3032)…

მეტი...

“გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება” – გამომძიებელი

“ნიკა გვარამიამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, ამიტომ მივმართავთ სასამართლოს და ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება”, – ამის შესახებ გამომძიებელმა, ბექა კვიციანმა განაცხადა. მისი თქმით, ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაციაც. „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებითა და ქონების თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან, მათ შორის, შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო…

მეტი...

“ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა” – გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ის, შესაძლოა, დააკავონ. ნიკა გვარამია მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს. გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება ორი მიზეზით გააქტიურდა. პირველი, რადგან მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა. მეორე მიზეზად კი, ის მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას ასახელებს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ საქმით კომპანიის ახალი მფლობელები შეძლებენ „რუსთავი 2“ გაკოტრებულად გამოაცხადონ და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე კომპანიაში რჩებიან, გაათავისუფლონ. „რაც ხდება ჩემ წინააღმდეგ, ორ საკითხს უკავშირდება. პირველი – პირადად ჩემს საკითხს, მე განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და…

მეტი...

“ლარის კურსის ასეთ ცვლილებებს, არანაირი კავშირი არა აქვს ეკონომიკურ პროცესებთან” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ოროსანი მოსწავლის პასუხებს ადარებს. მისი განცხადებით, ბანკები ხელისუფლებას აშანტაჟებს. “ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, დაახლოებით იმ ოროსანი მოსწავლის პასუხს ჰგავს, გაკვეთილი რომ არ იცის, არადა მასწავლებელს გამოძახებული ყავს. ან აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ან ერთი მესიჯური ტიპის. ბანკებს კი, ამ დროს, სრული კარტბლანში აქვთ და ხელისუფლებას აშანტაჟებენ. რაც არ უნდა ილაპარაკოს მთავრობამ, ისინი ვერ ერევიან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში. ხალხი დღითიდღე ღატაკდება, კარგავს თავის შემოსავალს, რომელიც ბანკირების ჯიბეებში ინაცვლებს. ასე რომ, პირველ რიგში, პოლიტიკაა…

მეტი...

” ფრეგოს” საქმე, ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება” – ბიზნესომბუდსმენი

„ფრეგოს“ ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს”, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოს“ დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. „ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მეტი...

“რუსთავი 2”- ის თანხების მითვისების საქმეზე, პროკურატურა გამოძიებას ახორციელებს

პროკურატურა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“,…

მეტი...

ხორბალი გაძვირდა, შესაძლოა ფქვილიც 2 ლარით გაძვირდეს

ლარის გაუფასურების გამო, საქართველოში იმპორტირებული ხორბალი 20-30 დოლარის ფარგლებში გაძვირდა. წისქვილკომბინატები ელოდებიან, რომ ფქვილიც გაძვირდება დაახლოებით 2 ლარის ფარგლებში.  მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ფქვილი ადგილობრივ ბაზარზე 47-48 ლარი ღირს, რაც 2,75-2,80 კურსით არის დაანგარიშებული. გაუფასურებული ლარის პირობებში კი ფასნამატი სავარაუდოდ 2 ლარი იქნება.  გასული წლის დეკემბერში, როცა პური 10 თეთრით გაძვირდა, ფქვილის ფასი 11 ლარით გაიზარდა და 48-50 ლარი შეადგინა. მას შემდეგ კი ფქვილი დაახლოებით 2 ლარით გაიაფდა. თუ ამ ეტაპზე ფასები კვლავ 2 ლარით მოიმატებს, ის 2018 წლის დეკემბრის ნიშნულს გაუტოლდება. 

მეტი...

ბინ ლადენის შვილი ლიკვიდირებულია

ამერიკული მედია ბინ ლადენის შვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 წლის ჰამზა ბინ ლადენი სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობდა. ამის მიუხედავად,  არც ოპერაციის ჩატარების ადგილი და არც დრო სახელდება. ჰამზა ბინ ლადენმა ბოლო მიმართვა 2018 წელს გაავრცელა და არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხს რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდა. მარტში საუდის არაბეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ბინ ლადენის შვილის ადგილსამყოფელზე მედიაში სხვადასხვა ვერსია სახელდებოდა. ზოგიერთი  მედია საშუალება წერდა, რომ ჰამზა ბინ ლადენი ირანში შინაპატიმრობაში იყო, ზოგი კი ამბობდა, რომ ის ავღანეთში, პაკისტანში ან სირიაში იმყოფებოდა. შეერთებულმა შტატებმა თებერვალში ჰამზა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის მილიონ დოლარიანი ჯილდო დააწესა.

მეტი...

ქუთაისში, გორში, თელავში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში, ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი 100 ახალ ავტობუსს მიიღებენ. საუბარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამაზე. ევრობანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი 11.8 მილიონი ევროა, საიდანაც „იბიარდი“ 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ავტობუსები ევრო-5 ტიპის დიზელის საწვავზე იმუშავებენ. ევრობანკი პროექტის დამტკიცებაზე, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს იმსჯელებს. თანხას ფინანსთა სამინისტრო მიიღებს, პროექტის განმახორციელებელი კი მუნიციპალური განვითარების ფონდია.

მეტი...

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. „შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მეტი...

ჩაქვში მატარებელი ტურისტს დაეჯახა

ჩაქვში, მატარებელი ტურისტს დაეჯახა. უკრაინის მოქალაქე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის პროზექტურაში გადაასვენეს.  არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275- მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

მეტი...

„უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც დღეს თსუ-ში სტუდენტები წარადგენენ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა მულტიმედია ცენტრის ბაზაზე ფილმი გადაიღეს. როგორც ტელემედიის ხელმძღვანელმა თამარ ბელქანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ფილმი 31 წუთიანია, პროექტი კი საქართველოს ისტორიის უცნობ ფრაგმენტების აღმოჩენას გულისხმობს. “პროექტი გულისხმობს საქართველოს ისტორიის უცნობი ფრაგმენტების აღმოჩენას, მოძიებას, შესწავლასა და მის ფილმად გადაღებას. ეს პროექტის პირველი ნაწილია. სტუდენტებმა მოიძიეს ის უცნობი ისტორიები, რომლებიც შესაძლოა საზოგადოებისათვის არა მხოლოდ უცნობი გარკვეულწილად შოკის მომგვრელიც კი იყოს. პირველი ნაწილი, ინგლისური სუბტიტრებითაა აწყობილი, რადგან ის განკუთვნილია არა მხოლოდ ქართული აუდიტორიისათვის და შეეხება უნივერსიტეტის დაარსებას, დამფუძნებელი კრების შექმნას, ქალთა როლს სამოქალაქო…

მეტი...

“ლარის გაუფასურების ტენდენცია თუ შენარჩუნდება, ეს იმოქმედებს ფასებზე“- კახა კალაძე

ლარის უპრეცენდენტო გაუფასურებას, დედაქალაქის მერი, მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურება, პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტების ფასზე ჯერ არ ასახულა, თუმცა კალაძე არ უარყოფს, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლებას დაგეგმილი ქმედებების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. „ კარგი იქნება, თუ უფრო მეტს ინფორმაციას მივიღებდით ეროვნული ბანკისგან, თუ რა ქმედებებს აპირებს. გაუფასურებას რაც შეეხება ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.…

მეტი...

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვას „ლანცეტის“ ხელში ჩაგდება სურდა

„არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, კლინიკა „ლანცეტის“ მითვისებით. თავად ფარმან ჯეირანლის კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილი და მისი გარემოცვა ახსენა“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის ადვოკატმა „მედიცენტრ მთავარში“ გააკეთა. გელა ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, 20 აგვისტოს, საპატიმროდან გამოსული ექიმი ისევ უკან შეაბრუნონ. „ფარმან ჯეირანლი 20 აგვისტოს უნდა დატოვოს საპატიმრო, რადგან სასჯელის ვადა ეწურება. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ექსტრადირებას უპირებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ასევე მისი ოჯახის. არ შეიძლება მოხდეს პირის ექსტრადიცია, თუ არ იქნა შესწავლილი გარემოება, ის გარემოება…

მეტი...

ზღვის უბანში, რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე ეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა გაბუნიასა და თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ოქტომბრის ბოლოსთვის აქ უკვე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე გვექნება. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნითა და მათთან…

მეტი...

დღეიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე, დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა.  თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებით,  ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში  თბილისის სხვა რაიონების კონკრეტულ ქუჩებზეც ამოქმედდება.  „კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას უშუალო კურირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გაუწევენ.  ისინი ყველაფერს აუხსნიან მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, აქ ავტომანქანა გააჩერონ. გადახდის წესები მარტივია. ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც გადახდა, ასევე  ზონის შერჩევა და 15-წუთიანი უფასო პარკინგით სარგებლობა. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაც, რომლითაც ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით,” – განაცხადა კახა კალაძემ მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება: “მათ უნდა…

მეტი...

“მივმართავ მედიას, რომ დაიცვათ ფარმან ჯეირანლის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე“ – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი საპატიმროს 20 აგვისტოს ტოვებს, თუმცა, შესაძლოა, ეს საქმე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის კიდევ ერთი ხმაურიანი თემა აღმოჩნდეს. საუბარია იმაზე, რომ საპატიმროდან გამოსვლისთანავე, ის, იქვე, საექსტრადიციო პატიმრობისთვის ისევ დააკავონ, რასაც საქართველოსგან აზერბაიჯანული მხარე ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯეირანლის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და მედიას მისი სიცოცხლის დაცვა სთხოვეს. „მივმართავთ ჟურნალისტებს, ტელევიზიებს, რომ დავეხმაროთ ფარმან ჯეირანლის მისი სიცოცხლე იყოს დაცული. გთხოვთ როგორც მე, ისე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩვენი კოლეგები, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე“ – აღნიშნა თამარ ბოსტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. უფლებადამცველის ინფორმციით, ფარმან ჯეირანლიმ 20 აგვისტოს საპატიმრო…

მეტი...

“ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”- ფინანსთა მინისტრი

 ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისი თქმით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტად არის გაუფასურებული და ეს მოვლენა ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. „ვიზიარებ პრემიერის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი, ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება და ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.…

მეტი...

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. კახაბერ ქემოკლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა. 2012-2013 წლებში ის გახლდათ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015-2018 წლებში მან საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით…

მეტი...