წელს საქართველოს ოსკარზე დიტო ცინცაძის ფილმი – “შინდისი” წარადგენს

2008 წლის აგვისტოს ომსა და შინდისის გმირებზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი ოსკარზე წარსადგენად შეირჩა. რეალურ ამბავს 17 ქართველ ჯარისკაცსა და რუსეთ-საქართველოს ომის მძიმე რეალობას, სულ მალე მთელი მსოფლიო გაიგებს. რეჟისორ დიტო ცინცაძის ნამუშევარი სპეციალურმა კომისიამ დღეს, ხმათა უმრავლესობითა და ფარული კენჭისყრით შეარჩია. ქართველი რეჟისორის ”შინდისი” ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზე გაიგზავნება და იმ შემთხვევაში, თუ ის ფინალში მოხვდება, ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ქართველი მაყურებელი პირველად ”შინდისს” 20 სექტემბერს, ბათუმში ნახავს. თბილისური პრემიერა კი ამავე თვის ბოლოს იგეგმება. 

მეტი...

„ბლუმბერგის“ სისტემაში ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციის დაანონსების შემდეგ, „ბლუმბერგის“ სისტემაში ლარი გამყარდა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 94 თეთრია. დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით კი, დოლარი 2.9718 ლარი ღირდა. ეროვნული ბანკი 40 მილიონი დოლარის გაყიდვას სავალუტო აუქციონზე ხვალ გეგმავს. „საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ურეკში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი ბავშვია

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი.  თვითმხილველთა თქმით, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ორი­ვე მათგანი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამო­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად კი, მათი გადარჩენა ვერ მო­ხერ­ხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მეტი...

მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პუტინის მიმართ გინებას ასახელებს

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირი ეთერიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გინებას ასახელებს. ცქიტიშვილის თქმით, ლარს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. “თუ გავაანალიზებთ 20 ივნისიდან დაწყებულ პროცესებს, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინებისა და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით”, – ამბობს ცქიტიშვილი. ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ბიზნესისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ხელს უშლიან ამ პროცესს. “ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, ნაციონალური…

მეტი...

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ნაღმს ეძებენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოაცხადეს. შენობაში ნაღმს ეძებენ. შეტყობინება, ნაღმის არსებობის შესახებ, უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ. „შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვაუწყეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მეტი...

“ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი, სიგარეტის გაძვირებაა” – ეროვნული ბანკის ანგარიში

“მიმდინარე წლის მარტიდან ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. ივნისში ინფლაციამ 4.3% შეადგინა. მისი მატების მთავარი მიზეზი, სიგარეტის გაძვირებაა, რაც ამ პროდუქტებზე წლის დასაწყისში აქციზის გადასახადის ზრდით არის გამოწვეული”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ივნისის ინფლაციის 4.3%-დან 1.3 პპ სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. სიგარეტის ფაქტორის გამორიცხვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა და მოსალოდნელია, რომ ამ ფაქტორის ამოწურვის შემდეგ, ინფლაცია დაუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს. “საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, ივნისში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 1.4%-ს…

მეტი...

ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება – სასამართლომ მისი საჩივარი დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, პატიმრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალაში დარჩა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ. ცნობისთვის, გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

მეტი...

ეროვნული ბანკი, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ისინი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდიან. საჭიროების შემთხვევაში კი, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს უახლოეს დღეებში მიმართავს. “ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.  ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ…

მეტი...

გიგა ბუკია გახარიას მინისტრობის პერიოდში, ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებულად აფასებს

პარლამენტის წევრი, გიგა ბუკია ნარკოტიკების რეალიზაცია-გასაღების წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას წარმატებულად აფასებს. გიგა ბუკია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შს სამინისტრო, სადამსჯელო ღონისძიებებიდან, გადასულია ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე, რაზეც სპეციალური პროგრამების არსებობაც მეტყველებს. „გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს. ბოლო წლების განმავლობაში, სარეალიზაციოდ გამზადებული ასობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ნარკორეალიზატორები დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, სადამსჯელო ღონისძიებებიდან გადასულია პრევენციულ მიდგომებზე – ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე და ამ მხრივ, სპეციალური პროგრამაც მოქმედებს”, – აცხადებს გიგა ბუკია. დეპუტატის თქმით, შსს-ში…

მეტი...

სოხუმი თბილისს, ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

სეპარატისტული რეჟიმის საგარეო უწყება, ქართული მხარის განცხადებებს, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების შესაძლო განხორციელების შესახებ, ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევად აფასებს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარის ქმედებები პირდაპირ არღვევს გადაადგილების თავისუფლების უფლებას. „ქართული მხარის ქმედებები პირდაპირ არღვევს გადაადგილების თავისუფლების უფლებას, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ აფხაზეთთან მიმართებით იზოლაციაზე მიმართული პოლიტიკის გატარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ასე გამოეხმაურა თბილისი რუსულ მედიაში გავრცელებულ…

მეტი...

თბილისის აეროპორტში მგზავრს, ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს

თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 კილოგრამი მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ხელბარგში აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

მეტი...

საქსტატის მტკიცებით, ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ ივნისის თვეში 5 %-იანი ეკონომიზიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია. „ წინა წლიდან განსაზღვრული გვაქვს თითოეული ციფრის გამოქვეყნების თარიღი და ვადა და ყოველი თვის ბოლოს ჩვენ ვაქვეყნებთ და საზოგადოებას ვთავაზობთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია,“ – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მეტი...

როენა, სასტუმრო “მამიდა”- ში თავშესაფარს ხსნის

პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული, როენა ხუცურაული სასტუმრო “მამიდა”- ში თავშესაფარს სექტემბერში ხსნის. ამის შესახებ ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა პრაიმთაიმს განუცხადა. მისი ინფორმაციით, სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. “ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში, სავარაუდოდ, უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს”, — ამბობს ადვოკატი. როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით საკუთარ სახლშივე 8 მაისს დააკავეს. ხუცურაულს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდეს.

მეტი...

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.  ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება, ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი – საპირისპირო მიმართულებით.  თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვის ვადაში დასრულდება. „ახალი გზა მოძრაობას განტვირთავს. ბევრი ადამიანი სარგებლობს მაჭავარიანის ქუჩით, რომელიც საკმარისი არ არის. კონკრეტულად „აგროჰაბსა“ და  „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იქნება ჩასასვლელი, სადაც შეუერთდება მარშალ გელოვანის გზას. ეს იქნება…

მეტი...

ზოგადი უნარები, აბიტურიენტების 13%-მა ვერ ჩააბარა

ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა და საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13% გამოეთიშა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადამ, მომდევნო შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდება. „დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება. მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი უჯდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ. შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

მეტი...

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო: I ვარიანტი – 22 ქულა და მეტი; II ვარიანტი – 24 ქულა და…

მეტი...

პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მომსახურება

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ.

მეტი...

კახა კალაძემ, კახეთის გზატკეცილზე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, პასუხისმგებლობა კონტრაქტორ კომპანიებს დააკისრა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და მათ პასუხისმგებლობა დააკისრა. თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები, რომელშიც თბილისის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხარვეზებითაა შესრულებული. მისი თქმით, კომპანიების, “ჯეო გრუპისა” და “ბლექ სი გრუპის” ხელმძღვანელობას ხარვეზების საკუთარი ხარჯებით გამოსწორება მოუწევს. “ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ მონაკვეთებზე, მარჯვენა, მარცხენა სათადარიგოებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან. დღესვე დაიბარეთ ეს კომპანიები. იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაღება და ამის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის…

მეტი...

შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

„ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს. როგორც ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი, დავით გარეჯზე გაკეთებული განცხადებების გამო უნდა გადადგეს. მისი თქმით, დავით გარეჯში, ვითარების დაძაბვას პროვოცირება საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი განცხადებებით გაუკეთა. „როგორც მოგეხსნებათ, კვლავ მძიმე ვითარებაა დავით გარეჯში. ახლა ამას შეგვიძლია დავარქვათ ოკუპაცია, წართმევა, მითვისება, მიტაცება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ წუთისთვის, დავით გარჯის აღნიშნული მონაკვეთი, ჩვენი იურისდიქციის ქვეშ  არ არის. ყველაფერ ამ ტრაგედიაში მაპროვოცირებელი როლი საუბედუროდ, შეასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით. როდესაც მან გააკეთა არა ერთ მაპროვოცირებელი განცხადება, საზღვრის…

მეტი...

10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, უფასოდ შეძლებენ

10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ. მოქალაქეებს, განსაზღვრულ ადგილებში ვაჭრობისთვის, კვირაში 2-3 დღე გამოეყოფათ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ.  „გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ  თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე…

მეტი...

ბათუმში, ტურისტები დაჭრეს

ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი აზერბაიჯანელი ტურისტია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.   პირველადი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხის, ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილში ჭრილობები აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია. შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

თბილისში,ზონალურ-საათობრივი პარკირება ხვალიდან ამოქმედდება

პირველი აგვისტოდან, კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.  „საპილოტე პროექტი იწყება ხვალიდან და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალებში იმუშავებენ და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ფასიანი პარკირებით და როგორ გადაიხადონ. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებლებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.  მისივე…

მეტი...

დაზიანებული კედლები, კოშკი, ჩამოყრილი ქვები – ანანურის სამონასტრო კომპლექსის ფოტო მასალა

საყდრისის კომიტეტის წევრებმა “მედიაცენტრ მთავარს” ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა. ფოტოებში კარგად ჩანს დაზიანებული კომპლექსის კედლები, კოშკი, ჩამოყრილი ქვები, ასევე დაზიანებული ქონგურები და მიწისქვეშა გასასვლელი. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომიტეტის წევრებმა განუცხადეს, მომდევნო წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ანანურის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება და ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა და არქიტექტურულ ნაგებობას მოიცავს. სარეაბილიტაციო პროექტი ძეგლზე ტურისტული ნაკადების გადაადგილების მარშრუტებსაც გაითვალისწინებს, რაც სამომავლოდ ქაოტური ვითარების შექმნის ალბათობას გამორიცხავს. მარიამ გელაშვილი

მეტი...

ტაქსებისთვის ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს სრულდება

ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება.  როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორი ტიპის ვაუჩერი გაიცემა. მათგან ერთი განკუთვნილია ავტომანქანის ფერის შეცვლისთვის, ხოლო მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის.  „ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილებ მეორე ვაუჩერზე, რომელიც ასევე უფასოა. მინდა მივმართო A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ინფორმაცია მიიღოთ taxi.tbilisi.gov.ge-ზე, თუ სად შეგიძლია მიიღოთ ეს ვაუჩერები და სუფთა, მოწესრიგებული ავტომანქანებით მოემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მეტი...

ყურძნის საწარმოებში ჩაბარება, მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება

მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.  “წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ,  ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა.  პროცესის…

მეტი...

საქართველოში, იანვარ-ივნისში 4991 სამშენებლო ნებართვა გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4991სამშენებლო ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით მეტია. მშენებლობაზე გაცემული ნებართვების დიდი ნაწილი (71,6 %) ქვეყნის 3 რეგიონზე ნაწილდება. თბილისი 48,8%; ქვემო ქართლის რეგიონი 11,7% და აჭარის ა.რ.-ზე 11,1%. “აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები” – აღნიშნულია მონაცემებში. სულ, 2019…

მეტი...

ბიზნესმენები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვენ

ეროვნული ვალუტა ამჟამად სამიან ნიშნულზეა, თუმცა ექპერტები არ გამორიცხავენ, რომ 1 დოლარის ღირებულება 3,5-მდე გაიზარდოს. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური გუნდის არასწორი მუშაობის შედეგია ლარის გაუფასურება. „გამოვიდნენ და კონკრეტულად ახსნან, თუ რა ხდება.თუ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ბრალი, გამოვიდეს, ეყოს იმის თავი ეროვნული ბანკის მმართველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი შესაბამისად არ მუშაობს და ამიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ამის გადაბრალება, ვთვლი, რომ არის აბსურდი. ქვეყნის ეკონომიკას, ვინც ქმნის, ის…

მეტი...