“ლარი ზედმეტად გაუფასურებულია” – მამუკა ბახტაძე

“ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაისის და ივნისის მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო და არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა.  “ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის. ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების…

მეტი...

“შეიძლება, მონაწილეობაც არ მივიღოთ მოსამართლეების დამტკიცებაში” – გიორგი ლომია

“მაქვს იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი”, – ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, გიორგი ლომია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. გიორგი ლომია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მათ მოსამართლეების დამტკიცებაში მონაწილეობა არც მიიღონ. ამასთან, მისი განცხადებით, აუცილებელია, იუსტიციის საბჭოც შეიცვალოს. “ჩვენი არჩევანი შეიძლება იყოს მთლიანად სიის უარყოფა და საერთოდ, შეიძლება მონაწილეობაც არ მივიღოთ მოსამართლეების არჩევაში. აქედან გამომდინარე, ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება წარმოდგენილ ოცკაციანს სიაში, მაგრამ ის, რომ თვითონ იუსტიციის საბჭო უნდა შეცვლილიყო, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. მარტო პარლამენტში გაკეთებული არჩევანი კი არ უნდა წყვეტდეს მოსამართლის ბედს, არამედ თვითონ იუსტიციის…

მეტი...

“უკვე მესამე თაობა იზრდება სოხუმსა და ცხინვალში, რომელსაც გონია, რომ ოკუპანტი ქართველია” – გიორგი ლომია

“რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაზე უფრო დიდი პრობლემაა, როცა უკვე მესამე თაობა იზრდება სოხუმსა და ცხინვალში, რომელსაც გონია, რომ ოკუპანტი არის საქართველო და ქართველი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”. გიორგი ლომიას თქმით, აფხაზეთში სკოლაში ბავშვები სწავლობენ ისტორიას, სადაც წერია, რომ ოკუპანტი საქართველოა და არა რუსეთი. “სკოლაში ისტორიას სწავლობენ ბავშვები, სადა უწერიათ, რომ ოკუპანტი ქართველია. ბავშვისთვის, რომელიც ამ ისტორიას სწავლობს, მნიშვნელობა არ აქვს, თავის დროზე აფხაზეთიდან მილიონობით ქართველი გამოაძევეს. მათ წიგნში უწერიათ, რომ აფხაზეთი, სოხუმი და ცხინვალი 30 სექტემბერს ზეიმობს ქართველ დამაპყრობლებზე გამარჯვებას.  ჩვენ, ქართველებს არ შეგვიძლია ერთმანეთს დავაშოროთ…

მეტი...

“სიმწარე ერთ-ერთმა პირველმა მე გამოვცადე, როცა უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დამაბრალეს” – პაატა ბურჭულაძე

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ბურჭულაძე აცხადებს, მას ვერც კი წარმოუდგენია, როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ უზღვავი ფული დახარჯო ცნობილი და მთელი მსოფლიოსთვის პატივსაცემი ქართველებისა და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების რეპუტაციის გასანადგურებლად. „ჩემო მამუკა და ბადრი, გუშინ მოვისმინე, თუ რა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს”, თითქმის მილიარდი ლარით უზარალია ქართულ კომპანიებს. რა დავალებასაც არ უნდა იღებდეს საქართველოს პროკურატურა, თითოეულ მათგანს, ვინც ამ მავნებლობას ჩადის, როგორ არ უნდა ესმოდეს, რომ შავი პიარისთვის დაგეგმილი ყოველი მათი ბრიფინგი, რომლითაც მხოლოდ იმ ერთ…

მეტი...

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას არ დათანხმდნენ

„ქიბარი მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო“, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა. ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ის და დავით დვალი არ დათანხმდებიან 40%-იან წილს. „ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ. რა შემოთავაზება იქნება ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ. ყველაზე მაღალი ციფრი, რომელიც შეიძლება დასახელდეს, ეს 60%-ია. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ამის ზემოთ ციფრები უბრალოდ ვერ წავა. „60%-ს ვერანაირად ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%. ამის მაღლა ჩვენ უბრალოდ ვერ…

მეტი...

„ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ, გამოჯანმრთელდება” – ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაზე

„ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ, გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვარწმუნებს, მილევადი პროცესები ყოფილა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სანამ ბანკთაშორის ბირჟა არსებობდა, ჩვენთან ვალუტა სტაბილური და პროგნოზირებადი იყო, მაგრამ როგორც კი „ბლუმბერგი“ გაჩნდა, მას შემდეგ დაიწყო რყევები და არასტაბილური კურსი. “ანუ, დღეს  “ბლუმბერგზე” ვაჭრობენ და ამ ვაჭრობაში ბანკები არასდროს წაგებული არ არიან. მათი შემოსავალი კი, ასეთი სავალუტო ოპერაციებით, წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონია. გამოდის, რომ  ბანკები ამით უფრო მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე პირდაპირი საქმიანობით. ფიზიკური პირებისა…

მეტი...

“საქართველო გადის საგარეო შოკს” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ქვეყანაში შექმილი ეკონომიკური ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს ამ მდგომარეობას “საგარეო შოკის” მიერ გამოწვეული ეფექტი შეიძლება ეწოდოს.  „დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება, რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი 2014-2016 წლებში, ამ…

მეტი...

“ხმას იმის მიხედვით მივცემ, რა უკეთებიათ მათ წარსულში, მოსამართლეთა დამტკიცება ხავერდოვნად არ ჩაივლის” – მირიან წიკლაური

პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ხმას სუფთა წარსულის მქონე კანდიდატს მისცემს. კითხვაზე, რის მიხედვით მისცემთ ხმას კანდიდატებს, წიკლაური პასუხობს – “იმის მიხედვით, რა გაუკეთებიათ მათ წარსულში”. “მხოლოდ და მხოლოდ ამით გადავწყვეტ, ვინაიდან, რას გააკეთებენ ისინი მომავალში, არ ვიცი. მაგრამ, წარსულში ჩადენილი საქმეებით შეიძლება მივხვდეთ, რას გააკეთებს ის მომავალში. თუ შემხვდება ისეთი გვარები, რომლებიც ავად გაჟღერებულან წარსულში, დარწმუნებული ვარ, ასეთს ხმას არ მივცემ. მაგალითისთვის, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები „შეკერილი“ ბრალდებებით მოხვდნენ ციხეში”, – განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”. მირიან წიკლაურმა მეგობრებსაც…

მეტი...

წელს ნადირობის სეზონი ერთი კვირით გვიან დაიწყება

2019 წელს, ნადირობის სეზონი ერთი კვირით უფრო გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს დაიწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო წრეებთან ერთად, გადამფრენი ფრინველების ზრდა-განვითარების ციკლის გაანალიზების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია, ნადირობის სეზონის გახსნის გონივრულ თარიღად აგვისტოს ბოლო შაბათის დასახელება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის…

მეტი...

“ტურიზმის სექტორში სერიოზული ჩამოშლა გვაქვს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, აქციებია” – მირიან წიკლაური

პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ჩამოშლილია, მიზეზი კი, წიკლაურის განცხადებით, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებია. დეპუტატის განმარტებით, ანტისაოკუპაციო აქციები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ის აქციები, რომლებიც ტარდება რუსთაველზე, პარლამენტის წინ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ყველაფერი კი, დესტაბილიზაციის განცდის შექმნისკენაა მიმართული, რაც პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკას. უკვე ვნახეთ, რომ ტურიზმის სექტორში სერიოზული ჩამოშლა გვაქვს და დავკარგეთ 2 მილიარდამდე დოლარი. ეს, რა თქმა უნდა, აქციების ბრალიცაა, რადგან არასტაბილურ გარემოში ტურისტი არ ჩამოვა. ეს ყველაფერი კი ეკონომიკის ჩამოშლასა და ბიუჯეტში ფულის შემცირებას გამოიწვევს,…

მეტი...

“ზაქარია ქუცნაშვილს ჯოხი გადაატეხეს, შეიძლება ის ერთ-ერთი შემსრულებელი აღმოჩნდა” – გიორგი ლომია

“ზაქარია ქუცნაშვილს ჯოხი გადაატეხეს. თუმცა მას თავიდანვე შეეძლო ბოლომდე არ შეესრულებინა პროტოკოლი და პარლამენტის ნაცვლად, სადმე ბიზნეს ცენტრში ჩაეტარებინა ასამბლეა”, – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლომიამ თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება, იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილი ვიღაცის დავალებას ასრულებდა. “ალბათ, გავა დრო და ზაქარიასაც გავესაუბრებით. ახლა, ბუნებრივია, ის გუნდის წინააღმდეგ არ წავა. შეიძლება, ქუცნაშვილსაც დირექტივები მისცა ვიღაცამ და ის ერთ-ერთი შემსრულებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”. კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო საქართველოში ამ ასამბლეის ჩატარება, ლომია…

მეტი...

ბანკებში ერთი დოლარი, სამი ლარი ღირს

ბანკებში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს. გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს, 17:00 საათზე გამოცხადდება. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე კი კურსი ისევ მზარდია. ამ დროისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.9513 ლარად ივაჭრება. მანამდე კი ბაზარზე პანიკაა. ბიზნესი უკვე აანონსებს საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების მატებას. როგორც საინვესტიციო ჯგუფი „კაპიტოლის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, ლარის კურსის ვარდნა, ინვესტიციების სიმცირის ბრალია. “ადრე ვთქვი და გავიმეორებ – საქართველოში ქვეყნისთვის მოკლევადიან პერიოდში ყველაზე საჭირო საქმე ინვესტიციების განხორციელებაა, რაც უკიდურესად ძნელია. 2 წელიწადში გასაკეთებელ საქმეს ვუნდებით 5-6 წელი, რაზეც პასუხისმგებელი ცალსახად არის…

მეტი...

“ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად ვერ იქნება”- ლაშა დარსალია

“თუ რუსეთიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში რაიმე ფრენები განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმა და დადასტურება, რომ საოკუპაციო ძალა სწორედ რუსეთია და ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს რუსეთი ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელების საკითხზე საუბრისას განაცხადა. ლაშა დარასელიას განცხადებით, საერთაშორისო ფრენებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან დაკეტილია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ” სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) თავისთავად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობას ითვალისწინებს. ამიტომ, იქ არანაირ საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. განცხადებები იყო…

მეტი...

“ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, არ არის საინტერესო ფიგურა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა 20-21 ივნისის მოვლენები და აღნიშნა, რომ აქციაზე დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, როგორც პოლიტიკოსებს, ისე რიგით მოქალაქეებს. თბილისის მერის თქმით, გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის საინტერესო პიროვნება არ არის. “ზოგადად, არ არის ირაკლი ოქრუაშვილი საინტერესო ფიგურა, რომ მე დავდგე და კომენტარები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ კადრები 20 ივნისის შევარდნასთან დაკავშირებით და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშაულს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მეტი...

“პრობლემა ძალიან რთულია, ეს უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე”- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით გარეჯზე

სადელიმიტაციო საკითხებზე მომუშავე კომისია, ექსპერტებთან ერთად, დავით გარეჯში 19 აგვისტოს ჩავა და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს.   როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, დავით გარეჯში, ამ დროისთვის გაზრდილია როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი მესაზღვრეების რიცხვი. დარსალია ადასტურებს, რომ შეზღუდულია გადაადგილება აღდგომის ტაძრის მიმართულებით.  „მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს სიმშვიდე და მაქსიმალურად იყოს კეთილგანწყობილი ატმოსფერო. მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ყველა უწყების შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში . პრობლემა 25 წელია არსებობს და კომისიები ორივე მხრიდან დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების მიერ.  მუშაობა კომისიების დონეზე მიმდინარეობს. პრობლემა ძალიან რთულია, პრობლემა უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე. ბოლო ინციდენტის შემდეგ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ორივე…

მეტი...

მომავალი წლის მაისი-ივნისისთვის, რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება

“როგორც მიდის ტურისტი სხვაგან, ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ რუსეთშიც. ეს არის გამარტივება. თუ უფრო არ დავძაბავთ ურთიერთობას, სავიზო რეჟიმი გაუქმდება იმ წლის მაისი-ივნისისთვის,” – აღნიშნული განცხადება, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრებისას განხილულ საკითხებზე და შედეგებზე საუბრისას გააკეთა.  გიორგი ლომიას განმარტებით, შეხვედრაზე იმსჯელეს, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე და საქართველოში, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, შეხვედრის შედეგად, მოიხსნა აკრძალვა საქართველოდან რუსეთში, პროდუქციის შეტანაზე, ხოლო დეკემბრიდან, რუსეთთან სავიზო მიმოსვლა გამარტივდება.  როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2020 წლის მაისის ბოლოს, რუსეთ-საქართველოს შორის, სავიზო რეჟიმის…

მეტი...

„რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მიტინგის გამართვა უცნაურია, ვის ან რას სთხოვ?“ – მირიან წიკლაური

დეპუტატი მირიან წიკლაური, პალამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პროცესი სწორედ რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და მას არანაირი ანტისაოკუპაციო დატვირთვა არ აქვს. როგორც წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. „სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე იძახის, რომ ასეთი ვაჟკაცი კაცი მეორე არ დაბადებულა დედამიწის ზურგზე. არადა, სულ ცოტა ხნის უკან, ამ კაცს იჭერდა. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. ცხადია, ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ეს მცდელობა დღესაც გრძელდება. ჩემთვის ცოტა უცნაურია…

მეტი...

“ოპოზიციას ლიდერი არ აკლია და არც სჭირდება“ – მირიან წიკლაური მამუკა ხაზარაძეზე

„მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბდება თუ არა, დრო გვიჩვენებს, თუმცა ოპოზიციას ლიდერი არ აკლია და არც სჭირდება. უფრო სჭირდება საერთო ენის გამონახვა, უფრო კონსტრუქციულები რომ გახდნენ, უფრო ადეკვატურები რომ გახდნენ სიტუაციის მიმართ და შესაბამისად, ეს იქნება გარანტი მათი წარმატებისა“, –  ეს განცხადება პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით, მისი პოლიტიკური განცხადებები კავშირში ვერ იქნება. „თიბისი“ ბანკის თემა მანამ წამოიწია, სანამ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური ამბიციების შესახებ განცხადებებს გააკეთებდა. პოლიტიკაში  ჩართვა არ უნდა იყოს ინდულგენცია და არც იმის მიხედვით უნდა ისჯებოდეს ადამიანი, პოლიტიკაში მოუნდება თუ…

მეტი...

ოჯახში ძალადობის და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისთვის, 6 თვეში 5399 შემაკავებელი ორდერი გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს, 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისთვის. 6 თვის განმავლობაში, შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა. შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია: თბილისი – 2655; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 563; ქვემო ქართლი – 477; კახეთი – 443; აჭარა – 428; შიდა ქართლი –…

მეტი...

“ხრუშჩოვის” კორპუსების ჩანაცვლება იწყება

თბილისში, სამგორის მესამე მასივში, ავარიული  ხარისხის ე.წ ხრუშჩოვის კორპუსებში მცხოვრებ 150 – მდე ოჯახს, ჯამში 7 545 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.  ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ვარკეთილის ზემო პლატოზე, ინვესტორებს, საცხოვრებელი ფართის ასაშენებლად, 30 000 კვ.მ. მიწის ფართობი გადაეცათ. სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება და 36 თვეში დასრულდება. თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, მესამე მასივის იმ ავარიული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, რომელთა საცხოვრებელი ბინები ავარიულობის ხარისხიდან გამომდინარე, ჩანაცვლების პროექტის პირველ ეტაპზე მოიაზრებიან.  „ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი უპრეცენდენტო და მასშტაბური პროექტის განხორციელება…

მეტი...

დავით გარეჯში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამხედრო ბაზა ააშენეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშიას” წევრების განცხადებით, დავით გარეჯში ვითარება დაძაბულია. მათი თქმით, ამ დრომდე ტაძრამდე მისასვლელი გზა ბლოკირებულია, ტერიტორიაზე კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშიას”, დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს”  განუცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან სამხედრო ბაზა ააშენეს. “აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ააშენეს მეორე სამხედრო ბაზა, უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან და გაზარდეს მესაზღვრეების რაოდენობა. ჩვენ შევიმუშავებთ მიმართვის ტექსტს და აუცილებლად მივმართავთ დელიმიტაციის კომისიას, მივმართავთ ჩვენს მთავრობას და მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას საზოგადოების  წარმომადგენლებთან,“-განაცხადა დავით ქაცარავამ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე,  საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეაგირებას ითხოვენ. დღეს მოძრაობა საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს, სადაც…

მეტი...