ბავშვისთვის ნაყიდ ტორტში ბისკვიტის ნაცვლად, პენოპლასტი აღმოჩნდა

ფოტოხელოვანმა, ლელი ბლაგონრავოვამ ბავშვისთვის ნაყიდ ტორტში ბისკვიტის ნაცვლად, პენოპლასტი აღმოაჩინა. როგორც ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში წერს, როცა გამყიდველს ჰკითხა, თუ რატომ ღირდა ასეთი ძვირი ტორტის მოსართავი, უპასუხეს, რომ ის მთლიანად მარცეპანი იყო და იჭმეოდა. ფოტოგრაფმა ტკბილეული საკონდიტრო მაღაზიათა ქსელ “კარამელში” შეიძინა. “გუშინ, ანდრიას ვუყიდეთ ტორტი, გასაფორმებლად დამატებით მარცეპანისგან ჭიამაიაც დავუმატეთ. მაღალ ფასსზე (12 ლარი ჭიამაია) რომ დავიწუწუნეთ, პასუხად მარცეპანია სულ და იჭმევაო, იმიტომ ღირს ძვირიო, მეუბნება გამყიდველი. მოკლედ ბევრი ნერვიულობის შემდეგ დღეს მივუტანეთ და იქით გვეჩხუბნენ სულ ესეაო და არ იცოდითო? არა ბატონო, არ ვიცოდით რომ ტორტების მაღაზიაში ბისკვიტის მაგივრად შეიძლება…

მეტი...

„სვანეთი ჰიდრო“ სვანეთში სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

„სვანეთი ჰიდრო“ სვანეთში სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნავს, რომ წყალმოვარდნისას, „მესტიაჭალა 1“ ჰესმა დამცავი ფუნქცია შეასრულა, „მესტიაჭალა 2“-ს კი სტიქია არ შეხებია. „ძლიერი სტიქიის შედეგად მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდებას უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოყვა. სტიქიის პირველი დარტყმა 20 მგვტ-ის სიმძლავრის „მესტიაჭალა 1“ ჰესის ინფრასტრუქტურამ მიიღო. ჰესმა მოვარდნილი ნაკადი შეაჩერა, რითაც დასახლებული პუნქტისათვის საფრთხე იქნა აცილებული. „მესტიაჭალა 1“ დაბა მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება „მესტიაჭალა 2“-ს, ისევე, როგორც მიმდებარე დასახლებას, სტიქია პრაქტიკულად არ შეხებია და მცირედი დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 2“ უშუალოდ დაბა მესტიასთან მდებარეობს. სტიქიამ ძირითადად…

მეტი...

ტყავზე მუშაობა, მინანქარი, ტანსაცმლის კონსტრუირება, ფოტოგრაფია #16, დაბალი რისკის პენი​ტენციურ დაწესებულებაში

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით, #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულების მიერ სწავლების პროცესში შესრულებული ხელნაკეთი ნივთები და, ასევე, სასწავლო პროცესის ფარგლებში გადაღებული ფოტოები „მსჯავრდებულისათვის ძალიან მნიშვნელოვანია განთავისუფლების შემდეგ რას გააკეთებს. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა. აქ რამდენიმე ხელობას დავეუფლე და საქმიანობას დღესაც ვაგრძელებ. ტყავის სხვადასხვა აქსესუარებს ვქმნი და რეალიზებას გარეთ ვახდენ. მე მინდა გათავისუფლების შემდეგაც გავაგრძელო მუშაობა“, – ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებული ლ.ფ. ცენტრმა „აფხაზეთი“, აქტივობები #16 დაწესებულებაში 2017 წლის მაისში დაიწყო. ამ ხნის მანძილზე მოხდა ოთხი სხვადასხვა ხელობის ჯგუფის – ტყავზე…

მეტი...

ეროვნული ბანკი, ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დადებითად აფასებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები „თიბისი ბანკის ჯგუფში“ (TBC PLC). „საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (“თიბისი ბანკის” 100%-იანი აქციონერი ლონდონში). საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“, – ნათქვამია ეროვნული…

მეტი...

“ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით” – მამუკა ხაზარაძე

„ზოგი ჭირი მარგებელია“, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ალბათ, საბედნიეროდ, დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.  მისი თქმით, საქართველოში სტრუქტურები არ არსებობს, ხოლო ინსტიტუტები მოშლილია. „ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და არ ვსაუბრობ როგორც „თიბისი ბანკის“ თავმჯდომარე ან ანაკლიის თავმჯდომარე, რადგანაც თავშეკავებული ვიყავი შეფასებებში. გამომდინარე იქედან, რომ ჩემს უკან ათი ათასი თანამშრომელი დგას, სტრუქტურა, დეპოზიტარები და ა.შ. ყოველთვის ვცდილობდი, არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა, რის თქმასაც ვაპირებდი. მნიშვნელოვანია, რომ ემოციურ განცხადებაზე შენი პოზიციის გამო, ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო. დღეს დავინახე…

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 20-21 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­დევ 2 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის მალ­ხაზ მა­ჩა ლი­კაშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლია. ინფორმაციას მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე ავრცელებს. “ამ წუ­თას შე­მა­ტყო­ბი­ნეს, ჩემი ალა­ლი ძმის­შვი­ლი, რო­მე­ლიც მყავს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლოდ, მძი­ნა­რე სა­წოლ­ში მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლა­ნის ად­გი­ლას, ამ ბო­რო­ტი სის­ტე­მის მიერ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. ედა­ვე­ბი­ან 225-ე მუხლის მე­ო­რე ნა­წილს. ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ვით, დღე­ვან­დე­ლი ნა­ძი­რა­ლა სის­ტე­მა”, – წერს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი. ცნობისთვის, დღეს შსს-მ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავა.

მეტი...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობით. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მეტი...

“ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა” – მიხეილ სააკაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ლარის კურსის ვარდნა ოპოზიციასა და ანტისაოკუპაციო აქციებს დაუკავშირა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას შეახსენა, რა იყო კურსის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წლებში. სააკაშვილმა ხელისუფლების წევრები ქურდობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი ადგილი ციხეშია.   „პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე, ლარის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ერთი ორჯერ და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს“, ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა ბიძგები თბილისის დროით 18:50 საათზე დაფიქსირდა.

მეტი...

შსს-მ, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით, თავს დაესხა სამართალდამცველებსა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში. აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში…

მეტი...

“აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

“მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ, ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები, მონიტორინგის მიზნით მოსახლეობას ხვდებიან და არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივებისგან იღებენ ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მავნებელთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი, ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით, მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა.  ამასთან, სააგენტოს ცნობით, შექმნილია მოსახლეობის…

მეტი...

“ეს არის მაფიოზური ქვეყანა, მთავარი განგსტერი კი ბიძინა ივანიშვილია” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო უწყება ანაკლიის პორტის აქციონერებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასა და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. ფადი ასლის თქმით, „ეს არის მაფიოზური ქვეყანა, სადაც მთავარი განგსტერი ბიძინა ივანიშვილია“. მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ხაზარაძე-ჯაფარიძისა და მსგავსი საქმეების გამო კი, ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება. „ვუყურებ ფილმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სტუდიაში გადაიღეს. ძალიან მაწუხებს ამ ქვეყნის ბედი. ყველაფერი ინგრევა. შეხედეთ, სად არის ლარის კურსი, კორუფცია, ეკონომიკა, ინვესტიციები. ივანიშვილი საშიში ადამიანი გახდა საქართველოსთვის. არ ხორციელდება პირდაპირი…

მეტი...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება კი 6 079 673 ლარს შეადგენს. 

მეტი...

შეიქმნა იმპლანტი, რომელიც ადამიანს აივ ინფექციისგან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს

გლობალურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ, „მერკისმა“ შექმნა იმპლანტი, რომელსაც ორგანიზმში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის(აივ) ერთი წლის პრევენციისთვის საკმარისი სამკურნალო საშუალება შეაქვს და შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება ყოველდღიურად აბების მიღება. „მერკის“ აივ-ის იმპლანტი, დაახლოებით, ასანთის ღერის ზომისაა და ადამიანის კანქვეშ, მხარზე თავსდება. რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ იმპლანტის კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შედეგები წარმოადგინა. „მერკის“ განცხადებით, საშუალება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცდა მხოლოდ 12 მამაკაცზე ჩატარდა და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, კომპანია შედეგებით საკმაოდ კმაყოფილია. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადადების მაღალი რისკის წინაშე მყოფი ადამიანები, დღეისათვის პრეექსპოზიციურ პროფილაქტიკურ მედიკამენტებს (PrEP) იღებენ. ეს წამალი მათ…

მეტი...

“რუსთავი 2“-ის საქმეზე, შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

“რუსთავი 2“-ის საქმეზე, შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ისინი მოვლენათა განვითარებას ელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიმართავენ თუ არა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით. „პირველ რიგში, ჩვენ დავაკვირდებით უახლოეს დღეებში როგორ წავა პროცესები. მათ შორის, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა, რომელიც დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაანონსეს“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრება გამოთქვა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემაც: „საგამოძიებო კომისია იმუშავებს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, 1 წლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის ადგილას რა იქნება, კაციშვილმა არ იცის“, – განაცხადა აქიმიძემ.

მეტი...

უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები სექტემბრიდან დამონტაჟდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 178 ოჯახში სპეციალური სისტემების მონტაჟი იანვრის ბოლომდე დასრულდება. “მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად,”- აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

პროკურატურა გირაოს გარდა, ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და ზურაბ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონლარიან გირაოსთან ერთად, საქართველოს საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვას მოითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. „გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე, ანუ ჯაფარიძეზეც და ხაზარაძეზეც, ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლების, რა საფუძვლებიც ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად, ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის…

მეტი...

“ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რომ დამთავრდეს სპეკულაცია”- მამუკა ხაზარაძე

“შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, თითქოს რაღაცას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს ,“ – ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მათ აღკვეთის ღონისძებაზე უნდა იმსჯელონ. შენობაში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებას. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტიდან ჩამოცილებაზე გადაწყვეტილება იმიტომ, მიიღეს, რომ მათ სურთ დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს, ისინი ბანკს და აღნიშნულ პროექტს ეფარებიან. „იქიდან გამომდინარე,…

მეტი...

დავით უსუფაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს

„შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას და ირაკლი ოქრუაშვილს ერთმანეთთან გასარკვევი ბევრი რამ აქვს. „შეუძლებელია ოქრუაშვილთან დაკავშირებით ჩვენ არ დავინახოთ სხვა ასპექტები, ეს არის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული ასპექტები და ეს არის მისი ძალიან ღია ბრალდება ხელისუფლების მიმართ, სადაც მან თქვა, რომ შოთაძე და ოქრუაშვილი, პრაქტიკულად, თანამონაწილე არიან რაღაც უკანონო ქმედებების ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. ანუ სანამ სახელმწიფო წაუყენებდა ბრალს ოქრუაშვილს, მან იქით წაუყენა ბრალი პროკურატურას, რომ ჩვენებების მიცემის დროს რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, პროკურატურას და…

მეტი...

პროკურატურა, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის, მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულისთვის, ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

მეტი...

“ხაზარაძე გონიერი კაცია, უფლება აქვს, პოლიტიკური სივრცეში შემოვიდეს” – სიმონ ნოზაძე

“მამუკას რესურსი, საარჩევნო რესურსი, არ იქნება ისეთი, რომ მან არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე” – ასე აფასებს დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სვლებს და მის პოლიტიკურად გააქტიურებას მიესალმება. “ბატონმა მამუკას უდაოდ გონიერი კაცია და მას აქვს უფლება, პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდეს. შესაძლოა, მამუკა ხაზარაძეს განზრახული აქვს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი იყოს. დაკავშირება იმისა, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში მოდის და მისი განეიტრალება უნდათ, არასწორია. პირიქით, მე მივესალმები მის პოლიტიკაში შემოსვლას,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე არჩევნებზე, ამომრჩეველთა…

მეტი...

“ოქრუაშვილმა, მისი განცხადებებით, ოპოზიცური პოლიტიკური ველი დაანგრია”- სიმონ ნოზაძე

დეპუტატ სიმონ ნოზაძეს განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა, თავისი განცხადებებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ზიანი მიაყენა.  როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქრუაშვილის განცხადებებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეჟიმის მანკიერი მხარეები, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს იყო. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციის ლიდერი აღარ იქნება. “ფაქტია, რომ ოქრუაშვილის ამ ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დიდი დარტყმა მიაყენა ოპოზიციის ამ ფრთას. ფაქტობრივად, მან ოპოზიცური-პოლიტიკური ველი, ამ განცხადებებით დაანგრია. გასუფთავდება ახლა ეს ველი და თავისუფალი რჩება. რამდენიმე ახალი პარტია გაჩნდება,”- განაცხდა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, წინა…

მეტი...

“დაკავებები გაგრძელდება, ვინც პოლიციელებს გააფრთებული ურტყამდა ყველა უნდა დაისაჯოს” – სიმონ ნოზაძე

დეპუტატ სიმონ ნოზაძის განცხადებით, ის, რაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. დეპუტატის შეფასებით, დაკავებები გაგრძელდება, რადგანაც, ვიდეო კადრებში ყველაფერი ნათლად ჩანს. “დაკავებები გაგრძელდება. ის კადრები რომლებიც არსებობს და პრაქტიკულად ყველა ტელევიზია იღებდა, აშკარად მიუთითებს ამ დარღვევების შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დამნაშავეთა ამოცნობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გააფთრებულები რომ ურტყამენ პოლიციელებს, მუდმივად ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ, ბუნებრივია, ისინი უნდა დაისაჯონ” – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. დეპუტატის განცხადებით, პარლამენტის წინ აღშფოთებული ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი იქ პოლიციელებისთვის ფარის წასართმევად არ მისულან და ისინი არ ძალადობდნენ. “რა…

მეტი...

“არ მივიღებდი გადაწყვეტილებას მათ დაკავებაზე, ისინი არ არიან იმ დონის ადამიანები, რომ მიიმალონ” – სიმონ ნოზაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე   

პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება აუცილებლობას არ წარმოადგენს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი იმ დონის ადამიანები არ არიან, რომ მიიმალონ.  “სიმართლე გითხრათ, მე რომ ვიყო გამომძიებელი ან პროკურორი, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას მათი დაკავების შესახებ. ისინი არ არიან იმ დონის პიროვნებები, რომ სადმე მიიმალონ. ძიება გაგრძელდებოდა, სისხლის სამართლის ბრალდება უკვე წაყენებული აქვთ. გამორიცხულია, ძიება ობიექტურად არ წარიმართოს, რადგან, დიპლომატიური წარმომადგენლობებიც მაქსიმალურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს და ჩემი ვარაუდით, საკმაოდ აქტიურია სახალხო დამცველიც. მგონია, ყველაფერი ობიექტურად ჩაივლის”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მეტი...

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ანაკლიის პორტის, პროექტის ინიციატორი”- მამუკა ბახტაძე

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტის მისამართით,“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალიზების ინიციატივა, მმართველ გუნდს ეკუთვნის, შესაბამისად, მათ კარგად ესმით მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ბახტაძის თქმით, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხი ამ პროექტის განხორციელებასთან  არანაირ კავშირში არ არის. „ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშნელოვანი პროექტის ინიციატორი და რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს თავისი…

მეტი...

“ოქრუაშვილი თავად აღიარებს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებდა” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის მცდელობას ის თავად აღიარებს. “კადრები საჯაროა და საზოგადოებამ დაინახა, რაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ხდებოდა. მათ შორის, ის, თუ ბატონი ოქრუაშვილი იქ რას საქმიანობდა. არც თავად უარყოფს, პირიქით, აღიარებს სხვებისგან განსხვავებით, რომ ნამდვილად აპირებდა პარლამენტის შენობაში შესვლას. იუმორიც მოიშველია, ხელფასის ასაღებად შევდიოდიო. დანარჩენი, როგორ და რას აპირებდა, რა ვითარებაში აპირებდა, ის, რომ პარლამენტზე იყო შტურმი, ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის, არც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. დანარჩენს კი ქართული მართლმსაჯულება დაადგენს” – განაცხადა მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მეტი...

“თიბისი ბანკის” აქციების გაზრდა და შემცირება, დამოკიდებულია მის იმიჯზე” – გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, “თიბისი ბანკის” აქციების შემცირების მიზეზებზე საუბრობს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “თიბისი ბანკის” აქციების გაზრდა, ან შემცირება, კომპანიაზეა დამოკიდებული და კავშირი არ აქვს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. მათ შორის, არც ლარის კურსის გაუფასურებასთან.  “კერძო კომპანიის აქციების გაზრდა და შემცირება, დამოკიდებულია ამ კომპანიის იმიჯზე, მის შიდა პროცესებზე. ვერ გეტყვით, რომ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები, კავშირშია ამასთან. აქციების შემცირება თუ გაზრდა, დამოკიდებულია მხოლოდ მათსავე პროცესებზე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

მეტი...

“მესტია-ჭალის ხეობაში, უეცარი წყალმოვარდნა, ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული”- სპეციალისტები

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში განვითრებული სტიქია, მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა. მოვარდნილმა ტალღის დონემ, მდ. მესტია-ჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა. “წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე – 14 :00სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა,…

მეტი...

გურამ მაჭარაშვილი „თიბისის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს

​ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი,“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავენ. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კომისია ეფექტური ვერ იქნება. „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. მთავარია, რამდენად დაეხმარა საპარლამენტო კომისია გამოძიებას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იცით, რომ იყო შექმნილი საპარლამენტო კომისია (სარალიძის საქმეზე), საპარლამენტო უმცირესობა იყო უმრავლესობაში და რეალურად, ამ საქმესთან დაკავშირებით, სწორედ  სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიძიეს  მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე  სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, რამდენად შეიძლება,…

მეტი...

„არ შეიძლება, სს საქმე ჰაერში იყოს გამოკიდებული, პროკურატურა სხვანაირად ვერ მოიქცეოდა“ – გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძის საქმეზე

„თუ გვინდა, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწფო, უნდა შევეგუოთ და შევეჩვიოთ, რომ ყველა უწყებამ საკუთარი ფუნქციები შეასრულოს, კომპეტენციის ფარგლებში“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან“ დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მუშაობას. როგორც მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა კონკრეტული დანაშაული არსებობს, სამართალდამცავი ორგანი ვერ იმსჯელებს „ეს“ ადამიანი რომელი ფენიც წარმომადგენელია და შეიძლება თუ არა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. „თუ არსებობს დანაშაულია ნიშნები, ადამიანის გავლენასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული სს საქმის აღძვრა ან არ აღძვრა. ეს საქმე, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონმდებლობისა…

მეტი...

“საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა”- მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკის საქმე”- ზე

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატები მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს. პრემიერის განცხადებით, “თიბისი ბანკის” საქმე, იქნება გამჭვირვალე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. “სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ეს ასეც იქნება, გამჭვირვალე პროცესის სასამართლოსი და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესის ირგვლივ, არ იქნება,”-…

მეტი...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება

საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება. სწორედ საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ იმ დაგროვილ საკითხებს, რაც პარლამენტმა მუშაობის დასრულებისას ვერ მოასწრო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება, რადგანაც აუცილებლობა არ არსებობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობა. „მე კითხვას პირიქით დავსვამდი, რატომ უნდა ჩატარებულიყო რიგგარეშე სხდომა, როცა საჭიროება არ არსებობდა.  არ იყო ისეთი სასწრაფო თემები, რომლის მიღებაც აგვიანებდა. პარლამენტის სესია 3 სექტემბერს გაიხსნება და სექტემბერში განიხილება ზაქარია ქუცნაშვილის საკითხიც“ –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა…

მეტი...

დაბა მესტიის მოსახლეობას, სასმელი წყალი არ აქვს

სვანეთში, “მესტია-ჭალაჰესის კაშხალის” დაზიანების შედეგად, დაბა მესტიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ ადიდებულმა მდინარემ, წყლის მილები დააზიანა, განადგურდა 10-მდე მანქანა. ასევე დაზიანდა ჰესის „მესტიაჭალა1″- ის ინფრასტრუქტურა. მდინარის სიახლოვეს, დასახლებული პუნქტი არ არის. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული. პარალელურად, სტიქია მძვინვარებს ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში.

მეტი...

ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან, 18 წელი გავიდა

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან, 18 წელი გავიდა. ოჯახის წევრები და ახლობლები დღესაც ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან. გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“. 2001 წლის 26 ივლისს, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. ის საკუთარ ბინაში, მოკლული იპოვეს. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.

მეტი...