სვანეთში, “ჭალაჰესი” ადიდდა, განადგურებულია ათეული ავტომობილი

სვანეთში, “მესტია-ჭალაჰესის კაშხალი” დაზიანდა. წყალმა გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა და წაღებულია რამდენიმე ათეული ავტომობილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანონ. ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული. სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების ნაწილმა გაქცევა შეძლო, ნაწილის გამოყვანას კი ამ წუთებში ცდილობენ. პარალელურად, სტიქია მძვინვარებს ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში.

მეტი...

შსს, ოქრუაშვილს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას ედავება

ირაკლი ოქრუაშვილი, 20-21 ივნისის საქმის, გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილოებას ედავება. როგორც შსს-ში განაცხადეს, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს,  ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და…

მეტი...

“ოქრუაშვილის დაკავება, მაღალი სტანდარტით უნდა ხორციელდებოდეს” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ლიდერს ასე არ უნდა აკავებდნენ. “პოლიტიკური ლიდერის დაკავება, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, მაღალ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს. დაკავების ფორმას შეხედეთ. ერთი თვის წინ, რაღაც მოხდა, რომელზეც შეიძლება ედავებოდეს სახელმწიფო, მაგრამ, რატომ არის აყვანილი ქუჩაში ყოფილი მინისტრი? გეგონება რამის ასაფეთქებლად მიდიოდა. ეს რა ფომრაა? ამ ადამიანის დაკავება, მაღალი სტანდარტიდ უნდა ხორციელდებოდეს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს, შსს-ში ადასტურებენ. ამ საკითხზე, 20:00 საათზე უწყებაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.

მეტი...

მომღერალი, თიკა ჯამბურია დააკავეს

მომღერალი თიკა ჯამბურია, თბილისში, პუშკინის სკვერთან, მის სახლთან დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.  მომღერალი, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდა. როგორც თავად დაკავებული აცხადებს, ინციდენტი, მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.  შინაგან საქმეთა ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

მეტი...

“თუ ჩემი დაცვის წევრს, მისი შვილის წლისთავამდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ცხელი შემოდგომა ექნება”- ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის გასათავისუფლებლად ვადას 19 აგვისტომდე, კოშაძის გარდაცვლილი შვილის წლისთავამდე აძლებს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი განსახილველად არ მიიღო, რაც პირდაპირ ხელისუფლების ინტერესზე მიანიშნებს. „გუშინ გვიან სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილველად დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ  განეხილა და უარი ეთქვათ, თუნდაც ფასადურად, საჩივარი არც მიიღო. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ კობა კოშაძის დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა,…

მეტი...

ვეფხის და მოყმის ძეგლთან ხანძარია

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ხანძარია. ვეფხის და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი, მთის ფერდობზე, ბალახს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.  ფოტო: ზურა ბალანჩივაძე

მეტი...

ქართულ ტელესივრცეში მაუწყებლობას “ევრონიუსი” იწყებს

„ევრონიუსი“ მაუწყებლობას ქართულ ტელესივრცეში იწყებს. „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომლის  მაუწყებლობის 20% საქართველოს ამბებს დაეთმობა. მედიაპლატფორმის დაფუძნების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს, საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია “სილქნეტს” შორის მოეწერა. მხარეების თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი,რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს. „ეს არის მედია, ეს არის საინფორმაციო ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის. სარედაქციო პოლიტიკა ეკუთვნის “NBC NEWS“-ს, ეს არის უდიდესი ამერიკული კომპანია და ასევე ნული პროცენტი გავლენა გვექნება ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე,“ –  განაცხადა კომპანია “სილქნეტის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. „ევრონისუსის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, „ევრონიუს საქართველოს” მთავარი…

მეტი...

სამართალდამცავებმა, გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ადგილას, იარაღი იპოვეს

​თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მკვლელობის ადგილზე, სამართალდამცველებს იარაღი დახვდათ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის. მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.  რა გახდა 2 ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია. “ნახევარი საათის მოსული ვიყავი. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ არაფერი გაგვიგია, სროლის ხმა საერთოდ. არაფერი გვითხრეს, სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათო, და არ გაგვიგია. ტყმელაძე რომ არის ვიცი, აქ ცხოვრობდნენ,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.  ერთ-ერთი…

მეტი...

შოთა უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია იმართება

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილისა და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია მიმდინარეობს. გორიდან ჩამოსული ახალგაზრდები აცხადებენ, რომ უტიაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა. „შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე,“ – ისმის ამ შინაარსის შეძახილები უტიაშვილის სახლთან. ამ აქციასთან დაკავშირებით ეკა კვესიტაძემ, რომელიც უტიაშვილის მეუღლეა, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და შსს-ს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმაც ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენეს და ბავშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრეტთ. სირცხვილია. პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს…

მეტი...

გაუსაძლისი სიცხეები ევროპაში – გარდაცვლილია 5 ადამიანი

გაუსაძლისი სიცხეების გამო, ევროპის ქვეყნებში საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. საფრანგეთში სიცხეებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. იტალიის ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს რომისა და ზღვისპირა რეგიონების მოსახლეობას, სადაც ჰაერის ტემპერატურის გარდა, ტენიანობამაც მოიმატა. ანომალიური სიცხეებია ბელგიაში. ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

მეტი...

“ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს” – ირაკლი ოქრუაშვილი

ცოტახნის წინ დასრულდა „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პრესკონფერენცია, სადაც მან მისი დაცვის წევრისა და მეგობრის დაპატიმრებასა და “თიბისი ბანკის” საქმეზე ისაუბრა. ​ოქრუაშვილმა მისი დაცვის წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური შურისძიება უწოდა, ხოლო “თიბისი ბანკის” საქმეზე ივარაუდა, რომ ხაზარაძეს უახლოეს მომავალში დაიჭერენ. „აშკარაა, რომ ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ჩემი მეგობრისა და დაცვის წევრის დაპატიმრებაში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან, სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა მისი საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ პატიმრობა. საერთოდ ისე დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს…

მეტი...

გალის 400-მდე მაცხოვრებელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა

გალის მუნიციპალიტეტის 400-მდე მაცხოვრებელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა. ინფორმაციას abkhazinform, საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „მურზაყანელი აფხაზების საბჭოზე“ დაყრდნობით ავრცელებს. “მურზაყანელი აფხაზეთის საბჭოს” ცნობით, 5 წლის განმავლობაში, მათ ორგანიზაციას 900-მა ადამიანმა მიმართა, აფხაზური გვარის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით. Abkhazinform-ს ჩამოთვლილი აქვს გალის მოსახლეობის გვარები და წერს, რომ ისინი აფხაზური წარმოშობისაა. ეს გვარებია: აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ანჩაბაძე, არშბაია, არღუნია, ბაღბაია, ბუთბაია, გვაძანია, ზვანბაია, ზუხბაია, ინალიშვილი, კეცბაია, კირტბაია, ყოლბაია, ქვაცაბაია, კავშბაია, კაკუბავა, ლაკერბაია, ეზუგბაია, ეშბაია და ა.შ.

მეტი...

“ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალო ჩარევა“ – პრეზიდენტი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, მას ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არ აქვს. „მესმის, რომ ოპოზიცია, ან არასამთავრობო სექტორი თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, სანამ პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული. ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალო ჩარევა“ – განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გუშინ ბრალი წაუყენეს.

მეტი...

აშშ-ს საელჩო საქართველოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება

ამერიკის საელჩო საქართველოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს…

მეტი...

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – სპეციალისტების შეფასებები

ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი, დოლართან მიმართებით, 2 ლარი და 90 თეთრია, თუმცა ის კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 6 თეთრით მეტია. ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნაზე გავლენა “თიბისი ბანკზე” შეტევამაც განაპირობა. გარდა ამისა, ეკონომისტის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, ლარს, შესაძლოა, გარედან ფულის შემოდინებამ უშველოს, თუმცა არსებულ სიტუაციაში ეს გამორიცხულია. „იანვრის ბოლოდან თუ დავაკვირდებით, თებერვლის დასაწყისში ლარის გაუფასურებამ დრამატული ხასიათი მიიღო. შემდეგ არის უკვე კასკადი იმ სხვადასხვა კრიზისებისა, რომლებიც შეიქმნა. მოლოდინების შემქმნელების სიტყვა, ჩემდა სამწუხაროდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე თავად ეროვნული ვალუტა. მანამდე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ იყო…

მეტი...

სიფრთხილე გამოიჩინეთ საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას – საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. სააგენტოს ცნობით, სოციალურ ქსელში ახალი თაღლითური ვებგვერდები გავრცელდა, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი დაგროვებული პენსიის შემოწმებას სთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს. საპენსიო სააგენტოს ცნობით კი, საპენსიო დანაზოგის შესამოწმებლად საბანკო ბარათი ან ანგარიშის ნომერი საჭირო არ არის. ამასთან, სააგენტო აფრთხილებს ყველა მომხმარებელს, რომ მხოლოდ ვებგვერდით – pensions.ge ისარგებლონ. „მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისთვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეჰყავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მეტი...

“მადლობა ბატონ ქიბარს, ასეთი “ღრმა აზრიანი და თავშეკავებული” კომენტარისთვის” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებას ასე გამოეხმაურა: „მადლობა ბატონ ქიბარს, ასეთი “ღრმა აზრიანი და თავშეკავებული” კომენტარისთვის, დედას ვფიცავარ ღმერთის მეშინია და ოქრუაშვილზე ამიტომ არაფერს არ ვიტყვიო. ვამბობ ღმერთს და ვგულისხმობ ბიძინასო” – აცხადებს ოქრუაშვილი. ცნობისთვის, გუშინ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილზე ცუდს არაფერს იტყვის, რადგან მისი შვილის ნათლიაა და ღმერთის ეშინია.

მეტი...

სტიქია ლენტეხში – სამი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. სტიქიის შედეგად, მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა. ლენტეხის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ. ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მეტი...

ვინ შეცვლის მამუკა ხაზარაძეს? – „თიბისი ბანკის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მამუკა ხაზარაძეს ნიკოლოზ ენუქიძე შეცვლის. როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენუქიძეზე არჩევანი მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა. ენუქიძე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2013 წელს დაინიშნა. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.   გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო…

მეტი...

“ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს” – მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ. „როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა „თიბისი ბანკის“ აქციების ფასს. როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად, ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა. ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრიმ, 98%-ის ხმათა რაოდენობით, თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს…

მეტი...