“ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს”- ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, ქართულ პოლიტიკას სოსისს ადარებს.  მისი თქმით, ქართული პოლიტიკის კულუარული ამბების გაჟღერების შემთხვევაში, ხალხი არჩევნებზე აღარ მივა.  “ქართული პოლიტიკა და არამარტო ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს. ადამიანებმა რომ იცოდნენ, სოსისი როგორ მზადდება, არასდროს შეჭამდნენ. ქართული პოლიტიკის კულუარები გარეთ, რომ გამოვიდეს, აღარავინ აღარც ტელევიზორს ჩართავს და არჩევნებზეც აღარ მივა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მეტი...

“თქვენ გგონიათ, ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილმა ყველაფერი დაფქვა” – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, 2016 წელს, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმა “რუსთავი 2” – ის საქმეს უკავშირდებოდა. “2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ჩემ პრეტენზიაზე, უარი მეთქვა “რუსთავი 2″-ის საქმეზე, ჩემგან კი უარი მიიღეს, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილმა ყველაფერი დაფქვა. ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი მეთქი და 15 წუთში შემომითვალა, მე კი არა კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის გადაცემაზე უარი რომ ვუთხარი, ამიტომ მესროლეს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, გორში, სადგურის დასახლებაში ირაკლი ოქრუაშილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.…

მეტი...

“თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე!” – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში, საქართველოში არსებული ცუდი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ბრუნდება.  მისი თქმით, მას, პირადი მიზნები არ გააჩნია და პოლიტიკაში, ქვეყნის უკეთესი მომავლის გამო ბრუნდება.  “პირადი მიზნებით, მოტივაციით და წყენით პოლიტიკაში არ მოვდივარ. პოლიტიკაში დავბრუნდი ერთი მიზეზის გამო, ქვეყნაში საგანგაშო პოლიტიკური მდგომარეობის გამო. არჩევნებამდე ვაპირებ შევქმნა პოლიტიკური ჯარი. თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე! ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთეს მომავალს და მინდა ჩემმა შვილებმა, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ძალიან ბევრი ცუდი და საგანგაშო რამ ხდება ქვეყნაში, თორემ ჩემთვის ვიჯდებოდი, იმ ტყვიავის ვენახებში და მშვიდად და…

მეტი...

თურქეთიდან საქართველოში, პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში, ახალი მატარებლით, პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ეს არის საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება. სამომავლოდ კი, გადაზიდვის მოცულობის ზრდა იგეგმება. „საქართველო-თურქეთის რკინიგზებისისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს,”- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ. ავტორი – სანდრო ჯუფალაკიანი

მეტი...

ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს​ და ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 25 ივლისს გაიმართება.

მეტი...

“ზარდიაშვილი ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი” – ეკა ბესელია

“ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი “ქართულ ოცნებაში”, ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი, ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას. “ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი “ქართულ ოცნებაში”. იმდენი ხანი, რამდენიც მომიწია წელიწადნახევარი, როდესაც ჩინჩალაძის თხოვნით შემოიყვანეს “ქართული ოცნების” სიით, მომიწია მასთან ერთ სივრცეში ყოფნა. მე ზარდიაშვილს უფლებას არ ვაძლევდი, რომ ჩემთან ოთახში შემოსულიყო. ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი. იმ დონის ფსკერია ზარდიაშვილი, რომ მასზე კომენტარი არ ვიცი როგორ გავაკეთო”, – განაცხადა ბესელიამ.  ცნობისთვის, დღეს უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ეკა…

მეტი...

“ოცნება“ ჩემს უკანონო მიყურადებას ახორციელებს” – ნოდარ მელაძე ვანო ზარდიაშვილის განცხადებაზე

„კურიერის” სიანფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც “კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნეს ინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. ამ ინტერვიუთი დგინდება. 1. ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება. 2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ…

მეტი...

„ამ თემის გარშემო ხმაურის ატეხვის მცდელობა, ნიშნავს, ხელი შევუშალოთ სპორტული ობიექტის შენარჩუნებას“ – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობის შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ მოგვწონდეს წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებები, არსებობს სამართალმემკვიდრეობა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. დავითულიანის განმარტებით, „ვისოლ ჯგუფს“ წინა ხელისუფლების დროს გადაეცა, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული სპორტული კომპლექსი და მათ აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება გადაწყვიტეს. „ვინაიდან მუნიციპალიტეტმა მიიჩნია, რომ ქალაქის განვითარებისთვის სპორტული კომპლექსის საცხოვრებელი უბნით ჩანაცვლება არამიზანშეწონილი იქნებოდა, „ვისოლ ჯგუფს“ ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ვისოლ ჯგუფისა“ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულიმიწები შეაფასა და…

მეტი...

ფოთის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთის სანაპირო ზოლზე, ამ დროისთვის, 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. მათ ცნობით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება. ზღვაში ბანაობა უამინდობის გამო, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება აკრძალული.

მეტი...

სამხედრო წვრთნების გამო, აგვისტოში ავიაფრენები შეიზღუდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, აგვისტოს დასაწყისში თბილისის მიმდებარედ ავიაფრენები შეიზღუდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავრცელებს. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი დახურული იქნება მითითებულ პერიოდებში: 3, 4 და 5 აგვისტოს 09:30-11:30 და 21:30-23:30 საათებში; 7, 8 და 9 აგვისტოს 09:30-11:30 საათებში. შეზღუდვის გამო, განრიგის დაკორექტირება ავიაკომპანიების ნაწილს მოუწევს. მაგალითად, აზერბაიჯანულმა „ბუტა ეარვეისმა“ შესაბამისი შეტყობინება უკვე გამოაქვეყნა და მგზავრები ფრენების შეცვლილი განრიგის შესახებ გააფრთხილა.

მეტი...

“ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს” – პაატა სალია

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ხელისუფლების მიერ მისი ნაჩქარევად აღსრულების მიზეზები განმარტა. საქმე ეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება. „გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს. პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო…

მეტი...

“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია” – ვანო ზარდიაშვილი

“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია”, – ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომებიდან და მიმდინარე პროცესებიდან ინფორმაცია ეკა ბესელიას გაჰქონდა ნოდარ მელაძის მეშვეობით.  ზარდიაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთ. „ის ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” ხდებოდა ხოლმე უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი…

მეტი...

C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება საქართველოს 7 რეგიონში გახდა შესაძლებელი

„C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება საქართველოს 7 რეგიონში გახდა შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობას სკრინინგის ჩატარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ეს არის ინოვაციური  მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის ექიმის, სოფლის ექიმის და ექთნის მიერ პირველადი ჯანდაცვის ქსელში სამივე დაავადების ჰეპატიტი C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის აქტიურ გამოვლენას..” – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოაგდილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ელიმინაციის მიზნების…

მეტი...

შსს-მ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე, ორი პირი დააკავა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები.  “ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო ჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში. რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები…

მეტი...

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი ყუფარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებულმა უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე. გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. ცნობისთვის, ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2014 წელს მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.

მეტი...

“თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ – არჩილ თალაკვაძე

“თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ მაია ცქიტილის გუშნდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვიცე-პრემიერის თქმით, უკვე დამღლელია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი. “თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ეკა ბესელიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მე მჯერა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი უკანონო ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა შექმნილი და ის ჩანაწერები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შექმნილი და გამოქვეყნდა ამ პერიოდში, გამოძიების მხრიდან გახდა…

მეტი...

“2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა” – მამუკა ბახტაძე

“რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი ციფრია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2019 წლისთვის.  ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და…

მეტი...

„საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და ამიტომაც ვუპასუხე, რომ ვაპირებდი პარლამენტში შესვლას” – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. როგორც ოქრუაშვილმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რადგანაც სახუმარო ხასიათზე იყო, კითხვაზე, აპირებდა თუ არა პარლამენტში შესვლას, უპასუხა, რომ აპირებდა, რადგან, მისი თქმით, ხელფასი ჰქონდა ასაღები. ოქრუაშვილმა დაკითხვაზე დასმულ შეკითხვებსა და მის მიერ გაცემულ პასუხებზე ისაუბრა. „საკმაოდ კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მათ მკითხეს, რატომ…

მეტი...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილი გამოქვეყნდა (ფოტო)

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. „დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე. წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“,…

მეტი...

შაორის ტბის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

შაორის ტბის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან, არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად,  საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა  მიიღეს. ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით,  სამოქალაქო აქტივისტებმა,  მსახიობებმა, მედიის წარმომადგენლებმა  კიდევ ერთხელ  მოუწოდეს მოსახლეობას –  დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.   “ტყის ფონდის  ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში, რაც გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი,…

მეტი...

“არ ვფიქრობ, რომ პროკურატურა იდეალურია, მაგრამ ნდობის ხარისხით რეიტინგებში აღარ არის უკანასკნელ რიგებში” – შალვა თადუმაძე

“არ ვფიქრობ, რომ დღეს პროკურატურა იდეალურია, მაგრამ ნდობის ხარისხით რეიტინგებში აღარ არის უკანასკნელ რიგებში,” – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა. შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის“,-…

მეტი...

ეკა ბესელია, დავით-გარეჯის საქმეზე, დახურული საკომიტეტო მოსმენის დაგეგმვას ითხოვს

ეკა ბესელია, დავით-გარეჯის საქმეზე, დახურული საკომიტეტო მოსმენის დაგეგმვას ითხოვს.   “საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ აუცილებელია პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ჩართვა საკონტროლო ფუნქციის განხორციელების მიზნით”, – ნათქვამია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიმართ გაგზავნილ წერილში. კანონმდებლები თვლიან, რომ საკომიტეტო დახურული მოსმენა უახლოეს დღეებში უნდა დაიგეგმოს. „გასაგებია, რომ ღია სხდომაზე შეუძლებელია ყველა საკითხზე საუბარი, ამიტომ შევთავაზეთ, იყოს დახურული სხდომა, კომისიის წევრებმა გვითხრან რას აკეთებს ეს კომისია, რა შედეგი აქვთ, რა მანდატი აქვთ. თუ ამაზე უარი იქნება, ეს ნიშნავს, რომ არ არის ინტერესი პარლამენტის მხრიდან ასეთ საკითხებზე გვქონდეს ინფორმაცია…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, დღეს გამოკითხავენ

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დღეს, 11:00 საათზე გამოკითხავენ. ოქრუაშვილი კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს. 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.

მეტი...