საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ამ დროის ინფორმაციით, ქალაქ ონიდან ერთ კილომეტრში, სოფელ ჟაშქვაში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 4.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:00 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო. “Doubleman” – ასე ჰქვია ქართულ-ტაილანდურ კინო პროდუქციას, რომელზეც ტაილანდური კომპანია “Kantana Motion Pictures”, ქართულ “Georgian Film Production”–თან ერთად მუშაობს.  სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქართული ფილმის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა თაკო ჟღენტმა განუცხადა, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ სცენებში, 1870-იანი წლების ნიუ–იორკში ხდება მოქმედება. მისი თქმით, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, მსოფლიო კინო ინდუსტრიისთვის აქტუალური ხდება.  “პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია…

მეტი...

6 თვეში, 11მლნ – “საქართველოს რკინიგზის” შემოსავალი გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.  2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.  როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  “ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის…

მეტი...

“2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მე დავაფინანსე”- ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მას ამის ბერკეტი მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება. „მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა. დღეს სასამართლომ მისი სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა…

მეტი...

“ერთი სული მაქვს დავბრუნდე და კვლავ ვითევზაო” – ამერიკელი დიპლომატი საქართველოზე

ამერიკელი დიპლომატი, ჯეისონ კალბფლაიში კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ (‎Spend Your Summer in Georgia) უერთდება. როგორც დიპლომატი წერს, დასავლეთ საქართველო გაშოლტვით თევზაობისთვის საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა.  დიპლომატის პოსტს საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. “როგორც დიპლომატსა და ყოფილ გიდს ალასკიდან, მთელ მსოფლიოში თევზაობის საოცარი თავგადასავლები მქონია. დასავლეთ საქართველო (ზუსტ ადგილს მეთევზე არასდროს გასცემს) გაშოლტვით თევზაობისთვის საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა. გასაოცარი მთის ხედები, ულამაზესი მდინარე და მცოდნე, მეგობრული გიდი საკმარისი იყო, რომ საქართველოში თევზაობის ანკესზე წამოვგებულიყავი. აქ ყავისფერი კალმახის ისეთი სიუხვე იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში დაჭიმული გვქონდა ძუები. საღამოს ჩვენმა ქართველმა მასპინძლებმა გულუხვად დაგვალევინეს ღვინო, გვაჭამეს მეტისმეტად ბევრი აჭარული…

მეტი...

“ადამიანს ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება, ძალიან მალე ღიზიანდება, უადგილოდ იცინის” – სუსლიაკის ადვოკატი

“არავის ვუსურვებ იმ პირობებში ყოფნას, რაშიც იულია იმყოფებოდა. ადამიანს ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება, ძალიან მალე ღიზიანდება, უადგილოდ იცინის,  ანუ, შერყეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული, იულია სოსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ადვოკატის თქმით, სუსლიაკი ბაქოში, რამდენიმე დღით დასასვენელბლად გაუშვეს. “იულიას მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაესვენა 2-3 დღე მაინც. რადგანაც მას საქართველოში შემწუხებელი ბევრი ეყოლებოდა, ბაქოში ჩაფრინდა მისი ახლობელი, რომელთანაც ისვენებდა. ამის შემდეგ, გუშინ იულიას უნდა გადმოელახა საზღვარი. შევუძინეთ ბილეთი ბაქო-თბილისის რეისზე, მეხუთე ვაგონში. უნდა დავხვედროდით დილის 10:00 სთ-ზე, მაგრამ გარდაბნის საკონტროლო პუნქტთან ქართველმა სამართალდამცველებმა სთხოვეს მატარებლიდან…

მეტი...

” ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან რეიტინგების მიხედვით, პარტია ვერ შეძლებდა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევანი ვლადიმერ ზელენსკის ხალხის მსახურის სასარგებლოდ გაეკეთებინათ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.  „ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ…

მეტი...

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. “სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი…

მეტი...

იულია სუსლიაკის დაკავება უკრაინის აეროპორტში იგეგმებოდა 

იულია სუსლიაკის ქართველი ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სუსლიაკის უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში, მას აეროპორტშივე დააკავებდნენ. ადვოკატის მტკიცებით, სუსლიაკის სწორედ ამიტომ არ ჩავიდა უკრაინაში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.  როგორც ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იულია სუსლიაკის საქმე, უკრაინაში არც გაგზავნილა.  „უკრაინაში, ქართველ სამართალდამცველებს, დალაგებული აქვთ უკრაინულ მხარესთან ურთიერთობები, იმისთვის რომ ეს სიბინძურეები რამენაირად გაამართლონ. ამ სპექტაკლს იქ ჩაატარებდნენ. ქართველი სამართალდამცველების თხოვნას ისინი შესანიშნავად შეასრულებდნენ, ჩაატარებდნენ ამ სპექტაკლს, დააკავებდნენ იულია სუსლიაკს, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ, იტყოდნენ, რომ ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ და საქართველოში არავითარი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი პროკურორების მხრიდან-ო. ეს არის ჩანაფიქრი, მაგრამ ამას ჩვენ არავითარ…

მეტი...

ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ბარაჩაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტებით, ქონების მიტაცების მცდელობაა. „მოგახსენებთ, რომ დღეს განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, – განაცხადა ბარაჩაშვილმა.

მეტი...

სასამართლომ ოქრუაშვილის მოთხოვნა, „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე, არ დააკამყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა, „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე, არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.  „საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ბრიფინგზე. ოქრუაშვილის თქმით, სარჩელის ხელახლა შეტანაზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათ საღამოს მიიღებენ. „ახლა გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე…

მეტი...

საგარეჯოში მოსახლეობამ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მოსახლეობამ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უკვე 15 წელია, აღნიშნული პრობლემა აწუხებთ და ყოველ ზაფხულს წყალი ფაქტობრივად, არ მიეწოდებათ. მათივე თქმით, საგარეჯოს მერიას თხოვნით და ოფიციალური წერილით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ სოფელ გომბორში საგარეჯოს რაიონის მერის, გიორგი ებროწონაშვილისგან პირადად არ მიიღებენ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დაპირებას. მხარის პოლიციის უფროსმა მოსახლეობას განუმარტა, რომ გზის გახსნის შემდეგ პირადად დაუკავშირდებოდა საგარეჯოს მერიას და ადგილზე მისი წარმომადგენელი აუცილებლად მივიდოდა. დაპირების შემდეგ, მოსახლეობამ გზა დროებით გზა გახსნა. მოსახლეობის თქმით, თუ ერთი…

მეტი...

“სამართალდამცავებმა განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოიჩინეს, რომ დღეს იულია მედიას არ შეხვედროდა” – სოსლიაკის ადვოკატი

“გუშინ სამართალდამცავებმა განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოიჩინეს, რომ იულია სოსლიაკი არ ყოფილიყო დღეს აქ, არ შეხვედროდა ქართულ მედიას და ვრცლად არ ესაუბრა იმაზე, რაც თავს გადახდა” – ეს განცხადება იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ “მეციაცენტრ მთავარში” განაცხადა.  ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” მოკლედ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა მოეყოლა საზოგადოებისთვის. “საქმე ეხებოდა, საქართველოში იულია სოსლიაკის ყოფნის დღიდან, სამართალდამცავების დამოკიდებულებას მის მიმართ, როგორც ზუგდიდში, ასევე ქუთაისის საავადმყოფოსა და საპატიმროში. ზოგადად, შემიძლია გითხრათ იმაზე, რის თქმასაც იულია აპირებდა. ეს გახლავთ, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაყოლიება იმაზე, რომ ეღიარებინა დანაშაული, ასევე, თუ არ აღიარებდა დანაშაულს, პრობლემები შეექმნებოდა. საპყრობილეში ყოფნისას,…

მეტი...

ექიმის შეურაცხყოფა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება

ექიმის შეურაცხყოფა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება. სამედიცინო საქმიანობის დროს დაუშვებელი იქნება ექიმის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა. ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ. კანონპროექტით, დასჯადი იქნება ასევე ექიმზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა. ცვლილებით კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები ჩნდება. ამ ეტაპზე კი, ექიმზე ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი „სისხლის სამართლის კოდექსის“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით განიხილებოდა. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე საგრძნობლად მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში შეჭრის, დარბევისა და…

მეტი...

“რუსთავი 2”- ს ამერიკელი ან ევროპელი მედია-მენეჯერი ეყოლება

 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, იმისათვის, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.  “მედიაცენტრი მთავარი” ქიბარ ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.  „რამდენიმე დღე გავიდა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი  ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება. რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით,  მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა. 18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად…

მეტი...

გაუფასურებული ლარი, გაძვირებული პროდუქტები, გაღარიბებული ადამიანები – თუ ინდოეთის ბაზარი არ გაიხსნა, მძიმე შემოდგომა გველის

საქართველოში ტურისტული ნაკადის შემცირების მიუხედავად, მათ, ვინც ქვეყანაში მაინც შემოდის, საზღვრიდან უკან აბრუნებენ. სასტუმროები კი ტურისტული ნაკადის შემცირების გამო ვერ მუშაობენ და ზაფხულის სეზონის გადაგორებისთანავე დასახურად ემზადებიან. თუ ვითარება არ შეიცვალა, შემოდგომიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები უფრო მძიმე სურათს ელოდებიან. არსებული მდგომარეობა კი მთლიანად ქვეყანაზე  – გაუფასურებულ ლარზე, გაძვირებულ პროდუქტებსა თუ გაღარიბებულ მოქალაქეებზე აისახება. საუბარია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა 10 პუნქტიან წინადადებაზე, რომელსაც ქვეყანა არსებული კრიზისიდან უნდა გამოეყვანა. ერთ-ერთი პუნქტი, არაბული ქვეყნებისთვის და ინდოეთისთვის სავიზო/სასაზღვრო  პროცედურების გამარტივებას ეხება, რაც მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტს მოიზიდავდა. ამ კუთხით, ხელისუფლებამ  მუშაობა უკვე დაიწყო, ეკონომიკის სამინისტრო და…

მეტი...

“აბსოლუტურად გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ჩარევას” – ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და ყველა მხარისთვის სავალდებულოა და ის უნდა აღსრულდეს. „ასევე, ვხედავ იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა, ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხში პოლიტიკური ჩარევის კომპონენტი გამორიცხულია. „მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

მეტი...

“მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო, თითქოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ” – იულია სუსლიაკი

“ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა იულია სუსლიაკმა. მის თქმით, ის ახლა მის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. სუსლიაკის თქმით, მისი ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. “ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით,…

მეტი...

“აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ” – ვაშლიჯვარში დევნილები საცხოვრებელს ითხოვენ

გუშინ ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში, სადაც 25-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა, ხმაური იყო. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.  “სად წავიყვანო? მეხალისება აქ რომ მყავს 2 თვის ბავშვი? ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართი მომეცით. აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ, ვიქნებით აქ. დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ყველა ერთად მოვკვდებით,” – აცხადებს შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი დევნილი. ადგილზე იმყოფებოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. “იძალადა ჩემზე, გამოიწია საცემრად ამ ხალხის ინტერესებს როცა ვიცავდი. განმარტა მხოლოდ ის, რომ ჰუმანიზმი გამოიჩინა ჩემს მიმართ, ქალი ვიყავი და არ მცემდა,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ნათელი…

მეტი...

“წაგების უფლება არ გვაქვს” – ეკა კვესიტაძის ემოციური მონოლოგი “კვირის აქცენტებში”

ეკა კვესიტაძემ, ერთი წლის შემდეგ, “კვირის აქცენტები” პირველად წაიყვანა თანაწამყვანის, ნიკა გვარამიას გარეშე. მან გადაცემა ვრცელი მონოლოგით დაიწყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, თავის გუნდთან ერთად, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, რადგან, მისი თქმით, გამარჯვების გარეშე არ არსებობს გადარჩენა. გადაცემის წამყვანის თქმით, შეიძლება “კვირის აქცენტები” ბოლოჯერ გადიოდეს ეთერში, მაგრამ ისინი არასოდეს უღალატებენ პრინციპებს, რადგან ეს თავისუფლებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. “დღეს ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერია. ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე…

მეტი...