„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება

„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩენილ ერთადერთ შანსს კომპანიის იურისტები ბოლომდე გამოიყენებენ. ხუთი პუნქტიდან სასამართლომ მხოლოდ ერთში დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა და ეს საჩივარი კომპანიის მფლობელების მიერ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას ეხება. „რუსთავი 2“-ის დირექტორი და იურისტები ამბობენ, რომ ერთადერთი საშუალება, რომელიც გასაჩივრებისთვისაა დარჩენილი, უმნიშვნელოვანესია. იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა საქმის არსებითი განხილვის შემდეგ ევროკონვენციის მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას დაადგენს, მაშინ საქმე რადიკალურად შეიცვლება. იურისტები ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი დასრულებულა და ისინი ბრძოლად ბოლომდე გააგრძელებენ.   „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებს სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ.…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

“მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა”, – ასე გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.  „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით. არსებული რეალობის გათვალისწინებით,…

მეტი...

“მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის რაიონებში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფმა მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის რაიონებში საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად დესანტირება განახორციელა. სწავლების ფარგლებში, მზვერავებმა სიმაღლეები დაიკავეს, რომელიც სამთო მარშრუტების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. უღელტეხილების გადასასვლელების მახლობლად, რუსმა სამხედროებმა სამხედრო ვერტმფრენების მხარდაჭერით სიმაღლეების დაკავებაში ივარჯიშეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო მანევრების ფარგლებში ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებულმა სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სატანკო დანაყოფმა მამისონის უღელტეხილის და როკის გვირაბის დანიშნულ რაიონებში მარში განახორციელეს. მთებში განლაგებული იყვნენ სადაზვერვო, საარტილერიო, საინჟინრო, რადიოელექტრონული ბრძოლის, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფები. საერთო ჯამში, სამხედრო წვრთნებში…

მეტი...

“დღეს ევროპამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო” – სალომე ზურაბიშვილი

“დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. „ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას. მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად…

მეტი...

“თქვენს მიღმა ჩვენ მაინც ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს” – პაატა სალია “რუსთავი”-ის ჟურნალისტებს ხვდება

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხვდება. ის ცივილურ ფორმაში ითხოვდა მათთან შეხვედრას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა და მას ტელეკომპანიის “ნიუსრუმში” ფეხზე მდგომს შეხვდნენ. „ჟურნალისტებთანაც მინდა საუბარი, მაგრამ ჯერ მინდა გავერკვე რამდენი თანამშრომელია, რომ დავგეგმოთ შეხვედრები, ვისაუბროთ ერთობლივად,“ – ამბობს სალია. “რუსთავი 2”-ის ახალ დირექტორს ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, პაატა იაკობაშვილმა მიმართა. „თქვენს მიღმა ჩვენ მაინც ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს, მის გავლენებს და მის სურვილს, მოასუფთავოს საინფორმაციო ველი ამ ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური გავლენიანი კრიტიკული ტელევიზია,“ – მიმართა პაატა იაკობიშვილმა სალიას. საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დაინტერესდა, რა გარანტიას აძლევს…

მეტი...

“თქვენი კოლაბორაციონიზმი მიუღებელია ჩემთვის და ყავასაც არ შემოგთავაზებთ“ – სალია გვარამიას ხვდება

“მინდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში”, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე განაცხადა. პაატა სალიას თქმით, მას სურს ცივილურად გადაიბაროს კომპანია და შეხვდეს ფინანსურ, ასევე იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ადამიანებს, ხოლო ჟურნალისტების საქმიანობაში არ ერევა. „მე ვფიქრობ, რომ თქვენი კოლაბორაციონიზმი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და ყავასაც არ შემოგთავაზებთ“, – მიმართა ნიკა გვარამიამ პაატა სალიას. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლო, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ​პრესრელიზს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში მოსამართლეების მიკერძოებულობას ან სამართლიანი სასამართლოს გარანტიების სხვა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. „სასამართლო დავის შედეგად 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრე აიძულეს ტელეარხის გადაცემა და რომ ამჟამინდელი მესაკუთრეები არ იყვნენ მესამე რიგის კეთილსინდისიერი მყიდველები. ამ პროცესის მიმდინარეობისას, „რუსთავი-2“-ის კორპორაციული აქტივები და კომპანიაში მესაკუთრეთა წილები დაყადაღდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ საქმეში, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მესაკუთრეები ამტკიცებენ, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეებს აკლიათ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, – ნათქვამია…

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს გირაო შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი ესიაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემდეგ დატოვებს. ასევე შემზღუდავ ღონისძიებად დაეკისრა კვირაში ერთხელ შესაბამის სამსახურში გამოცხადება და საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებით დატოვება. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხარეების შუამდგომლობა. ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვა გირაოს მინიმალური ოდენობით გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდება მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით გაასაჩივრებს. ბრალდებულმა გიორგი ესიაშვილმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. მისი თქმით, წინასწარ არ ჰქონია ვინმესთვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა. შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გამოძიებამ 16 ივლისს დააკავა. მას გამოძიება იარაღის გამოყენებით…

მეტი...

“გარეჯი არ არის ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების თემა, ის გეოპოლიტიკური საკითხია, რომელშიც სერიოზული ძალებია ჩართული” – მამუკა არეშიძე

“გარეჯი არ არის ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების თემა, გარეჯი არის გეოპოლიტიკური საკითხი, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული”, – ეს განცხადება ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში მომხდარი ამბების ფონზე, რასაც ქართულმა მედიამ ყურადღება არ მიაქცია, გარეჯის ამბავი სხვა კუთხით უნდა დავინახოთ. “ძალიან ნიშანდობლივია ბოლო ამბები, რაც აზერბაიჯანში მოხდა და რასაც ქართულმა მედიამ ნაკლები ყურადღება მიაქცია. ალიევმა, რომელიც, პრაქტიკულად, სამი კვირა არ გამოჩენილა და ასე ვთქვათ, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, უცებ თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების ხელმძღვანელი. ეს გვკარნახობს, რომ რაღაც ისეთი სერიოზული ხდებოდა აზერბაიჯანში, რამაც ერთის მხრივ, ალიევს თავის…

მეტი...

“ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, ევროპის სასამართლოსაც ანათებს”- შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ევროპის სასამართლომ გადაწვეტილებაში ქრთამი აიღო. „ თავიდანვე აღვნიშნავ, რომ „რუსთავი 2“ კი არა, „სიენენი“ და „ბიბისიც“ რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა შეკვეთებზე მომუშავე ცნობილმა მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც ივანიშვილმა იქ ფაქტობრივად, ფულის ჩამომტარებლად შეუშვა. ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან…

მეტი...

ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. პარტნიორთა კრების ოქმს ქიბარ ხალვაში აწერს ხელს, როგორც „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილის მფლობელი და ასევე შპს „პანორამას“ მესაკუთრე, რომელიც „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტს ფლობს.

მეტი...

„ნიკა გვარამია საზოგადოებას სტრასბურგის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს“ – გურამ მაჭარაშვილი  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ტესტი ჩააბარა. „როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, ქართული მართლმსაჯულების მიერ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არც ერთ ეტაპზე და არცერთი მიმართულებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოკვეთილა. ამით, ქართულმა მართლმსაჯულებამ, ფაქტობრივად, ჩააბარა მაღალი ევროპული სტანდარტების ტესტი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2017 წლის 2 მარტს თავადვე დაუწესა ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღსრულების ნაწილში. კერძოდ, თუკი ქიბარ ხალვაში მოისურვებს,…

მეტი...

“იმედია, „ნაც.მოძრაობა“ არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა”- სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ეხმაურება და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ოპოზიცია ცდილობს, არასამართლებრივი საფუძვლები დაინახოს და გადაწყვეტილება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ” იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა. ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდა. ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია ამ საქმეში კიდევ რაღაც დამატებითი არასწორი და არასამართლებრივი საფუძვლები დაინახოს. როცა ჩვენი ოპოზიცია თავს იმაზე დებს, რომ…

მეტი...

“რუსთავი-2”- ის საგანგებო განცხადება

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია. თანამშრომლები, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2,” არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში. “მედიაცენტრი მთავარი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში…

მეტი...

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება მიიღო

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო. პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალის თანახმად, განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა. ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან – შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ…

მეტი...

„ერთი თვლის, რომ საჭიროა გააძლიეროს გავლენები სამხრეთ კავკასიაში, მეორე თვლის, რომ საქართველო უნდა დაინგრეს“ – მამუკა არეშიძე

„რუსეთს ქართველ ერთან ურთიერთობა აბსოლუტურად არ აღელვებს“ – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და ფიქრობს, რომ სერგეი ლავროვის განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, ქართველი ერის სიყვარულითა და პატივისცემით არ არის განპირობებული და მას სულ სხვა მიზნები აქვს. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოსკოვში ორი ძალა საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის. „რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა უმნიშვნელოა. საქართველოსთან კარგ ურთიერთობაზე არ არის საუბარი, გავლენების გაძლიერებაზეა ლაპარაკი. რუსეთში იბრძვის ორი ძალა. ერთი თვლის, რომ საჭიროა გააძლიეროს სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენები და მეორეს თვლის, რომ საქართველო უნდა დაინგრეს, უნდა დაიშალოს. ანუ, გაძლიერებაზე ზრუნვა არაფერს…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი და „ნაც.მოძრაობა“ ისევ წესების გარეშე, სახიფათო თამაშს სთავაზობს საზოგადოებას“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილი ქმედებებზე საუბობს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ისევ სახიფათო თამაშს სთავაზობენ. „მათთვის მიუღებელია, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართალი. ისინი საკუთარ თავს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებენ და რაც მთავარია, ძალადობენ საკუთარ ქვეყანასა და საზოგადოებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას”შოკის მომგვრელს და წარმოუდგენელს”უწოდებს ნიკა გვარამია. მიხეილ სააკაშვილი კი ამის გამო ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ეს, პრაქტიკულად, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოწოდებაა. მათი გაღიზიანება გამოიწვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ხმათა უმრავლესობით 7-1ზე, რის მიხედვითაც, „რუსთავი 2“ -ისა და ძმები ყარამანაშვილების სარჩელი…

მეტი...

“ჯობია მე წავიდე” – ნიკა გვარამია

“ჩემი განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული, სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი,” – აღნიშნული განცხადება, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას ადგილს, ადვოკატი პაატა სალია დაიკავებს.  გვარამიას განცხადებით, მისი განთავისუფლება, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან შეუძლებელია და კონტრაქტის ბათილობა, მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება. “ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. მარტივად აგიხსნით რატომ. ჩემი კონტრაქტი, ჩემივე მოთხოვნით, შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი განთავისუფლების. კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან მეორე ხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში, ქიბარ ხალვაში არ…

მეტი...

„ველოდებოდი ამ დღეს და ეს დღეც დამიდგა“ – ზურა ვაზაგაშვილის დედა

„ველოდი, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნებოდა. რაც ზურიკო მოკლეს, მას მერე, ასე არაფერი გამხარებია. დღეს კი სამართლიანობის განცდა მაქვს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოკლული ზურა ვაზაგაშვილის დედამ, ციალა ვაზაგაშვილმა გააკეთა. როგორც ციური ვაზაგაშვილმა გვითხრა, თანხა მათთვის უინტერესოა, მთავარი სიმართლის დამტკიცებაა. „წლები ველოდი ამ დღეს. ლანძღავდნენ და მიწაში არ აყენებდნენ ბავშვს. მამამისმა მთელი 9 წელიწადი უსმინა მის ლანძღვას და ამ დღეს მაინც ვერ მოესწრო, მე მოვესწარი. გული მწყდება, რომ ჩემს ქმართან ერთად ვერ მოვესწარი ამ დღეს. თანხას საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ, მთავარი იყო, რომ ჩემმა შვილმა გაიმარჯვა…

მეტი...

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, “რუსთავი2”-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, სტრასბურგმა წარამოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო. „რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას, პირველ რიგში, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი… ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა,…

მეტი...

“არ ვაპირებ გაჩერებას, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას” – მიხეილ სააკაშვილი

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. მიხეილ სააკაშვილი, ქართველ ხალხს საყოველთაო მობილიზებისკენ მოუწოდებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. „მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და არა მარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას.…

მეტი...

ქიბარ ხალვაში, სახელმწიფოსგან, სტრასბურგის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ელოდება – სპეციალური განცხადება

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის” –  აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშვმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ დაადასტურდა. ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის, არ ჩაერევა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას შეეხება, რომლის ადგილს ადვოკატი პაატა სალია დაიკავებს.  “მედიაცენტრი მთავარი” ქიბარ ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო…

მეტი...

„სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ -ის საქმეზე, 100 გვერდზე მეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება. „გადაწყვეტილებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა, თან ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხიც. რაც შეეხება მოსამართლე ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სამართლიანი სასამართლოსი მისცა წინააღმდეგ ხმა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი, მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილ იქნა როგორც სრულიად…

მეტი...

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ იყიდება

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100-პროცენტიან წილს ყიდის. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100 პროცენტიანი წილის აუქციონის გზით გასხვისება. როგორც განკარგულებაში წერია, სამინისტრომ ქართლის ქარის ელექტროსადგური გასაყიდად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან“ პარტნიორობით უნდა მოამზადოს. შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დამფუძნებელი სახელმწიფოა და პროექტის მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 24 მილიონ დოლარიანი კრედიტი გამოყო. აღსანიშნავია, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიებისმიმართულებით პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად…

მეტი...

„დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით“ – თეა წულუკიანი

რუსთავი 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრმა განაცხადა, დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით. „ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი – ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა; დაუშვებლად სცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა…

მეტი...

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დარღვევა არ დადასტურდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმეწუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. „სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი – არა; სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე, სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის. 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორტების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ვაზაგაშვილის ოჯახმა…

მეტი...

„ეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ისეთი ნიადაგი, უკეთესი რომ ვერ წარმოგიდგენიათ“ – მამუკა არეშიძე კოალიციურ მთავრობაზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ, 2020 წელს პარლამენტი ძალიან აჭრელდება. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს, პოლიტიკური ვაჭრობისთვის ნიადაგი საკმაოდ ხელსაყრელია. მისივე შეფასებით, თანამდებობისთვის ვაჭრობა მაშინ იწყება, როცა ბაზარი იხსნება. „არ ვიცით, სიტუაცია 2020 წლისთვის როგორი იქნება. როგორ დალაგდება საპარლამენტო „მოზაიკა“ მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით “ქართულ ოცნებას” მიჰყვება რამოდენიმე პარტია, შედარებით მსხვილი წარმომადგენლობით. წვრილ პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოხვდნენ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, კოალიციური მთავრობის კომპონენტს ლოგიკა გვკარნახობს“ – განაცხადა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოხვდეს პარლამენტში: „ამ თვალსაზრისით “ქართული…

მეტი...

“სამხრეთ ოსეთი” საქართველოს, ორი დამნაშავის გადმოცემას სთხოვს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი, სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი საშიში დამნაშავეები არიან. ძებნილების გადაცემას, სამხრეთ ოსეთი ითხოვს.  დამნაშავეები გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი ძებნილი დაჭრილია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა). „ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ერგნეთის გავლით მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია. ახლა მიმდინარეობს დაკავებული პირების „სამხრეთ ოსეთის“ მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხის განხილვა“, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პასპორტების გაცემის პროცედურა გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობას უფრო მარტივად და სწრაფად ლუგანსკისა და დონეცკის ყველა მცხოვრები მიიღებს. მანამდე გამარტივებული წესით რუსეთის პასპორტის მიღება, მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებზე ვრცელდებოდა. პუტინის მიერ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით უკრაინის ის მოქალაქეებიც მიიღებენ, რომლებიც დონბასში კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ აპრილში პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პასპორტების იოლი გზით მიღება შეეძლოთ დონბასის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს, კიევისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

მეტი...

“მიუღებელია წინაპირობა, რომ უკან წავიღოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება”- კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე უარი არ უთქვამს. რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მიუღებელ წინაპირობას აყენებს. „ამ ურთიერთობების აღდგენისთვის, თბილისი აყენებს მიუღებელ წინაპირობას, რომ ჩვენ უკან წავიღოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასეთია არსებული რეალობა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი იყო და არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, შესაძლოა, ვიზების საკითხი ორმხრივ დღის წესრიგში დააბრუნოს,” – განაცხადა გრიგორი კარასინმა…

მეტი...

ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, დღეს, უფულობის გამო, ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება” – დიმიტრი ხუნდაძე

„ოპოზიციის მხრიდან, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული. მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან სიკეთის გაუფასურებისა, პრემიერის ინიციატივა მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაჟღერდა და არა ოპონენტების გულის მოსაგებად,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. ხუნდაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ…

მეტი...

„მაჟორიტარული სისტემა ქვეყნის მტერი არ არის, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მხარს ვუჭერთ პროპორციულ სისტემას“ – გია ჟორჟოლიანი

„სოციალ-დემოკრატები“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ალტერნატივას ვერ ხედავენ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ. როგორც პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. „ჩვენს პარტიას, პროგრამაში უწერია, რომ მხარს ვუჭერთ პროპორციულ სისტემას, მაგრამ, განსხვავებულს იმისგან, რაც დღეს  არის წარმოდგენილი. ყველა შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, იქნება ბლოკები თუ მის გარეშე; იქნება 0%-იანი ბარიერი თუ გარკვეული პროცენტი. ამავდროულად,  გვაქვს წინადადება, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე შესაფერისია საქართველოში არსებული ვითარებისთვის, დემოკრატიისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის. ეს არის მრავალ მანდატიან საარჩევნო ოლქებში პროპორციული სიები შეიქმნას,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა…

მეტი...

“ვერც ერთი პარტია, მათ შორის „ქართული ოცნება,“ ხმების 50% ვერ მიიღებს, იქნება კოალიციური მთავრობა“ – მირიან წიკლაური

„არც “ქართულ ოცნებას”, ან სხვა რომელიმე  პარტიას  აქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვოს“ – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა. დეპუტატი  მიიჩნევს, რომ  რამდენიმე პარტიის  გაერთიანება საჭიროა: „ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღება არც ერთ პარტიას შუძლია,  ეს ბოლო არჩევნებმაც დაგვანახა. დახ, არც „მმართველ გუნდს აქვს ის ავტორიტეტი, რომ 50%-ზე ჰქონდეს ამბიცია. ამომრჩევლების 50% საერთოდ არ მოდის არჩევნებზე. არც ერთ პარტიას შეუძლია იმ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ მთავრობა თავად ჩამოაყალიბოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობები უნდა შეიქმნას. ანუ რამდენიმე…

მეტი...