იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, კობა კოშაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გურამ ჩალაგაშვილი ყვება, კობა კოშაძე ასევე არის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და მძღოლი. მისი თქმით, მათი თანაპარტიელი თბილისის შემოსასვლელში დააკავეს. გურამ ჩალაგაშვილი მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურ პარტიაზე რეპრესიის მცდელობად აფასებს. „კობა კოშაძე დააკავეს ქალაქის ტერიტორიაზე. დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ამბობენ და სასამართლოს არანაირი განჩინება არ არსებობს. გადაყვანილია წინასწარ დაკავების იზოლატორში. ადვოკატი შესულია. ამ ადამიანს ვიცნობთ წლებია. ამ ადამიანის…

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პოლიციის მაღალჩინოსნებს მომავალი კვირიდან დაკითხავენ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს.  როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, მისმა წარმომადგენლებმა თითქმის 10 ტომი საქმის მასალები შეისწავლეს და ამ დროისთვის გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი. “თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, სადაც ჩვენ ვართ ჩართულები, წარმოდგენილი საზედამხედველო ფუნქციით. ეს საქმე ეხება შსს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლას. გვაქვს სრული წვდომა მასალაზე. დაახლოებით 11 ვიზიტი განვახორციელეთ პროკურატურაში და ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში საგამოძიებო მასალებს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას გამოძიებაში, ამ ეტაპზე დახლოებით 10 ტომის საქმის მასალის შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი. პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული…

მეტი...

“მიუღებელია ის ზეწოლა, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ” – შს მინისტრი ინგა გრიგოლიას მხარს უჭერს

“მინდა, მხარი დავუჭირო ინგა გრიგოლიას, მიუღებელია ის ზეწოლა, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ”, – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე თქმით, ის მადლობას უხდის ჟურნალისტს მწვავე დისკუსიისთვის. „პირველ რიგში, ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი – ჩემთვის არის მნიშვნელოვანი შემდეგი, რა რაოდენობის ადამიანი, მოქალაქე გვიჭერს ჩვენ მხარს და ჩვენი ის იძულებული ქმედებები, რომელიც მოგვიწია – რა იყო ამის მიზეზი. მიზეზი იყო სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდება. თუ სხვა შეკითხვები არ გაქვთ, მინდა, გამოვთქვა ერთი აზრი. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში…

მეტი...

მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება

“მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ეს მექანიზმი რუსული ავიასანქციების შედეგად დაზარალებულ ტურისტულ სექტორს დაეხმარება. რაც შეეხება ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, საუბარია მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებაზე, ტურისტული სექტორისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე, ასევე მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე. „გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი „სიენენთან“, „ბლუმბერგთან“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“, სადაც ხდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია. ასევე დავაკორექტირეთ მარკეტინგის გეგმა და დამატებითი ზომები, კონკრეტული კამპანია დავგეგმეთ ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, საუდის არაბეთში. ეს ის ქვეყნებია, სადაც სწრაფად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“,  აღნიშნა ნათია თურნავამ.

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო” – გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარია განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს შეიტყო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას მეორე დღეს თავად დაურეკა. „მეორე დღეს. დრო არ მახსოვს. მე არ მქონია მასთან კომუნიკაცია, მაგრამ შემდეგ დამირეკა მეორე დღეს და ავხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-მ კიდევ 3 პირი დააკავა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, კიდევ 3 პირი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1974 წელს დაბადებული ც.ც. თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში; 1994 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში; 1989 წელს დაბადებული ლ.…

მეტი...

“ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე” – შს მინისტრის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, მან ყველა კითხვას გასცა პასუხი. „მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო. შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემ მიერ პასუხი იქნა გაცემული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მივა უწყებაში. „როგორც ერთხელ აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რადგან ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე. ჩვენ…

მეტი...

“რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ ივანიშვილს და რას დაამსგავსა” – მიხეილ სააკაშვილი

“დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის ცდილობს, თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში”, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს. „ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თავად.…

მეტი...

“ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვითანამშრომლებთ, ეს დოგმაა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძეს განცხადებით, პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას “ქართული ოცნება” არ აპირებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა”, ანტი ეროვნულ საქმეს აკეთებს, შესაბამისად მასთან კოალიციის შექმნის საკითხი არ განიხილება.  “ე. წ. „ევროპული საქართველოს“, ანუ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს ისე უთქვამს, თითქოს ვინმე ეპატიჟებოდეს, რომ კოალიციას არ შექმნის. თითქოს, ვიღაც ერთი წლით ადრე კალთებს ახევდეს, გინდა თუ არა ჩემთან უნდა შექმნა კოალიცია-ო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ იმ ძალებთან, იმ პარტიასთან, თუნდაც მის შტოებთან, რომელიც ყველა თავისი განცხადებით, ყველა თავისი მოქმედებით, ქართული სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს, არავინ არ აპირებს თანამშრომლობას. ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან”…

მეტი...

“ჩართული ვარ პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე”- ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დანიშვნის საკითხი არ განიხილება. „როგორც ხედავთ, მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე. შესაბამისად სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რამე პოზიციის დაკავებაზე, არ განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პარტია წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები, ასევე ყრილობა. კობახიძე საკადრო ცვლილებებსაც აანონსებს და აცხადებს, რომ პარტია, საპარლამენტო არჩევნებს, ახალი საკადრო შემადგენლობით შეხვდება. “ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, გააქტიურდება პარტიული მუშაობა, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის…

მეტი...

“გვაქვს ამბიცია და რესურსიც, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შევიდეს 2020 წლის პარლამენტში”- კახა კალაძე

თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძეს განცხადებით, პარტია “ქართულ ოცნებას” აქვს რესურსი და საშუალება იმისა, რომ 2020 წელს, პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს.  მისი თქმით, თუ რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში, დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე. “მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი 2020 წლის არჩევნებზე და თავიანთი გემოვნების მიხედვით, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც იქნება წარდგენილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რომელი პროგრამაც ახლოს იქნება კონკრეტულ ადამიანებთან,…

მეტი...

უფლებამოსილების გადამეტებისთვის, შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 5 000 ლარის ოდენობით გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება პროკურატურას, მათ სასამართლოს ბრალდებულისთვის პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს. როგორც პროკურორმა თავის შუამდგომლობაში განმარტა, მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 სექტემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას,…

მეტი...

“ტურისტების შემცირებამ, ასახვა მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე” – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძეს განცხადებით, საქართველოში, დღეს, ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია. როგორც ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის ექვსი თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია. “საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე. არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა“, – აცხადებს ლექვინაძე.

მეტი...

“უარს ვამბობთ რეჟიმზე, როცა პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე აქტიურდებოდა” – ბიძინა ივანიშვილი

დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება” მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იქნება აქტიური. შეხვედრაზე აჭარის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც გაზაფხულისთვის იგეგმება. „ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის , რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, მხოლოდ არჩევნებზე აქტიურდებოდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან…

მეტი...

„კობახიძე გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას, კიდევ უფრო მაგარია გახარია“ – ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე გადაეფარა გუნდს, თუმცა, კიდევ უფრო მაგარი კაცია გიორგი გახარია. „კობახიძეს არავითარი დანაშაული ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, როდესაც  გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა და ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის  გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას  და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისვე შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარია კიდევ უფრო მაგარია:…

მეტი...

“არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ”- ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან, პროპორციულ სისტემაზე გადასხვლა, გულისხმობს იმის ალბათობას, რომ ერთმა პარტიამ და მათ რიცხვში „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50%-იანი ბარიერი. ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ქართული უცნობა” უმრავლესობით მოხვდეს პარლამენტში. მისი თქმით, თანამშრომლობას ყველასთან, გარდა პარტია “ნაციონალური მოძრაობისა” აპირებს. „ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზი კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში. მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი…

მეტი...

“რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან ” – ბიძინა ივანიშვილი

“ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას. მისი თქმით, რუსული ბაზრის ჩანაცვლება, სხვა ბაზრით ადვილი არ არის. „რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო, რადგან პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა, არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია…

მეტი...

“გახარიას გადადგომა, დღეს, იქნებოდა სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით” – ბიძინა ივანიშვილი

“გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცალკეული პოლიციელების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს. „თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა. „გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან, რა…

მეტი...

“სახელმწიფო არასაკმარისად ეფექტურად მოქმედებს” – გია ჟორჟოლიანი დავით გარეჯზე

“ეს არ არის საკითხი, სადაც, საზოგადოებას ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეს. ეს არის საკითხი, სადაც ყველას ერთი მოსაზრება აქვს” – ასე აფასებს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს და ხელისუფლების სისუსტეზე მიანიშნებს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სახელმწიფომ პროცესები ბევრად უფრო ეფექტურად უნდა წარმართოს. “პროცესები ბევრად ეფექტური უნდა იყოს, მათ შორის, მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან. ასევე ინფორმირება საზოგადოების. ეს არ უნდა იყოს ცალკეული ჯგუფების ინტერპრეტაციის თემა. სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან მკაფიო, მათ შორის ყოველდიურად, საჭირო სიხშირით მოსახლეობის ინფორმირება უნდა ხდებოდეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს სახელმწიფოს, მას სჭირდება საზოგადოებრივი…

მეტი...

“პატრიოტების” მოსკოვში ვიზიტით, 2 ქვეყნის ურთიერთობაში გარღვევას ვერ ვხედავ” – დეპუტატი

დეპუტატი, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი მირიან წიკლაური თანაგუნდელების მოსკოვში ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ამით ვერაფერი შეიცვლება. როგორც წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ვიზიტით არც რუსეთის მოთხოვნები შეიცვლება და არც საქართველოს ინტერესები. “ეს არ არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ეს პარტიის გადაწყვეტილებაა. მართალი გითხრათ, დიდ აზრს ვერ ვხედავ ამ ვიზიტით. ვერანაირი გარღვევა ამით ვერ იქნება. რუსეთის მოთხოვნები არ შეიცვლება, არც ჩვენი ინტერესები შეიცვლება. ეს ის ინტერესებია, რომელსაც ჩვენ ვერ დავთმობთ. ასეთი ნაბიჯების გადადგმა ჩემთვის მიუღებელია. ფრაქცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს თანაფრაქციელებს ყველაფერში დავეთანხმო. არის გარკვეული საკითხები, რომელშიც…

მეტი...

“ლავროვი იტყვის, მაკრონი თუ ტრამპი, სტაბილურობა რომ გვჭირდება, ეს ფაქტია” – მირიან წიკლაური ლავროვის განცხადებაზე

კრემლის განცხადებას, გარკვეული პირობით, საქართველოში ფრენის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ლავროვის პირობების გარეშე, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაბილურობაზე რუსეთი ისაუბრებს თუ ტრამპი, არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარა, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. “სხვადასხვა დროს, კრემლი სხვადასხვა პირობებს აყენებდა, აყენებს და დააყენებს მომავალშიც. არის ასეთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ჰქვია, რომლის ხელისუფლებაც კრემლში არის და იქიდან ათასნაირი პირობები და მოთხოვნები მოდის. ხშირ შემთხვევაში, დაპირებებიც მოდის. პირადად, რუსეთის არც დაპირებებს ვენდობი და არც პირობებს. ცხადია,…

მეტი...

“თუ ამას დათმობ, სხვა დათმობაზე წასვლაც მოგვიწევს” – მირიან წიკლაური დავით გარეჯზე

“ეს საქართველოს ტერიტორიაა, ცალსახად, ეს არის ქართული, მართლმადიდებლური კულტურის ძეგლები” – მირიან წიკლაური საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფრთხილ და აქტიურ მოქმედებებზე საუბრობს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არ არის საკითხი, რომელზეც ოდნავ დათმობა და უკან დახევა შეიძლება. “იქ უამრავი ქართველი წმინდანი მოღვაწეობდა. იქ მოღვაწეობდა საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი, ასურელ მამათაგანი, იქ მოღვაწეობდა 6 ათასი ბერი, რომლებიც, შემდეგ მოწამეობრივად აღესრულენ. ამიტომ, ამ მიწასთან ქართველი ერი ხორციელად არის დაკავშირებული და ჩვენ, მის დათმობას არ ვაპირებთ. თუ ამას დათმობ, სხვა, ძალიან ბევრი რამის დათმობაც მოგვიწევს” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.…

მეტი...

“გვინდა ვიმეგობროთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეში ჩარევას არ აპირებს. მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, ცდილობს საქართველოში რუსოფობიური განწყობის გაძლიერებას. ლავროვმა აღნიშნა, რომ ასეთი პირები არ ფიქრობენ თავიანთი ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დიდწილად რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზეა დამოკიდებული. „ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ.…

მეტი...