“პუტინის განცხადებები ჩვენი ცოდვების შედეგია” – მეუფე სპირიდონი

“პუტინის განცხადებები ჩვენი ცოდვების შედეგია”, – ეს განცხადება სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა გააკეთა. “სახელმწიფოს მეთაურმა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მართლმადიდებელი ქვეყნის, განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. საერთოდ, ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობაო… ეს ესე არ არის. ღმერთმა არ ქნას. მაგრამ, მე გეტყვით თქვენ, ეს განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ, ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს. ის  ნატო და ევროკავშირი, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. რატომ იმას არ ეძახი? იგივე…

მეტი...

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა – საქსტატი

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 190.1 ლარი იყო. 2018 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15.1 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ეს მონაცემი 173 ლარს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, მაისთან შედარებით, ივნისში 1.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.6 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 315.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ივნისის…

მეტი...

პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვსა ცდილობს. მან თვითდაზიანება ნაწილობრივ უკვე მიიყენა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მის შეჩერებას ცდილობენ. მათი განცხადებით, მსგავსი რადიკალური ფორმები საჭირო არ არის. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან…

მეტი...

“ყველა შეკითხვას ვუპასუხე ამომწურავად” – ირაკლი ღლონტის დაკითხვა დასრულდა

“საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები მეკითხებოდნენ რატომ ჩაიშალა შს მინისტრის მიერ ინიცირებული შეხვედრა საზოგადოებასთან და მომიტინგეებთან, რაც გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ეს იმ შეკითხვათაგანია, რომელიც მე უნდა დავსვა”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ღლონტის თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, თუ რა საკითხზე მიმდინარეობდა თათბილი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ. „მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი გამოკითხვაზე.  ჩემი შეფასებით, მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ვუპასუხე ამომწურავად. თუმცა მე იქით მაქვს საგამოძიებო უწყებასთან, პასუხისმგებელ პირებთან შეკითხვები, რა გახდა იმ დღეს ქართველთა სისხლია დაღვრის საფუძველი და ამ…

მეტი...

“ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს უპირველესად სანქციების შერბილების, საბოლოო ჯამში, მოხსნის საკითხით მიმართეს” – ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” წევრების რუსეთში ვიზიტზე საუბრობს. მისი თქმით, ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს უპირველესად სანქციების შერბილების, საბოლოო ჯამში, მოხსნის საკითხით მიმართეს. ინაშვილის თქმით, რუსმა დეპუტატებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ამ საკითხზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან ერთად იმუშაონ, დაიწყონ მოქმედება სანქციების შერბილებისა და მოხსნის მიმართულებით. “მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები რუს კოლეგებთან. პირველი შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატებთან შედგა. რუსული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბარი, პირველ რიგში, ეკონომიკური სანქციების საკითხს შეეხო. საქართველოში გაჩნდა წარმოდგენა, რომ ეს სანქციები მოხსნილია, რაც რეალობას არ შეესაბამება. სანქციები, სამწუხაროდ, უკვე მოქმედებს და თუ ასე გაგრძელდება, საქართველო…

მეტი...

“ბოლო თვის მოვლენებმა რუსულ-ქართული ურთიერთობები ნულოვან წერტილზე დაიყვანა” – კონსტანტინ კოსაჩოვმა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისში, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის საქციელმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ნულოვან წერტილზე დაიყვანა. მისი თქმით, რუსეთში მოვლენების ასეთი განვითარებით გულწრფელად დამწუხრებული და იმედგაცრუებული არიან. „ბოლო თვის ცნობილი მოვლენების შემდეგ – რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს, რაც მოხდა ქართულ ტელევიზიაში გასულ კვირას, ყველაფერმა ამან ჩვენი ურთიერთობები კვლავ მკვეთრად დახია უკან, პრაქტიკულად ნულოვან წერტილზე დაიყვანა“, – განაცხადა კოსაჩოვმა. კოსაჩოვის განცხადებით, ორივე მხრიდან ცნობილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შემდეგ, რუსეთი და საქართველო შესაძლოა, პატარა ნაბიჯებით, თუმცა მაინც ლახავდნენ  უთანხმობებეს, პოულობდნენ…

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა. „20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა…

მეტი...

ბათუმის ბულვარში, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ბათუმის ბულვარში, კამპანიის “გადაარჩინე სიცოცხლე” ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარების 30 ყუთი განთავსდა. პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. სწორედ ამიტომ აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება. ამ პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების დროს ითქვა, რომ 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, ეს არის სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

მეტი...

ჯგუფი „მგზავრები“ 26 ივლისს მოსკოვში კონცერტს გამართავს

26 ივლისს მოსკოვის მწვანე თეატრში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ მწვანე თეატრის ვებგვერდი ავრცელებს როგორც ღონისძიების ვებგვერდზეა აღნიშნული, „თბილისური ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვს ტრადიციული საზაფხულო კონცერტით უბრუნდება“. „სახელგანთქმულ მწვანე თეატრში მორიგი კონცერტის გამართვა ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია. ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, ვინც განახლებული სცენის გახსნაზე დაუკრა“, – განაცხადა ჯგუფის სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა. მისივე თქმით, კონცერტზე როგორც ბოლო ალბომში შესული კომპოზიციები, ისე ჯგუფის 13-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჰიტებად ქცეული სიმღერებიც შესრულდება.

მეტი...

“ქართველ მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა რამდენიმე დღეში შეეძლებათ” – თეიმურაზ კუპატაძე

“უახლოეს დღეებში, ვგულისხმობ ამ კვირას, ჩვენი მომლოცველები, ასევე ტურისტები გადაადგილებას მოახერხებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. ეს ეხება ჩიჩხიტურს, აღდგომის მონასტერს და სხვა დანარჩენ ტერიტორიებს”,- ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. თეიმურაზ კუპატაძის განმარტებით, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “რამდენიმე დღე მოქალაქეები ზემოთ არ ავიდნენ”. ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 14 ივლისს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი. “შეხვედრა დასრულდა. ჩვენ განვიხილეთ გუშინდელი…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანიამ კანდიდატურა მოხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ კანდიდატურა მოხსნა. ამის მიზეზად ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.  ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს. ოპოზიციის ლიდერმა მომხრეებს  მოუწოდა, არჩევნებში მხარი პარტია “ამცახარას” თანა-თავმდჯომარეს ალხაც კვიცინიას დაუჭირონ. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 25  აგვისტოსაა დანიშნული.  თავდაპირველი ინფორმაციით, არჩევნები  21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სწორედ ბჟანიას ავადმყოფობის გამო გადაიდო.

მეტი...

“სერგეი გავრილოვს, თბილისში თავს დაესხნენ დესტურქციული ძალები” – გიორგი ლომია

“დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს თბილისში თავს დაესხნენ დესტურქციული ძალები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა რუსეთსა და საქართველოს შორის ძლივს დალაგებული ურთიერთობების არევა”, – აღნიშნული განცხადება, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა , გიორგი ლომია გააკეთა, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართა. გიორგი ლომიას განცხადებით, დესტრუქციულ ძალებს, საქართველოსა და რუსეთ შორის ურთიერთობის დაძაბვა სურთ. “საქართველოში დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ სცადეს ყველაფერი გაეკეთებინათ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად. თავდასხმა, პროვოკაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ და ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის თავხედური გამოხტომა, ერთი ჯაჭვის რგოლია. ეს ყველა პროვოკაცია მიმართულია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვისკენ. ჩვენ ვასახელებთ ამ დესტრუქციულ ძალებს, ესენი არიან…

მეტი...

აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა, კვირის ბოლოს გაიხსნება

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დასრულებულია. დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა, კვირის ბოლომდე ჩაიკეტება. კვირის ბოლოს კი ის მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გაიხსნება. საუბარია იმ მონაკვეთზე, სადაც გუშინ ინცდენტი მოხდა.  მოლაპარაკებები ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის რამდნიმე წუთის წინ დასრულდა. ლავრის სიახლოვეს გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ აღდგომის ტაძრიდან და კელიებიდან აზერბაიჯანლებმა ხატები ამოიტანეს და ის ქართულ მხარეს იმის ნიშნად გადასცეს, რომ მონასტრის ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის.  ფაქტს ადგილობრივებსა და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ხატები ისევ უკან დააბრუნეს. 

მეტი...

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის დუმაში შეხვედრები გამართეს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს. როგორც მოგვიანებით დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თვამჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, მოსკოვი მზად არის, ეტაპობრივად მოუხსნას საქართველოს შეზღუდვები, თუმცა იმ პირობით, თუ ამისთვის მზად არის თავად საქართველოს ხელისუფლება. კალაშნიკოვის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან მან სწორედ ეს საკითხი განიხილა.

მეტი...

საქართველოს გავლით, სომხეთიდან რუსეთში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ

საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში  რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის” გადატანის მცდელობას. “ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს “თორიუმ 232″, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების…

მეტი...

“რუსეთს ვუქმნით სივრცეს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს”- ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი,  ლინას ლინკევიჩუსმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. მისივე თქმით, არ არის პოზიტიური, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვლავაც დააბრუნეს რუსეთის დელეგაცია. „2008 წლის შემდეგ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს თუმცა, არაფერი არ შეცვლილა. სამწუხაროდ, ჩვენი საქციელიც ყოველთვის არ არის თანმიმდევრული. გაუგებარია, რატომ დააბრუნეს რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ ვუქმნით რუსეთს სივრცეს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს,…

მეტი...

პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილის უფლებამოსილების საკითხს ხვალ განიხილავენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, რომლის მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანია. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” , საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას. “ხვალ, კომიტეტზე, ვიხილავთ ქუცნაშვილის განცხადებას. ამ განხილვის შემდგომ, დავწერთ დასკვნას, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს იმისათვის, რომ სესიამ მიიღოს დადგენილება დეპუტატისთვის…

მეტი...

ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის საკრებულოს წევრს „პატრიოტთა ალიანსი“ დაატოვებინეს

ხაშურის საკრებულოს წევრს, “პატრიოტთა ალიანსიდან”, ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც “ტვ პირველის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარტია დაატოვებინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინგა გრიგოლია ავრცელებს და პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს  მადლობას უხდის. „დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის ,,რიგები ამ კაცს,მას მერე ,რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი – ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია. ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელსაც აქვე ვაკოპირებ -,, ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა…

მეტი...

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია. გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მიიღო. ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინისტრომ სავარაუდოდ, გუშინდელ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. გუშინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სალოცავებიდან ხატები გამოიტანეს, რომლებიც ტაძრებში მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტებმა დააბრუნეს. ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად დროულ რეაგირებას სთხოვენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს შეხვედრაში.

მეტი...

დავით გარეჯში, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს შეხვედრაში. ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს,  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.…

მეტი...

ირაკლი ღლონტს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაკითხავენ

პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს მისცემს. როგორც ღლონტი ამბობს, ის სასამართლოში დღეს 17:30 საათზე დაიკითხება. 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე. დაკითხვაზეა დაბარებული მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

“საკმარისია ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, რომ დაიკეტება საინფორმაციო სივრცე” – ნათელაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართვა გავუგზავნეთ, რომ საკმარისია, ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, დაიკეტება საინფორმაციო სივრცე საქართველოსა და მსოფლიოსთვის”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ისინი მოითხოვენ საქმეს ჩამოსცილდეს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი, მოსამართლე ლადო ჭანტურია, ვინაიდან, მისი თქმით, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება არაობიექტური იქნება. „18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. ეჭვი არ გვეპარება ამ მაღალი სასამართლოს კომპეტენტურობაში, მაგრამ დღეს მაინც გავუგზავნეთ მიმართვა, რომ საკმარისია ამ ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, იგი აღმოჩნდება რუსი ოლიგარქის ხელში და საერთოდ დაიკეტება საინფორმაციო სივრცე საქართველოსა და მსოფლიოსთვის. ასევე…

მეტი...

“ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს” – მეუფე გერასიმეს ინიციატივა

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი, გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი, ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს. „მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”, – აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღე, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. ​ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.

მეტი...

რუსეთიდან საქართველოშო 34.78 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა

2019 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მილიონი აშშ დოლარი (398.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა – 34.78 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, წინა წლის ივნისთან შედარებით თანხის მოცულობა 11 პროცენტითაა შემცირებული. 19.3 მილიონი დოლარი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა (+23.99 პროცენტი), 17 მილიონი დოლარი – საბერძნეთიდან (+23.06 პროცენტი), 15.29 მილიონი დოლარი – აშშ-დან (+7.53 პროცენტი), 13.38 მილიონი დოლარი – ისრაელიდან (+0.67 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში 25 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, 2019 წლის ივნისში საქართველოდან…

მეტი...

„ პოლიციას არ ჰქონდა სხვა საშუალება, გარდა ლეგიტიმური ძალის გამოყენებისა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებს, სამართლებრივი შეფასება ექნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა, რამდენიმე მათგანზე კი გამოძიება მიმდინარეობს.  „თითოეული ნიუანსი დასადგენი და გასათვალისწინებელია. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ. ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამ საკითხში ჩავრთეთ სახალხო დამცველიც და გამოძიების ამ ინიციატივას მე მხოლოდ მივესალმები, ისევე, როგორც სურვილის შემთხვევაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას”, – აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის განმარტებით, 20 ივნისს მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. „ყველა…

მეტი...

“მოიმიზეზო კობახიძე და მისი დალალები და ამ მოტივით კონსულტაციებში არ ჩაერთო, პოლიტიკური ბავშვობაა” – მამუკა კაციტაძე

“არის მოსაზრება, რომ თუ “ქართული ოცნებიდან” საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფში პირობითად, ჯდება ირაკლი კობახიძე, მაშინ ჩვენ იმ მაგიდასთან არ დავჯდებით. ამგვარი მიდგომა ყმაწვილობაც კი არ არის, პოლიტიკური ბავშვობაა” – ეს განცხადება მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა და იმ პოლიტიკურ სუბიექტებს გამოეხმაურა, რომლებიც პროცესებს არარეალური მიზეზებით ემიჯნებიან. “როცა სასწორზე დევს ისეთი მნიშვნლოვანი საკითხი, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამ დროს მოიმიზეზო კობახიძე და მისი დალალები, რომ მე მაგიდასთან არ დავჯდებიო, ეს არის სასაცილო. ეს არის ხელისუფლებისთვის საბაბის მიცემა, რომ აღნიშნული პროცესი აჭრას. თუ ლაპარაკია კომფორტზე, პოლიტიკა არ გახლავთ კომფორტის…

მეტი...

“თუ საკითხი ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული გადაწყვეტილებით ჩააგდო და რაღაც სპექტაკლი დადგა”

„ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, კონსტიტუციური ცვლილების ჩავარდნის ჩათვლით. როგორც კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არ არის გამორიცხული, აქციების მინელების პარალელურად, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაც მიანელოს. „ყველაფერია მოსალოდნელი. პროპორციულ სისტემაზე უარის საბაბი შეიძლება გახდეს ის, რომ ჩაწყნარდა საპროტესტო ტალღა. პირადად, ნაკლებად ვხედავ ამ თემის უკან დატრიალების საფრთხეს. თუმცა, მოდუნების და ხელების ჩამოყრის დრო და საშუალება არ გვაქვს. მოდუნება არ შეიძლება. საკითხი მხოლოდ მაშინ იქნება დასრულებული, როცა მესამე მოსმენის შემდეგ, „ტაბლოზე“ ხმის მიცემის რიცხვები გამოისახება.…

მეტი...

სკოლებში, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან, ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება. სექტემბრიდან, ყველა პირველკლასელი, “დედა ენას” უფასოდ მიიღებს. როგორც ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, “დედა ენის” ადაპტირებული ვერსია, ღირსეულად აგრძელებს იაკობ გოგებაშვილის დაწყებულ გზას. მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული დედა-ენა, დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება სკოლებში. “ჩვენს დროში, მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციებში. დღეს, პირველად…

მეტი...

„პროცესში 90-ზე მეტი კობახიძეა ჩართული და ეს არ არის მიზეზი, მოლაპარაკებაზე უარი ვთქვათ“ – ლევან სამუშია

„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის შეფასებას, რომ ირაკლი კობახიძესთან სასაუბროდ დაჯდომა მის ველზე შესვლას ნიშნავს, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომა არასერიოზულია. საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, კერძოდ კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ფორმატზე იმ მოტივით ამბობს უარს, რომ ჯგუფში ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. „ეს არ მიმაჩნია მართებულად. იქ არის 90-ზე მეტი კობახიძე და აქედან გამომდინარე, როდესაც ქვეყნისთვის არის მთავარი გადაწყვეტილება მისაღები, ამ შემთხვევაში, თუნდაც 90-ზე მეტ კობახიძესთან შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს დაჯდომა. ეს საკითხი არის მთავარი, რომ…

მეტი...

“მმართველ გუნდს არ შევუქმნით ფუფუნებას, პროპორციულ სისტემაზე უარი თქვას” – ლევან სამუშია

„თავისუფალი დემოკრატები“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მნიშვნელოვან მონაპოვარს უწოდებენ და კონსტიტუციური ცვლილების პროცესში მაქსიმალურად ერთვებიან. როგორც “თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, მთავარია სისტემის შეცვლა, სხვა დეტალებზე მათ პრინციპული  პოზიცია არ ექნებათ. „ჩვენი „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი მოთხოვნაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ხოლო, ის დეტალები, რა დეტალებზეც მმართველი გუნდი არის ჩაჭიდებული,  ნულოვანი ბარიერი თუ უბლოკო სისტემა, პრონციპული არ არის. მთავარია ის, რომ  მმართველ გუნდს, ჩვენ არ შევუქმნით ფუფუნებას, ტექნიკური საკითხების საბაბით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უარი თქვას. ეს არის ოპოზიციის და ჩვენი, „ თავისუფალი დემოკრატების“ პრინციპული პოზიცია. გვექნება დისკუსია, მაგრამ,…

მეტი...

“ხალხი  ამდენი პოლიტიკით  დაიღალა, დროა დაპირისპირების ნაცვლად, ყველამ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ” – კახა კალაძე

ხალხი  ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან  დაიღალა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ  საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება  არა დაპირისპირებაზე, არამედ საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს.  „ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი. არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ  პოზიტივზე, სამომავლო პროექტებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. სულ გვესმის „ოცნება“,  „ნაციონალური  მოძრაობა“, „ევროპული საქართველო. ვხედავთ დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას, ლანძღვა-გინებას. ხალხი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა. მოდი, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ…

მეტი...