სათხეს სამონასტრო კომპლექსში ორი წარწერიანი საფლავის ქვა აღმოაჩინეს (ფოტო)

სათხეს სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა ორი საფლავის ქვა, რომელზეც წარწერებია დატანილი, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე „ფეისბუქზე“ წერს. ანთიძის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, წარწერაში მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში ტაძრის რესტავრატორი, ზურაბიშვილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი​ აცხადებს, რომ სპეციალისტები სრულფასოვან კვლევას აღნიშნულ საკითხზე მალე გამოაქვეყნებენ.

მეტი...

“გამოიკვეთა 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი” – გურამ მაჭარაშვილი

“პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი” ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოს წარმოადგენს და ნიკა მელიას მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე ვერდიქტი სასამართლომ უნდა გამოიტანოს. „დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ, განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან. კადრებში ნანახის გარდა,…

მეტი...

“აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს” – “ბლუმბერგი”

აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდვების პაკეტზე მუშაობს, რომელიც ანკარას წინააღმდეგ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ეს-400-ების შეძენის გამო ამოქმედდება. ანონიმურმა წყარომ „ბლუმბერგს“ უთხრა, რომ სანქციებს თურქეთის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ამასთან, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ სფეროებს შეეხება შეზღუდვები. ცნობისთვის, აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას რუსეთისგან აღნიშნული შეიარაღების შეძენაზე, თუმცა ანკარამ ეს-400-ები მაინც შეისყიდა.

მეტი...

ვინ რამდენჯერ გააცდინა პარლამენტის სხდომა – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1879 შემთხვევა, რომელთაგან 1500 შემთხვევაში პარლამენტის წევრებმა სხდომები ოჯახური მდგომარეობის გამო გააცდინეს. კვლევის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს, საპატიო მიზეზით, პლენარული სხდომები ყველაზე ხშირად (62 გაცდენა) გააცდინა კობა ნაყოფიამ (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“). საპატიო მიზეზით კომიტეტების სხდომების გაცდენის მაჩვენებლებით ოპოზიციის წარმომადგენლები ლიდერობენ. რაც შეეხება არასაპატიო მიზეზებს, პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს, კახაბერ ოქრიაშვილმა (უმრავლესობა) – 12 სხდომა; სამველ მანუკიანმა (უმრავლესობა) – 11 სხდომა; თეიმურაზ კოხრეიძემ (უმრავლესობა)…

მეტი...

„ბანკი ქართუ“, ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით, მომხმარებლებს აფრთხილებს

„ბანკი ქართუ“ მომხმარებლებს ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს. „სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს. აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს. „ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს. მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც…

მეტი...

ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, პროექტი „თბილისი კლასიკ ოფენ ეარი“ (Tbilisi Classic Open Air) იწყება, რომლის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის პირველი კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები. 20:00 საათზე კი, კონცერტის მეორე განყოფილება დაიწყება, რომელიც პოლონეთ-საქართველოსდიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელიც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს…

მეტი...